დიეგო მარადონა ფიდელ კასტროს დაკრძალვას დაესწრება

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონა ამ დროისთვის კუბაში იმყოფება, სადაც ის თავისი “მეორე მამის”, ფიდელ კასტროს დაკრძალვას უნდა დაესწროს, რომლის ტატუც არგენტინელის მარცხენა ფეხს ამშვენებს.

“ვთვლი, რომ მსოფლიომ თავისი ლიდერი დაკარგა. შესაძლოა, დღეს მსოფლიოში ბევრი მოთამაშე იყოს, მაგრამ ის განსაკუთრებული იყო, მსოფლიო გუნდის მეთაური.

რთულია, დღეს სამხრეთ ამერიკაში, ან თუნდაც ევროპაში მოძებნო ისეთი ქარიზმატული და შეძლებული ლიდერი, როგორიც ის იყო.

სწორედ ფიდელი იყო ის ადამიანი, რომელიც რჩევებს მაძლევდა, გულწრფელად მესაუბრებოდა, მეუბნებოდა რა უნდა გამეკეთებინა და რა – არა.”

შეგახსენებთ, რომ 90 წლის ფიდელ კასტრო ამა წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.

“არსენალთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ მოურინიოს მარადონამ დაურეკა

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსა და ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

“დიდებული თამაშის, მაგრამ ცუდი შედეგის შემდეგ მეფე დიეგომ დამირეკა. მადლობა, მეგობარო. შენთან, ჩემს ოჯახთან, სხვა მეგობრებთან, ჩემს ფეხბურთელებთან და “მანჩესტერ იუნაიტედის” საოცარ ფანებთან ერთად ორშაბათს კვლავ მზადყოფნაში ვიქნები”, – დაწერა სოციალურ ქსელში მოურინიომ.

A photo posted by Jose Mourinho (@josemourinho) on

“ფეხბურთის ღმერთი” — 56

დღეს დიეგო არმანდო მარადონას იუბილეა. “ფეხბურთის ღმერთს” 56 წელი შეუსრულდა.

მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. ცხოვრობდა გაჭირვებაში და მის უფერულ დღეებს მხოლოდ ფეხბურთი თუ სძენდა ნათელ ფერებს. სხვებისგან ფეხბურთის უზადო სიყვარული და თავის რწმენა გამოარჩევდა, რწმენა იმისა, რომ ის ოდესმე ხალხის კერპი გახდებოდა.

“ჩემი პირველი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია, მეორე კი – მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება”, – ეს ახალგაზრდა მარადონას სიტყვებია.

დიეგომ ორივე ოცნება აიხდინა და როცა ხალხმა ის სიყვარულის მწვერვალზე აიყვანა, სწორედ მაშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ: მარადონა საკუთარ თავში ჩაიკეტა, ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, მოხვდა კლინიკაში, სადაც ექიმებმა სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს.

თუმცა, ღმერთმა მას მეორე შანსიც მისცა. შანსი, რომელსაც მხოლოდ ის იღებს, ვინც ამას იმსახურებს. მარადონამ დაიმსახურა ეს შანსი…

პრაქტიკულად შეუძლებელია, ერთ სტატიაში დიეგო მარადონას მთელი განვლილი ცხოვრება ჩაატიო. სიტყვითაც შეუძლებელია მისი ფინტები და დრიბლინგი აღწერო. საბედნიეროდ, მისი თამაშის ამსახველი ვიდეომასალის ხილვა ყველა თაობის გულშემატკივარს შეუძლია. ჩვენ კი, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების კარში მარადონას მიერ გატანილ გოლს შემოგთავაზებთ, რომელიც საუკუნის გოლად შერაცხეს.

მარადონა: “მწვრთნელად ყოფნა, ფეხბურთელებთან მუშაობა და ჟურნალისტებთან ჩხუბი მენატრება”

დიეგო მარადონამ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დიდ ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს. მისი თქმით, ის დიდი სიამოვნებით ჩაიბარებს არგენტინის ნაკრებს, თუნდაც უფასოდ.

“დიეგო სიმეონე ნაკრებში მუშაობით არ იყო დაინტერესებული ფინანსური მიზეზების გამო. ჩემთვის ფული პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.

ეროვნულ ნაკრებს უფასოდაც დიდი სიამოვნებით გავწვრთნი.

ბევრს გონია, რომ ძვირადღირებული მწვრთნელი ვარ. მოურინიო? ანჩელოტი ან სიმეონე? არ ვიცი, რატომ მადარებენ ასეთ მწვრთნელებს.

სულ უფრო და უფრო მენატრება მწვრთნელის პოსტი. მენატრება ფეხბურთელებთან მუშაობა და ჟურნალისტებთან ჩხუბი.”

მარადონა: “თუ არგენტინელები კოპა ამერიკას ვერ მოიგებენ, ჯობს შინ აღარც დაბრუნდნენ”

წლევანდელი კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ერთმანეთს არგენტინისა და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ გადამწყვეტი შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, თუმცა თუ ვერ მოვიგებთ, ფეხბურთელებს ურჩევნიათ, სამშობლოში აღარც დაბრუნდნენ”, – ციტირებს მარადონას სიტყვებს “მარკა”.

ფინალური შეხვედრა 27 ივნისს, თბილისის დროით ღამის 03:00 საათზე დაიწყება.

არგენტინისა და ჩილეს ნაკრებები 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ჩილეს ნაკრებმა პენალტების სერიაში იმარჯვა.

მარადონა: “კულიბალი თეთრკანიანი რომ ყოფილიყო, “რეალში” ან “ბარსაში” ითამაშებდა”

“ნაპოლისა” და არგენტინის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა დარწმუნებულია, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნეაპოლიტანელები გონსალო იგუაინს გაყიდიან.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის თავდამსხმელი იტალიის სერია A-ს ბომბარდირთა დავას 30 გატანილი გოლით ლიდერობს და უახლოეს მდევარ პაულო დიბალას 14 ბურთით უსწრებს.

“მე სიტუაციას გარედან ვაკვირდები, თუმცა ვფიქრობ, რომ “ნაპოლი” იგუაინს გაყიდის, რათა დიდძალი ფული მიიღოს. გონსალოს ასეთი სეზონი აღარ ექნება. იგი თითქმის ყველა მატჩში იტანს, უკვე 30 გოლი მოუგროვდა. ვიცი, რა კაციცაა “ნაპოლის” პრეზიდენტი და ვფიქრობ, რომ იგი იგუაინს გაყიდის.

კიდევ ერთ რამეს გეტყვით: კალიდუ კულიბალი ფენომენალური ფეხბურთელია. იგი თეთრკანიანი რომ ყოფილიყო, “რეალში” ან “ბარსელონაში” ითამაშებდა”, – განაცხადა მარადონამ Piùenne-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში კალიდუ კულიბალიმ 30 მატჩი ჩაატარა და 11 ყვითელი ბარათი მიიღო.

 

მარადონა: ” იქ რომ ვყოფილიყავი, მესის გავარტამდი”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ მისი თანამემამულის, ლეო მესის ქმედებაზე ისაუბრა, რომელმაც ლუის სუარესთან პენალტი გაათამაშა.

საუბარია “სელტასთან” გამართულ მატჩზე, რომელიც “ბარსამ” კომფორტული ანგარიშით მოიგო (6-1), თუმცა მთავარი ამ მატჩში მესის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც პირდაპირ დარტყმას სუარესისთვის პასის გაკეთება ამჯობინა.

მარადონამ მესი გააკრიტიკა და აღნიშნა: “მოედანზე რომ ვყოფილიყავი ბევრს გავარტყამდი ხელს. მნიშვნელობა არ აქვს ა,ბ,ც თუ დ დივიზიონში ხდება მსგავსი რამ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი იქ ყოფნით ბევრი დაზარალდებოდა.” – განაცხადა მარადონამ.

მარადონამ ბლატერი და პლატინი ქურდებად მოიხსენია (ფოტო)

ლეგენდარულ არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ფიფასა და უეფას პრეზიდენტების მიმართ თავისი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა. მარადონამ მაისური ჩაიცვა, რომელზეც ბლატერი და პლატინი ქურდებად არიან მოხსენებულნი.

„ეს ის არის, რაც 25 წლის წინ პირში გითხარით“, – ციტირებს მარადონას არგენტინელი ჟურნალისტი დანიელ არკუჩი.

“Esto es lo que les dije en la cara hace 25 años”. Maradona, desde Dubai.

A photo posted by Daniel Arcucci (@daniarcucci) on

მარადონა: “ამ დღეს დიდი ხნის განმავლობაში ველოდით”

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში მილანის “ინტერის” წაფორხილებით (0:1 “სასუოლო”) ისარგებლა “ნაპოლიმ”, რომელმაც “ფროსინონე” ანგარიშით 5:1 გაანადგურა და ჩემპიონატის პირველი წრე სატურნირო ცხრილს ლიდერის პოზიციაზე დაასრულა, რაც 1989/90 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. ამ ფაქტმა აღაფრთოვანა ნეაპოლიტანელთა ყოფილი ლიდერი დიეგო არმანდო მარადონა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ “ნაპოლი” სულაც სკუდეტოს დაისაკუთრებს.

“ნაპოლის” დღევანდელი გამარჯვება მახარებს. ამ დღეს დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. დღეს ნეაპოლის თითოეულ მაცხოვრებელს შეუძლია ზეიმის მოწყობა, რაც კიდევ უფრო გამაბედნიერებს. წინ, “ნაპოლი”! მინდა, რომ გუნდმა სკუდეტო მოიგოს!” – ციტირებს მარადონას სიტყვებს Sky Sports Italia.

“ნაპოლისა” და მადევარ “ინტერს” შორის სხვაობა ორ ქულას შეადგენს.

 

“ფეხბურთის ღმერთი” – 55

დღეს დიეგო არმანდო მარადონას იუბილეა. “ფეხბურთის ღმერთს” 55 წელი შეუსრულდა.

მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. ცხოვრობდა გაჭირვებაში და მის უფერულ დღეებს მხოლოდ ფეხბურთი თუ სძენდა ნათელ ფერებს. სხვებისგან ფეხბურთის უზადო სიყვარული და თავის რწმენა გამოარჩევდა, რწმენა იმისა, რომ ის ოდესმე ხალხის კერპი გახდებოდა.

“ჩემი პირველი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია, მეორე კი – მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება”, – ეს ახალგაზრდა მარადონას სიტყვებია.

დიეგომ ორივე ოცნება აიხდინა და როცა ხალხმა ის სიყვარულის მწვერვალზე აიყვანა, სწორედ მაშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ: მარადონა საკუთარ თავში ჩაიკეტა, ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, მოხვდა კლინიკაში, სადაც ექიმებმა სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს.

თუმცა, ღმერთმა მას მეორე შანსიც მისცა. შანსი, რომელსაც მხოლოდ ის იღებს, ვინც ამას იმსახურებს. მარადონამ დაიმსახურა ეს შანსი…

პრაქტიკულად შეუძლებელია, ერთ სტატიაში დიეგო მარადონას მთელი განვლილი ცხოვრება ჩაატიო. სიტყვითაც შეუძლებელია მისი ფინტები და დრიბლინგი აღწერო. საბედნიეროდ, მისი თამაშის ამსახველი ვიდეომასალის ხილვა ყველა თაობის გულშემატკივარს შეუძლია. ჩვენ კი, მარადონაზე დაწერილი სიმღერის ვიდეოს შემოგთავაზებთ, რომელიც ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმის ერთ-ერთი მონაკვეთია.

 

არგენტინელმა მორაგბეებმა გამარჯვება მარადონასთან ერთად აღნიშნეს (ფოტოები, ვიდეო)

მსოფლიოს თასზე არგენტინისა და ტონგას სარაგბო ნაკრებებს შორის ლესტერში გამართულ მატჩს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა დაესწრო.

მარადონა საკუთარი ქვეყნის გუნდს აქტიურად ქომაგობდა. “პუმამ” მეტოქე ანგარიშით 45:16 დაამარცხა, მარადონამ კი არგენტინელ მორაგბეებთან ერთად გამარჯვება გასახდელში აღნიშნა.

Diego Maradona celebrating in the locker room with the Pumas

Posted by Rugby Banter Page on 2015 წლის 4 ოქტომბერი, კვირა

მარადონა: “ბლატერი ქურდია, პლატინი – მატყუარა”

არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ზეპ ბლატერი და უეფას ხელმძღვანელი მიშელ პლატინი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ივნისში ფიფას პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბლატერმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. იგი მოვალეობის შესრულებას ხელახალ არჩევნებამდე აგრძელებს, რომელიც 2016 წლის თებერვალში ჩატარდება.

ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ბრძოლას მარადონაც აპირებს. არგენტინელი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ბლატერს გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ თითქმის არცერთი საჯარო ინტერვიუ არ მიუცია.

“იგი მთელი მსოფლიოსგან განცალკევებულია, ციხეშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბლატერი ქურდია. რაც შეეხება პლატინის, იგი მატყუარაა. მას ტყუილის თქმა ბლატერმა ასწავლა”, – ციტირებს მარადონას სიტყვებს L’Equipe-ი.