ალეგრი: „მატჩი სამართლიანად დასრულდა“

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

„შედეგი სამართლიანია. თუმცა, სათქმელია, რომ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. შესვენების შემდეგ უფრო მეტი შანსი გვქონდა. ვიცით, რომ „ბორუსია“ კარგი გუნდია, მაგრამ ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. კონტრშეტევების გამოყენებაც შეგეძლო. მოგებით მაინც კმაყოფილნი ვართ“, – განაცხადა ტურინელთა თავკაცმა.

კლოპი: „ნორმალურ შედეგს მივაღწიეთ“

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „იუვენტუსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და „იუვენტუსს“ პრობლემები შევუქმენით. იმ გოლების გათვალისინწინებით, რომლებიც გავუშვით, სიტუაციასთან შეგუება რთულია. „იუვეს“ მეორე გოლამდე პასიურები გავხდით. შესვენების შემდეგ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქეს უკეთესი შესაძლებლობები შეექმნა. შესაბამისად, საბოლოო შედეგი ნორმალურია“, – განაცხადა დორტმუნდელთა დამრიგებელმა.

“იუვენტუსმა” დორტმუნდელები დაამარცხა

ტურინში გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ დაპისპირებაში ადგილობრივმა “იუვენტუსმა” დორტმუნდის “ბორუსიას” უმასპინძლა.

გუნდებმა თამაში სწრაფი გოლებით დაიწყეს. მე-13 წუთზე “იუვე” ტევესის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა, დორტმუნდმა კი სულ რაღაც 5 წუთში როისის ძალისხმევით გაათანაბრა. თუმცა, ტაიმი მაინც ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა 42-ე წუთზე ალვარო მორატამ პოგბას პასი გამოიყენა და საკუთარი გუნდი კვლავ დააწინაურა – 2:1. როგორც შედმეგ გაირკვა გადამწყვეტი სწორედ ესპანელის გოლი აღმოჩნდა. შესვენების შემდეგ მოედანზე აღარაფერი შეცვლილა და ტურინელებმაც მინიმალური სხვაობით მოიგეს.

იუვენტუსი 2-1 დორტმუნდი

გოლები: ტევესი 13′ (1:0); როისი 18′ (1:1); მორატა 42′ (2:1)

პოგბამ დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელები ლამაზი ფინტით მოატყუა (ვიდეო)

24 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ტურინის “იუვენტუსსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში პოლ პოგბამ მეტოქე გუნდის ორი ფეხბურთელი ლამაზი ფინტით მოატყუა.

ლიპი: „იუვენტუსი“ ფავორიტია, თუმცა „ბორუსია“ მაინც სახიფათოა“

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ „იუვე“ – „ბორუსიას“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატში უიღბლობის შემდეგ „ბორუსია“ თავის გამოჩენას ჩემპიონთა ლიგაზე შეეცდება. ასე რომ, ამის დავიწყება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, ჩემი აზრით, ორმტაჩიანი სერიის ფავორიტი მაინც „იუვენტუსია“, – განუცხადა ლიპიმ გერმანულ პრესას.

პირლო: “დორტმუნდელებს გოლი არ უნდა გავატანინოთ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსიას” მიიღებს.

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მატჩი ისე მოვიგოთ, რომ მეტოქეს გოლი არ გავატანინოთ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ჩემპიონატში დორტმუნდელები სასურველ პოზიციას ვერ იკავებენ, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობენ. ახლა მთლიანად მათ წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ”, – ამბობს პირლო.

პირლო კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების 35 წლის ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ ბუცების ლურსმანზე დაკიდვას ჯერჯერობით არ აპირებს.

“მინდა, რომ ფეხბურთი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვითამაშო. მე სპორტის ეს სახეობა ისევ ისე მიყვარს, როგორც 15 წლის ასაკში მიყვარდა. თუ ერთხელაც გავიღვიძებ და ვიგრძნობ, რომ ფეხბურთისადმი ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა, მაშინ კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას მივიღებ. თუმცა, დღეს ვფიქრობ, რომ ამ მომენტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა”, – პირლოს სიტყვებს A bola აქვეყნებს.

ცნობისთვის, ანდრეა პირლოს “იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.

პირლომ იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა იტალიის ნაკრებში დაბრუნება.

“ანტონიო კონტემ დამირეკა და მკითხა, ვიყავი თუ არა მზად, რომ ევრო-2016-ზე გუნდს დავხმარებოდი. მან ჩემი დარწმუნება შეძლო”, – აღნიშნა პირლომ.

 

მორატა: „იუვენტუსმა“ „ჩეზენასთან“ მნიშვნელოვანი ქულა აიღო“

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ჩეზენასთან“ მატჩი შეაჯამა.

„გოლის გატანა სასიამოვნო იყო, თუმცა იგი მნიშვნელობას კარგავს, როდესაც გუნდი ვერ იგებს.

ეს მძიმე შეხვედრა იყო, რომელშიც გამარჯვების ზეიმი შეგვეძო, თუმცა საბოლოოდ მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. მოგება ყოველთვის გვინდა. „ჩეზენა“ კარგი გუნდია, რომელიც სახლში კარგად გამოდის. მათ ესმით, რომ ხელოვნური მინდორი ნებისმიერ მეტოქეს პრობლემას უქმნის.

ამ შეხვედრის შედეგზე ფიქრის დრო არ არის. მნიშვნელოვანია, შემდეგ მატჩისთვის მომზადება დავიწყოთ“, – განაცხადა ესპანელმა.

ალეგრი: “ცუდად ვითამაშეთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ჩეზენასთან” გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს, “ჩეზენამ” “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

“ჩეზენასთან” თამაში ადვილი არასოდესაა. შეიძლება, ითქვას, ცუდად ვითამაშეთ, ამიტომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. მართალია, სკუდეტოსთვის ბრძოლაში, უახლოეს მდევარ “რომას” 7 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ”, – ამბობს ალეგრი.

“იუვენტუსს” ოსკარის გაფორმება სურს

იტალიის ჩემპიონი ზაფხულში “ჩელსის” გამთამაშებლით გაძლიერებას აპირებს.

23 წლის ბრაზილიელს ლონდონურ გუნდთან ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს, მაგრამ შემადგენლობაში არსებული დიდი კონკურენციის გამო, იგი ხშირად ვერ ახერხებს სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრას.

როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს გეგმებში ოსკარი არ ჯდება და იგი არ ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ “სელესაოს” წევრმა შეიძლება დატოვოს “არისტოკრატთა” გუნდი.

Sportmediaset-ის ცნობით, ოსკარის შეძენით “იუვენტუსია” დაინტერესებული, ხოლო “ჩელსი” ფეხბურთელს 30 მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში გაუშვებს.

 

ოსკარი „იუვენტუსში“ გადავა?

მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ოსკარმა „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა, იგი გუნდის ძირითად შემადგენლობასი ხშირად ვერ ხვდება.

მოვლენების ასეთი განვითარება მოთამაშეს, თავისთავად, არ აწყობს, რის გამოც, მან, შესაძლოა, კლუბი უკვე ზაფხულში დატოვოს.

გაბრცელებული ინფორმაციით, ოსკარის შეძენა ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას სურს, რომელიც, კომპენსაციის სახით, ლონდონურ კლუბს 30 მილიონ ევროს გადაუხდის. თავის მხვრივ, „არისტოკრატებს“ ეს ფასი უნდა აწყობდეთ.

კონტე: “არამგონია, ეროვნული ნაკრები დავტოვო”

“სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ის არ აპირებს “იუვენტუსში” დაბრუნებას.

ტურინში წარმატებული მუშაობის შემდეგ, ანტონიო კონტე იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი გახდა, ხოლო ახლა, პრესა მას კლუბში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს.

“დავტოვო ნაკრები? ამაზე არასდროს მიფიქრია, რომ ისინი აპირებენ ამის გაკეთებას. ჩემი დევიზი? – ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა მაშინაც, როდესაც მიზანზე მიღწეულია. ეს პროგრესის საუკეთესო საშუალებაა”.

“იტალიის ნაკრებში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. ეს ოცნება ბავშვობიდანვე მქონდა და საბედნიეროდ, ავიხდინე კიდევაც. ახლა გუნდთან ერთად ტურნირის მოგება მსურს,”-განაცხადა კონტემ.