საქართველოს ნაკრებმა “დინამო არენაზე” ივარჯიშა (ფოტოები)

29 მარტს საქართველოს ნაკრები კალენდარული წლის პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით “დინამო არენაზე” ყაზახებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა სამშაბათს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ორშაბათიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა “დინამო არენას” სალაროებში 28 მარტიდან იქნება შესაძლებელი. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კვირას საღამოს “დინამო არენაზე” ივარჯიშეს. გთავაზობთ Fanebi.com-ის ფოტორეპორტიორ თამარ აფციაურის მიერ მომზადებულ ფოტოკოლაჟს.

თამარ აფციაურის ფოტოები

Posted by Fanebi.Com on 2016 წლის 27 მარტი, კვირა

Fanebi.com-ის ფოტოგალერეა გაიხსნა

Fanebi.com-ი დღითიდღე ვითარდება, უმჯობესდება და მშვენდება. ჩვენი პორტალი თავის მომხმარებლებს კიდევ ერთ ახალ გვერდს სთავაზობს. ამიერიდან თქვენ Fanebi.com-ის გალერეაში ჩვენი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ექსკლუზიური ფოტოების დათვალიერება შეგეძლებათ.

გალერეა არის მაქსიმალურად კომფორტულად მოწყობილი, გათვლილი ასევე მობილურით და სმარტფონებით შემომსვლელი ვიზიტორებისთვისაც. Fanebi.com-ის ფოტოგალერეა არის საკმაოდ დახვეწილი და მოქნილი ფუნქციონალის მქონე. ფოტოები პერიოდულად დაემატება, ამიტომ გირჩევთ, ხშირად ეწვიოთ ახალ გალერეას.

Fanebi.com-ის გალერეაზე გადასასვლელად გამოიყენეთ ბმული: fanebi.com/galerea

 

ბექჰემმა ბრაზილიის ნაკრები მოინახულა (ფოტომასალა)

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ეწვია, რომელიც მაიამიში არის დაბინავებული. 17 ნოემბერს ბრაზილიელი ფეხბურთელები ჰონდურასის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ბრაზილიის ნაკრების ოფიციალური ვებ-გვერი იტყობინება, რომ ბექჰემს „სელესაოს“ სამწვრთნელო შტაბთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა. ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მოქმედ ბრაზილიელ ფეხბურთელებთან ფოტოებიც გადაიღო.

როსანა დევისონი – „ფლეიბოის“ მოდელი და „ლივერპულის“ ფანი (+18)

„მის მსოფლიო 2003“ როსანა დევისონი თურმე „ლივერპულის“ ფანი ყოფილა და ამიერიდან კლუბის სატელევიზიო რგოლებში მიიღებს მონაწილეობას.

29 წლის მოდელი ჟურნალ „ფლეიბოის“ ფოტოსესიაში მონაწილეობდა, როსანა დევისონი ორ 30-წუთიან ფილმშიც არის გადაღებული, რომელიც „ლივერპულის“ ყოფილ ირლანდიელ ვარსკვლავებს მიეძღვნა.

„რა თქმა უნდა, მიკვირს, როცა ვამბობ, რომ „ლივერპულის“ დიდი ფანი ვარ, თუმცა მიყვარს მათ მატჩებზე დასწრება და ტელევიზორით ყურება. მათი ცქერა ოჯახთან ერთად ან „ენფილდზე“ წასვლა – ეს არის ის, რაც მსიამოვნებს“, – აცხადებს დევისონი.

მან დაამატა: „მამაჩემი დიდი ხნის მანძილზე იყო “წითლების” ფანი ისევე, როგორც ჩემი ძმა და ვფიქრობ, რომ მამამ ყველას შეგვაყვარა „ლივერპული“. ჩვენს ძაღლსაც კი წითელი საყელო აქვს და ისიც მხარს უჭერს მერსისაიდელებს. როდესაც საშუალება მაქვს, „ენფილდს“ ვსტუმრობ. არაფერი შეედრება იმ ატმოსფეროს, რაც იქ ტრიალებს, განსაკუთრებით, „კოპის“ ტრიბუნაზე“.

გეტყვით იმასაც, რომ მამამისი ცნობილი მუსიკოსი კრის დე ბურგია, რომელიც სამიოდე წლის წინათ ბათუმს ეწვია და გრანდიოზული კონცერტიც გამართა.