იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სერია A.
“ტევესი ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ იტალიაში ყველაფერი ადვილია. თუ მესი სერია A-ში გადმოვა, ის სეზონში 350 გოლს გაიტანს”, – ციტირებს კასანოს სიტყვებს TuttoMercatoWeb-ი.
ანტონიო კასანომ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ იტალიის სერია A იმდენად სუსტი ჩემპიონატია, რომ იქ ბაბუამისიც შეძლებდა თამაშს.
კასანომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალურ მატჩსაც შეეხო, რომელიც ტურინის “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის 6 ივნისს გაიმართება.
“ბარსა” ფავორიტია, მაგრამ გამარჯვება “იუვენტუსსაც” შეუძლია. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ტურინელები სწრაფ გოლს გაიტანენ და შემდეგ თავს საიმედოდ დაიცავენ.
მათ ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი მესის, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”.