Fanebi.com გთავაზობთ ესპანური პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის მიმოხილვას.
ალმერია – რეალი
ტურის სასტარტო შეხვედრა მადრიდის „რეალის“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. „სამეფო კლუბი“ ალმერიას სტუმრობდა, სადაც ანგარიშის გახსნა 34-ე წუთზე ისკოს ეფექტური გოლით შეძლო. მასპინძლებმა მალევე, სულ რაღაც 5 წუთში ვერსას გოლით კი გაათანაბრეს, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ტაიმის დასრულებამდე ბეილმა საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარში კი მადრიდელებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებასთან ერთად ბოლო წუთებზე რონალდუს დუბლით სხვაობა გამანადგურებელი გახადეს და მორიგი, ზედიზედ მე-20 გამარჯვება მოიპოვეს, რაც კლუბის ახალი რეკორდია.
მადრიდელები სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად, 39 ქულით ლიდერობენ. „ალმერია“ კი 10 ქულით, ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე იმყოფება.
ხეტაფე – ბარსელონა
გასულ ტურში „რეალის“ მთავარმა კონკურენტმა, „ბარსელონამ“, ქულები მადრიდის გარეუბანში დაკარგა. „ხეტაფესთან“ შეხვედრაში კატალონიელებს რამდენიმე შანსი კი ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი საკუთარ კარში მიღებულ გოლსაც კი გადაურჩნენ.
„ხეტაფეს“ შემტევი პრაქტიკულად მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, როცა მატჩის მთავარმა არბიტრმა, ინიაკი ბიკანდიმ, მატჩის დასრულების შესახებ ამცნო სტადიონზე შეკრებილ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს.
მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა 4 ქულამდე გაიზარრდა.
ატლეტიკო – ვილიარეალი
ტურის ცენტრალური დაპირისპირება „ვისენტე კალდერონზე“ გაიმართა და სტუმართა მინიმალური გამარჯვებით დასურლდა.
„ატლეტიკოსა“ და „ვილიარეალს“ შორის გამართული დაპირისპირება მადრიდელთა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა ერთადერთი ზუსტი დარტყმა „ვილიარეალის“ მოთამაშეებმა მატჩის მიწურულს განახორციელეს. 84-ე წუთზე საკუთარ გუნდს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ვიეტომ მოუპოვა.
მარცხმა „ატლეტიკოს“ სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ მოახდინა. მადრიდელები 32 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩნენ, ისევე როგორც „ვილიარელი“, რომელიც 27 ქულით მეექვსეა.
ტურის ყველა მატჩი