“ფიორენტინამ” მუტუ დასაკვირვებლად მიიწვია

რუმინელი თავდამსხმელი ადრიან მუტუ შესაძლოა, “ფიორენტინაში” დაბრუნდეს. “კორიერე ფიორენტინოს” ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ 35 წლის ფეხბურთელი დასაკვირვებლად ორკვირიანი ვადით მიიწვია.

შეგახსენებთ, რომ მუტუ “ფიორენტინაში” 2006-დან 2011 წლამდე თამაშობდა. ფეხბურთელი უკანასკნელად რუმინული “პეტროლულის” ღირსებას იცავდა.

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ადრიან მუტუს ინდურ “პუნა სიტიში” გადაბარგების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ვიზა მხოლოდ იმის გამო არ მისცეს, რომ საელჩოში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა.

 

„იუვენტუსს“ „ფიორენტინას“ მეკარე სჭირდება

გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა „ფიორენტინას“ მეკარით ნეტოთი დაინტერესდა.

აქამდე 25 წლის გოლკიპერის „ლივერპულსა“ და „რომაში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებაც იწერებოდა.

არსებული ვარაუდით, ნეტოსთან კონტრაქტის გაფორმების ყველაზე მეტი შანსი სწორედ „იუვეს“ აქვს. თავად ფეხბურთელი „იების“ გულშემატკივრებს უკვე დაპირდა, რომ ტურინში არ გადაბარგდება, თუმცა „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობა მის დარწმუნებას მაინც შეეცდება.

„იუვენტუსში“ გადასვლის შემთხვევაში, ბრაზილიელი, დიდი ალბათობით, რამდენიმე წელიწადში ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელი გახდება.

ვარგასმა ლევან მჭედლიძის გუნდს შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

21 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში, “ფიორენტინასა” და “ემპოლის” შორის გამართულ შეხვედრაში (1:1) ხუან მანუელ ვარგასმა მეტოქეს ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა.

ლევან მჭედლიძე “ფიორენტინას” ფეხბურთელების წინააღმდეგ (ვიდეო)

21 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “ფიორენტინამ” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის ბოლო წუთებზე მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძეც აქტიურობდა.

ცნობისთვის, მჭედლიძე “ემპოლის” სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და ის თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო.

კურიოზული გოლი “ფიორენტინას” კარში (ვიდეო)

14 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “ჩეზენასა” და “ფიორენტინას” შორის გამართულ შეხვედრაში კურიოზული გოლი გავიდა.

„ფიორენტინა“ ნეტოსთან ახანგრძლივებს

„ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა მეკარე ნეტოსთან ახალ კონტრაქტს აფორმებს.

აქამდე მხარეები ახალი ხელშეკრულების შესახებ გოლკიპერის ფინანსური მოთხოვნების გამო ვერ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე მოლაპარაკების შემდეგ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.

ბრაზილიელი ოთხწლიანი კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, მისი ხელფასი წელიწადში 650 ათასი ევროდამ 1,5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

პოლ პოგბამ “ფიორენტინას” ფეხბურთელებს ფინტების მასტერკლასი ჩაუტარა (ვიდეო)

5 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “ფიორენტინასა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ შეხვედრაში, პოლ პოგბამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მშვენიერი ფინტები გაუკეთა.

„ფიორენტინა“ – „იუვენტუსი“ უგოლოდ დასრულდა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მე-14 ტური ფლორენციაში გაიხსნა – ადგილობრივმა „ფიორენტინამ“ გათამაშების ცხრილის ლიდერი ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

შედეგად, „ბიანკონერის“ 35 ქულა დაუგროვა და, „რომას“ მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე მყოფილი გუნდი უახლოეს მდევარს მხოლოდ ქულით გაუსწრებს. რაც შეეხება „ფიორენტინას“, ფლორენციელები 20 ქულით ამჟამად მერვე ადგილს იკავებენ.

ბორხა ვალერო: „რეალში“ სახლსა და მანქანას გჩუქნიან, თუმცა ეს ნამდვილი ფეხბურთი არ არის“

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა ბორხა ვალერომ მადრიდის „რეალის“ აკადემიაში გატარებულ დროზე ისაუბრა.

„თერთმეტ წლამდე, სანამ მადრიდის „რეალის“ აკადემიის წევრი გავხდებოდი, თავით კარგად ვთამაშობდი. ვცხოვრობდი სამას ბიჭთან, რომელთა 85% ვერსად ვერ მოხვდა. მათ ბავშვობის წლები ტყუილად დახარჯეს. გუნდში არანაირი ლოიალურობა არ იყო.

მათ, ვისაც აგდებდნენ, ჩანთით ხელში მიდიოდნენ. რთული იყო, რადგან ყველაფერი არამხოლოდ ჩვენს თამაშზე, არამედ მწვრთნელების აზრზეც იყო დამოკიდებული. ეს სიტუაცია გადაცემა „X-Factor“-ს ჰგავდა.

„რეალში“ კარგ ხელფასს გიხდიან, გაძლევენ სახლს, მანქანასა და ლამაზ საათს. თქვენ სხვა პლანეტაზე ცხოვრობთ, მაგრამ ეს ნამდვილი ფეხბურთი არ არის“, – ციტირებს 29 წლის ნახევარმცველს გამოცემა „მარკა“.

2005 წლიდან 2007 წლამდე ბორხა მადრიდელთა მეორე გუნდში თამაშობდა. გარდა ამისა, მან ესპანეთის თასსა და ჩემპოიონთა ლიგაზე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა.

ფერნანდო ტორესის მაკრატელა, რომელიც უნდა ნახოთ (ვიდეო)

26 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “მილანსა” და “ფიორენტინას” შორის გამართულ მატჩში ფერნანდო ტორესმა ასეთი “მაკრატელა” შეასრულა.

რა ვიხილეთ სექტემბერში სერია A-ში?

სექტემბერი მიილია… იტალიის სერია A-ში, ნამდვილად იყო რამდენიმე საინტერესო მომენტი, რომელიც შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს. შეძლებისდაგვარად, ვეცდებით ეს მომენტები და ფაქტები შემოგთავაზოთ.

საუკეთესო მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი (უდინეზე).

”ინტერიდან” წასვლის შემდეგ, ანდრეა სტრამაჩონიმ დაამტკიცა, რომ მწვრთნელობა მაღალ დონეზე კვლავ შეუძლია.

Udinese Calcio v SSC Napoli - Serie A

”უდინეზეს” სერია A-ში ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა. სექტემბერში, სტრამაჩონის გუნდს ადვილი კალენდარი არ ჰქონდა, 5 თამაშიდან, ”ზებრებს” 3 თამაში, ”ლაციოსთან”, ”ნაპოლისთან” და ”იუვენტუსთან უწევდათ. ”უდინეზე”, მხოლოდ ”იუვენტუსთან” დამარცხდა, დანარჩენ შეხვედრებში კი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა სტრამაჩონიმ და მისმა ასისტენტმა, დეიან სტანკოვიჩმა, ”უდინეზეს” სათამაშო სტილში კორექტირება შეიტანეს. მათ ასევე გარკვეული საკარდრო ცვლილებებიც განახორციელეს (ძირითადი მეკარე გახდა ორესტის კარნეზისი, მარჯვენა მცველად მუდამ გვევლინება – სილვან ვიდმერი, ნახევარდაცვის ცენტრში კი – პანაიოტის კონე). შედეგად, ”უდინეზე” შედეგების მხრივ უფრო პროდუქტიული გახდა.
არ შეიძლება, რომ დი ნატალეს თამაში არ აღინიშნოს. 36 წლის ფეხბურთელი, ახალი  სეზონის დასაწყისში, ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. აღარავინ ფიქრობდა, რომ ის 36 წლის ასაკში, კვლავ შესძლებდა გუნდისთვის ნაყოფიერი სარგებლის მოტანას. 2013 წლის მაისში, სტრამაჩონი ”ინტერიდან” გაანთავისუფლეს, ამის შემდეგ იგი აღარავის ახსოვდა, მაგრამ მან, სერია A-ში დაბრუნება, ტრიუმფალურად აღნიშნა. დღეისთვის, ”უდინეზე” სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ”იუვენტუსს” და ”რომას” 3 ქულით ჩამორჩება.

საუკეთესო ფეხბურთელი: კარლოს ტევესი (იუვენტუსი).

rueed00d7e342

სექტემბერში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კარლოს ტევესი, სერია A-საუკეთესო თავდამსხმელია. არგენტინელი ფეხბურთელი, ”იუვენტუსის” მიერ დაფიქსირებული წარმატებული შედეგის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. გასულ თვეში, მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასი დაფიქსირდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 გოლი გაიტანა. კარლიტო თითქმის ყველა თამაშში იტანს, ასეთი ფეხბურთელის ხელში, ”იუვენტუსს” სადარდებელი ნამდვილად არ ექნება (მინიმუმ იტალიაში).

საუკეთესო მატჩი: ”პარმა” 4-5 ”მილანი”

ჩვენ ვიხილეთ ისეთი თამაში, რომელიც სერია A-ს დამახასიათებელ მოსაწყენ თამაშებს არ განეკუთვნება. ეს იყო გრანდიოზული შედეგი, რომელიც ჰოკეის სტილში მიმდინარეობდა. ესეთი თამაშები, ჩემპიონატს მართლაც რომ შესანიშნავ ხიბლს მატებს.

ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი).

E9834F741A8BBBFACA34DAA2A52BAB_h416_w622_m2_q80_ceAMZqwLG

”ნაპოლის” მიმდინარე სეზონში საშინელი სტარტი ჰქონდა. ამ კლუბში, მფლობელებმა წარმოუდგენელი შრომა ჩადეს და რაფაელ ბენიტესმა აშკარად გაუცრუა იმედები. გუნდი უაზროდ კარგავს ქულებს. ”ნაპოლიში” აშკარად შეინიშნება დაცვის სუსტი თამაში და გუნდს უფრო მაღალკვალიფიციური მცველები ესაჭიროება. თურქეთსი გაყიდული გორან პანდევის აგენტი, კარლო პალავიჩინო ამბობს: ”ნაპოლის” გუნდური სულისკვეთება არ გააჩნია, დიდი გამარჯვების მისაღწევად, კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, რაფა ბენიტესი, გუნდის დატოვების ერთ-ერთ მთავარ კანიდატად მოიაზრება.

ყველაზე წარუმატებელი ფეხბურთელი: ნემანია ვიდიჩი (ინტერი).

FC Internazionale Milano v Cagliari Calcio - Serie A

ყველამ კარგად ვიცით, რომ ვიდიჩი, დაბალი დონის მცველთა სიას არ განეკუთვნება, მაგრამ სერბი ფეხბურთელი, სექტემბრის თვეში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მცველი იყო სერია A-ში. ვიდიჩი იღებს წითელ ბარათებს, ”იკიდებს” პენალტებს და უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც გუნდის საბოლოო შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. შესაძლოა ვიდიჩი, ”ინტერის” ტაქტიკურ სქემას ვერ შეეჩვია, რომელიც 3 მცველით თამაშს გულისხმობს. ვიდიჩი წლიურად 3 მილიონ ევროს იღებს, რის გამოც გუნდის მფლობელი კი მისგან გაცილებით მეტს ელის.

თვის შოკი: ”ინტერი” 1-4 ”კალიარი”.

ალბათ, ყველას გაუკვირდა ამ მატჩის საბოლოო შედეგი. გასულ თვეში, ”კალიარი” სერია A-ს გუნდებს შორის, ყველაზე ნაკლებად ჩანდა და საპატიო ბოლო ადგილიც ეკავა, მაგრამ მოვიდა ”ინტერთან” თამაშის დრო და ამ გუნდმა სასწაული ჩაიდინა, ”ინტერი”, ანგარიშით 1-4 გაანადგურა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ეს იყო ნამდვილი შოკი.

ფაქტი: ”იუვენტუსი” არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც სექტემბერში გოლი არ გაუშვია.

ციტატა: ”ყველა მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობს. აწონ-დაწონის, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება მისთვის საუკეთესო და მომგებიანი. 3 წლის განმავლობაში, ანტონიო კონტემ ”იუვენტუსში” ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. მე მისგან ბრწყინვალედ ორგანიზებული გუნდი ჩავიბარე, მაგრამ აქ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.” – მასიმილიანო ალეგრი, ”იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი.

საუკეთეთესო 3 გოლი

სტეფანო ოკაკა (სამპტოდია) – გოლი ”ტორინოსთან”.

ჟერემი მენეზი (მილანი) – გოლი ”პარმასთან”. ჟერემი მენეზის მიერ ”პარმასთან” გატანილი გოლი, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად აღიარეს.

მატია დესტრო (რომა) – ცენტრიდან გატანილი გოლი ”ვერონასთან”.


რა გველის ოქტომბერში?

5 ოქტომბერი: ”იუვენტუსი” – ”რომა”, ”ფიორენტინა” – ”ინტერი”.

19 ოქტომბერი: ”ფიორენტინა” – ”ლაციო”, ”ინტერი” – ”ნაპოლი”.

26 ოქტომბერი: ”მილანი” – ”ფიორენტინა”.

გაბრიელ ბატისტუტა: ”იმედი მაქვს ტოტი 40 წლამდე ითამაშებს”

არგენტინის ნაკრებისა და ყოფილმა თავდამსხმელმა, გაბრიელ ბატისტუტამ, იმედი გამოთქვა რომ ”რომას” ლეგენდარული თავდამსხმელი, ფრანჩესკო ტოტი, უახლოეს მომავალში კარიერას არ დაასრულებს. იგი, რამდენიმე დღის წინ ფლონეციაში დაბრუნდა და დღეს, ”ტორინო” – ”ფიორენტინას”(1-1) შეხვედრასაც დაესწრო და თამაშზე თავისი მოსაზრებაც გამოთქვა.

”ფლორენციაში დაბრუნებით მოხარული ვარ, ეს ადგილი ყოველთვის ჩემს სახლად მიმაჩნდა და მუდამ ასე იქნება. ვფიქრობ, ”ფიორენტინა” ამ თამაშში ფრეზე უკეთეს შედეგს იმსახურებდა, მაგრამ სეზონი ახალი დაწყებულია და გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ შესულა.”

”იმედი მაქვს, რომ ტოტი 40 წლამდე ითამაშებს. ნებისმიერი ქვეყნის ჩემპიონატში ინატრონ ტოტის მსგავსი ფეხბურთელი, ის ლეგენდაა!” – განაცხადა ბატისტუტამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტოტის 38 წელი შეუსრულდა.