კლოპი: „ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი განახლდება. სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივი „ზენიტი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს. გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ზოგადად შეეხო რუსულ ფეხბურთს და თქვა, რომ ის პროგრესირებს.

„ზენიტის“ ყველა მატჩი ვნახეთ, მათ შორის – ისრაელში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩებიც. ჩვენც და რუსებსაც ძლიერი მეტოქეები გვყავდა, განსაკუთრებით მადრიდის „ატლეტიკოს“ გამოვარჩევდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფარული ფავორიტია. „ზენიტის“ ცალკეული ფეხბურთელები არ მაინტერესებდა, მთლიან გუნდს ვუყურებდი. ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის ბევრ გოლს იტანს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არ არის იმის გარკვევა, თუ რომელია ყველაზე ძლიერი ლიგა. ეს შეიძლება იყოს ესპანეთიც და ინგლისიც. გერმანიასაც საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვს. აქედან გამომდინარე, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილის დაკავება დიდი პატივია. სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული მწვრთნელები კიდევ უფრო აძლიერებენ ლიგას. რაც შეეხება რუსულ ფეხბურთს, ის ვითარდება, „ზენიტი“ უკვე მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. რობერტ ლევანდოვსკიმ ამ უქმეებზე დაისვენა, თუმცა ივარჯიშა და ვფიქრობ, დამდეგი მატჩისთვის მზად არის“, – კლოპის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი „ზენიტსა“ და „ბორუსიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას შოტლანდიელი არბიტრი ვილიამ კოლუმი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გატანილი ხუთი საუკეთესო გოლი

პორტალმა FTBPRO-მ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, საფინალო მატჩებში გატანილი ხუთი საუკეთესო გოლი გამოაქვეყნა.

5. 2011 წელი: დავიდ ვილა (“ბარსელონა”) – “მანჩესტერ იუნაიტედი”

4. 1994 წელი: დეიან სავიჩევიჩი (“მილანი”) – “ბარსელონა”

3. 1997 წელი: ლარს რიკენი (“დორტმუნდი”) – “იუვენტუსი”

2. 2005 წელი: ერნან კრესპო (“მილანი”) – “ლივერპული”

1. 2002 წელი: ზინედინ ზიდანი (“რეალი”) – “ლევერკუზენი”

ბალოტელი, როისი და ფაბრეგასი ერთმანეთს სახალისო შეჯიბრში შეეჯიბრნენ

მარიო ბალოტელი, მარკო როისი და სესკ ფაბრეგასი ბარსელონაში, “პუმას” ახალი ბუცის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ.

გიუნტერი “გალათასარაიში” ითამაშებს

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, კორაი გიუნტერი ამიერიდან თურქული “გალათასარაის” ღირსებას დაიცავს.

თურქული კლუბის წარმომადგენლებმა გერმანელებს 2.5 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო მოთამაშემ “გალათასარაისთან” 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ გიუნტერი წარმოშობით თურქია, თუმცა ის გერმანიაში დაიბადა. ახალგაზრდა მცველს თურქეთის 16-წლამდელთა ნაკრებში უასპარეზია, რის შემდეგაც გერმანიის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ღირსება დაიცვა.

გიუნდოგანი “დორტმუნდს” კვლავ გამოაკლდა

“როგორც მოგეხსენევათ, გერმანელს სერიოზული ტრავმა ჰქონდა, რის გამოც მან სეზონის ნახევარი გამოტოვა. ფეხუბრთელმა ეს ტრავმა დასძლია,  მაგრამ ახალა ბრონქიტის ანთება შეეყარა” – აცხადებს “ბორუსიას” ექიმი მარკუს ბრაუნი.

“დორტმუნდის” გენერალურმა დირექტორმა,იოჰან ვატცკემ ისაუბრა გიუნდოგანზე და მასზე აგორებულ ჭორებზე.

“ჩვენ არ ვგეგმავთ ილქაის გაყიდვას,”მადრიდელებისგან” არანაირი შემოთავაზება არ მოსულა და არც გიუნდოგანს და მამამისს სურს კლუბის დატოვება.”

ბოლოს ვტცკემ გააკრიტიკა ესპანელი ჟურნალისტები და მოუწოდა მათ, რომ ასეთ ჭორების აგორებისგან თავი შეიკავონ.

კურიოზული გოლი “დორტმუნდსა” და “ბოხუმს” შორის გამართულ შეხვედრაში

სამშაბათს, გერმანიაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და “ბოხუმს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც “ბოხუმის” კარში კურიოზული გოლი გავიდა.

როისი: “დარწმუნებული ვარ, მეორე ადგილზე გასვლა შეგვიძლია”

დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევი ნახევარმცველი, მარკო როისი აცხადებს, რომ იურგენ კლოპის შეგირდებს, მიმდინარე სეზონში, გერმანიის ბუნდესლიგაშ მეორე ადგილის დაკავება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელები, 32 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ “ლევერკუზენს” ხუთი ქულით ჩამორჩებიან.

“ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილის დაკავებას შევძლებთ”, – ამბობს როისი.

დორტმუნდელები ბენზემათი დაინტერესდნენ

სპორტული ინტერნეტ-პორტალი Football Espana იუწყება, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კარიმ ბენზემათი დაინტერესდა.

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში „ბორუსიას“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნს“ მიაშურებს, დორტმუნდელებმა კი მის შემცვლელზე ფიქრი აქედანვე დაიწყეს. უცხოური წყაროს ცნობით, გერმანელები ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს მოიაზრებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდელები მზად არიან, რომ ბენზემას ტრანსფერის გასაჩარხად ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანიც დათმონ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ლონდონის „ჩელსიც“ იჩენდა.

ბექა დოგრაშვილი

გნაბრი დორტმუნდის რადარზე

მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდელებმა წამყვანი ცენტრფორვარდი დაკარგეს შემადგენლობის გაძლიერებას ვინგერით ცდილობენ იუწყება უცხოური პრესა. 

პრიორიტეტად ბორუსიელთათვის ჰოფენჰაიმის 21 წლის ვინგერი კევინ ფოლანდი ითვლება, თუმცა პოტენციურ სამიზნეებში გნარბიც ფიგურირებს. ბორუსიის სკაუტები რამოდენიმეჯერ შენიშნეს არსენალის მატჩებზე.

 

“რეალს” გიუნდოგანი სურს

მადრიდის “რეალს” დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის, ილკაი გიუნდოგანის შეძენა სურს, ამის შესახებ ფეხბურთელის მამა ირფან გიუნდოგანი აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ჩაბი ალონსოს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი ეწურება, ამიტომ მადრიდელები ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს.

“მადრიდელები ჩემი შვილით ნამდვილად არიან დაინტერესებულები, მათ ჩვენთან მოლაპარაკებები სურთ. თუმცა, ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკების დაწყება არ შეგვიძლია, რადგან ილკაის ტრავმა აწუხებს. მან ჯერ რეგულარულად თამაში უნდა დაიწყოს”, – ამბობს ირფან გიუნდოგანი.

2013/14: გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო 10 გოლი

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც მიმდინარე სეზონში, გერმანიის ბუნდესლიგაში გატანილი 10 საუკეთესო გოლია შესული.

კლოპი: “ბორუსიას” ზამთრის შესვენება სჭირდება”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი აცხადებს, რომ მის გუნდს ზამთრის შესვენება ესაჭიროება.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს, კლოპის შეგირდები საკუთარ მოედანზე ლევან კობიაშვილის ბერლინის “ჰერტასთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

“სამწუხაროა, რომ დავმარცდით. ჩემს ფეხბურთელებს ცოტათი დაღლა დაეტყოთ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ზამთრის შესვენაბა გვჭირდება. ზამთარში რეაბილიტაციას მოვახერხებთ და შემდეგ, ისევ კარგად ვითამაშებთ”, – ამბობს კლპი.