კონტე: “ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე აცხადებს, რომ ის თავისი გუნდის თამაში კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, “ბიანკონერიმ” “რომა” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

“ჩემი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი მთავარი მიზანი შევასრულეთ და უახლოეს მდევარს დამაჯერელად მოვუგეთ. ჩემპიონატის დასრულებამდე, ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ”, – ამბობს კონტე.

ბონუჩი: “დავამტკიცეთ, რომ “რომაზე” ძლიერი გუნდი გვყავს”

ტურინის “იუვენტუსის” მცველი, ლეონარდო ბონუჩი აცხადებს, რომ “ბინაკონერი” “რომაზე” ძლიერი გუნდია, რაც კონტეს შეგირდებმა დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, “იუვენტუსმა” “რომას” საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 სძლია.

“ვფიქრობ, ყველაფერი მოედანზე დავამტკიცეთ. ამიტომ, პრესის საშუალებით საუბარი ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენ “რომაზე” ძლიერი გუნდი გვყავს. კარგად ვითამაშეთ. “რომა” კი ხიფათის შექმნას ჟერვინიოსა და ლაიალიჩის საშუალებით ცდილობდა”, – ამბობს ბონუჩი.

კონტე: „წინ მთელი მეორე ტურია“

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ „რომა“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ეს გამარჯვება სკუდეტოს მოგებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, თუმცა ტიტულის მოგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„ზომიერად კმაყოფილი ვარ, სრულად კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როდესაც საბოლოო მიზანს მივაღწევთ. ეს გამარჯვება სკუდეტოსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. საჩემპიონო რბოლის დასრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა. წინ მთელი მეორე ტურია. რვაქულიანი სხვაობა სერიოზული უპირატესობაა, მაგრამ ყურადღება არ უნდა გავფანტოთ. კონცენტრაცია რომ დავკარგოთ, შეიძლება მოვლენები ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ განვითარდეს.

გამიმართლა, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მყავს, როგორებიც არიან ბუფონი, პირლო და ტევესი. მათ უკვე გაიმარჯვეს და იციან, როგორ უნდა ავიდნენ მწვერვალზე. ლორენტეს თამაშიც მომეწონა, ფერნანდო მეტად სარგებლიანად ირჯებოდა“, – კონტეს სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსმა“ რეკორდი გაიმეორა, „რომამ“ პირველი მარცხი იწვნია

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ „რომა“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მხარეებს შორის დაპირისპირება შეხვედრამდე კარგა ხნით დაიწყო, როცა რომაელთა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი „ბებერ ქალბატონს“ ინდივიდუალური თვალსაზრისით სჯაბნის, „იუვეს“ უპირატესობა კი მხოლოდ გუნდური თამაშია. ტოტის ამ განცხადებას დანიელე დე როსიმაც დაუჭირა მხარი. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტინიო კონტემ ტოტის ეს სიტყვები პროვოკაციად მონათლა და აღნიშნა, რომაელები პასუხს მოედანზე მიიღებენო. მიიღეს კიდეც! შეხვედრის დასაწყისში თითქოს უპირატესობა „მგლებს“ ჰქონდათ, თუმცა ანგარიში მე-17 წუთზე ტურინელებმა გახსნეს — კარლოს ტევესის გადაცემა ახლო მანძილიდან არტურო ვიდალმა დააგვირგვინა, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში უკვე მე-8 გოლია. მეორე ტაიმის დასაწყისში, რომაელთა საჯარიმოში ანდრეა პირლოს მიერ ბურთის ჩამოწოდების შემდეგ უყურადღებოდ დარჩენილმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბებერი ქალბატონის“ უპირატესობა განამტკიცა. ტაიმის შუაწელს, ერთწუთიან მონაკვეთში სტუმრებმა ორი წითელი ბარათი მიიღეს: ჯერ დანიელე დე როსი გააძევეს ჯორჯო კიელინის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის, შემდეგ კი — ლეანდრო კასტრომ ითამაშა ხელით და საკუთარი კარიდან ბურთი გამოაგდო, რის გამოც მსაჯმა ნიკოლა რიცოლიმ „რომას“ მცველი გააძევა და სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ზუსტად შეასრულა შეცვლაზე შემოსულმა მირკო ვუჩინიჩმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა — 3:0. სხვათა შორის, მატჩს ტურნელთა ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგეც ესწრებოდა, რომელსაც შეხვედრის დაწყებამდე „ბიანკონერის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელისგან სპეციალური ჯილდოც გადაეცა.

ამრიგად, „იუვენტუსმა“ სერია A-ში მიჯრით მეათე მატჩი მოიგო და საკლუბო რეკორდი გაიმეორა. „რომამ“ კი, რომელმაც საწყისი ათი შეხვედრიდან ათივე მოიგო, მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

ლიდერმა „იუვენტუსმა“ მადევარ „რომასთან“ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და ახლა მათ უკვე 8 ქულა აშორებთ — „ბებერ ქალბატონს“ 49 ქულა მოუგროვდა, დედაქალაქურ გუნდს კი 41 ქულა დარჩა.

იტალიის სერია A
XVIII ტური
„იუვენტუსი“—„რომა“ 3:0 (1:0)

„იუვენტუსი“: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი (მარკიზიო 79′), პირლო, პოგბა, ასამოა, ტევესი (ვუჩინიჩი 59′), ლორენტე (კვალიარელა 81′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
„რომა“: დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო (ტოროსიდისი 55′), დე როსი, სტროტმანი, პიანიჩი (დესტრო 55′), ლიაიჩი, ტოტი (ფლორენცი 72′), ჟერვინიო.
მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: ვიდალი 17′, ბონუჩი 48′, ვუჩინიჩი 77′ (პენ).
გაფრთხილებები: ტევესი 33′, კიელინი 34′, ბარძალი 87′ — ჟერვინიო 37′, ლიაიჩი 83′.
გაძევებები: დე როსი 75′, კასტანი 76′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბექა დოგრაშვილი

საკი: “რომა” და “იუვენტუსი” ყველაზე ძლიერები არიან”

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი, არიგო საკი აცხადებს, რომ დღესდღეობით, იტალიის სერია A-ში ყველაზე ძლიერი გუნდები “რომა” და “იუვენტუსი” არიან.

“ჩემი აზრით, “იუვენტუსი” და “რომა” ყველაზე ძლიერი გუნდები არიან, ამრიგად მათ შორის გასამართი დაპირისპირება ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. რუდი გარსია და ანტონიო კონტე თავიანთ გუნდებს მშვენივრად თავკაცობენ”, – ამბობს 67 წლის საკი.

“ნაპოლი” კრიშიტოზე გადაერთო

იტალიური “ნაპოლი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 26 წლის მარცენა მცველი, ლუკა ანტონელის შეძენას ცდილობდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშლ და ახლა ნეპოლელები სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” მოთამაშე იტალიელ ფლანგელ დომენიკო კრიშიტოზე გადაერთვნენ.

Sport Mediaset-ის ცნობით, რუსული კლუბი 27 წლის ფეხბურთელში 16 მილიონ ევროს ითხოვს.

კრიშიტო “ზენიტში” 2011 წელს, “ჯენოადან” გადავიდა. იქამდე კი, ის “ჯენოასა” და “იუვენტუსის” რიგებში ირიცხებოდა.

კონტე: „ტოტის და დე როსის პასუხს მოედანზე გავცემთ“

იტალიის სერია A დღეს მე-18 ტურით განახლდება. ცენტრალური მატჩი ტურინში შედგება, სადაც ადგილობრივი „იუვენტუსი“ „რომას“ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილს „ბებერი ქალბატონი“ 46 ქულით ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან „რომას“ 5 ქულით უსწრებს.

რომაელმა „მგლებმა“ უკვე გაჰკრეს კბილი ტურინელებს, როდესაც ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ „რომა“ „იუვენტუსს“ ინდივიდუალური თვალსაზრისით სჯობს, მეტოქე კი უბრალოდ კარგად შეკრული გუნდია. კაპიტნის ამ მოსაზრებას მხარი დანიელე დე როსიმაც დაუჭირა.

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ეს განცხადება პროვოკაციად აღიქვა.

„როდესაც საქმე ასეთ პროვოკაციასთან გაქვს, უბრალოდ ხუმრობად უნდა მიიღო ეს სიტყვები. ტოტისა და დე როსის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ისინი პასუხს მოედანზე მიიღებენ. ბოლო ორწელიწადნახევარია, ეს საქმე კარგად გამოგვდის. მგონია, რომ იტალიაში პოლემიკას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე მოედანზე მიმდინარე მოვლენებს.

რაც შეეხებამ რუდი გარსიას კამპანია, რომაელებს სამი წლის წინაც ასეთივე თავგადასავალი ჰქონდათ ლუის ენრიკესთან. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ორჯერ მოვიგეთ სკუდეტო და ორჯერ – იტალიის სუპერთასი. ალბათ, რომაელებმა სატრანსფერო ბაზარზე შეცდომები დაუშვეს. შესაძლოა, „რომამ“ ის ფეხბურთელები ვერ აარჩია, რომლებიც სჭირდებოდა. არადა, ყველაზე მეტ ფულს სწორედ ისინი ხარჯავდნენ.

ბოლო სამი წელიწადია, ჩვენ ვიგებთ და არც შეცდომები მოგვდის, თუმცა ახლა ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევენ. გარედან ზოგს შეიძლება ეს იოლი ეგონოს, მაგრამ ჩვენ ექსტაორდინალური მუშაობის გაწევა გვიწევს.

ბარძალის, ტევესისა და პირლოს თამაში საეჭვოა. გადაწყვეტილებას მივიღებ, არაფრის არ მეშინია. მყავს ის შემადგენლობა, რომელსაც შემიძლია, დავეყრდნო“, – განაცხადა კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეხვედრა „იუვენტუსსა“ და „რომას“ შორის კვირას, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს და მას გამოცდილი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

ლიხტშტაინერი: “ტოტი ცდება – “იუვე” “რომაზე” ძლიერია”

ტურინის “იუვენტუსის” მარჯვენა მცველი, სტეფან ლიხტშტაინერი აცხადებს, რომ “ბიანკონერი” “რომაზე” ძლიერი გუნდია.

შეეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, “ჯალოროსის” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ “რომას” “იუვენტუსზე” კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

“ტოტი ცდება. ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები და გუნდი გვყავს. იმედი მაქვს, რომ რომაელების დამარცხებას მოვახერხებთ. ძალიან მინდა, მიმდინარე სეზონშიც ჩემპიონები ჩვენ გავხდეთ”, – ამბობს შვეიცარიელი მოთამაშე.

აგენტი: “მანჯუკიჩს “იუვენტუსში” გადასვლა არ სურს”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელის, მარიო მანჯუკიჩის აგენტი აცხადებს, რომ მის კლიენტს კლუბის დატოვება და “იუვენტუსში” გადასვლა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ ხორვატი ფეხბურთელი “ბიანკონერისთან” დააკავშირა.

“იუვენტუსი”? მარიო არსად წასვლას არ აპირებს, ის მხოლოდ “ბაიერნზე” ფიქრობს. ჩემს კლიენტს ბავარიელებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, ის აქ თავს მშვენივრად გრძნობს”, – ამბობს აგენტი.

პოგბა ბავშვობაში „არსენალში“ ან „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ აღიარა, რომ ბავშვობაში იგი ლონდონის „არსენალში“ ან კატალონიის „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობდა.

„იუვენტუსში“ თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა არ დავმალავ, რომ ბავშვობაში „არსენალში“ ან „ბარსელონაში“ თამაში მინდოდა.

ზინედინ ზიდანის, დავიდ ტრეზეგესა და პეველ ნედვედის ტრიო ჩემთვის „იუვენტუსის“ სახეს წარმოადგენა. ეს ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც მაღალი კლასი და დისციპლინა გააჩნდა“, – აღნიშნა ახალგაზრდა ნახევარმცველმა.

„მსურს, სერ ალექს ფერგუსონს მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით თამაში თითქმის არ მიწევდა, მას ჩემი სჯეროდა. ფერგუსონი იტალიაში გადასვლას არ მირჩევდა, იგი რასიზმის შესახებ მაფრთხილებდა და მას ეგონა, რომ იტალიაში თავს ცუდად ვიგრძნობდი.

რაც შეეხება რასიზმს, მისგან არცერთ ქვეყანა არაა დაცული. რასიზმი ინგლისშიც არსებობს. ამისთვის, საკმარისია ჯონ ტერისა და ლუის სუარესის ეპიზოდის გახსენება“, – განაცხადა პოგბამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტოტი: “რომას” “იუვენტუსზე” უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს”

იტალიური “რომას” ვეტერანი ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი აცხადებს, რომ “ჯალოროსის” ტურინის “იუვენტუსზე” უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 46 ქულით “იუვენტუსი” ლიდერობს, ხოლო “რომა” მას ხუთი ქულით ჩამორჩება.

“ცხადია, “იუვენტუსი” ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ყოველთვის ტიტულებისათვის იბრძვის. თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენს გუნდში “ბიანკონერის” ფეხბურთელებზე უკეთესი მოთამაშეები არიან”, – ამბობს ტოტი.

პიანიჩი: “რომას” “იუვენტუსის” არ ეშინია”

იტალიური “რომაშ” ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი აცხადებს, რომ “ჯალოროსის” “იუვენტუსის” არ ეშინია.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ცხრილში, პირბველ ადგილს, 46 ქულით, “ბიანკონერი” იკავებს, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფი “რომა” “იუვენტუსს” ხუთი ქულით ჩამორჩება.

“ცხადია, “იუვენტუსი” ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ მისი არ გვეშინია. ვფიქრობ, “ბიანკონერის” მთავარი კონკურენტი “რომაა”. შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ და ჩემპიონები ჩვენ გავხდეთ”, – ამბობს პიანიჩი.