14 თებერვალი: ათი საუკეთესო მომენტი ამერიკიდან (ვიდეო)

14 თებერვალს ამერიკის ნაციონალური ასოციაციის ფორმატით რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. გთავაზობთ ამერიკული კალათბურთის დღიურ დოზას – 10 საუკეთესო მომენტი “NBA”-დან.

დღის ცენტრალურ მატჩს “ჩიზპიკ არენამ” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “ოკლაჰომა სიტი სანდერსი” “კლივლენდ კავალიერზს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მისი ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა – 112:120. მატჩის საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახდა 37 ქულით, რვა ასისტითა და ამდენივე მოხსნით.

რაც შეეხება, ჯეიმს ჰარდენის “ჰიუსტონ როკეტსს”, მან გასვლაზე “მინესოტა ტიმბერვულვზის” დამარცხება შეძლო (108-126). ჰარდენმა ამ მატჩში 34 ქულა ჩააგდო და ერთი ქულით ჩამორჩა საუკეთესოს, კარლ ტაუნსს.

“საკრამენტო კინგზსმა” “დალას მავერიკსი” დაამარცხა (109:114), ტონი პარკერის კარგმა თამაშმა კი “სან ანტონიო სპურსი” მაინც ვერ გადაარჩინა (117:109 “დენვერ ნაგეტსთან”). “ტორონტომ” შინ “მაიამი ჰიტი” დაამარცხა (115:112), ისევე როგორც “მილუოკ ბაკსმა” სძლია “ატლანტას” (97-92).

როგორ აღნიშნეს ქართველმა კალათბურთელებმა გამარჯვება? (ფოტო)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მონტენეგროს, ანგარიშით, 86:90 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ჩვენმა სპორტსმენებმა ასე აღნიშნეს დიდი წარმატება

ბექა ბურჯანაძე: “ეს იყო საქართველოსთვის!” (ფოტო)

საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო სტუმრად, ანგარიშით, 84:90 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ჩვენი საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ეროვნული გუნდის წევრი, ბექა ბურჯანაძე.

cats

დუდა სანაძე: “საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს შეუძლია, მეოთხედ ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე!”

31 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის პირველ შეხვედრას ალაბანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

Fanebi.Com-ი ნახსენებ თამაშთან დაკავშირებით ქართველ კალათბურთელს, დუდა სანაძეს ესაუბრა.

“შესარჩევის პირველ შეხვედრას ალბანეთთან ჩავატარებთ. ეს მატჩი და, ზოგადად, ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად მოვემზადეთ. ბოლო ერთი კვირა იმისთვის გამოვიყენეთ, რომ ჩაგვეტარებინა ტესტმატჩები და მათი საშუალებით დაგვენახა ჩვენი პლუსები და მინუსები.”

“ჩემი აზრით, რაც გვქონდა მიზნად დასახული, შევასრულეთ. ახლა კი ნამდვილად გვაქვს იმის ძალა, რომ საქართველოს ნაკრები მეოთხედ გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე,” – განაცხადა სანაძემ.

საქართველოს ქალაქ თბილისის მერიის თასი ჰოლანდიასთან გამარჯვებით დაიწყო

12 აგვისტოს, ქალაქ თბილისის მერიის თასი დაიწყო. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში ჰოლანდიას დაუპირისპირდა და მეტოქე 77:66 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი ჰოლანდიელთა გამარჯვებით 18:19 დასრულდა. მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა 23 ქულა ჩააგდო, ჰოლანდიამ კი 5 ქულით ნაკლები – ზუროსის გუნდი შესვენებაზე ოთქულიანი უპირატესობით (41:37) გავიდა. მესამე მეოთხედში მინიმალური უპირატესობა კვლავაც ქართველების მხარეს იყოს – 16:15. მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა თავისი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 77:66.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე გახდა, რომელმაც 16 ქულა, 3 მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ერთ-ერთი გამორჩეული იყო გუნდის ახალი წევრი, მაიკლ დიქსონი – მის ანგარიშზე 13 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა.

“კლივლენდ კავალიერსის” საჩემპიონო მსვლელობა (ფოტოები)

როგორც იცით, საკმაოდ დაძაბული, 7-მატჩიანი ფინალის შემდეგ NBA-ს ახალი ჩემპიონი “კლივლენდ კავალიერსი” გახდა, რომელმაც “გოლდენ სტეიტ უორიორსი” დაამარცხა (4-3).

ქალაქი ამ გამარჯვებას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ელოდა – და მართლაც, ლებრონის წყალობით 52-წლიანი ლოდინი დასრულდა. გუშინ კი “კავალიერსმა” კლივლენდელებთან ერთად აღნიშნა ჩემპიონობა.

ბუნებრივია, რომ გულშემატკივრები ყველანაირად ცდილობდნენ მოეპოვებინათ საუკეთესო, ყველაზე კომფორტული ადგილები, რათა ზეიმით მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ.

საჩემპიონო პარადს არაფერი არ აკლდა: კანფეტები, ორკესტრი და რაც მთავარია – ვარსკვლავები.

ხალხის მთელი ნაკადი კლივლენდის ცენტრში იყო შეკრებილი. ჯერჯერობით ვერავინ ასახელებს ზუსტ რიცხვს, თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ამ გამარჯვების აღსანიშნავად.

აქვე იყვნენ ექსტრემის მოყვარულებიც.

საღამოს მთავარი ვარსკვლავი რა თქმა უნდა ლებრონ ჯეიმსი იყო.

ლებრონმა კლივლენდის ცენტრში მყოფი უზარმაზარი ბანერის პოზაც გააკეთა.

ჩემპიონთა ფლეიმეიკერი, ირვინგი მთელი ზეიმის მანძილზე მოძრავი მანქანის სახურავზე იყო მოკალათებული … საბედნიეროდ ის უვნებლად გადარჩა.

როგორც იცით, მატჩის დამთავრებისთანავე ჯეი არ სმიტმა მაისური გაიხადა და მამამისს უსახსოვრა. როგორც სჩანს, მან ახალი მაისურის პოვნა ვერ მოახერხა, არადა მას შემდე უკვე 3 დღე გავიდა…

მას მო უილიამსმაც მიბაძა.

მშვენიერი ამინდი და საყვარელი გუნდის გაჩემპიონება – რა გინდა სხვა?

გვირგვინი რა თქმა უნდა მეფესთან იყო.

ამ გამარჯვებას ქალაქი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ელოდა.

მილერი: „საქართველოს ნაკრებში თამაში დიდი პატივი იქნებოდა“

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2015/16 წლების სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე „სოხუმის“ უკანახაზელი, ამერიკელი ფილიპ მილერი იყო. 24 წლის კალათბურთელისთვის პროფესიონალურ დონეზე ეს პირველი სეზონი გამოდგა, რომელშიც საშუალოდ მან 19,9 ქულა, 2,9 პასი, 3,5 მოხსნა და ასევე 3,5 ჩაჭრა მიითვალა.

მილერმა Fanebi.com-ს თავისი კარიერის შესახებ უამბო და რამდენიმე კითხვაზეც გვიპასუხა:

„ჰოვარდის კოლეჯში სწავლის შემდეგ ტეხასში მდებარე „უილის“ კოლეჯში გადავედი. კანზას სიტიში ჩასატარებელი „ოლ სტარისთვის“ ამირჩეს, რომელშიც 20 საუკეთესო მოთამაშე შედიოდა. ჩემმა აგენტმა იქ მიპოვა. მითხრა, რომ შემდეგ დონეზე უნდა გადავსულიყავი. დავილაპარაკეთ და კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ და ვეგასის „ევრო კამპზე“ მოვხვდი, რომელსაც უამრავი სკაუტი დაესწრო. ნახევარ თვეში აგენტმა მითხრა, რომ საქართველოში პროფესიონალურ დონეზე სათამაშოდ მივდიოდი. ამ სიახლემ მეტად გამახარა, რადგან აშშ-ის გარეთ ყოფნა პირველად მომიწევდა.

სუპერლიგა თავის გამოსაჩენად კარგი დასაწყისია. აქ ბევრი რამ გამომივიდა, რის გამოც ხალხი გაკვირვებული დარჩა. ჩემთვის სიურპრიზი არ იყო, რომ ქულებისა და მოხსნების მხვრივ საუკეთესო ვიყავი. მხოლოდ ის გავაკეთე, რაც მომეთხოვებოდა, აქ ყოფნით დიდი გამოცდილება მივიღე. იმედია, ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში დავბრუნდები, რადგან კარიერა აქ დავიწყე. ეს კარგი გასეირნება იყო. ახლა სპორტულ დარბაზში ვარჯიში და შემდეგი სეზონისთვის მომზადება მიწევს“.

– საქართველოში ბევრი ამერიკელი კალათბურთელი თამაშობს. როგორ ფიქრობ, ისინი სუპერლიგაში თამაშს რატომ ირჩევენ?
– არ ვიცი, მათ ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, სათქმელია, რომ ბევრი მათგანი ახალწვეულია. მათ მუშაობის სადმე დაწყება სჭირდებათ. საქართველო? რატომაც არა? ეს ჩინებული ქვეყანაა

– „სოხუმისთვის“ განვლილი სეზონი მძიმე იყო. როგორ ფიქრობ, ჩემპიონატი მხოლოდ მეოთხე ადგილზე რატომ დაასრულეთ?

– რამდენიმე ისეთი მატჩი წავაგეთ, რომელიც უნდა მოგვეგო. მეოთხე ადგილით, რა თქმა უნდა, ვერ დავკმაყოფილდებით

– „სოხუმში“ თანაგუნდელების შესახებ რას იტყოდი?

– ჩემთვის ეს გუნდი განსხვავებული იყო. მათთან ერთად აქ ის მომენტებიც განვიცადე, რომელიც აქამდე კალათბურთის თამაშისას არ მქონია

– ამერიკელ ჯონ კოფინოს სამწვრთნელო შტაბში და თანაგუნდელ ანდრე სმიტის ფაქტორი საქართველოში თამაშში რამდენად დაგეხმარა?

– მათი დახმარებით აქ თამაში გამიადვილდა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ისინიც ამერიკელები არიან და ერთმანეთის გვესმოდა. მწვრთნელი კოფინო ბევრი მიმართულებით დამეხმარა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სათამაშო ტემპს ვკარგავდი. ის ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და საჭირო რჩევა-დარიგეგებს მაძლევდა. აქ დადებით შედეგს ამიტომ მივაღწიე. კოფინომ დამაჯერებლობა მომიმატა და ასევე დამაჯერა, რომ ლიგის საუკეთესო ჩამგდები ვიყავი.

ანდრე ჩინებული თანაგუნდელი იყო. ვფიქრობ, მას ჩემზე უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებლის მიღწევა შეეძლო. ერთად უფრო მეტი მატჩი უნდა მოგვეგო.

სოხუმი-ქუთაისი_79436
– შენთვის საქართველოში ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი მატჩი იყო?

– ქუთაისში პლეიოფის მეორე მატჩი მძიმე იყო, ამ შეხვედრის შესვენებამდე მხოლოდ 2 ქულა დავაგროვე. მაშინ კარგ სათამაშო რითმში ვერ ვიყავი, რის შემდეგაც თანაგუნდელები დამეხმარნენ და, საბოლოოდ, 24 ქულა დავაგროვე. შეხვედრა მოვიგეთ (83:74 – ავტ.) და სერიაში ანგარიში 1:1 გავხადეთ.

სოხუმი-ქუთაისი_794347
– ფინალში „დინამო“ და „ქუთაისი“ გავიდნენ. როგორ ფიქრობ, ამ ორ გუნდს შორის მოგების მეტი შანსი რომელს აქვს?

– ფავორიტად „დინამოს“ დავასახელებდი

– „დინამომ“ რეგულარულ ჩემპიონატში ქუთაისელებთან ყველა მატჩი წააგო. ასე რატომ ფიქრობ?

– „ქუთაისი“ მართლად ძნელად დასამარცხებელი გუნდია, მაგრამ ეს პლეიოფია და ყველაფერია მოსალოდნელი

– როგორი იყო შენთვის თბილისი და აქ ახალი რა აღმოაჩინე?

– ადგილობრივი მცხოვრებლები ძალიან მეგობრულები არიან. აქ დიდი ყურადღება მეთმობოდა. აქაურობა ძალიან ლამაზია, როგორც ვთქვი, საქართველოში სიამოვნებით დავბრუნდებოდი. ასევე საჭმლის აღნიშვნაც შემიძლია, ხინკალი ჩინებული კერძია

– ამჟამად შენი მომავალი გუნდის სახელი თუ ცნობილია?

– ჯერჯერობით, არა. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ აგენტთან ამ საკითხზე დაწვრილებით ვისაუბრებ

– „სოხუმში“ დარჩენის ვარიანტი არ გქონია?

– არა, კარიერის სხვაგან გაგრძელებას ვაპირებ

– თემას გადავუხვიოთ. NBA-ში რომელ გუნდს გულშემატკივრობ?

– ოკლაჰომიდან ვარ, ამიტომ „ოკლაჰომა-სიტი თანდერს“ ვგულშემატკივრობ

– მატჩების წინ სხვადასხვა გუნდის მაისურით ჩნდებოდი…

– NBA-ს გულშემატკივარი ვარ, სხვადასხვა მაისურის ჩაცმა მიყვარს

– სანაკრებო დონეზე გუნდებს ერთი ლეგიონერის დამატების უფლება აქვთ. საქართველოს ნაკრებში თამაში რომ შემოგთავაზონ, დათანხმდები?

– ჩემთვის საქართველოს ეროვნული გუნდისთვის თამაში დიდი პატივი იქნებოდა. ამ ქვეყანაში ბევრი გულშემატკივარი გამიჩნდა, ამიტომ ეს მართლა კარგი იქნებოდა. ამ საკითხს ჩემს აგენტთან განვიხილავ, ვნახოთ, რა მოხდება

98%-ით, საქართველო თბილისში რუსეთს შეხვდება

თბილისის მერიის თასზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეთა ვინაობა თითქმის გადაწყვეტილია. როგორც ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწრვთნელის ილიას ზუროსის წარდგენის შემდეგ პრესკონფერენციაზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა, ზაფხულში ჩასატარებელ ტურნირზე საქართველოს მაკედონიისა და ჰოლანდიის ნაკრებები ეწვევიან, მესამე სტუმარი კი, 98%-ით, რუსეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის თბილისის მერიის თასის მონაწილეები მასპინძელ საქართველოსთან ერთად ესტონეთის, ლატვიისა და იტალიის ნაკრებები იყვნენ. ტურნირი იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა.

ფაჩულიამ სეზონის 23-ე დუბლი “მაიამისთან” მიითვალა (ვიდეო)

„დალას მავერიკსის“ ქართელმა ცენტრმა სეზონის 23-ე დუბლი მიითვალა. ზაზა ფაჩულიამ „მაიამის“ წინააღმდეგ დალასში გამართულ შეხვედრაში შედეგიანად ითამაშა, თუმცა დასანანია, რომ „მავერიკსმა“ შეხვედრა 3 ქულით – 90:93 დათმო.

ზაზამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 39 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 5 საჯარიმოდან კი კალათში მხოლოდ 2 მოათავსა. ფაჩულიამ კარგად იმუშავა ფარქვეშ და 10 ქულასთან ერთად მატჩში უმეტესი 15 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზას თანამებრძოლმა დირკ ნოვიცნიმ 35 წუთში 28 ქულა მოაგროვა, ჩანდლერ პერსონსის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. ბოლო წამებზე დალასელებს შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ რეიმონდ ფელტონის სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა.

28 მოგებითა და 24 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი „მავერიკსს“ თანაშტატელ მძლავრ გუნდთან, „სან ანტონიოსთან“ ელის, რომელიც დალასში 6 თებერვალს გაიმართება.

GBF.GE

„ოლ სტარში“ რეგიონების გუნდმა თბილისს დამაჯერებლად მოუგო

დღეს, ახალ „სპორტის სასახლეში“, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2016 წლის „ოლ სტარი“ შედგა. ტრადიციულად, ამ შეხვედრისთვის გულშემატკივრებს რჩეულთათვის ხმის მიცემა სუპერლიგის ოფიციალურ ვებსაიტზე შეეძლოთ. ხმის მიცემა გუშინ, შუადღის 12:00 საათზე შეწყდა, რის შემდეგაც გამოკითხვის შედეგებიც ცნობილი გახდა.

„ოლ სტარის“ მატჩი რეგიონების გუნდის გამარჯვებით, 148:122 დასრულდა. მოგებულმა გუნდმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 13-ქულიანი ჰანდიკაპით, 43:30 მოიგო.

მეორე პერიოდის წინ სამქულიანების კონკურსი შედგა, რომელიც წელს კვლავ აკაკი ლომოურმა მოიგო. ფინალში მან „ქუთაისის“ კალათბურთელ გიორგი ბარბაქაძეს აჯობა.

მესამე მეოთხედის წიონ კი მაყურებლების წინაშე მომღერა ბერა წარსდგა, რომელმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

დარჩენილ დროში კვლავ რეგიონების გუნდი გამოირჩეოდა. სათქმელია, რომ მეორე მეოთედი 8-წუთიანი იყო, ბოლო კი – 7-წუთიანი. იყო 5-ქულიანი სროლებიც, ასე თბილისის რიგებში გამორჩეული გოგოძის შორეული სროლა სწორედ ხუთქულიანი გამოდგა.

საბოლოოდ, რეგიონების გუნდმა, რომელსაც კოტე ტუღუში თავკაცობდა, ანგარიშით 148:122 გაიმარჯვა.

გამარჯვებულთა რიგებში და ზოგადად მატჩში 31 ქულით საუკეთესო ბარბაქაძე იყო, რომელმაც ჩატენვების კონკურსიც მოიგო. მას შეხვედრის MVP-ს სტატუსიც გადაეცა. თბილისიდან კი ნახსენები ნოდარ გოგოძე გამოირჩა, მისმა მონაგარმა 23 ქულა შეადგინა.

თბილისი – რეგიონები 122:145 (30:43, 36:47, 32:20, 24:38)

შეხვედრის ფოტომიმოხილვას მოგვიანებით შემაგთავაზებთ

“დინამოს” კალათბურთელებმა ქუთაისელ გულშემატკივრებთან იჩხუბეს (ვიდეო)

27 ნოემბერს, საქართველოს სუპერლიგაში, “ქუთაისმა” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამო” მიიღო და მეტოქე ანგარიში 75:64 დაამარცხა.

შეხვედრის ბოლო წუთებში პარკეტზე სიტუაცია დაიძაბა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ “დინამოს” კალათბურთელებმა და ქუთაისელმა გულშემატკივრებმა ერთმანეთთან იჩხუბეს.

მატჩის ბოლო ეპოზოდი, მაყურებლის და დინამოს კალათბურთელების დაპირისპირება.როგორც ჩანს დინამოს კალათბურთელები ვერ ეგუებიან მარცხს. როდესმე გახსოვთ "ქუთაისი 2010" ასე დაეტოვებინოს მოედანი ?

Posted by Green Boys on Friday, 27 November 2015

რა გააკეთა ვიქტორ სანიკიძემ რუსეთის ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)

გააზრებული კომბინაცია და Viktor Sanikidze-ს მოგლეჯილი ფარი შეხვედრის პირველ ტაიმში

Posted by NBA Georgia on Saturday, 29 August 2015