ვენგერი ოქტომბრის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთNელი არსენ ვენერი ინგლისის პრემიერლიგის ოქტომბრის საუეკთესო მწვრთNელად დაასახელეს.

გასულ თვეში ფრანგის თავკაცობით „არსენალმა“ ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო, ხოლო „მეთფეების“ მეირ გატანილი და გაშებული გოლების სხვაობამ 11:1 შეადგინა.

როგორც მოგახსენეთ, თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ლესტერის“ თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი დასახელდა.

“ჩელსი” შინ “ლივერპულთან” დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-4 წუთზე რამირესის თავური დარტყმის წყალობით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ლონდონელებმა აქცენტი თავდაცვით თამაშზე გააკეთეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ფილიპე კოუტინიომ წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრის მეორე ნახევარში “ენფილდროუდელები” გაცილებით ეფექტიანად მოქმედებდნენ და ამან შესაბამისი შედეგიც გამოიღო: 74-ე წუთზე კოუტინიომ დუბლი შეასრულა, 83-ე წუთზე კი თავისი გოლი შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან ბენტეკემაც გაიტანა.

ამრიგად, ჟოზე მოურინიოს “ჩელსიმ” მორიგი მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში ამ წუთისთვის მე-15 პოზიცია უკავია. “ლივერპულმა” აქტივში 17 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

 

ინგლისის პრემიერლიგა
XI ტური
“ჩელსი” — “ლივერპული” 1:3 (1:1)

გოლები: რამირესი 4′ — კოუტინიო 45+3′, 74′, ბენტეკე 83′.
გაფრთხილებები: ობი მიკელი 66′ — ლალანა 24′, ლუკას ლეივა 58′, ჯანი 65′, ბენტეკე 86′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

 

ანრი: „გვარდიოლა მალე ინგლისის პრემიერლიგაში გადავა“

„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელს ტიერი ანრის ეჭვი არ ეპარება, რომ უახლოეს მომავალში „ბაიერნის“ მთავარი მვწრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სამუშაოდ ინგლისის პრემიერლიგაში გადავა.

„გვარდიოლა ამბიციური მწვრთნელია და მას, ალბათ, წარმატების მიღწევა ყველა შესაძლო ტოპლიგაში სურს. ვიცი, რომ მან ინგლისური ჩინებულად იცის. ვფიქრობ, მალე პეპს პრემიერლიგაში ვიხილავთ“, – განაცხადა ანრიმ.

ცნობისთვის, ბოლო დროს გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

ბილიჩი: „მოურინიო ამას არ იმსახურებს“

„ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა „ჩელსისითან“ ანგარიშით 2:1 მოგების შემდეგ მეტოქე გუნდის თავკაც ჟოზე მოურინიოს უთანაგრძნო.

„კარგი თამაშის ჩვენება ყოველ მატჩში გვსურს. თუ თავს ორგანიზებულად დავიცავთ და შევუტევთ, ყოველი შეხვედრის მოგების შანსი გვექნება. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ.

თამაშის შემდეგ მოურინიო არ მინახავს. მეორე ტაიში ის თავის სკამზე არ იჯდა. ამ რთულ პერიოდში მას ვუთანაგრძნობ, ჟოზემ ეს არ დაიმსახურა.

ჩვენთვის ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ამაზე გაჩერება არ შეგვიძლია. მატჩიდან მატჩამდე ვმუშაობ, ახლა მხოლოდ გრძელი სეზონის დასაწყისია“, – განაცხადა ბილიჩმა.

პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას აღიარებს

ინგლისის პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი მზად არის, თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადონ. აქედან ერთ-ერთი მოთამაშე ინგლისის ნაკრების წევრი გახლავთ.

ამის შესახებ “დეილი მირორის” შაბათის ნომრის თავფურცელზე ვკითხულობთ.

მანამდე თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ გერმანელმა ტომას ჰიტცლშპერგერმა განაცხადა, თუმცა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც მოთამაშის კარიერა დაასრულა.

ცნობისთვის, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჰომოფობიის წინააღმდეგ კამპანიას ყოველწლიურად ატარებს.

newspaper

 

ვან გაალი: „ინგლისს დასვენება სჭირდება“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დასვენება უნდა იყოს.

„ინგლისში ზამთრის პაუზა არ არის. ვთვლი, რომ ეს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის მინუსია. ინგლისური ფეხბურთისთვის ეს კარგი არ არის – აღნიშნული ფაქტორი როგორც კლუბებზე, ასევე ეროვნულ ნაკრებებზე მოქმედებს. ვფიქრობ, რაღაც უდნა შეცვალოთ. ინგლისის ნაკრებს მრავალი წლის განმავლობაში წარმატებისთვის სწორედ ამიტომ არ მიუღწევია, სეზონის ბოლოს ფეხბურთელები ძალიან დაღლილები არიან“, – თვლის ფეხბურთს ჰოლანდიელი სპეციალისტი.

ვან გაალი პირველი არ არის, ვინც პრემიერლიგაში ზამთრის პაუზის მომხრეა. გასულ სეზონში ამის შესახებ „სანდერლენდის“ ამჟამინდელმა თავკაცმა სემ ელერდაისმაც ისაუბრა.

ათი საუკეთესო ბომბარდირი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ათ საუკეთესო ბობმარდირს.

ანრი: „პრემიერლიგას ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ადგილის დაკარგვა ემუქრება“

„არსენალის“ ყოფილი მოთამაშის ტიერი ანრის აზრით, ინგლისის პრემიერლგიას ჩემპიონთა ლიგაზე ერთ კლუბის დაკარგვის საშიშროება ექმურება.

„არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ ინგლისმა ჩემპიონთა ლიგაზე ერთი გუნდი დაკარგოს, რადგან ევროთასებზე ინგლისური კლუბები საკმაოდ ცუდად გამოდიან.

ზაგრების „დინამოსთან“ „არსენალის“ მარცხმა აჩვენა, რომ ტურნირის აუტაიდერს ინგლიუსრ კლუბებთნა ქულების დაგროვება შეუძლიათ. ადრე „არსენალი“ მსგავს შეხვედრაში 3-ბურთანი სხვაობით მოიგებდა. ახლა კი გუნდი დამატებითი ზეწოლის ქვეშაა, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასასსვლელად ბრძოლა უწევს. კარგია, რომ მეორე ტურში ლონდონელებს არა „ბაიერნთან“, არამედ „ოლიმპიაკოსთან“ მატჩი ელით.

„მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტეიდ“ ანალოგიურ სიტუაციაში არიან. მათ „ვოლფსბურგთან“ და მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ შეხვედრებში შეცდომის უფლოება არ აქვთ„, – განაცხადა ანრიმ.

პრემიერლიგის აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

„სუონსი სიტის“ ნახევარმცველი ანდრე აიო ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გასულ თვეში 25 წლის განელმა ჩემპიონატის ოთხ მატჩში ითამაშა და სამი გოლი გაიტანა, მათ შორის მან „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამწუხრება მოახერხა.

გარდა ამისა, ნახევარმცველმა ინგლისის ლიგის თასზე ერთი შეხვედრა ჩაატარა.

პოლიციამ “მანჩესტერისა” და “ლივერპულის” ფანები გააფრთხილა

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს, “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლივერპულს” მიიღებს.

სატელევიზიო უფლებების მქონე კომპანიის მოთხოვნით, შეხვედრა გვიან, კერძოდ – თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. ამის გათვალისწინებით სამართალდამცველები შიშობენ, რომ ორივე კლუბის ფანები დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს მიიღებენ და შესაძლოა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ჰქონდეს ადგილი.

“იმედს გამოვთქვამთ, რომ ორივე კლუბის გულშემატკივრები სათანადოდ მოიქცევიან და საბოლოო შედეგის მიუხედავად, მატჩით დატკბებიან”, – ნათქვამია სამართალდამცველი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, პოლიციამ ფანები გააფრთხილა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება და პიროტექნიკის გამოყენება დაუშვებელია.

 

პელეგრინი: „პრემიერლიგა უნდა მოვიგოთ“

„მანჩესტერ სიტიმ“ მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინისთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ჩილელი სპეციალისტი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„დიდ კლუბში ზედიზედ ორი წელიწადი უტიტულოდ დარჩენა არ შეიძლება, ამიტომ პრემიერლიგის მოგება მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისთვისა და გულშემატკივრებისთვის იმის ჩვენება, რომ მწვრთნელს მუშაობის გაგრძელება წარუმატებლობის შემთხვევაშიც შეუძლია. მთავარია, ნდობა და შესრულებული სამუშაოს სწორი ანალიზი“, – განაცხადა პელეგრინიმ.

ვან გაალის კომენტარი „ტოტენჰემთან“ მოგებული მატჩის შემდეგ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვვრთნელმა ლუი ვან გაალმა „ტოტენჰემთან“ ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა, მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო.

„თამაში ადვილი არ ყოფილა, ორივე გუნდი ერთმანეთზე ზეწოლას ცდილობდა, ამიტომაც მოთამაშეებს გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი დრო არ ჰქონიათ. პრესინგი კარგად გამოვიყენეთ და გოლიც გავიტანეთ. ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ.

სერხიო რომერომ კარი მშრალად შეინახა, მან ლამაზი სეივები მიითვალა. დარმიანის თამაშიც მომეწონა, ბურთის გარეშე ის კარგად მოქმედებდა. შვაინშტაიგერი? ბასტიანი გამოცდილია, თუმცა „ოლდ ტრაფორდზე“ უკეთესი მხარდაჭერა მას არსად ჰქონია.

დღეს დაბადების დღე მაქვს, რაც განსაკუთბული მოვლენაა. კარგია, რომ გავიმარჯვეთ, რადგან წაგების შემთხვევაში, სიცილის ხასიათზე ნამდვილად ვერ ვიქნებოდი“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.