ნავალოვსკის მარცხი “ცსკა”-სთან

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მატჩები იმართება

ერთ-ერთ შეხვედრაში მოსკოვის “ცსკა” ხაბაროვსკის “სკა”-ს შეხვდა. ამ უკანასკენლში ქართველი მარცხენა მცველი, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. იგი სულ ახლახანს გადავიდა პრემიერ ლიგის გუნდში. გიორგიმ მატჩი ძირითადიდან დაიწყო და იგი შეუცვლელად ჩაატარა.

რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, მასში ანგარიში მე-4 წუთზე გოლოვინმა გახსნა და “ცსკა” დააწინაურა. 37-ეზე კი ნათჩომ პენალტი გაიტანა.

საბოლოოდ, “ცსკა”-მ ანგარიშით, 2-0 მოიგო. ამ მარცხის შემდეგ ნავალოვსკის გუნდი ნული ქულით ბოლო ადგილზეა.

საქართველომ მოლდოვის ნაკრებთან ქულები გაიყო

12 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში საქართველოს ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მატჩი მოლდოველთა შეტევით დაიწყო. თავდაპირველად ისინი ფლობდნენ ბურთს. მეხუთე წუთზე სტანდარტიდან მოწოდებული ბურთი ლორიამ მოიგერია, თუმცა იგი გაცკანს მიუვიდა, რომელმაც შორდიან დაარტყა და მიზანს ცოტათი ააცილა. მერვე წუთზე ქართველთა კარის პირდაპირ, დახლოებით 30 მეტრში დანიშნული ჯარიმიდან პოსმაკმა დაარტყა თავით, თუმცა მოლდოველების ეს მცდელობაც უშედეგო იყო.

მე-16 წუთზე ჭანტურია შეიჭრა მარჯვენა ფლანგიდან, მან ეფექტური ფინტით მოატყუა სიდორენკო და დარტყმა სცადა, რომელიც მეტოქეს მოხვდა. ამის შემდეგ ნავალოვსკიმ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ქვილითაიამ ვერ დაარტყა, სამაგიეროდ ბურთი ყაზაიშვილს მიუვიდა, რომელმაც იგი მარჯვენა ფეხზე გადაიტანა და მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა. 1-0! საქართველოს ნაკრები წინ გავიდა!

ამის შემდეგ ოქრიაშვილს შეექმნა ზედიზედ ორი მომენტი. ჯერ იგი კონტრშეტევაზე გაიქცა, დრიბლინგით გადავიდა მეტოქის ნახევარზე, მიუახლოვდა საჯარიმოს და დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი მეტოქემ მოიგერია. მეორე შემთხვევაში კი ისევ ჭანტურია შევიდა მარჯვენა მარჯვენა ფლანგიდან, მან ოქრიაშვილს უპასა, რომელმაც 10 მეტრიდან სულ ოდნავ ააცილა მიზანს.

ამის შემდეგ იყო საოცარი მომენტი, ისევ ქართველების შესრულებით! გვილიამ მარჯვენა კაკაბაძეს გაუკეთა მაღალი გადაცემა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით შეაგდო ბურთი საჯარიმში, ქვილითაიამ დაარტყა, თუმცა ბურთი მეკარემ მოიგერია, ჭანტურიამ დაამატა, თუმცა დარტყმულს.

სხვა საინტერესო პირველ ტაიმში არაფერი მომხდარა.

მეორე ნახევარი მოლდოველების უპირატესობით დაიწყო. სტუმრები ცდილობდნენ აგრესიულად და პროდუქტიულად შეეტიათ, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ.

სადავო მომენტი იყო 59-ე წუთზე, როცა ჭანტურია შეიჭრა საჯარიმოში, მან ერთი მეტოქე მოატყუა და წაიქცა. ქართველები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა სადავო მომენტი მოლდველთა სასარგებლოდ დასრულდა.

66-ე წუთზე ქართველების საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რის შემდეგაც ბურთი ჯარდანს მიუვიდა,  მან ნახევრად ცარიელ კარში სცადა დარტყმა, თუმცა ქართველებმა მოიგერიეს და ბურთი კუთხურზე გადავარდა.

75-ე წუთზე ახლადშემოსული ანტონიუკი გადავიდა შეტევაზე, მან დიდი მანძილი გაიარა, მიუახლოვდა საჯარიმოს და დაარტყა, თუმცა ლორიამ ბურთი ხელში დაიჭირა.

78-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გაცკანმა მიიღო ბურთი. მან მაღალი, ულამასეზი დარტყმით ლორიასგან მარცხენა კუთხეში ჩაუშვა ბურთი და ანგარიში გაათანაბრა.

ვაისის ბიჭები მოსაგებ თამაშს ვერ იგებდნენ.

საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და მატჩიც, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

 

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, გვილია, დაუშვილი (დვალიშვილი 72 წთ.), ჭანტურია, ყაზაიშვილი (სხირტლაძე 80 წთ.), ოქრიაშვილი, ქვილითაია (კანკავა 64 წთ.)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

მოლდოვა: ჩებანუ, პოსმაკი, ჯარდანი, ეპურეანუ, რაკუ (გოლოვატენკო 41 წთ.), გაცკანი, ბორდიანი, ბოლოჰანი, მიჰაილოვი (ანდრონიცი 77 წთ.), სიდორენკო (ანტონიუკი 70 წთ.), ბუგაევი.

მთავარი მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი.

მთავარი მსაჯი: გეორგი კაბაკოვი.

გაფრთხილებები: მურთაზ დაუშვილი (24 წთ.) თორნიკე ოქრიაშვილი (84 წთ.) დავით სხირტლაძე (88 წთ.)  – მაქსიმ მიჰაილოვი (26 წთ.); ვიტალიე ბორდიანი (56 წთ.).

საქართველო – მოლდოვა: პრევიუ

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. ერთ-ერთ შეხვედრაში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს მიიღებს.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ დაპირისპირების პრევიუს.

საქართველო – მოლდოვა

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი

დაწყების დრო: 21:00 საათი, 12 ნოემბერი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: გეორგი კაბაკოვი

საქართველოს ნაკრებმა ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 შეხვედრა ჩაატარა და ორი მარცხისა და ერთი ფრის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს. ვაისის ბიჭები მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და სწორედ მოლდოვას უსწრებენ.

მიუხედავად  ბოლო ორ მატჩში მოპოვებული მხოლოდ ერთი ქულისა, ამ დაპირისპირებებში ქართველებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ეს აისახა არა მარტო სტატისტიკაზე, არამედ თამაშის მაღალ ხარისხზე. აქედან გამოდინარე, საქართველოს ნაკრები არც ისე ძლიერ მეტქოესთან 3 ქულისთვის იბრძოლებს.

ჩვენს ფავორიტობას ისიც უწყობს ხელს, რომ მხოლოდ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი – ლევან მჭედლიძე გვყავს. “ემპოლის” თავდამხმელმა გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო ტრავმა და მის მაგივრად ვაისმა 18 წლის გიორგი არაბიძეს უხმო.

სხვა მხრივ საქართველოს ნაკრები სრულ მზადყოფნაშია.

რაც შეეხებ მოლდოვას, ეს გუნდი საშინელ ფეხბურთს აჩენებს. სტუმრებმა 3 მატჩიდან ყველა წააგეს და ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფებიან.

ამას ემატება ის, რომ მოლდოვის ნაკრებს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ყავს; მათ შორის არიან ძირითადი შემადგენლობის სპორტსმენები. აღსანიშნავია გუნდის კაპიტანისა და ერთ-ერთი ლიდერის არტურ იონიცე დაზიანება.

ამ ორ გუნდს შორის 10 მატჩი შედგა. 3 ქართველებმა მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა, ხოლო 5 თამაშში გამარჯვებულები მოლდოველები გამოვიდნენ.

მწვრთნელების კომენტარები

ვლადიმერ ვაისი: “საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტივი მატჩები არ არსებობს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც უელსის ნაკრებთან მეორე ტაიმში. მეტოქეს ვაფასებ, მეტი ქულა გვაქვს, ვიდრე მოლდოვის ნაკრებს. მეტოქეს რამდენიმე კარგი, გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, გუნდში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებიც არიან. ყველაზე მთავარი გოლების გატანაა. ბოლო სამ მატჩში მინიმუმ ათი მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ორი გამოვიყენეთ. გადამწყვეტი მომენტები უნდა გამოვიყენოთ. გუნდს მომავალი აქვს, მაგრამ ხარისხს უნდა მოვუმატოთ, გოლების გატანა დავიწყოთ.”

იგორ დობროვოლსკი: “გასულ მატჩებში დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ფაქტორი, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც არსებობს. ჩვენ ყველა ერთნი ვართ და ყველა უშვებს შეცდომას. არსებობს ისეთი რაღაცებიც, რომლის შეცვლაც შედარებით რთულია. თამაშის შედეგის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რაც გამოვა, ის იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გამარჯვება, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩემს მოთამაშეებზე არ იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება მეტოქეს, ვიცით რას წამროადგენს საქართველოს ნაკრები. დანარჩენს ხვალ ვიხილავთ.”

სავარაუდო შემადგენლობა: ლორია; ნავალოვსკი, კაშია, კვირკველია, კაკაბაძე; კანკავა, გვილია; ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია; ქვილითაია.

რას წერენ ქართველი გულშემატკივრები უელსთან ნათამაშებ ფრეზე? (ფოტოები)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში უელსის ნაკრებმა საქართველოსთან ქულები გაიყო (1-1).

ნახსენებ შეხვედრას ქართველი გულშემატკივრები ასე ეხმაურებიან

მატიე: “საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობის მოტივაცია აღარ მაქვს”

გუშინ “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ჟერემი მატიემ ოფიციალურად განაცხადა მისი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. მან ეროვნულ გუნდში მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა. მიუხედავად ამისა, მან უკვე მიიღო ნახსენები გადაწყვეტილება და მთავარ მწვრთნელს, დეშამსაც აცნობა ამის შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით მატიემ კომენტარი გააკეთა.

“საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობის მოტივაცია აღარ მაქვს. ამის შესახებ დეშამს ვაცნობე და მანაც ჩვეულებრივად მიიღო ეს ამბავი.”

“გეტყვით, რომ როცა ვნახე იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც მთავარმა მწვრთნელმა გამოიძახა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის, გადავწყვიტე, რომ ეროვნული გუნდი დამეტოვებინა. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ნაკრებთან, არაფერზე ვარ ნაწყენი, უბრალოდ დრო მოვიდა,” – განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.

როგორ აღნიშნეს ქართველმა კალათბურთელებმა გამარჯვება? (ფოტო)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მონტენეგროს, ანგარიშით, 86:90 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ჩვენმა სპორტსმენებმა ასე აღნიშნეს დიდი წარმატება

რას წერენ ამისულაშვილის ნაკრებიდან წასვლაზე ქართველი გულშემატკივრები?

სულ ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ამისულაშვილმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გააკეთა ნაკრებიდან წასვლის თაობაზე. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველ გულშემატკივრებში, რომლებიც სხვადასხვა შინაარსის კომენტარებს წერენ.

“ჩვენს დონეზე ძალიან კარგი მცველი იყო და ბევრი კარგი თამაშიც ჩაატარა. ბოლოს თუ აღარ იყო იმ დონეზე, მაგიტომ  რატომ უნდა დაა**ა თავზე იმ ადამიანს? ტეხავს პროსტა, ჯერ ტაშს რომ უკრავ და მერე დედას აგინებ. 34 წელი პატარა არ არის და რაც შეეძლო, ითამაშა. რომ მიხვდა აღარ შეუძია, წავიდა. მადლობის მეტი, ჩემი აზრით არაფერი ეთქმის ქართველ გულშემატკივარს ამ კაცისთვის, მაგარამ სამწუხაროდ “გულშემატკივართა” უმრავლესობას მოკლე მეხსიერება აქვს და ორი-სამი თამაშის წინ რა იყო, არ ახსოვთ.”

“ამის მერე ალეკო თამამად გააბოლებს ქუჩებში.”

“მადლობა შენ. რაც შეგეძლო, ყველაფერს აკეთებდი!”

“სანაკრებო კარიერას და მოწევას ერთად უნდა დაანებოს თავი.”

“მადლობა ყველაფრისთვის… ცოტა ადრე რომ წასულიყო, აჯობებდა.”

“ლობჟანიძე, დვალიშვილი და დაუშვილი დარჩა.”

“ბოლოს არ მომწონდა, ცუდად თამაშობდა, მაგრამ წლების წინ ძლიერი მცველი იყო და მაღალ დონეზე თამაშობდა. ეგ არ უნდა დავივიწყოთ. ბოლომდე დაკნინება არ შეიძლება.”

“უქმე დღე გამოაცხადეთ ერთი კვირა.”

“ქეცბაიას დროს და მანამდეც ბევრი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ნაკრებში. “კრასნოდარის” რიგებში კი, რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო… მადლობა ამისულას ნაკრებში გულიანი თამაშისთვის!”

“გული არ დაგწყდეთ ხალხო. სამაგიეროდ, უჩა არსად არ მიდის.”

ტალახაძე საქართველოს ნაკრებს: “თქვენს გვერდით ვარ!”

დღეს საქართველოს ნაკრები 2018 წლის რუსეთის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით პირველ შეხვედრას გამართავს. ქართველები ავსტრიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ქართველ ფეხბურთელებს მიმართა.

“დღეს საქართველოს ნაკრებს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში აქვს. ავსტრიასთან რთული იქნება, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენი ხასიათით, ერთსულოვნებით, ნიჭით დადებით შედეგს მივიღებთ. თქვენს გვერდით ვარ. წარმატებას გისურვებთ!”

ყაზაიშვილის ცოლის ძმა დააპატიმრეს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის “ლეგიას” მოთამაშის, ვალერი ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძე  დააკავეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ ყაზაიშვილის მეუღლის ძმა იმიტომ დააპატიმრა, რომ მას სახლში იარაღი აღმოუჩნეს.

ახლობლები და თავად დაკავებული ბრალდებას უსაფუძვლოდ თვლიან.

ნოდარ ნიშნიანიძე და მისი მეუღლე დაპატიმრებამდე 1 დღით ადრე ავრცელებდნენ ვიდეოს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მათ უთვალთავლებდნენ. ისინი ხვდებოდნენ, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ზოგის აზრით, ნოდარს იარაღი ჩაუდეს და უსამართლოდ დაიჭირეს.

სუარესი: “მის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია!”

გასულ სამშაბათს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე სტარტი აიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევმა ეტაპმა. ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, ერთადერთი გოლი ნაკრებში ახალდაბრუნებულმა ლიონელ მესიმ გაიტანა და მის გუნდს მოაგებინა.

მიუხედავად წაგებისა, ურიგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა ლეო აქო და განაცხადა, რომ გახარებულია ეროვნულ გუნდში მისი თანაგუნდელის დაბრუნებით.

“მიხარია, რომ ლეოს ისევ აცვია არგენტინის ნაკრების ფორმა. ის ჩემი მეგობარია, კარგად ვიცნობ და ვიცი, რას ნიშნავს მისთვის საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისთვის ბრძოლა.”

“სასიამოვნოა, რომ მესი ისევ ითამაშებს ისეთ ტურნირებზე, როგორებიცაა მსოფლიო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა. მის გარეშე საერთაშორისო შეჯიბრებები და, ზოგადად, ფეხბურთი წარმოუდგენელია!” – განაცხადა ურუგვაელმა თავდამსხმელმა.

 

გიორგი გველესიანი:”დინამო” ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება!”

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თბილისის “დინამო” დატოვა ქართველმა მცველმა, გიორგი გველესიანმა. 25 წლის მოთამაშე თბილისურ გუნდში ათწლიანი ასპარეზობის შემდეგ, უკრაინულ კლუბში, ლუცკის “ვოლინში” გადავიდა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა გველესიანს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა…

 – პირველ რიგში, რა იყო “დინამოს” დატოვების მთავარი მიზეზი?

– “დინამოდან” წამოსვლის მიზეზებზე ბევრჯერ ვისაუბრე და აღარ მინდა კონკრეტულ დეტალებზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება. თბილისური კლუბი ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება. მხოლოდ ერთს ვიტყვი, “დინამოდან” ჩემი ნებით არ წამოვსულვარ.

– რა მოგცათ დედაქალაქურმა კლუბმა ამ 10 წლის მანძილზე?

– აქ გატარებულმა ათმა წელმა მომცა უდიდესი გამოცდილება, როგორც ფეხბურთელს, ასევე ადამიანს. “დინამოდან” წამოსულს არსად გამჭირვებია თავის გამოჩენა და ეს სწორედ ამ კლუბის სკოლის დამსახურებაა.

– გქონდათ თუ არა ლუცკის “ვოლინის” გარდა სხვა შემოთავაზებები და რატომ აირჩიეთ ეს გუნდი?

– ახლა ყველაფერს დეტალურად გიამბობთ… როდესაც “დინამო” დავტოვე, ყოველდღე მირეკავდნენ ქართული კლუბების წარმომადგენლები და მათ გუნდებში თამაშს მთავაზობდნენ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართველებს, მაგარამ ამ ზაფხულზე გადავწყვიტე, რომ ჩემი კარიერისთვის უფრო უპრიანი უცხოეთში წასვლა იქნებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ლვოვის “კარპატის” წინადადება. მარტივად რომ აგიხსნათ, მათი შემოთავაზება ასე ჟღერდა: “ჩამოდი, ერთი მატჩი ითამაშე და ხელშეკრულებას გაგიფორმებთ.” ჩავედი ლვოვში, ჩავატარე შეთანხმებული შევხედრა და არ დამიტოვებია ცუდი შთაბეჭდილება. მიუხედავად ამისა, ისე არ მოხდა ყველაფერი, როგორც იყო დაგეგმილი, რადგან მწვრთნელი შეიცვალა გუნდში. შემდეგ იმასთანაც მომიწია თავის გამოჩენა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ხელმძღვანელიც მალევე მოხსნენს თანამდებობიდან და კიდევ ახალი დამრიგებელი მოვიდა. მე პირდაპირ მივედი მასთან და ვუთხარი, რომ მყისიერი გადაწყვეტილება მიეღო ჩემთან დაკავშირებით. მან მთხოვა, შეკრებაზე გავყოლოდი და იქ დამაკვირდებოდა; მხოლოდ ამის შემდეგ მეტყოდა, დამტოვებდა გუნდში თუ არა… მე მაშინვე უარი ვუთხარი და ლუცკის “ვოლინის” შემოთავაზებას დავთანხმდი.

“ვოლინთან” ხელშეკრულება გავაფორმე, თუმცა ველოდები, როდის მისცემენ გუნდს ფეხბურთელის ოფიციალურად დამატების უფლებას. აქვე გეტყვით, რომ უკრაინული გუნდის გარდა, რამდენიმე სხვა შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მე ეს კლუბი ავირჩიე, რადგან ჩემი პრიორიტეტი უკრაინის ჩემპიონატია. აქ სეზონის განმავლობაში ბევრ ძლიერ მეტოქეს შევხვდებით და ეს ჩემს, როგორც ფეხბურთელის, განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 – რა მიზნებისთვის იბრძოლებს “ვოლინი” ამ სეზონში?

– ამ სეზონში ჩვენ მიზნად დაგვისახეს, მინიმუმ, “ევროპის ლიგის” ზონაში მოხვედრა.

 – უკრაინის ჩემპიონატში გადასვლა, თქვენი აზრით, როგორ აისახება სანაკრებო კარიერაზე?

– ჩემი აზრით, თუ აქ თავს კარგად წარმოვაჩენ, ძალიან გაიზრდება იმის შანსები, რომ ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად გამომიძახონ და ჩემი ქვეყნის ღირსება დავიცვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 20 ფეხბურთელის შემადგენლობით უკვე ავსტრიაშია

ქვეყნის პირველი გუნდი ავსტრიის ერთერთი ცნობილი კურორტის დაბა ვინდიშგარშტენის სასტუმრი “დილიში” 11 ივნისის ჩათვლით იცხოვრებს. საწვრთნელ პროცესს გუნდი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკმაოდ კომფორტულ მოედანზე გადის. კახა ცხადაძის გუნდმა  ავსტრიაში ჩასვლიდან რამდენიმე საათში პირველი მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა. გურამ კაშია, მათე ვაწაძე და ლაშა დვალი კი ნაკრებს უახლოეს საწვრთნელ პროცესში შეურთდებიან. საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის 4 ივნისიდან ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებს. 9 ივნისს კი ლინცის სტადიონზე თბილისის დროით 22 საათზე უკრაინას დაუპირისპირდება.

სფფ-ის პრესსამსახური