13 წელი – 13 ტიტული: ლამპარდი “ჩელსის” ტოვებს

ფრენკ ლამპარდი “ჩელსიში” გატარებული 13 წლის შემდეგ კლუბს ოფიციალურად ტოვებს. ნახევარმცველს კონტრაქტი ამოეწურა და ლონდონელებმა მისი გახანგრძლივება არ ისურვეს.

ზაფხულში ლამპარდი თავისი ბიოგრაფიის ერთბაშად ორ ფურცელს გადაშლის. “ჩელსიდან” წასვლის შესახებ უკვე ყველამ იცის. სავარაუდოდ მუნდიალის შემდეგ ლამპარდი ნაკრებიდან წასვლის შესახებაც მიიღებ გადაწყვეტილებას, რომლის ღირსებას წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა.

ერთის მხრინ ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილების გაგება შესაძლებებლია. ფრენკი 36 წლის ხდება, რაც ფეხბბურთელისთვის საუკეთსო ასაკი არ არის. მოურინიო პირველ რიგში შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელია და ის რეზულტატებზეა პასუხისმგებელი. თუმცა ამავე დროს შეგვიძლია პრემიერლიგის ვეტერანების, გიგზის და სქოულზის მაგალითი მოვიყვანოთ. გასაგებია, რომ მათ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ, მაგრამ მათი როლი გუნდის ცხოვრებაში ძალიან დიდი იყო, შესაძლოა გადამწყვეტიც.

თუმცა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ლამპარდი მომავალ სეზონში სხვა კლუბში იქნება. დიდი ალბათობით, ფრენკი “ჩელსიში” გატარებული 13 წლის შემდეგ კარიერას აშშ-ში, მლს-ის გუნდში გააგრძელებს. ყველაზე მეტად ლიგის ახალწვეული “ნიუ-იორკ სიტი” იჩეს და ლაპრადიც ალბათ სწორედ ამ კლუბის მაისურს მოირგებს.

ლამპარდის პირველი შეხება ამერიკასთან 2001 წელს იყო. თუმცა ეს ამბავი სასიამოვნოდ გასახსენებელი ნამდვილად არ არის. “ჩელსის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ამერიკელ ტურისტებს შეურაცყოფა მიაყენეს. თუმცა ეს ისტორია უკვე წარსულს ჩაბარდა და ამის გახსენება ამერიკაში ნამდვილად არავის სურს.

ლამპარდმა “ჩელსიში” უდიდესი პროგრესი განიცადა. ფრენკი გუნდის ლიდერად და წამყვანდ მოთამაშედ წლების მანძილზე ყალიბდებოდა. მისგან ნამდვილი ვარსკვლავი სწორედ ჟოზემ შექმნა. “ვესტ ჰემიდან” “ჩელსიში” გადაბარგებული ლამპარდი მოედნის ცენტრში ტიპიური მშრომელი ფეხბურთელი იყო. მოურინიოს მოსვლის შემდეგ კი ფრენკის რეპერტუარი უფრო მრავალფეროვანი გახდა, თუმცა ამასთან ერთად მას არც შავი სამუშაოს შესრულება ეთაკილებოდა.

ლამპარდი საკმაოდ ჭკვიანი ფეხბურთელი იყო როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, რაც ინგლისელი მოთამაშეებისთვის დამასხასიათებელი ნამდვილად არ არის. ფრენკს მისი თაობის ინგლისელ ფეხბურთელთა შორის IQ-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ალბათ, სწორედ ამის დამსახურებაც იყო ის სწორი გადაწყვეტილები, რომელბიც მას რთულ ვითარებაში მიუღია. მის კარიერაში სკანდალები, კონფლიქტები და უსიამოვნო ინციდენტები თითქმის არ ყოფილა. “სტემფორდ ბრიჯზე” ლამპარდმა 13 მშვიდი წელი გაატარა.

ამ პერიოდში გასახსენებელი მართლაც ბევრია. ფრენკის “არისტოკრატად” ყოფნის პერიოდში ლონდონელებმა 13 ტიტულის მოპოვება მოახერხეს. საერთო ჯამში ლამპარდმა 648 მატჩი ჩაატარა და 211 გოლის გატანა მოახერხა.

ფრენკი გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი არ ყოფილა. მან საკუთარი თავი თავად, ხასიათის, ბრძოლისუნარიანობის და შრომისმოყვარეობის ხარჯზე შექმნა.

 

ფრენკ ლამპარდის 10 საუკეთესო გოლი ლონდონის “ჩელსიში”

როგორც იცით, ფრენკ ლამპარდმა “ჩელსი” ოფიციალურად დატოვა. ჩვენ კი გთავაზობთ ლამპარდის მიერ, ლონდონის “ჩელსის” მაისურით გატანილ ათ საუკეთესო გოლს.

ლამპარდის პირველი გოლი პრემიერ ლიგაში, “ჩელსის” მაისურით (“ბოლტონის” წინააღმდეგ)

ლამპარდი – “ბაიერნი”

ლამპარდი – “ბარსელონა”

ლამპარდი – “ჰალი”

ლამპარდი – “ტოტენჰემი”

ლამპარდი – “ევერტონი”

ლამპარდი – “ლაციო”

ლამპარდი – “იფსვიჩი”

ლამპარდი – “სტოკ სიტი”

ლამპარდი – “ბოლტონი”

ლამპარდი „ჩელსის“ დაემშვიდობა

ლონდონის „ჩელსის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულს კლუბს დატოვებს. გამოცდილ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ის „სტემფორდ ბრიჯს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

ლამპარდმა „ჩელსიში“ 13 სეზონი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 648 მატჩი ჩაატარა და 211 გატანილი გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ლამპარდმა „ჩელსისთან“ ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, თითო-თითოჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს.

„ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ამ შანსისთვის დიდად მადლობელი ვარ. პორველ რიგში, მადლობას ვუხდი კენ ბეიტს, რომელმაც სრულიად ახალგაზრდა გამიფორმა.

მადლობას ვუხდი რომან აბრამოვიჩს, რომელიც ჩვენს კლუბს მხსნელად მოევლინა. მან „ჩელსი“ ახალ დონეზე გადაიყვანა.

მადლობას ვუხდი ყველა მწვრთნელს, რომლებიც განვითარებაში ხელს მიწყობდნენ. თითოეული მათგანისგან რაღაც ვისწავლე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდებული თანაგუნდელები მყავდნენ. ისინი არამხოლოდ საფეხბურთო კუთხით, არამედ მეგობრულადაც გამოირჩევიან.

მთლიან პერსონალს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ეს ხალხი მუდამ ჩრდილში იყო და დიდებას არასდროს იღებდა.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი, მადლობას ვუხდი „ჩელსის“ ქომაგებს. ვთვლი, რომ ისინი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო გულშემატკივრები არიან. როგორც არ უნდა განვითარდეს ჩემი კარიერა, მე მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები, „ჩელსი“ ჩემს გულში დარჩება.

„ჩელსი“ წინსვლას გააგრძელებს. ეჭვი არ მეპარება, რომ კლუბი ამ ფეხბურთელებით ძველ წარმატებულ გზას გაგრძელებს. მადლობა ყველაფრისთვის, გააგრძელეთ ისტორიის წერა!“ – განაცხადა ლამპარდმა.

„ბიბისის“ ცნობით, ლამპარდის მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა. წყაროს თანახმად, ინგლისელ ფეხბურთელს ამჟამად 16 სხვადასხვა შემოთავაზება აქვს. ლამპარდის მომავალის შესახებ საუბრისას ყველაზე ხშირად ახლადშექმნილ ამერიკულ კლუბ „ნიუ-იორკ სიტის“ ასახელებენ.

ბექა დოგრაშვილი

ჯერარდი და ლამპარდი მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებენ

ბრიტანული „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების კაპიტანი სტივენ ჯერარდი სანაკრებო კარიერას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.

ბრაზილიაში გასამართი მუნდიალი  ჯერარდისთვის ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება.

წყაროს ცნობით, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ლონდონის „ჩელსის“ 35 წლის ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმაც.

ჯერარდმა ინგლისის ნაკრებში 109, ლამპარდმა კი 103 მატჩი ჩაატარა.

 

ლამპარდი მუნდიალზე ინგლისის ნაკრების ვიცე-კაპიტანი იქნება

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ინგლისის ნაკრების ვიცე-კაპიტნად დაინიშნა. საჭიროების შემთხვევაში, გამოცდილი ფეხბურთელი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სტივენ ჯერარდს ჩაანაცვლებს, რომელიც „სამი ლომის“ პირველი კაპიტანია.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ლამპარდისა და ჯერარდის შესახებ ისაუბრა.

„ფრენკი ნაკრების ვიცე-კაპიტანია. ჯერარდის არყოფნის შემთხვევაში, გუნდს კაპიტნის სამკლავურით ისედაც ლამპარდი მიუძღვებოდა და თავის საქმეს შესანიშნავადაც ასრულებდა. ვთვლი, რომ გამოცდილებისა და ოსტატობის გათვალისწინებით მას შეუძლია, ნაკრების გამორჩეული მოთამაშე იყოს.

ვიცი, რომ ჯერარდი სეზონის შედეგებით იმედგაცრუებულია, თუმცა ახლა მას მუნდიალი ელის. ის ფსიქოლოგიურად ძლიერია. ჯერარდი პრემიერლიგაში განცდილ წარუმატებლობას დაივიწყებს და მსოფლიოს ჩემპიონტს აწეული თავით შეხვდება“, – როი ჰოჯსონის სიტყვებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

35 წლის ლამპარდის ანგარიშზე ინგლისის ნაკრების რიგებში ჩატარებული 103 მატჩია. ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიომ ტორესის გოლი ემოციურად აღნიშნა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი ფერნანდო ტორესმა ბოლო წუთზე გაიტანა.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმდენად გაახარა ამ გოლმა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ხალხის მასებს შეერია და გამარჯვება ლონდონური კლუბის ქომაგებთან ერთად აღნიშნა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

„ჩელსიმ“ „სიტი“ ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის შემდეგ ლონფდონელები მინიმალური უპირატესობით იგებდნენ – 1:0. გოლი ანდრე შიურლემ 33-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრის 49-ე წუთზე სერხიო აგუერომ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლო წუთზე ფერნანდო ტორესმა „სიტის“ მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობით ისარგებლა და „ჩელსის“ საჭირო 3 ქულა მოუტანა – 2:1.

„ჩელსი“ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას 20 ქულით იკავებს. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, „ქალაქელებს“ აქტივში 16 ქულა დარჩათ და მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდნენ.

პრემიერლიგა
IX ტური:
„ჩელსი“-„მანჩესტერ სიტი“ 2:1 (1:0)

გოლები: შიურლე 33′, ტორესი 90′ – აგუერო 49′.
გაფრთხილებები: ლამპარდი 22′, რამირესი 52′ – ზაბალეტა 27′, ნასტასიჩი 31′, ხავი გარსია 60′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.

 

„ჩელსი“ vs „სიტი“ – სამი დუელი

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგება, სადაც ლონდონის „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის.

მატჩამდე გთავაზობთ იმ სამი მთავარი დუელის შესაძლო შედეგის განხილვას, რომლითაც შეხვედრის ბედი მნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს.

დავიდ ლუისი vs სერხიო აგუერო

არგენტინელი თავდამსხმელი ძალიან კარგ ფორმაშია. აგუერო რეგულარულად თამაშობს და იტანს – 98 მატჩში 56 გოლი უბრალო შედეგი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, მან პრემიერლიგის 2011/12 წლების სეზონის უკანასკნელი მატჩის უკანასკნელ წამზე გატანილი გოლით „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ახლა აგუერო უბრალოდ დაფრინავს მოედანზე. 173 სმ-ის სიმაღლის კაცი თავითაც კი იტანს – გასულ უქმეებზე პრემიერლიგაში თავით გატანილი პირველი გოლი აღნიშნა.

„სიტის“ ფორმალურ სქემაში – 4-2-3-1 – აგუერო სამ შემტევ ფეხბურთელთა შორის გადის, თუმცა ის არ თამაშობს, როგორც შემტევი ნახევარმცველი. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ მატჩში, რომელიც „სიტიმ“ მოსკოვის „ცეესკას“ წინააღმდეგ გამართა (2:1), აგუერო ძირითადად შეტევის პირველ ხაზში თამაშობდა, სადაც, როგორც წესი, ცენტრალური თავდამსხმელები მოქმედებენ. აი, ალვარო ნეგრედო კი – უფრო ხშირად იწევდა უკან. ალბათ, „ჩელსის“ დაცვის ცენტრის გამაგრებას დავიდ ლუისი შეეცდება. ბრაზილიელი სწრაფია, უფრო მობილურია, ვიდრე ჯონ ტერი და გარი კეჰილი. ამიტომ, ჩვენი ვარაუდით, სწორედ მას დაევალება აგუეროს განეიტრალება. თუ დავიდ ლუისი არგენტინელ ფეხბურთელს შესაძლებლობებს მაქსიმალურად შეუზღუდავს, მაშინ „ჩელსის“ შანსები, არ გაუშვას გოლი, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ფრენკ ლამპარდი vs იაია ტურე

მიმდინარე სეზონის დასაწყისში სპილოს ძვლის კუნძულელი ნახევარმცველი ფანტასტიურ ფეხბურთს გვიჩვენებს. საოცარი ფიზიკური სიძლიერე, ბრძოლისუნარიანობა, ტექნიკა, შეტევის დაწყება, განვითარება და დაგვირგვინება – ამაზე მეტი დადებითი თვისებით პრემიერლიგის არცერთი ნახევარმცველი არ არის მომადლებული. აფრიკელი ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებსაც შესანიშნავად ასრულებს. ერთი სიტყვით, ის ნამდვილი მანაქანაა, რომელსაც მებრძოლი სპილოს დაუღალავი ძალა აქვს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველ ოსკარს ტურეს განეიტრალება დაევალოს, ობი მიკელი და რამირესი კი, ალბათ, უფრო ცენტრალურ მცველებს დაეხმარებიან. ესე იგი, ტურეს ბრძოლა ფრენკ ლამპარდის წინააღმდეგ მოუწევს. ლამპარდმა სამაშაბათს გამართულ საჩემპიონთალიგო მატჩში სრულად კი ითამაშა, მაგრამ ჟოზე მოურინიო, სავარაუდოდ, მას დღესაც დააყენებს ძირითად შემადგენლობაში. ვნახოთ, რამდენად შეძლებს დიადი ლამპარდი შესანიშნავ ფორმაში მყოფი ტურეს შეჩერებას.

ბრანისლავ ივანოვიჩი vs დავიდ სილვა

ესპანელი ჯადოქარი, რომელმაც სეზონის სასტარტო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, იბრუნებს ფორმას და კვლავ ხდება „სიტისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურა. „ის მოედანზე ხედავს და აკეთებს ისეთ რაღაცებს, რასაც პრემიერლიგაში სხვა ვერავინ აკეთებს. ის იბრუნებს ფორმას და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია „ქალაქელებისთვის“, – განაცხადა „ბიბისის“ ექსპერტმა მარკ ლოურენსონმა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: მატჩის მიმდინარეობისას დავიდ სილვა საშუალოდ ოთხჯერ აკეთებს სახიფათო გადაცემას.

დავიდ სილვა თუნდაც მარცხენა ფლანგზე დააყენონ, მაინც მუდმივ მოძრაობაშია, მოქმედებს შეტევითი ფრონტის მთელ ხაზზე. ეშლი კოული მოედანს უბრუნდება, თუმცა დავიდ სილვას განეიტრალება, ალბათ, მაინც ბრანისლავ ივანოვიჩს დაევალება. სერბმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი მატჩში, რომელიც „ჩელსიმ“ „შალკეს“ წინააღმდეგ გამართა, დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ის დღესაც მარცხენაფლანგელ მცველად მოგვევლინოს. ივანოვიჩი სწრაფია, მობილურია, ზომიერად უხეშია და სილვასთან ორთაბრძოლაში დროულად შესვლა შეუძლია. თუ მას ესპანელის განეიტრალება გამოუვა, „სიტის“ შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შესუსტდება.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ლამპარდი სირთულეებს მშვენივრად უმკლავდება“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთვნელმა ჟოზე მოურინიომ „არისტოკრატთა“ ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი შეაქო.

„არამგონია, 20 წლისა და 35 წლის ასაკში ყველამ ერთნაირად მოახერხოს თამაში. ასაკის მატებასთან ერთად, ფეხბურთელი ახალ სირთულეებს უნდა გაუკლავდეს, რაც ლამპარდს მშვენივრად გამოსდის. ამით ფრენკი ჩემთვის სასურველი ტაქტიკის არჩევის საშუალებას მაძლევს“, – განაცხადა ფეხბურთს პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი