საქართველოს ნაკრებმა “დინამო არენაზე” ივარჯიშა (ფოტოები)

29 მარტს საქართველოს ნაკრები კალენდარული წლის პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით “დინამო არენაზე” ყაზახებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა სამშაბათს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ორშაბათიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა “დინამო არენას” სალაროებში 28 მარტიდან იქნება შესაძლებელი. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კვირას საღამოს “დინამო არენაზე” ივარჯიშეს. გთავაზობთ Fanebi.com-ის ფოტორეპორტიორ თამარ აფციაურის მიერ მომზადებულ ფოტოკოლაჟს.

თამარ აფციაურის ფოტოები

Posted by Fanebi.Com on 2016 წლის 27 მარტი, კვირა

კობიაშვილი: “მჯერა, ყაზახეთის ნაკრებთან მატჩი მომავალ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს”

29 მარტს საქართველოს ნაკრები კალენდარული წლის პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” “დინამო არენაზე” ყაზახებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. დამდეგი შეხვედრის შესახებ სპეციალურ განცხხადებას აქვეყნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

“ეროვნული ნაკრები ჩვენი ქვეყნის სახეა. ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც წლის სადებიუტო მატჩი. მჯერა, ეს შეხვედრა გარდამტეხი იქნება ჩვენი გუნდისთვის და მომავალ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქომაგს იმ თანადგომისა და ინტერესისთვის, რასაც იჩენენ.
29 მარტს, საღამოს 9 საათზე, “დინამო არენაზე” ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს”, – განცხადება ლევან კობიაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 29 მარტს, “დინამო არენაზე” გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ორშაბათიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა “დინამო არენას” სალაროებში 28 მარტიდან იქნება შესაძლებელი. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

ეროვნული ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში ახალგაზრდული ნაკრებიდან სამი ფეხბურთელი გამოიძახა. ვლადიმირ ვაისი 23 მარტს მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ საქართველოსა და სან მარინოს (4:0) ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრას დაესწრო და საბოლოო შემადგენლობა მატჩის შემდეგ დაკომპლექტდა. ეროვნული გუნდის საწვრთნელ პროცესს რუსეთის პრემიერლიგის „როსტოვის“ წევრი ნიკა კაჭარავა, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „ხიმნასტიკის“ ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია და პოლონეთის ექსტრაკლასას „სლასკის“ ქართველი ლეგიონერი ლაშა დვალი შეურთდნენ. დღეიდან საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება. საქართველოსა და ყაზახეთის საფეხბურთო დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 29 მარტს, 21 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასი კი 5 ლარს შეადგენს.

მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“ რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“ ქუთაისი)

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („დინამო თბილისი), უჩა ლობჟანიძე („დინამო თბილისი“), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („სკა-ენერგია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა დვალი („სლასკი“, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე („დნიპრო“, უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ესქიშეჰირსფორი“, თურქეთი), ნიკა ძალამიძე („რიზესფორი“, თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი“, გერმანია), გიორგი აბურჯანია („ხიმნასტიკი“, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ქვილითაია („დინამო თბილისი), ნიკა კაჭარავა („როსტოვი“, რუსეთი)

სფფ-ის პრესსამსახური

ეროვნული ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპს 22 მარტიდან იწყებს. ეროვნული ნაკრები სასტუმრო “ჰუალინგში“ იცხოვრებს. საწვრთნელი პროცესი კი ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანზე ჩატარდება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ორჯერად ვარჯიშებს გამართავს. სლოვაკი სპეციალისტის დებიუტი საქართველის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 29 მარტს, „დინამო არენაზე“ ყახაზეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.

ამ ეტაპისთვის ეროვნულ ნაკრებში 20 ფეხბურთელია გამოძახებული. კიდევ რამდენიმე მოთამაშეს კი, მთავარი მწვრთნელი 23 მარტს, საქართველოსა და სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ დაასახელებს.

მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“ რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“ ქუთაისი)

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („დინამო თბილისი), უჩა ლობჟანიძე („დინამო თბილისი“), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („სკა-ენერგია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე („დნიპრო“, უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ესქიშეჰირსფორი“, თურქეთი), ნიკა ძალამიძე („რიზესფორი“, თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი“, გერმანია)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ქვილითაია („დინამო თბილისი).

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ყაზახეთს შორის 29 მარტს, 21 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

ესპანეთის ნაკრები საქართველოს მადრიდში გაეჯიბრება

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი ჩატარდება, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დაადასტურა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი “ჯვაროსნებს” 7 ივნისს, მადრიდში მიიღებს. შეხვედრა “კოლისეუმ ალფონსო პერესზე” გაიმართება, რომელიც “ხეტაფეს” საშინაო არენა გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ვისენტე დელ ბოსკესთვის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობის პერიოდში ეს ბოლო ამხანაგური მატჩი იქნება, ამის შემდეგ კი “ფურია როხა” ევროპის ჩემპიონატზე გადაერთვება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2012 წელს ესპანელებმა თბილისში მინიმალური სხვაობით, 0:1 იმარჯვეს. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, 2013 წლის 15 ოქტომბერს “ფურია როხამ” ალბასეტეში ანგარიში 2:0 გაიმარჯვა.

 

არაბეთის გაერთიანებული საამიროები – საქართველო 1-1

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დუბაიში საწვრთნელი შეკრება დაასრულა. ლევან ბაჯელიძის გუნდმა 27 თებერვალს მეორე ამხანაგური მატჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან გამართა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში ლელა ჭიჭინაძემ მე-13 წუთზე გახსნა. მასპინძლებმა 23-ე წუთზე ფალეჰის გოლით წონასწორობა აღადგინეს და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. დუბაიში ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა საქართველოს ქალთა ნაკრებმა 3:0 მოიგო. ქართული მხარე მაისში არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალთა ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის ორი ამხანაგური მატჩი დედაქალაქში გაიმართება. მომდევნო ოფიციალურ თამაში კი, ქართველი გოგონების მონაწილეობით ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 12 აპრილს სტუმრად ჩეხეთის ნაკრებთან შედგება.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები – საქართველო 1-1
დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელი ცენტრი

საქართველო: ნადირაშვილი, ზაქაიძე, სხირტლაძე, ტატუაშვილი, კოჭლამაზაშვილი, თოდაძე, პასიკაშვილი, დანელია (75’ გორგაძე), ჩემინავა, ბაქრაძე, ჭიჭინაძე

მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

გოლები: 0-1 ჭიჭინაძე (13), 1-1 ფალეჰი (23)

სფფ-ის პრესსამსახური

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები: კობიაშვილმა არჩევანი გააკეთა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უკვე გააკეთა არჩევანი. როგორც ცნობილია, საქართველო მხარს ჯანი ინფანტინოს კანდიდატურას უჭერს.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის:

შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ ხალიფა – ბაჰრეინი, 50 წლის, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი;

ტოკიო სეკსვალე – სამხრეთ აფრიკა, 62 წლის, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, ყოფილი პოლიტპატიმარი;

ალი ბინ ალ ჰუსეინი – იორდანიის პრინცი, 40 წლის, ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი;

ჯანი ინფანტინო – შვეიცარია, 45 წლის, უეფას გენერალური მდივანი, ფიფას რეფორმების კომიტეტის წევრი;

ჟერომ შამპანი – საფრანგეთი, 57 წლის, ფიფას გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ყოფილი დიპლომატი.

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი ამხანაგური მატჩი დაგეგმა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკებები დაასრულა და ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩების გრაფიკი შეათანხმა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა.

29 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ყაზახეთს შეხვდება. მაისის ბოლოს ჩვენი გუნდი ავსტრიაში გაემგზავრება შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება. ევრო-2016-ის კიდევ ერთ მონაწილეს, რუმინეთის ნაკრებს კი ეროვნული გუნდი 3 ივნისს ბუქარესტში ეთამაშება. ეს მატჩი ბოლო იქნება რუმინელებისთვის ფინალური ეტაპის დაწყებამდე. 10 ივნისს ევრო 2016-ის გახსნით მატჩში რუმინეთი ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს შეხვდება.

სფფ-ის პრესსამსახური

ქართველი 19-წლამდელები ბულგარელ თანატოლებს ხვალ “ბენდელაზე” გაეჯიბრებიან

საქართველოსა და ბულგარეთის 19-წლამდე ნაკრებთა შორის გასამართი მეორე ამხანაგური შეხვედრა სამშაბათს, 26 იანვარს, თბილისში, საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” სტადიონზე შედგება. მატჩი “ბენდელას” სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გუნდთა შორის პირველი შეხვედრა თბილისის “დინამოს” აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და უგოლოდ დასრულდა.

 

ქართველი 19-წლამდელები ბულგარელ თანატოლებთან უგოლოდ დაზავდნენ

24 იანვარს, თბილისის “დინამოს” აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ბულგარელ თანატოლებს გაეჯიბრა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, იყო სახიფათო მომენტებიც, მაგრამ სამწუხაროდ, მაყურებელმა გოლი ვერ იხილა. მატჩის მსვლელობაში გარკვეული კორექტივები მძიმე კლიმატურმა პირობებმაც შეიტანა. გუნდები მეორე ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავენ. მატჩის მასპინძელი სტადიონი 25 იანვარს დაზუსტდება.

 

საქართველო U19 – ბულგარეთი U19 0-0

საქართველო U19: ქურდაძე, ჩაჩუა (81′ ნემსაძე), ჭიჭინაძე (81′ მაღრაძე), ლოჩოშვილი (81′ კამლაძე), კომახიძე (60′ კობოური), ალთუნაშვილი (71′ ბაშელეიშვილი), კოხრეიძე (60′ მამუჩაშვილი), ბიძინაშვილი (71′ ქორიძე), გვარაძე (71′ ართმელაძე), გოშთელიანი (60′ ახალაძე), მიქელთაძე (81′ ლილუაშვილი)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

ბულგარეთი U19: მიხალოივი, მიცაკოვი (69′ მარკოვი), მინკოვი, ლიასკოვი (59′ ხრისტოვი), ივანოვი (80′ ვიდევი), პეტროვი, ალიჩკოვი (80′ მარკოვი), მაქსიმოვი, იორდანოვი, კრაევი, ცვიატკოვი (46′ იუსენოვი)

მთ. მწვრთნელი: სვეტოსლავ ტოდოროვი

სფფ-ს პრესსამსახური

„ოქროს ბურთი 2015“ — ვის ერგო ქართველთა ხმები

როგორც მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ ვის ერგო ქართველთა ხმები.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი).

საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. ლუის სუარესი („ბარსელონა“, ურუგვაი).

 

კახა ცხადაძის პრესკონფერენცია (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ცხადაძემ ესტონეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან დაპირისპირების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ განვილ ორ მატჩში ნაჩვენები შედეგი არადამაკმაყოფილებელია.

„არ აქვს მნიშვნელობა მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური, როცა ეროვნული ნაკრების სახელით თამაშობ, შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველა ფეხბურთელმა კარგად უნდა გააცნობიეროს. ესტონეთთან და ალბანეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, რომელთაც მომავალში დავეყრდნობით. მინდოდა ამ ორ მატჩში მაქსიმალურად ყველა ფეხბურთელის პოტენციალი დამენახა. ესტონეთთან ამ ანგარიშით წაგების გამო ბოდიში მოვიხადე და ვთვლი,რომ ჩვენი ნაკრები ასე არავისთან არ უნდა აგებდეს. რაც შეეხება ალბანეთთან დაპირისპირებას, ვფიქრობ მათთან ფრე ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ ვინაიდან მატჩს ვიგებდით, უპირატესობა ბოლომდე უნდა შეგვენარჩუნებინა“.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველ ლიგაში გარიგებული მატჩების შესახებაც ისაუბრა.

„კარგია, რომ ხობის „კოლხეთისა“ და ცხინვალის „ლიახვის“ მატჩი გარიგების მაღალი რისკის გამო გადაიდო. შეთანხმებული და ჩაწყობილი მატჩები უნდა აღმოიფხვრას და მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. ძალიან სერიოზულად უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელიც ცდილობს ფეხბურთელები და განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩაითრიონ ასეთ თამაშში. იმედია საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და დამნაშავეები დაისჯებიან“.

 სფფ-ის პრესსამსახური