დევიდ ბექჰემი ინგლისური კლუბის დირექტორი გახდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “სტელფორდ სიტის” დირექტორად ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის დანიშვნა დაამტკიცა. აღნიშნული კლუბი ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

43 წლის ბექჰემი “სტელფორდის” აქციათა ათი პროცენტის მფლობელი გახდა. ის ძმებ ნევილებთან, რაიან გიგზთან, პოლ სქოულზთან და ნიკი ბატთან ერთად კლუბის თანამფლობელი გახდა. მათ საერთო ჯამში “სტელფორდის” აქციათა 60 პროცენტი ეკუთვნით. დანარჩენი 40 პროცენტის მფლობელი სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი ამერიკული “ინტერ მაიამის” მფლობელიც გახლავთ, რომელიც MLS-ში ასპარეზობას 2020 წლიდან დაიწყებს.

იბრაჰიმოვიჩისა და ბექჰემის ნიძლავი შვედეთი-ინგლისის მატჩზე

7 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ერთ-ერთ მათგანში შვედეთისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

შვედეთის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, დევიდ ბექჰემს საინტერესო ნიძლავი შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ერთად “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში თამაშობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ინგლისი ხვალინდელ მატჩში გაიმარჯვებს, ზლატანს ბექჰემის დაპატიჟება მოუწევს სადილზე მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, ხოლო თუ შვედეთი მოიგებს, ბექჰემმა ნებისმიერი რამ უნდა უყიდოს Ikea-ს კატალოგიდან.

ვენგერმა სანჩესი მესისა და ბექჰემს შეადარა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის აზრით, ჩილეს საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, ალექსის სანჩესი გუნდისთვის ისეთივე მნიშველოვანი ფიგურაა, როგორც ლეო მესი არგენტინისთვის.

“ყოველ თაობას ჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრების ლიდერობას საკუთარ თავზე იღებდნენ და მთელი ზეწოლა სწორედ მათზე ხორციელდებოდა.

საფრანგეტს ზიდანი ჰყავდა, ინგლისს კი ბექჰემი. მართალია, ინგლისს იმ დროს ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელიც ჰყავდა, მაგრამ ბექჰემი გამორჩეული იყო. რატომ არა ჯერარდი? არ ვიცი, მაგრამ მთავარი მაინც დევიდი იყო.

რაც შეეხება ჩილეს, მათ სანჩესი ჰყავთ. არგენტინელებს – რა თქმა უნდა, მესი. როგორც ჩანს, ნაკრებში ყოველთვის უნდა იყოს ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავზე ლიდერობას აიღებს და სხვებს დაიცავს,” – აცხადებს ვენგერი.

ბექჰემი: “ყველას უყვარს ზიდანი”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ფეხბურთის ლეგენდად შერაცხულმა დევიდ ბექჰემმა მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს შეაქო, რომელმაც პირველ ორ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტულის მოგება მოახერხა.

“გასული სეზონი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. სეზონის ბოლო თვეები კი ნამდვილი საოცრება იყო. გუნდი იმდენად კარგად თამაშობდა, რომ თავს მეც ამაყად ვგრძნობდი.

ძალიან მიხარია, რომ ზიდანი “რეალისთვის” ასეთ კარგ სამუშაოს აკეთებს. ის გამორჩეულია, ყველას უყვარს ზიდანი,” – აცხადებს ინგლისელი პრესასთან საუბრისას.

იბრაჰიმოვიჩი: “ბექჰემს უარი მოურინიოსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” გამო ვუთხარი”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ ზაფხულში შემოთავაზებები MLS-ის კლუბიდანაც მიიღო. მისი თქმით, მას ამერიკაში დევიდ ბექჰემი ეპატიჟებოდა, თუმცა შვედმა ამერიკაში წასვლას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება ამჯობინა.

“დევიდი ჩემი კარგი მეგობარია და მან მთხოვა, რომ მის გუნდში (“მაიამი”) მეთამაშა.” – განაცხადა ზლატანმა. “მაგრამ, ჩემი მიზანი დიდი მწვერვალების დაპყრობაა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად. MLS-ს დიდ პატივს ვცემ და არაფერს არ გამოვრიცხავ.

როდესაც “პსჟ-ს” დატოვება გადავწყვიტე, ბევრი შეთავაზება მივიღე. ზლატანის შემთხვევაში ეს ნორმალურია.

ვიცი, რომ ამერიკულ გუნდებს ჩემი გადაბირება სურდათ, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედში”, ჟოზესთან ერთად მუშაობის შესაძლებლობამ ყველაზე მეტად მომხიბლა.”

ფეხბურთელები, რომლებმაც “ბარსასა” და “რეალს” შორის არჩევანი გააკეთეს

როგორც იცით, “ბარსელონამ” ახლახან გადაიბირა პორტუგალიელი ანდრე გომეში “ვალენსიადან”. არადა, ესპანური მედია ირწმუნებოდა, რომ მას უკვე მიღწეული ჰქონდა შეთანხმება “რეალთან”.

გთავაზობთ, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომლებმაც “ბარსასა” და “რეალს” შორის არჩევანის გაკეთების უფლება ხვდათ წილად ..


ალფრედო დი სტეფანო | ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ამ ჭრილში. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსელონას” რიგებშიც კი ითამაშა (ამხანაგურ მატჩში), ბოლოს მაინც “რეალში” აღმოჩნდა. ამან კი ორი უდიდესი კლუბის ისტორია სრულიად შეცვალა.


კარიმ ბენზემა | ფრანგი ფორვარდის გადაბირება პირადად პეპ გვარდიოლას სურდა, თუმცა “ლიონის”ყოფილმა ფეხბურთელმა “ბარსას” “რეალი” ამჯობინა. კატალონიელებმა კი მის ნაცვლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოიყვანეს, თანაც საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ.


მესუტ იოზილი | გერმანელმა ნახევარმცველმა თავი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა. მისი გადაბირება რამოდენიმე ევროპულ გრანდს სურდა, მათ შორის “ბარსელონასაც”. საბოლოოდ, მესუტის გადაბირება მადრიდის “რეალმა” მოახერხა.


სამუელ ეტო’ო | მართალია, კამერუნელმა თავდამსხმელმა “რეალშიც” ითამაშა, თუმცა “მალიორკაში” ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, მან მადრიდულ კლუბში დაბრუნებას, კარიერის “კამპ ნოუზე” გაგრძელება ამჯობინა.


დევიდ ბექჰემი | ლაპორტამ არჩევნების მოგება მოახერხა დაპირებით, რომელიც გუნდში ინგლისელი ნახევარმცველის მოყვანას ითვალისწინებდა. თუმცა, იმ დროისთვის ბექჰემს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კარიერა “სანტიაგო ბერნაბეუზე” უნდა გაეგრძელებინა.


დავიდ ვილია | მადრიდული გრანდი ვილიას რამოდენიმე წლის მანძილზე აკვირდებოდა. მაგრამ, ესპანელმა ფეხბურთელმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გამოაცხადა, რომ კარიერას “ბარსელონაში” აგრძელებდა.


დანილო | კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები დანილოში დანი ალვეშის ჩამნაცვლებელს ხედავდნენ, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსას” “რეალმა” აწაპნა.


ლუის სუარესი | ურუგვაელმა ფეხბურთელმა ყველას გაუმხილა, რომ მისი გადაბირების სურვილი “რეალმაც” გამოთქვა. თუმცა, განაცხადა, რომ მას მხოლოდ “ბარსელონაში” სურდა თამაში.


ლუკა მოდრიჩი | ხორვატ ფეხბურთელს კარგა ხნის მანძილზე უკავშირებდნენ “ბარსელონას”. თითქოს, ის “ბლაუგრანას” სათამაშო სტილისთვის ზედგამოჭრილი იყო. მაგრამ, “ტოტენჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოსთან შეერთების სურვილი გამოთქვა.


მარკო ასენსიო | “ბარსელონამ” 2-მილიონიანი ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა “მალიორკას” ასენსიოს ტრანსფერის თაობაზე, თუმცა, “რეალმა” კლუბს უფრო მეტი შესთავაზე. საბოლოოდ მარკო “რეალში” აღმოჩნდა.


დანი ალვეში | თითქოს, “სევილიას” მარჯვენა მცველის “რეალში” გადასვლა უკვე დადასტურებული იყო, თუმცა, ბოლო წამს “ბარსელონამ” მისი მოსისხლე მეტოქე დაჯაბნა და ბრაზილიელი მცველიც გადაიბირა, 30 მილიონ ევროდ.


ტონი კროოსი | “ბარსას” ყოფილი სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა თავად შეხვდა გერმანელი ფეხბურთელის აგენტს. მაგრამ, ტონიმ კარიერის გაგრძელება მადრიდში გადაწყვიტა.


ივან რაკიტიჩი | “სევილიაში” გატარებული ორი დიდებული სეზონის შემდეგ, ხორვატმა ფეხბურთელმა “რეალისა” და “ბარსას” ყურადღებაც მიიპყრო. მან არჩევანი იმ კლუბზე გააკეთა, რომელიც ტრიპლეტის მოგების უფლებას მისცემდა.


ნეიმარი | ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე. ბრაზილიელმა “რეალში” სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, მაგრამ, საბოლოო ჯამში მაინც “კამპ ნოუზე” გადაბარგდა.


კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გადაბირება “ბარსელონასაც” სურდა. ეს მაშინ იყო, როდესაც მესი ჯერ კიდევ არ იყო კარიერის პიკზე. თუმცა, რონალდუ “რეალში” გადავიდა (2009) და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

ბექჰემი რობერტო კარლოსს თავის გუნდში დაასაქმებს

ესპანური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევიდ ბექჰემი თავის ამერიკულ პროექტში ბრაზილიელი ლეგენდის, რობერტო კარლოსის ჩართვას აპირებს.

როგორც იცით, დევიდ ბექჰემი ახალი კლუბის შექმნას აპირებს, რომელიც საქმეში 2017 წელს ჩაერთვება. “მაიამი იუნაიტედის” ერთ-ერთ მთავარ მიზნად კი ლეო მესის გადაბირება სახელდება.

მართალია ბექჰემის შანსები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გადაბირების არც ისე დიდია, თუმცა მას საკმაოდ კარგი შანსი აქვს მისი ყოფილი თანაგუნდელის დარწმუნებისა.

რობერტო კარლოსმა, რომელიც ამჟამად ინდური სუპერ ლიგის ერთ-ერთ კლუბს, “დელი დინამოს” უდგას სათავეში, უკვე განიხილა ინგლისური ფეხბურთის ლეგენდასთან ეს საკითხი. მას კარიერის ამერიკაში გაგრძელების იდეა ძალიან მოეწონა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბექჰემის გუნდმა უკვე შეარჩია ადგილი სტადიონის მშენებლობისათვის:

FIFA Football PSVita Terry tackle

b

წყარო: Daily Mail

ბექჰემმა გარეთ ბეილი შეაქო

მადრიდის „რეალსი“ე ქს-ნახევარმცველმს დევიდ ბექჰემს სჯერა, რომ გარეთ ბეილი, მრავალმხვრივი კრიტიკის მიხუედავად, არ გატყდება.

„არ გამიკვირდა, როდესაც ბეილის ტრანსფერი ფასი გავიგე, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც შენში ასეთ ფულს იხდიან, დიდი წნეხის ქვეშ ხვდები. გასაგებია, რომ ასეთ პირობებში შენგან უმაღლესი დონის თამაშს მოელიან.

პირველ სეზონში ბეილმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ტურნირის ფინალში გაიტანა, რაც დიდებული მღწვევაა. თუმცა, ვთვლი, გარეთი თავის ხასიათს სწორედ ახლა ამჟღავნებს“, – განაცხადა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, რომ უელსისი ნაკრებთან ერთად ბეილმა გუშინ ევროპის 2016 წლის ჩემპიოანტის საგზური გაიანღდა.

დევიდ ბექჰემი ახალ სარეკლამო ვიდეოში

ინგლისის ნაკრების ექს-კაპიტანი დევიდ ბექჰემი ცნობილ ამერიკელ კომიკოსთან კევინ ჰარტთან ერთად კომპანია „H&M“-ის ახალ რეკლამაში გამოჩნდა. ვიდეოს სიუჟეტის მიხედვით, ჰარტი ბექჰემს მის სახლში ცხოვრებას სთხოვს, რათა ინგლისელი უკეთესად გაიცნობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სცენარისტებმა ამით მცირე კომედიური ფილმიც კი გადაიღეს.

ითამაშებს თუ არა დევიდ ბექჰემი „ჯეიმს ბონდის“ ახალ ნაწილში?

ცნობილ ინგლისელ ექს-ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს „ჯეიმს ბონდის“ ახალ ნაწილში შესაძლო თამაშის შესახებ ჰკითხეს.

„მე ჯერ არავინ დამიკავშირდა, შესაბამისად, ჩართული არაფერში ვარ, თუმცა სასიხარულია, რომ ჩემს სახელს ასეთ კონტექსტში იხსენებენ.

„US Open“-ზე შონ კონერის გვერდით ვიჯექი, მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მისთვის იმის თქმა მსურდა, რომ შემდეგი როლისთვის მზად ვიყავი, თუმცა ბოლოს თავი შევიკავე“, – გაიხსენა ბექჰემმა.

დევიდ ბექჰემის შვილი ჰოლივუდში სამსახიობო კარიერას იწყებს

დევიდ ბექჰემის 16 წლის შვილი – ბრუკლინი გამოსაშვები გამოცდების შედეგებს ელოდება და სამოდელო ბიზნესითაა დაკავებული.

„ცოტა ხნის წინ მან სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა. ამ ინდუსტრიაში მას დიდი პოტენციალი გააჩნია. ის ფოტოგენურია და მაღალანაზღეურებად ვარსკვლავად მოიაზრება. ამჟამად ბრუკლინი ჰოლივუდში სამსახიობო კარიერაზეც ფიქრობს, თუმცა კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა“, – ციტირებს სიტუაციასთან დაახლოებულ პირს NDT.

ცნობისთვის, თვითონ დევიდ ბექჰემი რეჟისორ გაი რიჩის ერთ-ერთ ფილმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ეკრანებზე 2016 წლის ივლისში გავა.

ჯერარდი: “გაიგეთ, რომ მე არ ვარ ბექჰემი”

ამერიკული “ლოს ანჯელეს გალაქსის” ახალწვეულმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ არ ღირს მისი დევიდ ბექჰემთან შედარება, რომელიც თავის დროზე ასევე კალიფორნიული გუნდის ღირსებას იცავდა.

“მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რომ მე არ ვარ ბექჰემი. მე არც ისე კარგი შესახედაობის ვარ, როგორც დევიდია და ალბათ, არც იმდენად გავლენიანი გახლავართ, როგორც ბექჰემია, თუმცა მინდა მჯეროდეს, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ჩვენ ერთ დონეზე ვდგავართ.
სანამ აქ გადმოვიდოდი, MLS-ი სიღრმისეულად შევისწავლე. “გალაქსის” მატჩებს ვიწერდი და მეორე დილით ვუყურებდი, YouTube-ზე ვიდეოებსაც ვადევნებდი თვალყურს, ვაკვირდებოდი, როგორ თამაშობენ ფეხბურთელები”, – საუბრობს ჯერარდი ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

Gerrard

“ყველაზე იოლი არჩევანი “ლივერპულში” კიდევ ერთი წლით დარჩენა იქნებოდა, – აგრძელებს ინგლისელი ფეხბურთელი. – კომფორტულად ვიქნებოდი, ჩემს სახელს გამოვიყენებდი ახალი მოთამაშეების მოსაზიდად ან კარიერას დავასრულებდი, თუმცა საკუთარი თავისთვის ახალი გამოწვევის დასახვა მსურდა. ვფიქრობ, ამ ასაკში დიდი გამოწვევა და შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა. ერთი სული მაქვს, მოედანზე როდის გავალ”, – აღნიშნა ჯერარდმა .