“ჩიხურა” “მარიბორთან” დამარცხდა და ევროპის ლიგას გამოეთიშა

საჩხერის “ჩიხურამ” სლოვენიის “მარიბორთან” ევროპის ლიგაზე განმეორებითი მატჩი გამართა.

შეხვედრაში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმში, “მარიბორის” ფეხბურთელმა, ლუკა ზაჰოვიჩმა გახსნა ანგარიში. მან ეს 70-ე წუთზე გააკეთა. ხოლო, შეხვედრის მიწურულს სლოვენიელთა კაპიტანმა, ტავარეშმა მეორე გოლიც გაუტანა იმერლებს. ორი შეხვედრის ჯამში 2-0 და “ჩიხურა” ევროპის ლიგას გამოეთიშა.

 

გრიზმანის პრესკონფერენცია ევროპა ლიგის ფინალის წინ

დღეს მადრიდის “ატლეტიკო” ევროპის ლიგის ფინალში მარსელის “ოლიმპიკს” დაუპირისპირდება. ესპანელთა ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ეს იქნება ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ტიტული მას შემდეგ, რაც ესპანეთის სუპერთასი მოვიგე. ახლა, შესაძლებლობა მაქვს, ევროპა ლიგის თასი მოვიპოვო. ეს ძალიან მსურს. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემს გუნდელებს დავეხმარო. ხოლო, კლუბისთვის, უბრალოდ, კიდევ ერთი ტიტულია. მოუთმენლად ველი შეხვედრის დაწყებას. ფანტასტიკური თამაში გველის ლიონში, რომელიც ჩემი ქალაქიდან (მაკონი, ავტ.) მხოლოდ 45 წუთის სავალზეა. ბევრი ოჯახის წევრი დაესწრება შეხვედრას,” – ამბობს გრიზმანი.

“რუსთავი” კვლავ დამარცხდა – გაზაევს და მის ბიჭებს “საბურთალომ” სძლია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ერთმანეთს რუსთავის “რუსათვი” და თბილისის “საბურთალო” დაუპირსიპირდნენ.

პირველი ტაიმი არც ისე სანახაობრივი გამოდგა. მეორე ნახევარში კი გუნდები უფრო გააქტიურნდნენ. განსაკუთრებით, ეს “საბურთალოზე” ითქმის. ტაიმის მიწურულს დედალქალქელებმა ორი ბურთი გაიტანეს. ჯერ 86-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიყენა თორნიკე გორგიაშვილის გადაცემა. ხოლო, ზუსტად ექვს წუთში ვაგნერ გონსალვესი გახდა მეორე გოლის ავტორი. ლეგიონერმა ბექა გვარაძისგან მიიღო ბურთი და ბოლო გოლიც შეაგდო. საბოლოოდ, 2-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “რუსთავი” სამი ქულით მერვე პოზციაზეა. მან ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო. ხოლო, “საბურთალო” ცხრა ქულით პირველ ადგილს იკავებს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “სევილია” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “sსევილია” “ოლდ ტრაფორდზე” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

“მანჩესტერი”: დე ხეა, ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, იანგი, ფელაინი, მატიჩი, სანჩესი, ლინგარდი, რაშფორდი, ლუკაკუ.

“სევილია”: რიკო, ესკუდერო, ლენგლე, კიაერი, მერკადო, ბანეგა, ნ’ზონზი, კორრეა, ვასკესი, სარაბია, მურიელი.

“დინამო” ქულების დაკარგვას გადაურჩა – თბილისლებმა კვარაცხელიას გოლით იმარჯვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგა, სანკარებო პაუზის შემდეგ, განახლდა.

34-ე ტურის ერთ-ერთი მატჩი ბათუმში, “რაგბი არენაზე” შედგა: ქობულეთის “შუქურა” თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ. წესით, დედაქალაქელებისგან ჩემპიონატის ბოლოადგილოსანთან ყველა მარტივ გამარჯვებას ელოდა, თუმც ასე არ მოხდა. “დინამომ” პირველ ტაიმში შექმნა მომენტები, თუმცა უშედეგოდ – გოლი არ გასულა.

გადამწყვეტი გამოდგა დაპირისპირების 78-ე წუთი: მე-18 ნომერმა, მცველის შეცდომის შემდეგ, მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, სამი ფეხბურთელის მოტყუებით საჯარიმოს სიღრმეში შევიდა და მეკარისგან მარჯვენა ცხრიანში გაგზავნა ბურთი – 0:1! საბოლოოდ, სტუმრებმა სწორედ ამ ანგარიშით იმარჯვეს.

“დინამო” 74 ქულით პირველია. “შუქურას” 18 ქულა აქვს და მეათე ადგილს იკავებს.

 

ეროვნული ლიგის 26-ე ტური: პრევიუ

დღეს და ხვალ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩების პრევიუს.

დღეს (16:00), სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” სამტრედიის “სამტრედია” თბილისის “ლოკომოტივს” მიიღებს. იმერლებმა წინა ტურში ფოთის “კოლხეთი” ბათუმში, “რაგბი არენაზე” ანგარიშით, 3:1 დაამარცხეს და ამჟამად 48 ქულით მესამე ადგილზე არიან. “ლოკომ” საკუთარ მოედანზე გორის “დილა” მიიღო და მისი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა საბოლოოდ, 4:2 მოიგო. “რკინიგზელებს” ამჟამად 42 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

დღეს (20:00), ბათუმში, “რაგბი არენაზე” ადგილობრივი “დინამო” ქუთაისურ “ტორპედოს” მიიღებს. აჭარლემა წინა ტურში სტუმრად, თბილისში, “საბურთალოსთან” ხუთი უპასუხო გოლი გაუშვეს, განადგურდნენ და ამჟამად 26 ქულით მეშვიდე პოზიციაზე არიან. “ტორპედო” ქუთაისში საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა (0:2) და 48 ქულით მეორე ადგილზეა. ეს კლუბი “სამტრედიას” მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობს, ამიტომ მინიმუმ მეორე ადგილის შესანარჩუნებლად მოგებას უნდა ეცადოს.

ხვალ (16:30), საჩხერეში, “ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე” ადგილობრივი “ჩიხურა” ფოთის “კოლხეთს” მიიღებს. იმერულ დერბიში საჩხერელთა გამარჯვებაზე უკვე ვთქვით. მათ ამჟამად 37 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე არიან. რაც შეეხება “კოლხეთს”, იგი 19 ქულით მეცხრე საფეხურზეა.

ხვალ (18:30), ბათუმში, “რაგბი არენაზე” ქობულეთის “შუქურა” გორის “დილას” დაუპირისპირდება. აჭარლებმა წინა ტურში მცირე სენსაცია გამოაცხვეს: თბილისში, “დინამოსთან” ფრე, 1:1 ითამაშეს და ახლა 12 ქულით ბოლო ადგილზე არიან. რაც შეეხება “დილას”, ის “ლოკომოტივთან” დამარცხდა და ახლა იგი 25 ქულით მერვეა.

ხვალ (20:30), თბილისში, “დინამო არენაზე” “დინამო” თანქალაქელ “საბურთალოს” მიიღებს. უკვე ორივე კლუბის შეხვედრების შესახებ აღვნიშნეთ. “დინამოელებს”. წინა ტურში ქულების დაკარგვის შემდეგ, მეორეადგილოსან “ტორპედოსთან” სხვაობა შეუმცირდათ (11-დან 9-მდე) და ახლა 57 ქულით ერთპიროვნული ლიდერები არიან. “საბურთალო” კი 37 ქულით მეექვსეა.

“ჩიხურამ” “დინამოს” თბილისში მოუგო!

დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა. ეს ტურის ცენტრალური მატჩი იყო, რადგან შარშანდელი ჩემპიონი და ჯგუფის ფავორიტი ლიდერს ხვდებოდა.

საჩხერლებმა აქტიურად დაიწყეს და მათ სულ რაღაც მეოთხე წუთზე მოახერხეს წინ გასვლა. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი 22-ე ნომწერმა, ირაკლი ლეკვთაძემ გადაგზავნა თბილისელთა კარში.

ამის შემდეგ “დინამო” გააქტიურდა. რამდენიმე წუთში პაპუნაშვილმა დაარტყა, თუმცა უშედეგოდ – ბურთი მეკარეს ხელებში მიუვიდა.  ამ მომენტს ძალიან მალე სარდალიშვილმა უპასუხა, თუმცა არც ამ შემთხვევაში შერხეულა კარის ბადე.

ცოტა ხნით, თამაში უინტერესო გახდა. ერთგავრი პაუზის მერე, 28-ე წუთზე ტატანაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან სცადა “დინამოსთვის” გატანა, მაგრამ ბურთი კარს გადასცდა.

34-ე წუთზე ლობჟანიძემ ჩააწოდა “ჩიხურას” საჯარიმოში, რეხვიაშვილმა ბურთი კარგად ვერ მოიგერია, ბურთი დვალიშვილს მიუვიდა, რომელმაც მეკარე ჰამზიჩს დაურტყა და ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი. მოკლედ, ანგარიში გათანაბრდა.

მეორმოცე წუთზე ლექვთაძემ შესანიშნავი გარღვევა გააკეთა, ორ ფეხბურთელს შორის გაძვრა, რის შედმეგაც ბურთი ივანიშვილს მიუვიდა; ერთი შეხებით დარტყმა და 1-2, “ჩიხურა” წინაა!

პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

46-ე წუთზე ცინცაძემ ჩააწოდა, ბურთი რეხვიაშვილმა მოიგერია, რის შემდეგაც პაპუნაშვილმა სცადა ანგარიშის გათანაბრება შორეული გასროლით, მაგრამ ბურთი კარს გადასცდა. 53-ე წუთზე ივანიშვილმა სცადა შორეული დარტყმით კარის აღება, მაგრამ უშედეგოდ.

სულ რაღაც ორ წუთში ლექვთაძე ფლანგზე გაიჭრა, ტატანაშვილს უპასა, მან ძალიან ახლოდან დაარტყა, თუმცა ლომაიამ ბურთი კუთხურზე გადააგდო.

თბილისლების ჯერიც მოვიდა… ცინცაძემ საჯარიმოდან სახიფათოდ ჩააწოდა, თუმცა კორიფაძემ ბურთის გამოატანა მოახერხა.

68-ე წუთზე ლექვთაძესთან უხეშობის გამო ჭანტურიშვილი გააფრთხილეს. ამ მომენტში “ჩიხურას” მცველს, რეხვიაშვილს მსაჯთან შელაპარაკება მოუვიდა – იგი აპროტესტებდა, თუ რატომ არ გააგრძელა შეხვედრის არბიტრმა მატჩი; ასე რომ მომხდარიყო, “ჩიხურელთა” ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდოდა.

ამის შემდეგ “დინამო” ცდილობდა ანგარიში გაეთანაბრებინა. საჩხერლებმა უკან დაიხიეს და ცდილობდნენ, ანგარიში შეენარჩუნებინათ. ბოლო ოც წუთში “დინამომ” რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა თბილისურმა კლუბმა ვეღარ მოახერხა გოლის გატანა და შეხვედრაც, ანგარიშით, 1-2 დასრულდა, “ჩიხურას” გამარჯვებით.

ამ მოგებით საჩხერულ გუნდს 16 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. რაც შეეხება “დინამოს”, ამ კლუბს 10 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.

 

 

“დინამო”: გიორგი ლომაია, უჩა ლობჟანიძე, ზაზა ჭელიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი (C), გიორგი თევზაძე, მათე ცინცაძე (ველევი), ოთარ კიტეიშვილი (ჯაბა ჯიღაური 64 წთ.), ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი (ლილუაშვილი, 26 წთ.)

“ჩიხურა”: დინო ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი განუგრავა, მიეხეილ სარდალიშვილი, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ივანიშვილი (გორგიაშვილი 82 წთ.), დენის დობროვოლსკი, ირაკლი ლექვთაძე (გაბედავა 77 წთ.), შოთა კაშია.

გაფრთხილებები: ჭანტურიშვილი (68 წთ.), რეხვიაშვილი (68 წთ.)

სფფ-მ “რუსთავი” და “მერანი” გარიგებული მატჩისთვის დასაჯა!

დღეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, რომელიც პირველ ლიგის მეოთხე ტურის მატჩს შეეხო. ამ შეხვედრაში ერთმანეთს მარტვილის “მერანი” და რუსთავის “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. იგი მეგრელების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე ნახსენები გუნდები უკანონო გარიგებაში დაადანაშაულა. სწორედ ეს სტატუსი მიანიჭა სადიციპლინო კომიტეტმა “მერანისა” და “რუსთავის” უკვე გამართულ შეხვედრას.

როგორც გენერალურმა მდივანმა განაცხადა, “მერანის” მიერ მოგებული თამაში ორივე კლუბს წაგებად ჩაეთვლებათ (ანგარაშით, 0:3). გარდა ამისა, მათ სატურნირო ცხრილში 6-6 ქულა დააკლდებათ. ჯარიმის სახით კი, არც მეტი, არც ნაკლები, 10 000 ლარს გადაიხდიან.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პირადი რეკორდი დაამყარა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “კაენთან” მატჩში პირადი რეკორდი დაამყარა, რომელიც ერთ სეზონში გატანილ გოლებს ითვალისწინებს. ბოლო მატჩში გაფორმებული დუბლის წყალობით, ზლატანმა ლიგა 1-ში 31 გოლი დააგროვა.

აქამდე ერთ სეზონში ზლატანს ყველაზე მეტი, 30 გოლი ჰქონდა გატანილი, ეს შედეგი შვედმა 2012/13 წლების სეზონში დააფიქსირა, როცა პირველად გამოჩნდა პარიზულ კლუბში. მომდევნო 2 სეზონში კი მან 26 და 19 გოლი ჩაიწერა აქტივში.

ამასთანავე “მილანის” ექს-ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საფრანგეთის უმაღლესი ჩემპიონატის ერთ სეზონში 30 გოლის გატან მოახერხა 1977/78 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ასეთი შედეგი კარლოს ბიანკიმ დააფიქსირა იმავე “პსჟ-სთან” ერთად.

უმაღლესი ლიგის 5 საუკეთესო გოლი აპრილში (ვიდეო)

Fanebi.Com გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც აპრილში, საქართველოს უმაღლეს ლიგაში გატანილი ხუთი საუკეთესო გოლია აღბეჭდილი.

აქვე, გთავაზობთ გამოკითხვას, სადაც შეგიძლიათ, აირჩიოთ, თუ რომელია გოლია საუკეთესო:

ყველაზე ძვირი საფეხბურთო ლიგები

ბრაზილიურმა კონსალტინგურმა კომპანია Pluri Consultoria-მ 2014 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირი საფეხბურთო ლიგების სია გამოაქვეყნა. თითოეული ლიგის ღირებულება 77 სხვადასხვა კრიტერიუმით იქნა გამოთვლილი. ყველაზე ძვირ ჩემპიონატად ინგლისის პრემიერლიგა დასახელდა, მეორე ადგილი ესპანეთის პრიმერადივიზიონმა დაიკავა, მესამე კი – გერმანიის ბუნდესლიგამ.

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ძვირი ეროვნული ლიგების თხუთმეტეული ასე გამოიყურება.

2014

2013

2012

ჩემპიონატი

2014*

2013*

1 1 1 ინგლისი 3,611 2,944
2 2 2 ესპანეთი 2,593 2,294
3 4 4 გერმანია 2,381 1,844
4 3 3 იტალია 2,177 1,856
5 5 5 საფრანგეთი 1,709 1,326
6 6 7 რუსეთი 1,282 1,143
7 7 8 თურქეთი 1,096 0,954
8 9 9 პორტუგალია 0,841 0,791
9 10 11 უკრაინა 0,687 0,641
10 8 6 ბრაზილია 0,672 0,935
11 11 10 ინგლისი (ჩემპიონშიფი) 0,650 0,609
12 12 13 ჰოლანდია 0,621 0,594
13 13 12 მექსიკა 0,564 0,547
14 14 14 არგენტინა 0,514 0,508
15 15 16 ბელგია 0,509 0,401

* ღირებულება მოცემულია მილიარდ ევროში.

ბექა დოგრაშვილი

ფეარ პლეის გასაოცარი შემთხვევა საუდის არაბეთში

გასაოცარი შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთის ჩემპიონატში. „ალ ნაჰდასა“ და „ალ იტიჰადს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა ფეხბურთელმა მასპინძელი გუნდის მეკარეს თასმა შეუკრა, თუმცა გოლკიპერს ამ დროს ბურთი ხელში ეჭირა და სანამ თამაშში შეიყვანა, 6 წამის წესი დაირღვა. მთავარმა არბიტრმა, წესის მიხედვით, თავისუფალი დარტყმა დანიშნა. სტუმრებმა გაითვალისწინეს, თუ რა ვითარებაში დაინიშნა სტანდარტი და ამით ხეირის ნახვის ნაცვლად, ბურთი მოედნის პირით ხაზს იქით შეგნებულად გადააგდეს, რითაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

ცნობისთვის, მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.