მჭედლიძე: “ოპერაციამ კარგად ჩაიარა – ნოემბრის ბოლოს დავბრუნდები”

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ ტრავმა გასულ სეზონში, “მილანთან” სტუმრად თამაშის დროს მიიღო. შესაბამისად, ტოსკანელთა შემტევს 23 მარტის შემდეგ არ უთამაშია.

ქართველი ფეხბურთელი ზაფსულში უნდა გამოჯანმრთელებულიყო, თუმცა ფეხზე არსებული დაზიანება ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა. მას ოპერაცია დასჭირდა, რომელიც 15 სექტემბერს ბარსელონაში გაიკეთა.

Fanebi.Com-ი დაუკავშიურდა ლევანს და მის ამჟამინდელ მდომარეობაზე ჰკითხა.

“მილანთან” ძალინ ცუდი ტრავმა მივიღე, რის შემდეგაც ფეხი ჯერ კიდევ გასაწმენდი იყო. დაზიანება გამიმიზეზდა და დაბრუნების შანსი არ იყო, თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი. საბოლოოდ, გუშინწინ ბარსელონაში ოპერაცია ჩამიტარდა, ახლა ყველაფერი კარგადაა. მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ექიმმა მიმკურნალა და ძალიან კმაყოფილი ვარ.”

“ახლა ვმკურნალობ და ნელ-ნელა უნდა გმოვჯანმრთელდე. სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში შევძლებ თამაშს,” – აცხადებს მჭედლიძე.

ლევან მჭედლიძე მილანის “ინტერის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

“ემპოლის” ქართველმა ლეგიონერმა, ლევან მჭედლიძემ სერია ა-ს წინა ტურში (“ტორინოს” წინააღმდეგ), პირველ ტაიმში დაზიანება მიიღო. მართალია, მან თამაში გააგრძელა, თუმცა შევხედრის შემდეგ ტრავმა გაუმიზეზდა.

გუშინ ლევანმა ჩვენს საიტთან საუბარში განაცხადა, რომ არ იყო გადაწყვეტილი, ითამაშებდა თუ არა 12 თებერვალს მილანის “ინტერის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში.

როგორც გაირკვა, 26 წლის თავდამსხმელი გუნდი მილანში დაახლოებით, ერთი საათის წინ გაფრინდა. მჭედლიძე კი “ემპოლის” არ გაჰყვა. შესაბამისად, იგი ამ შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო, 18 თებერვალს “ლაციოსთან” მატჩში კი, 99%-ით ითამაშებს.

რამდენად სერიოზულია მჭედლიძის ტრავმა? ფეხბურთელი განცხადებას აკეთებს

29 იანვარს იტალიის სერია ა-ს 22-ე ტურში “კროტონე” “ემპოლის” დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელის ძირითად შემადგელობაში იყო ლევან მჭედლიძე, რომელმაც 39-ე წუთზე ანგარშის გათანაბრება (1-1) შეძლო. თუმცა, საბოლოოდ ემპოლელებმა 1-4 წააგეს.

სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა მეორე ტაიმში: 78-ე წუთზე მჭედლძე დაზიანების გამო მოედნიდან გავიდა.

მოგვიანებით, ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: “ჯანმრთელობის მხრივ, კარგად ვარ. თავს ცუდად ვგრძნობ, მხოლოდ და მხოლოდ, შედეგის გამო.”

აქვე გეტყვით, რომ “ემპოლი” 21 ქულით მე-17 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას მჭედლიძის გუნდი საკუთარ მოედანზე “ტორინოს” წინააღმდეგ გამართავს. ეს დაპირისპირება 5 თებერვალს შედგება.

“ემპოლიმ” “კალიარი” მჭედლიძის დუბლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ემპოლი” საკუთარ მოედანზე “კალიარის” დაუპირისპირდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ.

საქართველოს ნაკრების შემტევმა მე-8 წუთზე მარილუნგოს პასით შეძლო ანგარიშის გახსნა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე ისევ ქართველმა გაიტანა, დუბლი გაიფორმა და მის გუნდს, ანგარიშით, 2:0 მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ემპოლი” 11 ქულით მე-17 ადგილზეა.

 

 

ლევან მჭედლიძემ “კალიარის” მეორე გოლი გაუტანა! (ვიდეო)

დღეს იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში ლევან მჭედლიძის “ემპოლი” “კალიარის” მასპინძლობს. მჭედლიძემ მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა. 72-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა მეორე გოლის გატანაც შეძლო მეტოქის კარში.

იხილეთ ვიდეო

 

როგორ გამოეხმაურა ლევან მჭედლიძე ოქრიაშვილის გოლს? (ფოტო)

27 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში “კრასნოდარმა” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. “კრასნოდარის” სათადარიგოთა სკამზე იჯდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც 63-ე წუთზე შემოვიდა და 95-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. ქართველმა თავის გუნდს, ანგარიშით, 2:1 მოაგებინა.

ოქრიაშვილის ულამაზეს გოლს საქართველოს ნაკრებისა და “ემპოლის” შემტევი, ლევან მჭედლიძე ასე გამოეხმაურა.

რას წერს ლევან მჭედლიძე მის მიერ გაცუდებულ მომენტზე? (ფოტო)

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები უელსის გუნდს კარდიფში ეთამაშა და მეტოქესთან ქულები გაიყო (1-1).

შეხვედრის ერ-ერთ მომენტში ოქრიაშვილმა მჭედლიძეს შესანიშნავი პასი გაუკეთა და ლევანი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა ჩვენმა თავდამსხმელმა ეს მომენტი ვერ გამოიყენა.

ამასთან დაკავშირებით “ემპოლის” ქართველმა ლეგიონერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

ვლადიმერ ვაისი: “ჩვენ გვაქვს მიზანი და მისი მიღწევა ძალიან რეალურია!”

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს. ჩვენები უელსელების წინააღმდეგ შეეცდებიან წარმატების მოპოვებას.

ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ალბათ, ეს იქნება ბოლო შანსი, რომ სასურველი მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ გვაქვს ოცნება, რომლის ახდენაც ძალიან რეალურია.”

“ვიმედოვნებ, არა მარტო უელსთან, არამედ სხვა დანარჩენ გუნდებთან, ყველა მატჩში შევძლებთ ქულების აღებას. გვაქვს პოტენციალი, რომელიც ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ: უნდა გამოვიყენოთ საგოლე მომენტები და დაცვაში უაზრო შეცდომები არ დავუშვათ. აუცილებელია ბალანსის პოვნა შეტევასა და დაცვას შორის.”

“საქართველოსთვის წარმატების მიღწევა საკმაოდ რეალურია,” – განუცხადა ჟურნალისტებს ვაისმა.

 

მჭედლიძემ კიელინის მოუბოდიშა (ვიდეო)

2 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ჩვენებური თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. ერთ-ერთ მომენტში მასთან ორთაბრძოლის შემდეგ ჯორჯო კიელინი წაიქცა. რამდენიმე წუთში ლევანმა “იუვენტუსის” მცველს მოედანზევე მოუბოდიშა.

მჭედლიძის “ემპოლიმ” სეზონის პირველი შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

გუშინ სერია ა-ს შეხვედრები გაიმართა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო “ემპოლისა” და “კროტონეს” დაპირისპირება, რადგან მასპინძელთა რიგებში ლევან მჭედლიძე ირიცხება. გამომდინარე იქედან, რომ ქართველ თავდამსხმელს ახალი მოშუშებული აქვს ტრავმა, იგი მოედანზე არ გამოსულა და შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ლევანის გუნდმა ანგარიში 31-ე წუთზე ბელუსკის გოლით გახსნა. 14 წუთში სამპირისიმ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი “ემპოლის” მოთამაშემ, კოშტამ 56-ე წუთზე გაიტანა და, საბოლოოდ – 2-1; მჭედლიძის კლუბმა პირველი სამი ქულა მოიპოვა მიმდინარე სეზონში.

ამ გამარჯვებით “ემპოლიმ” 3 ქულა დააგროვა და მე-16 ადგილს იკავებს.

ლევან მჭედლიძეს “კარპისთან” მატჩში 25-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენეს (ვიდეო)

25 აპრილს, იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში “კარპიმ” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან მჭედლიძე, რომელმაც შეხვედრის 25-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

მჭედლიძემ “კარპის” ფეხბურთელის წინააღმდეგ უხეშად იმოქმედა, მსაჯმა კი ის პირდაპირ მოედნიდან გააძევა.

თამაზ მჭედლიძის შესანიშნავი ლელო “მონპელიესთან” გამართულ შეხვედრაში (ვიდეო)

26 მარტს, საფრანგეთის TOP 14-ის მე-19 ტურში, “აჟენმა” საკუთარ მოედანზე “მონპელიე” მიიღო და ანგარიშით 21:45 დამარცხდა.

შეხვედრაში მონწილეობა ორმა ქართველმა მიიღო. “მონპელიეს” რიგებში მე-40 წუთზე მოედანზე მიხეილ ნარიაშვილი გამოჩნდა, ხოლო 63-ე წუთზე თამაშში “აჟენის” მორაგბე, თამაზ მჭედლიძე გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მჭედლიძემ 75-ე წუთზე შესანიშნავი ლელოს დადებაც მოახერხა.