ცნობილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვარტმა პროფესიული კარიერა დაასრულა.
35 წლის ნახევარმცველი ზაფხულში დანიურ “ესბიერში” გადავიდა, თუმცა ტრავმიანობის გამო მხოლოდ ოთხი მატჩის ჩატარება შეძლო.
რაფაელ ვან დერ ვარტმა პროფესიული კარიერა 2000 წელს ამსტერდამის “აიაქსში” დაიწყო, შემდეგ კი “ჰამბურგის”, მადრიდის “რეალის”, “ტოტენჰემ ჰოთსპურის”, “ბეტისისა” და “მიდტიულანდის” ღირსებას იცავდა. ორჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი, ერთხელ ქვეყნის თასი, გახდა ესპანეთის სუპერთასის მფლობელიც.
რაფაელ ვან დერ ვარტმა ჰოლანდიის ნაკრებში 109 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. ის 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.