ადამ ნავალკა: “დამსახურებულად გავიმარჯვეთ”

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ საქართველოს ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

ადამ ნავალკა: “ანგარიშიდან გამომდინარე, შეიძლება გეგონოთ, რომ ადვილი მატჩი გვქონდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ქართველები პირველ ტაიმში დიდ წინააღმდეგობას გვიწევდნენ. მომენტები ორივე გუნდ გვქონდა. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.”

საქართველო – პოლონეთი 0:4

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს უმასპინძლა და საკუთარ კარში ოთხი უპასუხო გოლი გაშვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრებმა ანგარიში 51-ე წუთზე გლიკმა გახსნა. 71-ზე სტუმართა უპირატესობა ორამდე კრიხოვიაკმა გაზარდა, ზუსტად ორ წუთში კი მილამ მესამე გოლის გატანა შეძლო. მსაჯის მიერ კომპენისრებულ წუთებზე მილიკმა ლევანდოვსკის პასით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველო 0-4 პოლონეთი

გოლები: გლიკი 51′ ; კრიხოვიაკი 71′ ; მილა 73′ ; მილიკი 90′

კანკავა: “თემურ ქეცბაიას მადლობას ვუხდი”

პოლონეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ კომენტარი გააკეთა.

ჯაბა კანკავა: „მინდა, თემურს ნაკრების სახელით მადლობა გადავუხადო. ოთხი გოლი არ უნდა გაგვეშვა, მაგრამ პირველმა ორმა გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა.“

დაუმარცხებელი ლიდერის წინააღმდეგ

ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” პოლონეთს უმასპინძლებს. სამი ტურის შემდეგ პოლონელები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ქვეჯგუფში ირლანდიელებთან ერთად ლიდერობენ და ჯერჯერობით დაუმარცხებლადაც ასპარეზობენ.

ჩვენმა მეტოქემ შესარჩევი ეტაპი გიბრალტართან გასვლითი მატჩით გახსნა, რომელშიც იოლი გამარჯვება მოიპოვა და მოკრძალებულ მეტოქეს 7 უპასუხო გოლი გაუტანა. მეორე ტურში პოლონეთს მეტოქე გაცილებით სერიოზული ჰყავდა, თუმცა საკმაოდ კარგად ჩატარებულ მატჩში ნავალკას შეგირდებმა გერმანიის ნაკრებს 2-0 სძლიეს. ზუსტად ერთი თვის წინ კი პოლონეთმა კიდევ ერთი საშინაო მატჩი, ამჯერად უკვე შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა უხვგოლიანი ფრით, 2-2 დასრულდა.

მსგავსი შედეგებით საქართველოს ნაკრები მიმიდნარე გათამაშებაში ვერ გვანებივრებს, თუმცა სამი ტურის შემდეგ ჩვენსა და ლიდერს შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა და გამარჯვების შემთხვევაში სხვაობაც საგრძნობლად შემცირდება და გარკვეული შანსები ჩვენც გაგვიჩნდება.

თუმცა, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებთი დადებით შედეგზე ფიქრი რა თქმა უდნა ძალია ძნელია. საკადრო პრობლემებს თავი რომ დავანებოთ, ნაკრების თავკაცის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეხვედრის წინ საკმაოდ ცუდი ფონია შექმნილი. ამას ქეცბაიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც ემატება, რაც ფეხბურთელებს ბუნებრივია გარკვეულ წნეხს უქმნის. თუმცა, როგორც ყველა მატჩის წინ ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობა მაინც ოპტიმისტურად ელის მოახლოებულ, წლის და ქეცბაიას თავკაცობითაც ჩასატარებელ უკანასკნელ ოფიციალურ შეხვედრას.

საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორია, სადაც მცირე უპირატესობა პოლონელთა მხარესაა, სულ სამ ოფიციალურ მატჩს ითვლის. პირველად აღნიშნული გუნდები ერთმანეთს 1997 წელს პოლონეთში დაუპირისპირდნენ. კატოვიცეში გამართული შეხვედრა ქართველებისთვის კარგად დაიწყო და 26 წუთზე დავით ყიფიანის მიერ გაწვრთნილი გუნდი შოთა არველაძის გოლით დაწინაურდა. თუმცა, დარჩენილ დროში პოლონელებმა 4-ჯერ დალაშქრეს ზოიძის კარი და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს. რამდენიმე თვეში თბილისში საპასუხო მატჩი გაიმართა, სადაც ქართველებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს და პოლონეთს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. არჩილ არველაძის და კახა ცხადაძის შედეგიანი დარტყმების შემდეგ საბოლოო წერტილი თემურ ქეცბაიამ დასვა. ქართველთა და პოლონელთა უკანასკნელი დუელი 2011 წელს ლუბინის “დიალოგ არენაზე” გაიმართა და 36-ე წუთზე იაკუბ ბლაშიკოვსკის მიერ გატანილი გოლის წყალობით მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

საქართველო – პოლონეთის ხვალ გასამართი დაპირისპირება “დინამო არენაზე” 21:00 საათიდან აიღებს სტარტს. შეხვედრას პაოლო ტალიავენტოს ხელმძღვანელობით იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს საქართველოსა და ხორვატიის ეროვნულ გუნდთა შორის გამართულ შეხვედრას წორედ ეს არბიტრი სჯიდა.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 7, 10 და 15 ლარია, ხოლო შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით იხილავს.

გურამ კაშია: “თემურ ქეცბაიას ყოველთვის სურდა, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებული ყოფილიყო”

პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

გურამ კაშია: “ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ. ბევრი საუბარი საჭირო არაა, რადგან ყველამ იცის, რომ პოლონეთი ძლიერი გუნდია. მინდა, თემურ ქეცბაიას დიდი მადლობა გადავუხადო. ზოგჯერ, მეც არ ვიყავი კმაყოფილი, მაგრამ თემურ ქეცბაიას ყოველთვის სურდა, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებული ყოფილიყო.”

პოლონეთის შემადგენლობა ცნობილია

14 ნოემბერს ”ევრო 2016” წლის ჯგუფური ეტაპი განახლდება. ჩვენი ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს მიიღებს. მეტოქე გუნდის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ადამ ნავალკამ გამოაქვეყნა ფეხბურთელთა სია.

მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი (არსენალი, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი, ინგლისი), არტურ ბორუცი (ბორნმუთი, ინგლისი);

მცველები: ტიაგო ციონეკი (მოდენა, იტალია), კამილ გლიკი (ტორინო, იტალია), არტურ იედრჟიჩეკი (კრასნოდარი, რუსეთი), პაველ ოლკოვსკი (კიოლნი, გერმანია), ლუკაშ პიშჩეკი (დორტმუნდი, გერმანია), ლუკაშ შუკალა (სტიაუა, რუმინეთი), ლუკაშ ბროცი (ლეგია), რაფალ იანიცკი (ლეხია);

ნახევარმცველები: კამილ გროსიცკი (რენი, საფრანგეთი), გჟეგოჟ კრუშოვიაკი (სევილია, ესპანეთი), კშიშტოფ მაჩინსკი (გუიჯოუ, ჩინეთი), მაცეი რიბუსი (ტერეკი, რუსეთი), პიოტრ ზელინსკი (ემპოლი, იტალია), მაცეი გაიოსი (იაგიელონია), მიხალ კუხარჩიკი, ტომაშ იოდლოვეცი, მიხალ ჟურო (ყველა – ლეგია), კაროლ ლინეტი (ლეხი), სებასტიან მილა (შლიონსკი);

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია), არკადიუშ მილიკი (აიაქსი, ჰოლანდია), ლუკაშ ტეოდორჩიკი (დინამო კიევი, უკრაინა).

ნიკა ძალამიძის დუბლი და საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

18 ოქტომბერს, პოლონეთის ჩემპიონატში “იაგელონიამ” საკუთარ მოედანზე “პოგონი” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

“იაგელონიას” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე, რომელმაც მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. 22 წლის ფეხბურთელმა მე-10 წუთზე საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 45-ე და 66-ე წუთებზე სტუმართა კარში გოლები გაიტანა.

მარიო გიოტცეს პასუხი ჟურნალისტის სულელურ კითხვაზე

პოლონეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ, მარიო გიოტცეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, იყო თუ არა გერმანიის ნაკრები კრიზისში, ფეხბურთელმა კი მას ასე უპასუხა:

პროგნოზისტთა კონკურსი (პოლონეთი – გერმანია)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეცხრე საკონკურსო კვირის მეოთხე მატჩის კითხვები, რომელიც პოლონეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: პოლონეთი – გერმანია

ნიკა ძალამიძემ პოლონეთის ჩემპიონატში გაიტანა (ვიდეო)

29 სექტემბერს, პოლონეთის ექსტრაკლასაში “იაგელონიამ” საკუთარ მოედანზე “პოდბესკიდზე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

“იაგელონიას” სათადარიგოთა რიგებში იყო ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე, რომელიც თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო. 22 წლის ფეხბურთელმა 87-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პოლონეთის ნაკრებს თბილისში ბლაშჩიკოვსკი დააკლდება?

პოლონეთის ნაკრების კაპიტან იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ქრონიკულად არ უმართლებს. 28 წლის ნახევარმცველმა ძლივს მუხლის ტრავმა მოირჩინა, თუმცა უმალ ახალი დაზიანება მიიღო.

ბლაშჩიკოვსკიმ ამჯერად ბარძაყის ოთხთავა კუნთი დაიშავა. ამ ტრავმის გამო, პოლონელ ნახევარმცველს ოთხიდან ექვს კვირამდე უქმობა მოუწევს. არსებობს უფრო პესიმისტური ვარაუდიც, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის ნაკრების კაპიტანი მოედანზე გასვლას ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. თუ ეს პროგნოზი გამართლდება, მისი თამაში საქართველოს ნაკრებთანაც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ჩვენი გუნდი პოლონელებს 14 ნოემბერს უმასპინძლებს.

ამრიგად, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრები 11 და 14 ოქტომბერს ჩატარდება.

 

პოლონელი მეკარის საოცარი თამაში, რომელიც უნდა ნახოთ

25 ივლისს, პოლონეთის ჩემპიონატში, “ლეხიამ” საკუთარ მოედანზე “პოდბესკიდზე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეკარე რიჩარდ ზაიაჩის შეცდომის გამო გავიდა.