“რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს მატჩის დაწყებამდე სამახსოვრო გუნდური ფოტოს გადაღებისას ფეხის წვერებზე დადგომა ჩვევად აქვს. ამ ფაქტმა ჩვენი ყურადღება პირველად წელს გამართულ უეფას სუპერთასის შეხვედრაზე მიიქცია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული სამივე მატჩის დაწყებამდე გადაღებულ ფოტოებსაც დავაკვირდით და აღმოჩნდა, რომ რონალდუ სამივე ეპიზოდში ფეხის წვერებზე დგას. ჯერჯერობით უცნობია, რას უნდა ნიშნავდეს ეს ჟესტი. შესაძლოა, პორტუგალიელ ფეხბურთელს სურს, რომ უფრო ტანმაღალი წარმოჩინდეს, ანდაც ფეხის წვერებზე დგომით ხაზს უსვამს იმას, რომ საუკეთესოა და ამას ყველა უნდა შეეგუოს.
“რეალი” — “ბაზელის” მატჩამდე
“ლუდოგორეცი “— “რეალის” მატჩამდე
“ლივერპული” — “რეალის” მატჩამდე