პრემიერ ლიგის 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი

დღეს ლონდონის “ჩელსისა” და “უოტფორდის” შეხვედრით სრულდება პრემიერ ლიგის 26-ე ტური.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

უეინ ჰენესი (“კრისტალ პალასი”), ანტონიო ვალენსია (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლორან კოსჩელნი (“არსენალი”), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დანილო (“მანჩესტერ სიტი”), მარიო ლემინა (“საუთჰემპტონი”), აარონ რემზი (“არსენალი”), მუჰამედ სალაჰი (“ლივერპული”), ჰენრიხ მხითარიანი (“არსენალი”), ალექსის სანჩესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), პიერ ემერიკ-ობამეიანგი (“არსენალი”).

ვლადიმერ ვაისი: “ჩვენ გვაქვს მიზანი და მისი მიღწევა ძალიან რეალურია!”

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს. ჩვენები უელსელების წინააღმდეგ შეეცდებიან წარმატების მოპოვებას.

ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ალბათ, ეს იქნება ბოლო შანსი, რომ სასურველი მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ გვაქვს ოცნება, რომლის ახდენაც ძალიან რეალურია.”

“ვიმედოვნებ, არა მარტო უელსთან, არამედ სხვა დანარჩენ გუნდებთან, ყველა მატჩში შევძლებთ ქულების აღებას. გვაქვს პოტენციალი, რომელიც ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ: უნდა გამოვიყენოთ საგოლე მომენტები და დაცვაში უაზრო შეცდომები არ დავუშვათ. აუცილებელია ბალანსის პოვნა შეტევასა და დაცვას შორის.”

“საქართველოსთვის წარმატების მიღწევა საკმაოდ რეალურია,” – განუცხადა ჟურნალისტებს ვაისმა.

 

ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირები

ბრძოლა ევრო 2016-ის ოქროს ბუცისათვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თუმცა, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ აღნიშნულ რბოლაში რამოდენიმე ფეხბურთელი დაწინაურდა …


1. გარეთ ბეილი| უელსი | გოლი: 3 | საგოლე პასი: 0

გარეთ ბეილი


=1. ალვარო მორატა| ესპანეთი | გოლი: 3 | საგოლე პასი: 0

მორატა


3. დიმიტრი პაიეტი | საფრანგეთი | გოლი: 2 | საგოლე პასი: 1


=3. კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 1


=3. ივან პერიშიჩი | ხორვატია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 1


6. რომელუ ლუკაკუ | ბელგია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


=6. ბოგდან სტანკუ | რუმინეთი | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


=6. ნანი | პორტუგალია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


=6. ბალაშ ჯუჯაკი | უნგრეთი | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


10. აარონ რემზი| უელსი | გოლი: 1 | საგოლე პასი: 2

რუსეთი 0-3 უელსი: ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის მესამე ტურის მატჩი რუსეთისა და უელსის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომლებიც B ჯგუფში არიან მოკალათებულნი. მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისათვის, რამეთუ ეს მომდევნო ეტაპზე გასვლის ბოლო შანსი იყო მათთვის.

მიუხედავად ამისა, კოულმენის გუნდთან სლუტსკის გუნდმა ვერაფერი გააწყო და მეტიც – განადგურდა კიდეც. აღნიშნულ მატჩში გოლები რემზიმ, ტეილორმა და გარეთ ბეილმა გაიტანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი პირველი გოლის ავტორი, აარონ რემზი დასახელდა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში თითქმის უშეცდომო იყო.

რემსი: “მიზანი ჩემპიონობაა”

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში მის გუნდს ინგლისის ჩემპიონობის შანსი აქვს.

“სუონსის” წინააღმდეგ სამი ქულის მოპოვების შემდეგ, არსენ ვენგერის შეგირდები ცხრილის სათავეში მოექცნენ და მეორე ადგილოსან “ტოტენჰემს” ორი ქულით უსწრებენ. (პრემიერლიგა)

“ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა. უკანასკნელ მატჩებში ჩვენ კარგი ფეხბურთის ჩვენებით გამოვირჩევით. დიახ, “არსენალი” ადრე უამრავი მოთამაშის ტრავმამ ძალიან დაასუსტა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩვენმა გუნდმა სირთულეების დაძლევა მოახერხა”, – აცხადებს აარონ რემსი.

“რაც შეეხება “სუონსისთან” შეხვედრას, შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მთავარი დავალება სწრაფი გოლის არ გაშვება იყო, რასაც თავი მშვენივრად გავართვით”, – დაასრულა “მეთოფეთა” ფეხბურთელმა.

სანდრო საპანაძე