სუარესი ფიფასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ბარსელონასა” და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა სურვილი გამოთქვა, რომ ფიფამ მის მიმართ გამოტანილი სასჯელის გამო ბოდიში მოიხადოს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სუარესმა იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის უკბინა, რის გამოც ურუგვაელმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დონეზე ცხრამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

Chiellini - Suarez

“როდესაც დიეგო გოდინმა გოლი გაიტანა, ისე ვერ აღვნიშნე, როგორც მინდოდა, რადგან გაცნობიერებული მქონდა, რომ შეცდომა დავუშვი და ამის გამო შეიძლება დავსჯილიყავი. ვფიქრობ, ფიფას სადისციპლინო კომიტეტში ხვდებიან, რომ ზედმეტად მკაცრი სასჯელი გამომიტანეს. ვისურვებდი, ბოდიში მოიხადონ და აღიარონ, რომ დისკვალიფიკაცია გადაჭარბებული იყო. მე ეს ყველაფერი მოვინანიე.

როდესაც ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ფიფას მიერ გამოტანილი დისკვალიფიკაცია გამაცნო, ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, თუმცა ცრემლები მაინც ვერ შევიკავე. შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა მატჩებზე დასწრების აკრძალვა ჩემთვის გაუგებარი რამ გახლავთ”, – სუარესის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

ლუის სუარესის კომენტარი “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ

როგორც იცით, გუშინ “ბარსელონამ” გერმანიის დედაქალაქ, ბერლინში მეხუთედ იზეიმა ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება.

მატჩის შემდეგ, სოციალური ქსელის მეშვეობით ლუის სუარესმა კომენტარი გააკეთა.

“ჩემპიონები! ოცნება სრულდება!!! მადლობა ყველას!! განსაკუთრებით ჩემს სამ სიყვარულს”.

Снимок

სუარესის მატჩისშემდგომი კომენტარი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აქედან ერთი გოლი კატალონიელთა ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გაიტანა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“საოცარია! უნიკალურია! ამ ტიტულების მოსაგებად ბევრი წვალებაა საჭირო.

საპასუხო გოლის შემდეგ მეტოქემ ზეწოლა გააძლიერა, თუმცა ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.

წინ ნაბიჯ ნაბიჯ მივიწევდით და ამ სეზონში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის სულისკვეთებაა და ის, რომ სეზონის დაწყებიდანვე ერთიანი ვიყავით”, – სუარესის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ევრა: “სუარესი მოედანზე ჩემ ყოფნას იგრძნობს”

დღეს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალია — ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” წინააღმდეგ.

“ბებერი სინიორას” მცველ პატრის ევრას კიდევ ერთხელ მოუწევს ლუის სუარესთან შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ოქტომბერში ურუგვაელ ფეხბურთელს ევრას მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ფრანგმა მცველმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ინციდენტი და განაცხადა, რომ ფინალურ მატჩამდე სუარესს ხელს ჩამოართმევს.

“მისი ბოდიში არ მჭირდება. ამას არც აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. მატჩამდე ხელს ჩამოვართმევ, როგორც ეს “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნის პერიოდში გავაკეთე.

Suarez - Evra

ის ვერასოდეს იქნება ჩემი საუკეთესო მეგობარი. წარსული წარსულს ჩაბარდა. ვამაყობ ჩემი ფერით.

მე ვთამაშობ “ბარსელონას” და არა ლუის სუარესის წინააღმდეგ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მოედანზე ჩემ ყოფნას იგრძნობს.

სასამართლო პროცესზე არ მითქვამს, რომ სუარესი რასისტია. მე ვთქვი, რომ მან რასისტული კომენტარები გააკეთა. სუარესს იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ მას რასისტობა დავაბრალო.

Suarez - Evra 2

იმ მომენტში საკუთარ თავს ვაკონტროლებდი. თითქოს რაღაც ხმა ჩამესმოდა: “სულელური არაფერი გააკეთო, ხელი არ კრა, ამ თამაშს უამრავი ადამიანი უყურებს”.

ბავშვებისთვის მაგალითი უნდა იყო. რაიმე ცუდი რომ ჩამედინა, დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერ ვითამაშებდი. შესაძლოა, ჩემთვის სამწლიანი დისკვალიფიკაციაც კი მოეცათ.

იმ მატჩის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი და თანაგუნდელები გაოცებულები მიყურებდნენ. იმ მომენტში სხვა სამყაროში ვიყავი.

ის ჩემთვის მართლაც მძიმე დღე იყო, თუმცა ჩემი თავით ვამაყობ”, – უთხრა ევრამ ITV Sport-ს.

 

კიელინი: „სუარესს სიამოვნებით ჩავეხუტები“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრისას „ბარსელონას“ თავდამსხმელის ლუის სუარესის თემასაც შეეხო.

„სუარესს სიამოვნებით ჩავეხუტები, ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. მის მიმართ პრეტენზიები არ გამაჩნია. იმედია, იგივე მისი მხრიდანაც იქნება.

მხოლოდ იამზე ვფიქრობ, თუ როგორ მოვახერხებ მის შეჩერებას“, – განაცხადა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალია – ურუგვაის მატჩის დროს სამხრეთ ამერიკელმა იტალიელს უკბინა, რის გამოც შემდგომ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ლუის სუარესის კომენტარი Copa Del Rey-ს მოგების შემდეგ

გუშინ გაიმართა ესპანეთის თასის ფინალი, სადაც “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” 1-3 ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, ლუის სუარესმა სოციალური ქსელის მეშვეობით კომენტარი გააკეთა.

“კი!!!! გაუმარჯოს ჩემპიონებს! დასვენება და შემდეგ მომდევნო გოლზე ვიფიქრებ. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!!! მიდი ბარსა!!!!”.

Снимок

სუარესი “ბილბაოსთან” მატჩისთვის მზადაა

“ბარსელონას” კოპა დელ რეის ფინალში ლუის სუარესის გამოყენება შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ბარძაყის ტრავმის გამო ურუგვაელი წინახაზელი კატალონიელთა ლაზარეთში იყო.

თუმცა, 28 წლის თავდამსხმელი ესპანეთის თასის ფინალში, ატლეტიკის “ბილბაოს” წინააღმდეგ შეძლებს თამაშს.

“სუარესი კარგად მოემზადა, თავს მშვენივრად გრძნობს. შესაძლებელი იქნება, მისი თამაში კოპა დელ რეის ფინალში,”-განაცხადა ლუის ენრიკემ @barcastuff-თან ინტერვიუში.

ლუის სუარესის კომენტარი სეზონის დასრულების შემდეგ

დღეს პრიმერა დივიზიონის სეზონის ბოლო მატჩები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული “ბარსელონა” გახდა. “დეპორტივოსთან” მატჩის შემდეგ, ლუის სუარესმა მიმდინარე წელზე კომენტარი გააკეთა.

“რა მშვენიერია პრიზი, რომლისთვისაც მთელი სეზონია ვიბრძვით! დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პრიზის მოგებაში დამეხმარა, ძალიან ბედნიერი ვარ. დავისვენებ და შემდეგ რა მელოდება!!”

LUIS

სუარესი “დეპორტივოსთან” ვერ ითამაშებს

“ბარსელონას” ფორვარდი ლუის სუარესი პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. სეზონის უკანასკნელ მატჩს “ბარსელონა” “დეპორტივოსთან” გამართავს. კატალონიელთა 18-კაციანი განაცხადკი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები – ბრავო, მასიპი; მცველები – მონტოია, დუგლასი, ბარტრა, მასკერანო, ვერმალენი, მატიე, ადრიანო, ალაბა; ნახევარმცველები – ჩავი, ს. რობერტო, ინიესტა, რაფინია; ფოვარდები – პედრო, მუნირი, მესი, ნეიმარი.

“ბარსელონა შეიძლება, მესიმ, სუარესმა ან ნეიმარმა დატოვოს”

“ბლაუგრანას” ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ფაუსი აცხადებს, რომ გუნდმა შეიძლება, მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ლიდერი დაკარგოს.

“რაც შეეხება ფეხბურთელების ხელფასებს, ჩვენ ვერ გადავიხდით იმდენს, რამდენსაც “ჩელსი” და “პსჟ” იხდის. ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ესპანეთში, ის მის ჯამაგირს ყოველთვის ადარებს სხვა მაღალ ქვეყნებში მოთამაშე ფეხბურთელების ხელფასებს, ამიტომაც მეტი სურთ”.

“ჩვენთვის რთული იქნება მესის, სუარესისა და ნეიმარის შენარჩუნება. თუ სხვა გუნდები მათ დიდ ხელფასებს შესთავაზებენ, არ ვიცით, რა მოხდება მაშინ,”-განაცხადა ფაუსმა.

ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ საპასუხო მატჩში (3:2) კატალონიური გუნდის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო. ამ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ურუგვაელი ფეხბურთელის ტრავმა. ლუის სუარესი საფუძვლიან სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს, რის შემდეგაც დადგინდება ტრავმის სიმძიმე.

 

ევრა: „შევეცდები, სუარესს ცხოვრება გავუფუჭო“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი პატრის ევრა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონასთან“ დაპირისპირების შეფასებისას ლუის სუარესის თემასაც შეეხო.

„ბევრი სუარესის შესახებ მეკითხება, თუმცა მთავარი ფინალში თამაშია.

ჩემი თავით ვამაყობ. ვამაოყობ ჩემი კანის ფერით. სუარესს ხელს ჩამოვართმევ, ამის არანაირი პრობლემა არ მაქვს. ამავდროულად, შევეცდები, მოედანზე მას ცხოვრება გავუფუჭო“, – განაცხადა ევრამ.