„ეიბარის“ თავდამსხმელის გოლი თვის გოლად დასახელდა (ვიდეო)

„ლევანტეს“ კარში „ეიბარის“ თავდამსხმელის საულ ბერხონის გოლი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ოქტომბრის საუკეთესო გოლად დასახელდა.

რაც შეეხება ხსენებული მატჩის შედეგს, იგი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 3:3 დასრულდა.

ცნობისთვის, ამჟამად „ეიბარი“ ესპანეთის პირველობის მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

აქვე გთავაზობთ ბერხონის მიერ გატანილი გოლის ამსახველ ვიდეოს.

“ლევანტე” 0:5 “რეალი” (გოლები)

დასრულდა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 8-ე ტურის მორიგი მატჩი. “ლევანტემ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

გოლები: 13′ 61′ რონალდუ, 38′ ჩიჩარიტო, 66′ ხამესი, 82′ ისკო.

ლიონელ მესიმ “ლევანტესთან” პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა

21 სექტემბერს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ლევანტესა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში ლიონელ მესიმ პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

ოფიციალურად: კეილორ ნავასი “რეალში” გადავიდა

კოსტა რიკის ნაკრების მეკარე კეილორ ნავასი მადრიდის “რეალში” გადავიდა.

მხარეებს შორის 6-წლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.

ნავასის ოფიციალური წარდგენა 5 აგვისტოს მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ კეილორ ნავასი მანამდე “ლევანტეს” ღირსებას იცავდა. 27 წლის მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 37 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაუშვა.

ბრაზილიაში წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კოსტა რიკის ნაკრებმა მეოთხედფინალურ ეტაპამდე გააღწია. კეილორ ნავასმა მუნდიალზე ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.

 

“ატლეტიკოს” ფანებმა “ლევანტეს” ფეხბურთელს რასისტული შეურაწყობა მიაყენეს

4 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ლევანტემ” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში უსიამოვნო რამ მოხდა, “ატლეტიკოს” გულშემატკივრებმა მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელ პაპაკოული დიოპს რასისტული შეურაწყობა მიაყენეს.

შეთქმულების ტური პრიმერადივიზიონში

თითქოს ესპანეთის პრიმერადივიზიონში ვიღაც შეთქმულებას აწყობს, რომ ჩემპიონატმა მაქსიმალური ინტრიგა ბოლომდე შეინარჩუნოს. თითქოს გათამაშების ლიდერები წინასწარ ვიღაცას დაეწყევლოს, რომ 36-ე ტურში ვერცერთი მათგანი გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა. ჯერ იყო და „ბარსელონა“ „ნოუ კამპზე“ დაუზავდა გავარდნის ზღვარზე მყოფ „ხეტაფეს“ — 2:2, შემდეგ „ატლეტიკომ“ დათმო შეხვედრა „ლევანტესთან“ — 0:2. მადრიდის „რეალი“ კი ძლივს გადაურჩა საშინაო მარცხს „ვალენსიასთან“. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში „ღამურები“ ორჯერ იგებდნენ, თუმცა „სამეფო კლუბმა“ ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

44-ე წუთზე ანგარიში სტუმართა ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიემ გახსნა. 59-ე წუთზე მას სერხიო რამოსმა უპასუხა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს პასი შეირგო, თუმცა ექვს წუთში დანი პარეხომ „ღამურები“ კვლავ დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კრიშტიანუ რონალდუმ ქუსლით ანგარიში კვლავ გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:2. სხვათა შორის, ეს „რეალისთვის“ მიმდინარე ჩემპიონატში მე-100 გოლი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი სეზონია, „სამეფო კლუბი“ ჩემპიონატში არანაკლებ 100 გოლს იტანს.

ამ მოულოდნელი შედეგების შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: „ატლეტიკოს“ აქტივში 88 ქულა აქვს და ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს, მადევარ „ბარსელონას“ 3 ქულით ნაკლები აქვს. 83 ქულით მესამე ადგილზე „რეალია“, რომელსაც მის წინ მყოფ გუნდებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
36-ე ტური
„რეალი“ — „ვალენსია“ 2:2 (1:0)
გოლები: სერხიო რამოსი 59′, რონალდუ 90+2′ — მატიე 44′, პარეხო 65′.
გაფრთხილებები: დი მარია 51′ — კეიტა 70′, დიეგო ალვესი 80′, ფეგული 90+4′.

ბექა დოგრაშვილი

დიეგო კოშტა სისოკოს წინააღმდეგ

4 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ლევანტესა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში, დიეგო კოშტასა და მომო სისოკოს შორის სიტუაცია დაიძაბა.

ატლეტიკო ლევანტესთან დამარცხდა

პრიმერას მიმდინარე ტურში მადრიდის “ატლეტიკომ” ვალენსიაში “ლევნატესთან” წააგო და მნიშნველოვანი ქულებიც დაკარგა.

პირველი გოლი მე-7 წუთზე გავიდა. ფილიპე ლუისმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. 69-ეზე კი, “ლევნატეს” ფეხბურთელებმა საბოლოო ანგარიშ დააფიქსირეს. გოლი დავიდ ბარალის ანგარიშზეა, რომელსაც ასისტენტობა ვიქტორმა გაუწია

კურიოზი: როგორ შეასრულეს “ლევანტეს” ფეხბურთელებმა საჯარიმო

12 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ვილაირეალმა” საკუთარ მოედანზე “ლევანტე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა.

კურიოზი: რატომ წაიქცა კარვახალი?

9 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალსა” და “ლევანტეს” შორის გამართულ მატჩში (3:0), “სამეფო კლუბის” ფეხბურთელი, დანი კარვახალი მოედანზე მოულოდნელად წაიქცა.

ანჩელოტი: „გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როგორ მოიპოვებ ამ გამარჯვებას“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 27-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ ვალენსიური „ლევანტე“ ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საკუთარი გუნდის მიმართ კმაყოფილება გამოხატა.

„კონცენტრირება სრულად ამ მატჩზე მოვახდინეთ. ძალიან კარგი თამაში იყო. ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა „ლევანტეს“ მეკარემ ფანტასტიური შეხვედრა ჩაატარა.  მომდევნო მატჩზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, დამდეგ შეხვედრაშიც უნდა გავიმარჯვოთ. პირველადგილოსან გუნდს ექვსი ქულით ჩამოვრჩებოდით, ახლა კი ლიდერები ჩვენ ვართ.

„რეალი“ კარგ მდგომარეობაშია როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე სხვა ტურნირებზე. გუნდში კარგი ატმოსფეროა. თამაში ასეთივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ.

მთავარია, თავი ზედმეტი ფიქრებით არ გადავიტვირთოთ და კონცენტრირება კონკრეტულ მატჩზე მოვახდინოთ. ჩემპიონატში გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როგორ მოიპოვებ ამ გამარჯვებას“, – ანჩელოტის სიტყვები „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბექა დოგრაშვილი

ადრიანოს ლამაზი გოლი “ლევანტეს” კარში

29 იანვარს, ესპანეთის თასზე, “ბარსელონასა” და “ლევანტეს” შორის გამართულ შეხვედრაში (5:1), ადრიანომ საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა.