რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

იბრაჰიმოვიჩი: “შეიძლება, MLS-მა დამსაჯოს, მაგრამ არ ინერვიულოთ, მე თავად ვარ MLS”

“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ჰიუსტონ დინამოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ ვიდოერეფერი გააკრიტიკა და თავის სტილში სახალისო კომენტარიც გააკეთა.

თბილისის დროით, 20 მარტს, “ლოს ანჯელეს გალაქსიმ” “ჰიუსტონ დინამო” 2:1 დაამარცხა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ თამაშის წესების დარღვევა საჯარიმოში არ ყოფილა, მაგრამ არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანისნა. ზლატანის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ამ შემთხვევაში ვიდეორეფერი არ გამოიყენეს.

“ისევ ვიდეორეფერიზე უნდა ვისაუბროთ. ადრეც ვთქვი, რომ შესაძლოა, მსაჯმა შეცდომა დაუშვას. თუმცა, ადამიანი, რომელიც მაღლა ზის და ეპიზოდის გამეორებას უყურებს, მან მთავარ არბიტრს უნდა შეატყობინოს. ის ზის და ყავას მიირთმევს. შესაძლოა, MLS-მა ვიდეორეფერის კრიტიკის გამო დამსაჯოს, მაგრამ მე თავად ვარ MLS, ამიტომ არ ინერვიულოთ”, – თქვა ზლატანმა.

როგორ გამოეხმაურა იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას? (ფოტო)

“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი რუსეთში იმყოფება. შვედი ფეხბურთელი მსოფლიოს 2018 წლის გახსნით მატჩს დაესწრო, რომელშიც რუსეთის ნაკრებმა საუდის არაბეთი 5:0 დაამარცხა.

იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში მინო რაიოლასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ისიც აღნიშნა, რომ მუნდიალი სწორედ ახლა იწყება.

“ახლა მსოფლიოს ჩემპიონატს შეუძლია ოფიციალურად დაიწყოს”, – წერს იბრაჰიმოვიჩი Twitter-ში.

შეგახსენებთ, რომ ზლატანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და ის ტურნირზე შვედეთის ნაკრების რიგებში არ იქნება.

კარიკატურა: ამერიკელი იბრაჰიმოვიჩი

ზლატან იბრაჰიმოვიცი “ლა გალაქსიში” ითამაშებს. შვედმა ფეხბურთელმა სულ ცტოა ხნის წინ მოაწერა კონტრაქტს ხელი.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კაპელო: “ზლატანს მეკარის ხელების მოტეხვა არა, მაგრამ ფანჯრების ჩამტვრევა შეეძლო”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტურინის “იუვენტუსში” 2004-2006 წლებში გამოდიოდა, სადაც მას ფაბიო კაპელო წვრთნიდა.

იტალიელმა სპეციალისტმა შვედ ფეხბურთელთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

“როცა ზლატანი “იუვეში” მოვიდა, მას კარგი დარტყმა არ ჰქონდა. მინო რაიოლამ მითხრა: “ის მართლა კარგი ფეხბურთელია, მას შეუძლია უძლიერესი დარტყმით მეკარეს ხელები მოსტეხოს.” ვუპასუხე: “ზლატანს მეკარის ხელების მოტეხვა არა, მაგრამ სავარჯიშო დარბაზის ფანჯრების ჩატეხვა შეუძლია-მეთქი. ამის შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა ამ ასპექტში ვარჯიში დაიწყო და, როგორც ყველამ იცით, ის ძალიან განვითარდა.”

“როცა “რომაში” ვმუშაობდი, შვედის შეძენა მინდოდა. თუმცა, “იუვენტუსმა” დაუჯერებელი ტრანსფერი განახორციელა და 16 მილიონი ევროც გადაიხადა. “აიაქსში” ფიქრობდნენ, რომ ის კარგი მოთამაშე არ იყო. ამიტომ გაუშვეს იტალურ გუნდში. ზლატანს მიდი ამჯობინეს, რომელიც უფრო მარტივად საწვრთნელი გახლდათ,” – ამბობს კაპელო.

იბრაჰიმოვიჩი: “პეპი ჩემს მწვრთნელებს შორის ყველაზე განუვითარებელია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ მის ყოფილ და მოქმედ მწვრთნელებს შორის, პეპ გვარდიოლა ყველაზე განუვითარებელია. შეგახსენებთ, კატალონიელი შვედს “ბარსელონაში” ერთი სეზონის მანძილზე თავკაცობდა.

“კარაგად მახსოვს “ბარსაში” გატარებული სეზონი. პირველი ექვსი თვის მანძილზე ბევრი გოლი გავიტანე და შესანიშნავ ფორმაში ვიყავი. თუმცა, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გვარდიოლამ ახალი სქემითა და ტაქტიკით დაიწყო თამაში, რის გამოც ლიონელ მესი მთავარი გახდა, მე კი ჩრდილში მოვექეცი. ფაქტობირვად, ჩემი მთავარი ფუნქციები დავკარგე. კლუბში მითხრეს, რომ ამაზე გვარდიოლას უნდა დავლაპარაკებოდი. მას როცა შევხვდი, მითხრა, ამ პრობლემას გადაჭრიდა. შემდეგ თამაშში სათადარიგოთა შორის აღმოვჩნდი. ასე გაგრძელდა რამდენიმე ხანს.”

“პეპი ვნახე და ვუთხარი: “შესანიშნავად გადაჭერი პრობლემა! ყველაფერს ვხედავ! ამის შემდეგ, ის არა თუ მელაპარაკებოდ, არც მიყურებდა. მან ვერ მოაგვარა ეს პრობლემა. მახოვს, კატალონიურ გუნდში ჩემი პირველი დღე. მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ მოთამაშეები ვარჯიშებზე ფერარითა და პორშეთი არ დადიოდნენ. ის არც მიცნობდა და ისე განმსაჯა. ეს არ იყო სწორი. თუმცა ახლა მე ვიცნობ გვარდიოლას, მაკავშირებს მასთან გარკვეული გამოცდილება და შემიძლია, მასზე ვისაუბრო. ის ყველაზე განუვითარებელია ჩემს მწვრთნელებს შორის. სხვისი აზრი არ მანაღვლებს,” – ამბობს “იბრა”.

მხითარიანი: “ზლატანს ვუთხარი, რომ ღმერთი ის კი არა, მე ვიყავი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, ჰენრიხ მხითარიანმა საკუთარ გუნდელზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.

“ყველამ იცის, რომ “იბრა” თავის თავს ღმერთს უძახის. თუმცა, როცა როსტოვში დავეშვით, ვუთხარი: “აი, ვინაა ნამდვილი ღმერთი.” რა თქმა უნდა, ვიხურმე. იქ ძალიან ბევრი სომეხი დაგვხვდა, რომელიც ჩემს სახელს სკანდირებდნენ. ის გაგებით მოეკიდა იმ ამბავს, რომ სხვა ღმერთიც არსებობს.”

“ზლატანი ძალიან ტემპერამენტიანია. ბევრი მას ვერ უგებს, არ ესმის მისი ხუმრობები. მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ეს დამოკიდებულება მაშინაც შევინარჩუნეთ, როცა აღდგენით პროცესებს გადიოდა. ის, რა თქმა უნდა, ახლაც ჩემი მეგობარია და კლუბისთვის დიდი ძალაა,” – აცხადებს ჰერიხი.

ლუკაკუ: “მე არ ვგავარ იბრაჰიმოვიჩს”

სულ ცოტა ხნის წინ “მანჩესტერ უნაიტედს” ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ შეუერთდა. რეალურად, იგი იმ სიცარიელის შესავსებად მივიდა კლუბში, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ დარჩა.

“ევერტონის” ყოფილმა ფეხბურთელმა შვედზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას საერთოდ არ ჰგავს.

“ის საოცარი ფეხბურთელია. გასული სეზონის მანძილზე ზლატანმა “მანჩესტერისთვის” ბევრი კარგი რამ გააკეთა. ის გუნდის ლიდერი იყო. “იბრას” ხშირად ვაკვირდებოდი და ურთირთობაც მქონდა მასთან. ჩვენ ხომ ერთი აგენტი გვყავს. შესაბამისად, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. თუმცა, შვედ მოთამაშეს ნამდვილად არ ვგავარ.”

“მე ვარ რომელუ ლუკაკუ და არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ახლა კიდევ უფრო ბევრი შრომა მომიწევს, რომ “მანჩესტერულ” შეტევაში კარგად ჩავჯდე. ახლა იმაზე მეტი უნდა გავაკეთო, ვიდრე აქამდე გამიკეთებია,” – აცხადებს ბელგიელი.

იბრაჰიმოვიჩი “ლოს-ანჯელეს გალაქსიში” ითამაშებს

“მანჩესტერ უნაიტედმა” ტრავმირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდში ერთი წლით აღარ დატოვა. ახლა შვედი თავდამსხმელი კლუბის ძებნაშია.

ზლატანით MLS-ის გუნდი, “ლოს-ანჯელეს გალაქსია” დაინტერესებული. როგორც ინგლისურ და ესპანურ პრესაში იწერება, 35 წლის ფეხბურთელი უკვე დათანხმდა ამერიკელთა შემოთავაზებას და იგი კარიერის უკანასკნელ პერიოდს სწორედ დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში გაატარებს. ზლატანი ოჯახით მალე გადავა კალიფორნიაში საცხოვრებლად და აღდგენით პროცესებს იქ გააგრძელებს. მას ჩვეულებრივად შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს იმ სეზონისთვის მზადებაში, რომელიც უკვე მომავალ მარტში დაიწყება.

“იბრა” გაუსლ ზაფხულში მივიდა ინგლისურ კლუბში. მან 41 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლიც გაიტანა.

ვარსკვლავები, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ნელ-ნელა ახლოვდება. საგულისხმოა, რომ ევროპულ ფეხბურთში არიან ისეთი ვარსკვლავები, რომლებსაც კონტრაქტი სწორედ ივნისში ან ივლისში ეწურებათ და, შესაბამისად, თავისუფალი აგენტები ხდებიან.

გთავაზობთ მათ სიას.

ძირითადი მეკარე: უილი კაბალიერო (35 წლის, “მანჩესტერ სიტი”)

სათადარიგო მეკარე: მიგელ ანხელ მოია (33 წლის, “ატლეტიკო”)

ძირითადი მცველები: პეპე (34 წლის, “რეალი”), ჯურუ (31 წლის, “ჰამბურგი”)

სათადარიგო მცველი: ჯონ ტერი (36 წლის, “ჩელსი”)

ძირითადი განაპირა მცველები: ტრემულინასი (31 წლის, “სევილია”), გაელ კლიში (31 წლის, “მანჩესტერ სიტი”)

სათადარიგოს განაპირა მცველები: ანტონიო ლუნა (26 წლის, “ეიბარი”), გლენ ჯონსონი (32 წლის, “სტოკ სიტი”)

ძირითადი ნახევარმცველები: ლუკას ლეივა ( 30 წლის, “ლივერპული”), სანტი კასორლა (32 წლის, “არსენალი”), დე როსი (32 წლის, “რომა”)

სათადარიგო შემადგენლობის ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი (35 წლის, “მანჩესტერ უნაიტედი”), ტიაგო მენდესი (36 წლის, “ატლეტიკო”)

ძირითადი შემტევი: ფრენკ რიბერი (34 წლის, “ბაიერნი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (35 წლის, “მანჩესტერ უნაიტედი”), რიკარდო კუარეჟმა (33 წლის, “ბეშიქთაში”)

სათადარიგო შემტევი: ხესუს ნავასი (31 წლის, “მანჩესტერ სიტი), ჰუნტელაარი (33 წლის, “შალკე”)

 

ჟოზე მოურინიო: “იბრაჰიმოვიჩის დარჩენითაც და წასვლითაც ბედნიერი ვიქნები”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. თუმცა, არის იმის შანსი, რომ 35 წლის ფეხბურთელი კივდევ ერთი წლით დარჩეს “წითელი ეშმაკების” რიგებში.

ჟოზე მოურინიომ შვედი ფეხბურთელი შეაქო და “მანჩესტერში” მის დარჩენა-არდარჩენას შეეხო.

“ზლატანის საკითხში არ ვერევი. წყნარად ვარ და ველოდები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის. თუ გადაწყდება, რომ “იბრა” კლუბში დარჩება, ამით კმაყოფილი ვიქნები. ის შესანიშნავი და საჭირო ფეხბურთელია.”

“თუ შვედი სეზონის ბოლოს გუნდიდან წავა, ამითაც კმაყოფილი ვიქნები. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თუ მას ახალი გამოწვევა სურს, შეუძლია, სხვა კლუბში გადავიდეს,” – განაცხადა პორტუგალიელმა.

მოურინიო: “გულშემატკივრები, იბრაჰიმოვიჩის დასარჩენად, ამასაც კი გააკეთებენ”

ინგლისის ლიგის თასის ფინალში “მანჩესტერ უნაიტედმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო ტიტული. შეხვედრის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოუწინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მისი შეგირდი შეაქო.

“ზლატანის როლი ჩვენს წარმატებაში განუსაზღვრელია. ამას კარგად ხვდებიან გუნდის გულშემატკივრები. თუ საჭირო იქნება, სატრანსფერო ფანჯრის დროს, ისინი “იბრას” სახლთან მივლენ, მთელი ღამე იქ დაბანაკდებიან და ამით სთხოვენ მას კლუბში დარჩენას.”

“ზლატანს არასდროს ვთხოვ ასეთ რამეს, თუმცა ფანები ნამდვილად გააკეთებენ ამას. ყველას გვინდა, რომ ის ჩვენთან დარჩეს და გვჯერა, ასე მოიქცევა,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.