როგორც იცით, 11 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემს” ანგარიშით 2:0 სძლია და ჩემპიონობა მოიპოვა.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მატჩის მიმდინარეობისას, მანუელ პელეგრინის რეაქციებია აღბეჭდილი.
როგორც იცით, 11 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემს” ანგარიშით 2:0 სძლია და ჩემპიონობა მოიპოვა.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მატჩის მიმდინარეობისას, მანუელ პელეგრინის რეაქციებია აღბეჭდილი.
“მანჩესტერ სიტი” ჩემპიონობას უახლოვდება. პელეგრინის გუნმა პრემიერლიგის გადადებულ მატჩში “ეტიჰადზე” ბირმინგემის “ასტონ ვილას” უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.
თუმცა, შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრებმა მანჩესტერელებს წინააღმფეგობა გაუწია და შესვენებამდე საკუთარი კარის მშრალად შენახვა შესძლეს.
საინტერესო მოვლენება მატჩის ბოლო ნახევარ საათში განვიტარდა. 64-ე წუთზე ანგარიში ედინ ჯეკომ გახსნა. სულ რაღაც 8 წუთში ბოსნიელმა დუბლის გაფორმება მოახერხა.
89-ე წუთზე სტევან იოვეტიჩმა ბირმინგემელებს მესამე ბურთი გაუტანა. საბოლო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში იაია ტურემ დააფიქსირა – 4:0.
ამ გამარჯვებით “სიტიმ” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში „კრისტალ პალასის“ დამარცხების (2:0) შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ჩემპიონატში რომელიმე გუნდის ფავორიტობაზე საუბარი გადაჭარბებულია.
„პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი შარშანდელისგან განსხვავდება. წინა სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე გახდა ჩემპიონი. ეს სეზონი განსაკუთრებულია, უშეღავათო ბრძოლაა. „არსენალის“ ჩათვლით, ჩემპიონობისთვის ოთხი-ხუთი კლუბი იბრძვის.
მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი თამაშის ჩვენება სეზონის ბოლომდე გავაგრძელოთ, შემდეგ კი ვნახავთ, რომელი გუნდია საუკეთესო. ვიმეორებ, ფავორიტი არცერთი გუნდი არ არის. „ლივერპულს“ სამქულიანი უპირატესობა აქვს, თუმცა ჩვენ რეზერვში მატჩი გვაქვს. ასე რომ, ფავორიტი არ გვყავს, თუმც საჩემპიონო ბედი ჩვენს ხელში დაბრუნდა“, – პელეგრინის სიტყვები „სქაი სპორტმა“ გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი
Fanebi.com-ის მკითხველს მოეხსენება, რომ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო უეფამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. „ქალაქელთა“ თავკაცმა მთავარი არბიტრი იონას ერიქსონი მკაცრად გააკრიტიკა. „სიტის“ დამრიგებლის თქმით, შვედი მსაჯი არაობიექტური იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში კატალონიური გუნდის მხარეს იჭერდა და საერთოდაც, მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. პელეგრინის განცხადებით, ერიქსონმა მასპინძელთა კარის მიმართულებით შეცდომით დანიშნა პენალტი, არც მცველი მარტინ დემიკელისი უნდა გაეძევებინა მოედნიდან. „ქალაქელთა“ დამრიგებელი თვლის, რომ დისკვალიფიკაციას არ იმსახურებს.
„არა მგონია, ორმატჩიან ან სამმატჩიან დისკვალიფიკაციას ვიმსახურებდე. აღნიშნული მატჩიდან ორი დღის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ არასწორად მოვიქეცი. ამის მიუხედავად, მე კვლავ ვთვლი, რომ იმ ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა. დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა დარტყმამ თამაშის მიმდინარეობაზე იმოქმედა.
აღარ ვაპირებ ამ თემის განხილვას. ამის შემდეგ მოვიფიქრებ, როგორ ვიმოქმედო მომავალში“, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს itv.
ინგლისის ლიგის თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გამარჯვებული „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი სატელევიზიო ინტერვიუში საკუთარი ემოციების შესახებ საუბრობდა, თუმცა შეცდომით თავი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცად მოიხსენია.
„მიყვარს ის ზეწოლა, რასაც განვიცდი ისეთი დიდი გუნდის ხელმძღვანელობისას, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“. ძალიან კარგია, რომ ყველა ტურნირზე ვინარჩუნებთ შანსს“, – განაცხადა პელეგრინიმ.
გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.
“მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი მანუელ პელეგრინი “ბარსელონასთან” გასამართ საპასუხო მატჩს გამოტოვებს. უეფას გადაწყვეტილებით პელეგრინი მსაჯების კრიტიკის გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, რასაც კიდევ ერთი მატჩი დაემატება თუ პელეგრინი წესებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაარღვევს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ ჩილელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მსაჯი შეხვედრის მსვლილობისას კატალონიურ გუნდს ემხრობოდა.
როგორც გუშინ გაუწყეთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის (0:2) შემდეგ, „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მთავარი არბიტრი იონას ერიქსონი მკაცრად გააკრიტიკა. „სიტის“ თავკაცის თქმით, შვედი მსაჯი არაობიექტური იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში კატალონიური გუნდის მხარეს იჭერდა და საერთოდაც, მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. პელეგრინის განცხადებით, ერიქსონმა მასპინძელთა კარის მიმართულებით შეცდომით დანიშნა პენალტი, არც მცველი მარტინ დემიკელისი უნდა გაეძევებინა მოედნიდან.
აღნიშნული საკითხის განხილვა უეფაში უკვე დაიწყეს.
მანუელ პელგრინიმ კი ბოდიში მოიხადა.
„ბარსელონასთან“ მარცხით გაღიზიანებული ვიყავი. შეიძლება ისეთი რამ ვთქვი, რასაც სინამდვილეში არ ვფიქრობდი. ბოდიშს ვიხდი“, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს „მარკა“.
ბექა დოგრაშვილი
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის (0:2) შემდეგ, „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მთავარი არბიტრი იონას ერიქსონი მკაცრად გააკრიტიკა. „სიტის“ თავკაცის თქმით, შვედი მსაჯი არაობიექტური იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში კატალონიური გუნდის მხარეს იჭერდა და საერთოდაც, მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. პელეგრინის განცხადებით, ერიქსონმა მასპინძელთა კარის მიმართულებით შეცდომით დანიშნა პენალტი, არც მცველი მარტინ დემიკელისი უნდა გაეძევებინა მოედნიდან.
როგორც მოგეხსენებათ, უეფა ასეთ სიტყვებს არავის არ პატიობს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აღნიშნული საკითხის განხილვა უკვე დაიწყეს.
ბექა დოგრაშვილი
როგორც მოგეხსენებათ, დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნება. „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ აღნიშნა, რომ კატალონიური გუნდი საკმაოდ ძლიერი მეტოქეა და ეს არამხოლოდ ლიონელ მესის დამსახურებაა.
„მთავარია, დავრჩეთ იმ გუნდად, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს, შევინარჩუნოთ ჩვენი სტილი და ინდივიდუალიზმი. შეიძლება სხვა ფეხბურთელებიც იხილოთ, მაგრამ ისევ ის გუნდი ვიქნებით, ისევ იმავე სტილით მოთამაშე. „ბარსელონა“ მხოლოდ მესი არ არის, თუმც არგენტინელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელია“, – განაცხადა პელეგრინიმ.
მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას შვედი არბიტრი იონას ერიქსონი განსჯის. უკვე ცნობილია ისიც, რომ ინგლისელებს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი სერხიო აგუერო დააკლდებათ.
ბექა დოგრაშვილი
როგორც მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ,,მანჩესტერ სიტი” და ,,ბარსელონა”, ხვალ თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდებიან.
სიტის დავკაცმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ფერნანდინიო მზად არის, მაგრამ არგენტინელი დააკლდებათ.
,,აგუერო მზად არ არის. ფერნანდინიოს კი რაც შეეხება, იგი მზად არის სათამაშოდ და შესაძლოა ვათამაშო კიდეც” – განაცხადა პელეგრინიმ ცოტა ხნის წინ უცხოურ პრესასთან ინტერვიუში.
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ კლუბის თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ კარიერა სწორედ „ქალაქელთა“ რიგებში უნდა გააგრძელოს.
„არა მგონია, რომ აგუერო ესპანეთში დაბრუნდეს. „მანჩესტერ სიტი“ შესანიშნავი კლუბია საუკეთესო ფეხბურთელებისთვის, ისეთებისთვის, როგორებიც აგუერო და იაია ტურე არიან.
თუ აგუერო მადრიდის „რეალში“ გადავა, „სამეფო კლუბი“ მაინც არ იქცევა მის გუნდად, „რეალი“ ისევ კრიშტიანუ რონალდუს გუნდი იქნება. იგივეს თქმა შემიძლია „ბარსელონაზე“, რომლის ღირსებასაც ლეო მესი იცავს.
აი, „სიტი“ კი მისი გუნდი გახდება. ორ წელიწადში აგუერო „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს“, – პელეგრინის სიტყვები ესპანურმა „მარკამ“ გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი
შეგახსენებთ, რომ სამირ ნასრიმ მუხლის სერიოზული ტრამვა 12 იანვარს, ,,ვესტ ჰემის” წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ,,მანჩესტერ სიტის” ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ფრანგი 8 კვირას გამოტოვებდა, თუმცა იგი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
,,ნასრი და ხავი გარსია უკვე გუნდს შეუერთდნენ, მაგრამ ისინი ,,სანდერლენდთან” გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. შევხედოთ მათ მდგომარეობას ამ კვირაში და მერე გადავწყვეტ ითამაშებენ თუ არა ისინი ,,ჩელსთან” გასამართ მატჩში შაბათს”. – განაცხადა ,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინმა უცხოურ პრესასთან ინტერვიუში.
,,მიხარია, რომ შევუერთდი გუნდს და მათთან ერთად ვარჯიშობ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, ისინი ძალიან დამეხმარნენ”. – წერს ნასრი თავის Twitter-ზე.