„ლივერპულისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ ეჟი დუდეკმა „სამეფო კლუბის“ კარის დარაჯი იკერ კასილიასი შეაქო.
„იკერი სათადარიგო ფეხბურთელი არ არის. ის ლეგენდაა, რომელმაც კარიერაში ყველაფერი მოიგო. არამგონია, „რეალში“ ის იმისთვის იყოს, რომ სათადარიგო სკამზე იჯდეს. მას „რეალისთვის“ ბევრის მიცემა შეუძლია და მოტივაციის არსებობის შემთხვევაში, კონტრაქტის ბოლომდე იმუშავებს. ამავდროულად, თუ მას ასპროცენტიანი მოტივაცია არ ექნება, სჯობს, ახალი კლუბის პოვნაზე იფიქროს“, – განაცხადა დუდეკმა.