რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის 11 დასამახსოვრებელი მომენტი (ფოტოები)

BBC ავრცელებს სტატიას, სადაც უკვე დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის დასამახოვრებელი მომენტებია ასახული.

რონალდუ ეხმარება კავანის, რათა დატოვოს მოედანი

 

ნეიმარი დაეცა

 

 

საუთგეიტმა ნახევარფინალს მიაღწია

 

ხორვატების აღნიშვნა და მანჯუკიჩის დასახმარებლად გაწვდილი ხელი

 

მესი მიდის… მარტო…

 

აზიზ ბუჰადუზი, ავტოგოლის შემდეგ

 

ადვინკულა მღერის

 

ლორისი ზეციური დარტყმის წინააღმდეგ

 

ლუკაკუ მუხლებზეა

 

პოლ პოგბა: მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული

 

 

კარიკატურა: მუსლერას კარიუსის სახელობის ჯილდო გადაეცა

მსოლფიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთი ურუგვაის დაუპირისპირდა და მეტოქე 2-0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ მეორე გოლის ავტორი ანტუან გრიზმანი გახდა, რომელმაც შორიდან უძლიერესად დაურტყა ფერნანდო მუსლერას, თუმცა ამ უკანასკნელმა ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და ფრანგებიც ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ.

მუსლერას მომენტი ძალიან ჰგავდა ლორის კარიუსის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებულ შეცდომას, როცა გერმანელმა გარეტ ბეილის დარტყმულის შემდეგ, ბურთის დაჭერა ვერ შეძლო და ისიც კარში შევარდა. ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კოლუმბია – ინგლისი: საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო მერვედფინალის შეხვედრაში ერთმანეთს კოლუმბია და ინგლისი დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ორ დამატებით ტაიმში გოლი არ გავიდა და ყველაფერი ტერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა: ბრიტანელებმა ანგარიშით, 4:3 იმარჯვეს და მეოთხეფინალში გავიდნენ.

საგულისხმოა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისის კაპიტანი, ჰარი კეინი დასახელდა. ის მთელი თამაშის მანძილზე აქტიურობდა. სწორედ მან გახსნა ანგარიში: გაიტანა პენალტი ლათინოამერიკელთა კარში.

გეტყვით, რომ ინგლისი მეოთხედფინალში შვედეთს დაუპირისპირდება. ეს თამაში შვიდ ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება.

შვედეთმა მექსიკა გაანადგურა და პირველი ადგილით გავიდა ჯგუფიდან (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მექსიკა შვედეთს დაუპირისპირდა.

მატჩი სკანდინავიელთა უპირატესობით წარიმართა. მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე გოლი ლუდვიგ აუგუსტინსონმა შეაგდო. 62-ეზე ანდრეას გრანკვისტმა თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა და ანგარიში ორამდე გაზარდა. სამხრეთამერიკელებმა მესამე გოლი თავიანთ კარში გაიტანეს: კონკრეტულად, 74-ე წუთზე ედსონ ალვარესმა ბურთი კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ შვედეთმა ექვსი ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა E ჯგუფში. რაც შეეხება მექსიკას, მას, მატჩის ჩაგდების შემდეგ, ექვსი ქულა დარჩა და მეორე ადგილზე გავიდა.

 

 

მსოფლიოს ჩემპიონატის გამორჩეული ვარცხნილობები (ფოტო)

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენიმე ფეხბურთელი განსხვავებული, სპეციფიკური ვარცხნილობით გამოირჩევა. გთავაზობთ მათ ფოტოებს.

ნაგატომო (იაპონია)

 

ჰონდა (იაპონია)

 

ფაჯრი (მარკო)

 

 ნეიმარი (ბრაზილია)

 

ლევანდოვსკი (პოლონეთი)

 

ნაბილ დირარი (მაროკო)

 

ადვინკულა და კარტახენა

 

რომან ტორრესი (პანამა)

 

დედრიკ ბოიატა (ბელგია)

 

კენდალ ვასტონი (კოსტა-რიკა)

 

პოგბა (საფრანგეთი)

 

ნეიმარმა ვარცხნილობის ცვლილებასთან დაკავშრებულ კრიტიკას უპასუხა

ბრაზილიის ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი თამაში ჩაატარა და მისმა ლიდერმა, ნეიმარმა უკვე მეორეჯერ შეიცვალა ვარცხნილობა. ამას გუშემატკივართა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ნეიმარმა უკმაყოფილო ფანებს უპასუხა.

“აქ იმიტომ არ ვარ, რომ ჩემი სახელი ნეიმარია. არც ჩემი ვარცხნილობის დამსახურებით ჩამოვედი რუსეთში. აქ ჩემი თამაშის გამო ვარ. თუ ამ დონემდე საკუთარმა ასპარეზობამ მომიყვანა, თუ სწორედ მისი წყალობით მივაღწიე წარმატებებს, მაშინ არანაირი ცვლილება არ მჭირდება,” – ამბობს ბრაზილიელი.

ფერნანდუ სანტუში: “ვიმედოვნებ, რონალდუ კიდევ ერთ დიდ მატჩს ჩაატარებს”

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში პორტუგალია მოროკოს დაუპირისპირდება. ევროპელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ვიმედოვნებ, კრიშტიანუ ისევ იმავე დონეზე ითამაშებს და კიდევ ერთ დიდ შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენ შეგვიძლია ისეთი კარგი გუნდის დამარცხება, როგორიც მოროკოა. თუმცა, მარტო არავინ იგებს. ევროპის ჩემპიონები ვართ. პორტუგალიის მთავარი მიზანია, გააგრძელოს იმის კეთება, რამაც აქამდე მოგვიყვანა: დიდი ვალდებულების გრძნობა მინდორზე გასვლის დროს და მეტოქის პატივისცემა. გზა, რომლითაც გამარჯვებები მოვიპოვეთ, სწორედ ადამიანურობასა და ოპონენტის დაფასებას უკავშირდება. აუცილებელია, ვიყოთ კონკურენტუნარიანნი, ვიბრძოლოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. თუმცა, კლასი საჭიროა, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ხვალ, მთავარი მიზანი, თავიდანვე გოლის გატანა იქნება. ფოკუსირებულნი ვართ მხოლოდ გამარჯვებაზე,” – ამბობს პორტუგალიელთა დამრიგებელი.

ინიესტა ლოპეტეგის გაგდებაზე: “ეს უსიამოვნო იყო, თუმცა წარსულში დარჩა”

20 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ესპანეთი ირანს დაუპირისპირდება. “ფურია როხას” ასაკოვანმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ წინასამატჩოდ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ლოპეტეგის გაგდება? ეს იყო ის მომენტი, რომლის უკან მოტოვებაც გვსურს. ის ხანმოკლე პერიოდი არავისთვის იყო სასიამოვნო. ახლა კი მხოლოდ ჩვენს მიზანზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩვენ გვწამს, რომ მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას. პორტუგალიის წინააღმდეგ შეხვედრა ადვილი არ იყო. თუმცა, იქ ვაჩვენეთ, რომ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ.

არ მსურს აქ გაჩერება. წინ სვლა მინდა. ირანი ადვილი მეტოქე არ იქნება, თუმცა, თუ მოვიგებთ, კარგ მდგომარეობაში ვიქნებით. დაცვაში მშვენიერ ბარიერს ვქმნით. უნდა დავიცვათ ბალანსი ყველა რგოლში. ეს ნებისმიერ გუნდს სჭირდება. გეტყვით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებიდან, რამდენიმე გვყავს. ჩვენი ოცონება მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მოგებაა. ეს რთულია, თუმცა ამისთვის აუცილებელია კონცენტრაცია მცირე ნაბიჯებზე – ამჯერად, ირანზე,” – ამბობს ინიესტა.

რუსეთმა ეგვიპტე დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება თითქმის გაინაღდა (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური რუსეთისა და ეგვიპტის ნაკრებებს შორის გამართული მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელთა ლიდერი მოჰამედ სალაჰი მოედანს დაუბრუნდა. ის სასტარტო განაცხადში იყო და შეხვედრა სრულად ჩაამთავრა. რუსებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში მეტოქეს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა გატანილ გოლამდე საქმე არ მისულა. სადებიუტო წუთების შემდეგ თამაში გათანაბრდა და ეგვიპტელებმაც შექმნეს მეტნაკლებად სახიფათო მომენტები. საბოლოო ჯამში, ტაიმი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა უგოლოდ მიილია.

რუსები მეორე ტაიმის სტარტზე კურიოზული ავტოგოლით დაწინაურდნენ: ეგვიპტელთა მეკარემ ჩაწოდების შემდეგ ბურთი მუშტებით მოიგერია, რომან ზობნინმა საჯარიმო მოედანზე ჩააბრუნა, იქ კი აჰმედ ფათჰიმ იმდენად უხეიროდ მოიგერია, რომ ბურთი საკუთარ კარში ჩაიჭრა – 1:0. 59-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს: მარიო ფერნანდესმა დენის ჩერიშევს საჯარიმოში უპასა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მეორე გაშვებულმა გოლმა ეგვიპტელები ფსიქოლოგიურად გატეხა და ზუსტად სამ წუთში ანგარიში გამანადგურებელი გახდა: არტიომ ძიუბამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მკერდით ჩამოიღო, ცენტრალურ მცველებს უმარტივესად გაუმკლავდა და ეგვიპტელთა კარის ბადე მესამედ შეარხია. 73-ე წუთზე აფრიკელებს მცირეოდები იმედი დაუბრუნდათ: თამაშის წესის დარღვევისთვის დანიშნული პენალტი მოჰამედ სალაჰმა ზუსტად შეასრულა და ერთი ბურთი გაქვითა – 3:1.

დარჩენილ დროში ეგვიპტის ნაკრებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო. რუსებმა ანგარიშით 3:1 იმარჯვეს და ტურნირის მერვედფინალში თამაშის უფლება თითქმის გაინაღდეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი (II ტური)
რუსეთი — ეგვიპტე 3:1 (0:0)
გოლები: ფათჰი 47′ (ა.გ.), ჩერიშევი 59′, ძიუბა 62′ — სალაჰი 73′.

კასილასი: “პატარა შეცდომის გამო, დე ხეა ქარიშხალში არ უნდა მოვაქციოთ”

დავიდ დე ხეამ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, პორტუგალიის წინააღმდეგ შეცდმა დაუშვა: მან კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და გოლი გაუვიდა.

აღნიშნულ მომენტზე “ფურია როხას” ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა ისაუბრა.

“პატარა შეცდომის გამო, მისი ქარშხლაში მოქცევა არ შეიძლება. კრიშტიანუ მარცხენა ფეხით იდეალურად ურტყამს. მან სწრაფად დაარტყა და ბურთმა, შესაძლოა მიმართულებაც კი შეიცვალა. რონალდუმ საოცარი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა. მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო,” – ამბობს კასილასი.

ფერნანდო იეროს წინასამატჩო პრესკონფერენცია ირანთან შეხვედრამდე

20 ივნისს მსოფლიოს ჩეპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ესპანეთი ირანს დაუპირისპირდება. “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო იერომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“კარვახალი კარგად გრძნობს თავს. ის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დანიმ რეაბილიტაცია დაასრულა. ახლა მთავარია, პორტუგალია დავივიწყოთ და მხოლოდ ირანზე ვიფიქროთ. ეს ჯგუფის მეორე შეხვედრაა, რომელიც ძალიან სახიფათო იქნება. წარსულით არ ვცხოვრობთ, ვაანალიზებთ, ჩვენს გონებაში ვინახავთ იმას, რაც ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ და ახალი თამაშისთვის ვემზადებით. კარლუშ კეიროშს კარგად ვიცნობთ (ირანის მწვრთნელი მადრიდის “რეალში” თამაშობდა, ავტ.). ის ირანის მწვრთნელად უკვე, შვიდი წელია მუშაობს და, რაც მთავარია, საქმე კარგად გამოსდის. მას ვესაუბრე და ეს ჩემთვის სასიამოვნო იყო. ირანი როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში მაღალ დონეზეა: მათ ბოლო 37 მატჩში ცოტა გოლი გაუშვეს და საკმაოდ ბევრი გაიტანეს,” – ამბობს იერო.