რონალდუს, რობენის და კიდევ 4 ფეხბურთელის წლის ყველაზე დასამახსოვრებელი სიმულიანტობა

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ გასული წლის ყველაზე დასამახსოვრებელი სიმულიანტობები დაასახელა.

6. ფრედი

5. არიენ რობენი

4. ადრიანი

3. კრიშტიანო რონალდუ

2. ჯანკარლო გონსალესი

1. ლუის სუარესი

სუარესი და კიელინი შესარიგებლად შეხვედრას აპირებენ

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი და „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი ერთმანეთთან შეხვედრას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ურუგვაისა და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის დროს (1:0) სუარესმა კიელინის უკბინა, რის გამოც ფიფა-მ იგი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ორივე ფეხბურთელის აგენტმა ღონისძიებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება ყველაფერს ხელი შეუშალოს, ორივე მოთამაშის რთული გრაფიკია, ამიტომაც ერთ-ერთ ვარიანტად სოციალურ ქსელებში სპეციალური აქციის ჩატარება მოიაზრება.

სუარესმა ფსიქოლოგთან სიარული აღიარა

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გამოცემა „El Observador“-თან საუბრისას აღიარა, რომ კატალონიურ კლუბში გადასვლამდე ფსიქოლოგს მიმართა.

გარდა ამისა, ლუისმა თავის წონაზე და კლუბში ადაპტაციაზე ისაუბრა.

„ზედმეტი წონა არასდროს მაწუხებდა. კლუბში მითხრეს, რომ „ბარსელონას“ იმ ექვს მოთამაშეს შორის ვარ, რომლის ორგანიზმშიც ცოტა ცხიმია“, – განაცხადა ლუისმა წონაზე საუბრის დროს.

„როდესაც ვერ ვიტან, ხოლო ჩვენ ვიმარჯვებთ, თავს მაინც ჩინებულად ვგძნობ. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც „ბარსელონას“ შემადგენლობაში პირველ გოლს აღვნიშნავ“, – დაასრულა სუარესმა.

„სუარესის წასვლის შემდეგ სერხიო აგუერო პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეა“

„სუარესის წასვლის შემდეგ სერხიო აგუერო პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეა“ – თვლის „ქუინს პარკ რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი.

„აგუერო პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, არა? ლუისის „ბარსელონაში“ წასვლის შემდეგ იგი ინგლისში პირველი გახდა“, – განაცხადა ფეხბურთის ინგლისელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, სწორედ რედნაპის ქპრ-სთან გუშინდელ მატჩში არგენტინელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა, შეხვედრა კი, ფრედ, 2:2 დასრულდა.

სუარესი: „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თავი დაკარგულად ვიგრძენი“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კატალონიურ კლუბში ადაპტაციის შესახებ ასიუბრა.

„ბარსელონასთან“ სავარჯიშოდ დრო მჭირდება. სიახლეებს ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა. „რეალთან“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებულ მატჩში ვიგრძენი, რომ ტაქტიკის მხვრივ, დავიკარგე.

მიუხედავად იმისა, რომ მესის ბევრი აკრიტიკებს, ყველამ იცის, თუ რას მიაღწია მან. ლიონელთან, ნეიმართან და ინიესტასთან თამაში დიდი სიამოვნებაა.

ურთიერთობა მესისთან და მასკერანოსთან? ურუგვაისა და არგენტინის კულტურები ერთმანეთს ჰგვანან. მატე (დასალევი – ავტ.), ოჯახთან გატარებული დღეები – ეს ყველაფერი ძალებს გვმატებს. ერთად იმიტომ ვიკრიბებით, რომ სამხრეთ ამერიკიდან ვართ“, – განაცხადა ურუგვაელმა.

ლუის სუარესი: „ოქროს ბურთი? სჯობს, გავჩუმდე, პრობლემები რომ არ გამიჩნდეს“

2014 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა შორის ლუის სუარესის არშეყვანას ბევრი საუბარი მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში თავად ურუგვაელმაც გააკეთა.

„არასასიამოვნოა, რომ „ოქროს ბურთის“ შესაძლო მფლობელთა შორის არ შემიყვანეს. სჯობს, ამაზე არაფერი ვთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები გამიჩნდება“, – განაცხადა „ბარსელონას“ თავდამსხმელმა.

სუარესმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

“ბარსელონას” ფორვარდმა ლუის სუარესმა “სელტასთან” წაგებული მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
“ბურთს კარში შესვლა თუ არ ინდა, ის იქ ვერ მოხვდება. გოლის გასტანად ბევრი შანსი გვქონდა, თუმცა არ გაგვიმართლა. “სელტამ” კი ერთადერთი მომენტი გამოიყენა და სამი ქულაც მოიპოვა.
ჩვენ ახალი ტიტულება გვინდა. “ბარსელონა” ხომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. გულშემატკივრებს ჩვენი იმედი აქვთ, შედეგი კი ფეხბურთელებმა უნდა გავაკეთოთ.

“ბარსელონას” შემადგენლობაში მეორე ოფიციალური მატჩი ჩავატარე. “ბერნაბეუზე” 45 წუთის შემდეგ დაღლილი და ცოტა დაბნეულიც ვიყავი. “სელტასთან” კი თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი” – განაცხადა სუარესმა.

“სუარესმა” ლონდონის მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო

ოქტომბრის დამლევს ლონდონი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად გადაიქცა. ქალაქში “ბარსელონას” ფორვარდ ლუის სუარესის ზომბი გამოჩნდა და გამვლელების დაშინებას შეუდგა. ურუგვაელი ფეხბურთელის მსხვერპლთა რაოდენობაც უმალ გაიზარდა.

ალბათ, მიხვდით, რომ ეს ყველაფერი ჰელოუინის ტრადიციულ დღესასწაულს უკავშირდება, იდეის ორგანიზატორი კი “ფუტბოლ დეილი” გახლავთ.

ჯერარდი: „არ მჯერა, რომ სუარესი „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატი არ არის“

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა ყოფილი თანაგუნდელის ლუის სუარესის „ოქროს ბურთს“ მოგების კანდიდატთა შორის არყოფნაზე ისაუბრა.

„ამის უბრალოდ არ მჯერა. ნუთუ ფეხბურთში პოლიტიკა ჩაერთო?

მან 31 გოლი გაიტანა და მსოფლიოს უძლიერესი საფეხბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, იგი კი „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა შორის არ შეიყვანეს. ეს რაღაც საოცრებაა.

ფაქტია, სუარესი კრიშტიანუ რონალდუსთან „ოქროს ბურთისთვის“ უნდა იბრძოდეს“, – განაცხადა ჯერარდმა.

სუარესი „ელ კლასიკოს“, სავარაუდოდ, პირველი წუთებიდან დაიწყებს

ლუის ენრიკე მადრიდის „რეალთან“ პრინციპული მატჩისთვის ლუის სუარესის სასტარტო შემადგენლობაში გამოყვანას გეგმავს.

მადრიდელების წინააღმდეგ შეხვედრა ურუგვაელისთვის „ბარსას“ მოთამაშის სტატუსით სადებიუტო გამოდგება – ურუგვაელს ოთხთვიანი დისკვალიფიკაციის დროს მაღალ დონეზე სათამაშო პრაქტიკა არ მიუღია და მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში თამაშობდა.

ამის მიუხედავად, „ბლაუგრანასის“ სამწვრთნელო შტაბი, სავარაუდოდ, მაინც გარისკავს და ლუისს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაშის საშუალებას სასტარტო წუთებიდან მისცემს.

სუარესი: “მესი რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელია”

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი გამოტყდა, რომ თანაგუნდელ ლიონელ მესის უფრო ძლიერ ფეხბურთელად მიიჩნევს, ვიდრე მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს.

“ვთვლი, რომ მესი უკეთესი მოთამაშეა. ლეოსთან ერთად ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ის მე მუდამ მაოცებს. მესი უნიკალური ფეხბურთელია.

ყველამ იცის, რა მისცა მან “ბარსელონას”. ყველამ იცის, რა დონის მოთამაშეა ლეო. აქამდე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე სწორედ ლიონელ მესი გახლავთ, თანაც ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს “მირორი”.

 

ლუის ენრიკე: “სუარესი მსუქანი არ არის”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გულშემატკივრებს განუცხადა, რომ ურუგვაელ თავდამსხმელს წონის პრობლემა არ აქვს.

ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ, სუარესი ლა ლიგაში თამაშს ერთ კვირაში შეძლებს. ბევრი ფიქრობს, რომ ურუგვაელი ფორმიდან ამოვარდნილია და მოედანზე 90 წუთს ვერ ითამაშებს.

“ლუისი თითქმის ბოლომდე მზადაა. ვერ გეტყვით ითამაშებს თუ არა ელ კლასიკოზე. ასევე შეუძლებელია მისი ფორმის პროცენტულად განსაზღვრა. რაც შეეხება წონას, იგი მსუქანი ნამდვილად არ არის. ამ დროიდან მოყოლებული, სუარესი მუდამ ვარჯიშობდა და ფორმის შენარჩუნებას ცდილობდა. თუ გადავწყვეტ, “რეალის” წინააღმდეგ უთუოდ ვათამაშებ.”-განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა