კომერციულად ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის სამყაროში კომერციულად ყველაზე მიმზიდველ მოთამაშედ დასახელდა.

აღნიშნულ რეიტინგში შარშან პირველი ადგილი „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის ეკავა.

რეიტინგის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. კრიშტიანუ რონალდუ – 79,49 ქულა/ 83,87%* / 82 მლნ** / 26 მლნ***
2. ლიონელ მესი – 75,87 / 76,07% / 57 მლნ/ 2 მლნ
3. ხერარ პიკე – 62,90 / 58,08% / 12 მლნ/ 8 მლნ
4. ფერნანდო ტორესი – 62,69 / 59,64% / 3 მლნ/ 2 მლნ
5. უეინ რუნი – 59,47 / 55,82% / 20 მლნ/ 9 მლნ
6. ანდრეს ინიესტა – 59,47 / 52,82% / 20 მლნ/ 9 მლნ
7. ნეიმარი – 59,36 / 53,33% / 22 მლნ/ 11 მლნ
8. იკერ კასილასი – 59,09 / 49,43% / 18 მლნ/ 1 მლნ
9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 59,07 / 55,81% / 15 მლნ/ 1 მლნ
10. ტიერი ანრი – 57,56 / 51,62% / 16 მლნ/ 300 ათასი.

* – ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით
** – Facebook-ის გვერდზე მოწონებების რაოდენობა
*** – Twitter-ის მიკრობლოგზე მიმდევრების რაოდენობა

ბექა დოგრაშვილი

ლიონელ მესი: „ესპანეთის ნაკრებთან არაოფიციალური კონტაქტი მქონდა“

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ იმ ინფორმაციის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, თავის დროზე მას ესპანეთის ნაკრების რიგებში თამაში შეეძლო.

„არ ვიმედოვნებდი, რომ ესპანეთის ნაკრებში გამომიძახებდნენ. არაოფიციალური კონტრაქტი ნამდვილად გვქონდა, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისურით ვითამაშებდი, რადგან არგენტინა მივყარს. ვგრძნობ, რომ არგენტინის ფერები ჩემი არჩევანის ფერებია.

ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩემი პირადი სტატისტიკის გაუმჯობესება მსურს. მინდა, რომ არგენტინელები გავახარო“, – განაცხადა მესიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლუის ენრიკე: „ახალი „ბარსელონას“ აშენებას ვაპირებთ“

„ბარსელონას“ ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამ რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე კლუბის სამომავლო გეგმებსა და საკუთარი მუშაობის სტილზე ისაუბრა.

„მეტად ამაღელვებელი და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. ახალი „ბარსელონას“ აშენებას ვაპირებთ. გამოწვევები არ მაშინებს.

როდესაც „ბარსელონას“ მეორე გუნდი დავტოვე, კლუბის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებოდით. მათ თავიანთი სიტყვა შეასრულეს.

ვიცი, რამდენად რთული იქნება ახალი პროექტის განხორციელება, თუმცა მსურს, ეს ატმოსფერო შევიგრძნო, სტადიონზე კლუბის ჰიმნი მოვისმინო.

ვიქნები თუ არა მკაცრი ფეხბურთელების მიმართ? არ ვიცი, რას გულისხმობთ. მე ყოველთვის პოზიტიური ვარ.

ჩემი გუნდი შემტევ, მიმზიდველ ფეხბურთს ითამაშებს. ისევ ის სტილი გვექნება, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი მოხიბლა.

ცვლილებები იქნება. ვეცდებით, რომ ძალები განვამტკიცოთ. როდესაც გუნდი საჭირო დონეზე არ არის, ცვლილებების გაკეთება ხდება საჭირო. ყველა ხაზი განახლდება.

მწვრთნელი ლიდერია. როდესაც საქმე ფეხბურთელთა ჯგუფის მართვას, პირად ამბიციებს, შინაგან ეგოსა და მოტივაციას ეხება, მან საკუთარი ცოდნა და გამოცდილება უნდა აჩვენოს.

მოხარული ვარ, რომ ლეო მესი გვყავს. ის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელია. ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მძენს.

ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა მიყვარს. მათგან მე ამბიციას ვითხოვ“, – ლუის ენრიკეს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

მესი: „გვსურს, პრიმერა დივიზიონი მოვიგოთ და გამარჯვება ტიტო ვილანოვას მივუძღვნათ“

„ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის მოგებისთვის ემზადება.

„ჩვენ გვსურს, რომ ჩემპიონატი მოვიგოთ და ეს გამარჯვება ტიტო ვილანოვას მივუძღვნათ, რომელიც ჩვენს ჩემპიონობაზე ოცნებობდა. მას ეს კლუბი ძალიან უყვარდა. იგი ჩვენით იამაყებდა.

ჩემპიონატის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს წელი ძალიან რთული აღმოჩნდა. რამდენიმე წლის განმავლობაში არც ისე კარგი პერიოდი გვაქვს და პირველ ადგილზე გასვლა ჩინებული იქნებოდა. არ ვიცი, გადაარჩენს თუ არა პრიმერას მოგება ამ სეზონს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ტიტული იქნება“, – განაცხადა არგენტინელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნეიმარი: „მესის ვუთხარი, რომ არგენტინას მუნდიალის მოგების შანსი არ აქვს“

„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ეროვნული ნარების თავდამსხმელმა ნეიმარმა თანაგუნდელ ლიონელ მესის უთხრა, რომ არგენტინის ნაკრებს ბრაზილიაში მაოხლოებული მსოფლიოს ჩემპიოანტის მოგების შანსი არ აქვს, რის შესახებაც ბრაზილიელმა ჟურნალისტებს უამბო.

„დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ასი პროცენტით მზად ვიქნები. ამჟამად გამოჯანმრთელების საბოლოო სტადიაზე ვარ.

მესისთან მუნდიალის შესახებ უკვე ვისაუბრე. ორივეს ფინალში გასვლის სურვილი გვაქვს. მან მითხრა, რომ არგენტინა ტურნირის მოგებას აპირებს. მე კი ვუთხარი, რომ მის გუდნს მუნდიალის მოგების შანსი არ აქვს“, – განცხადა ნეიმარმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მესი შემდეგ კვირას გაახანგრძლივებს

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

„ელ მუნდი დეპორტივოს“ ინფორმაციით, 26 წლის არგენტინელი და „ბლაუგრანასის“ ხელმძღვანელები მოქმედ ხელშეკრულებას შემდეგ კვირას, „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ გაახანგრძლივებენ, რომელშიც ჩემპიონის ბედი გაირკვევა.

აქამდე უკვე ცნობილი იყო, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. სავარაუდოდ, ახალი კონტრაქტი 2019 წლამდე იმოქმედებს, სამხრეთ ამერიკელის წლიური ხელფასი კი 20 მილიონ ევროს შეადგენს და, ამასთან ერთად, იგი ბონუსებსაც მიიღებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მესი: „თითქმის ყველაფერი, რასაც პრესა ჩემზე ბოლო დროს წერდა, სიცრუე იყო“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ბოლო წლებში პრესაში მასთან დაკავშირებული სიახლეები სიმართლეს არ შეესაბამებოდნენ.

„ბოლო წლის განმავლობაში პრესაში ჩემზე ბევრი რამ დაიწერა. აქედან თითქმის ყველაფერი სიცრუე იყო. ყველაფერი რიგზეა.

„ბარსელონას“ ამჟამინდელი მდგომარეობა რამდენიმე კვირის წინ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით უკეთესია. ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი გაგვიჩნდა. ყველაფერი „ბარსაზეა“ დამოკიდებული.

ჩვენი შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, მისი ხელიდან გაშვების უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მესი: „იმედია, ძველი „ბარსელონა“ ელ კლასიკოში დაბრუნდება“

კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ, რომელმაც კვირას „ოსასუნასთან“ ანგარიშით 7:0 მოგებულ შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა და კლუბის ისტორიაში 371 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მადრიდის „რეალთან“ მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.

„რეალთან“ სხვაობის შემცირების შანსი გვეძლევა. ვიმედოვნებ, რომ ელ კლასიკო ჩვენთვის დადებითი შედეგით დასრულდება, რომელიც ლა ლიგის პირველობისთვის ბრძოლის გაგრძელებაში დაგვეხმარება.

წინ რთული მატჩი გველის, გასვლაზე ძალიან ძლიერ გუნდთან მოგვიწევს თამაში. ამის მიუხედავად, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა არგენტინელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფიფას ერთ-ერთი აგენტი: „მესი პსჟ-ს წარმომადგენლებს შეხვდა“ (ვიდეო)

ფიფას ერთ-ერთმა აგენტმა ფრანსუა გალარდომ ესპანურ გადაცემა „El Chiringuito“-ს ეთერში „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის სამომავლო გეგმების შესახებ ისაბრა.

გალარდოს თქმით, გასულ ზაფხულს თავის აგენტებთან ერთად ლეო „პარი სენ-ჟერმენის“ მფლობელის თანაშემწეს შეხვდა და შესაძლო კონტრაქტის დეტალებიც კი განიხილა. ფიფას აგენტის მტკიცებით, პარიზულ კლუბის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მესის ყოველწლიური ხელფასის სახით 30 მილიონი ევრო შესთავაზეს.

„თუ მესის „ბარსელონას“ დატოვება არ სურს, მაშინ რატომ შეხვდა იგი პსჟ-ს წარმომადგენლებს?“, – განაცხადა გალარდომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ხერარდო მარტინო: „მესის თავი უნდა დავანებოთ“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ თავისი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კატალონიური გუნდის ლიდერს ლიონელ მესის მხარი დაუჭირა.

„მესი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მას თავი უნდა დავანებოთ. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე მისი თამაშისგან კვლავ ჩვეულ სიამოვნებას მივიღებთ“, – განაცხადა ფეხბურთის არგენტინელმა სპეციალისტმა.

მესის მამა: „ლეო „ბარსას“ დატოვებს? გამორიცხული არაფერია“

ლიონელ მესის მამამ, რომელიც მისივე აგენტის ფუნქციებს ასრულებს, განაცხადა, რომ მისი შვილის „პარი სენ-ჟენრმენში“ შესაძლო გადასვლის შესახებ არაფერი იცის.

„ლეოს „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები მოვისმინეთ. არ ვიცი, თუ საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია.

ლიონელი – „ბარსას“ ფეხბურთელია, მისი კონტრაქტი კი 2018 წლამდე მოქმედებს.

შემიძლია თუ არა მოგცეთ მისი შემდეგი სეზონისთვის „ბარსელონაში“ დარჩენის გარანტია? ფეხბურთში მუდმივი არაფერია. არც კი ვიცი, თუ რა იქნება ხვალ“, – განაცხადა ხორხე მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ მესის სანაცვლოდ 250 მილიონი ევროს გადახდისთვის მზად არის.

ალექსანდრე მატევოსოვი

„კამპ ნოუს“ მესის ძეგლი დაამშვენებს?

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა სანდრო როსელმა მომავალში „კამპ ნოუზე“ ლიონელ მესის ძეგლის დადგმა არ გამორიცხა.

„ეს იდეა მომწონს. ჯერჯერობით მსგავს საკითხზე არ გვისაუბრია, თუმცა მომავალში ამ იდეას აუცილებლად დავუბრუნდებით“, – განაცხადა როსელმა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მესი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გატანილი გოლების რაოდენობით სესარ როდრიგესს აჯობა.

„ბლაუგრანასის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილს კი ნახევარმცველი ლადისლაო კუბალი იკავებს, რომლის ძეგლიც „კამპ ნოუს“ მიმდიბარე ტერიოტორიას ამშვენებს.

ალექსანდრე მატევოსოვი