ალდერვეირელდი: “საუთჰემპტონს” “ატლეტიკოს” მსგავსი წარმატების გამეორება შეუძლია”

“საუთჰემპტონის” მცველი ტობი ალდერვეირელდი თვლის, რომ მის გუნდს შეუძლია, ისევე მოახდინოს სასწაული, როგორც ეს გასულ სეზონში მადრიდის “ატლეტიკომ” გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი შარშანდელ სეზონში სწორედ მადრიდული კლუბის ღირსებას იცავდა, რომელმაც პირველად უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

ახლა ალდერვეირელდი “წმინდანების” რიგებში იჯარის წესით თამაშობს და თვლის, რომ “საუთჰემპტონს” “ატლეტიკოს” მსგავსი შედეგის გამეორება შეუძლია.

Atletico

“სეზონის სტარტზე “ატლეტიკოს” შანსს არავინ აძლევდა. 10 ტურის შემდეგაც კი, ხალხი ამბობდა, რომ ქულებს დავკარგავდით. დიეგო სიმეონე გვეუბნებოდა: “მატჩიდან მატჩამდე წინ წავიწიოთ და ბოლოს ვნახავთ, რა გამოგვივა. მეტოქე გუნდებს უკეთესი შემადგენლობები ჰყავთ, უკეთესი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი, თუმცა ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გვაქვს – ჩვენ გუნდი ვართ”.

“სწორედ გუნდი უნდა ვიყოთ, რომ მსგავ წარმატებას მივაღწიოთ, – აგრძელებს ალდერვეირელდი. – კი ბატონო, გრაციანო პელე იტანს, დუშან ტადიჩი საგოლე გადაცემებს აკეთებს, თუმცა ჩვენი ძალა ჩვენი გუნდია”.

 

კუმანი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია

„საუთჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „კრისტალ პალასთან“ მოგებული შეხვედრა შეაფასა.

„ცოტა ხნის წინ ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა, რის გამოც გუნდმა ცუდ შედეგებს მიაღწია. 48 საათში 11 ფეხბურთელით თამაში შეუძლებელია. თამაშში ცვლილებების შეტანა აუცილებელია. კონკრეტულად ამ მატჩში გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა კუმანმა.

კუმანი: “საუთჰემპტონს იანვარში არავის არ გაყიდის”

“საუთჰემპტონის” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ, მისი კლუბის იანვარში ფეხბურთელების გასხვისებას არ აპირებს.

“იანვარში არავის არ გავყიდით. თუმცა, რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა გვსურს. მაგალითად, ელჯერო ელია ჩვენს ინტერესთა სფეროშია და მისი გადაბირების შანსებიც გვაქვს. შეტევის გაძლიერება გვსურს და ელია ღირსეულ კანდიდატად მიმაჩნია” – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ვან გაალმა შოთა არველაძე გაიხსენა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ბოლო პრესკონფერენციაზე “საუთჰემპტონის” თავდამსხმელ გრაციანო პელეს შესახებ საუბრისას შოთა არველაძე გაიხსენა.

“გრაციანო პელეს წარმატებები არ მაკვირვებს, რადგან თავის დროზე “ალკმაარში” ის სწორედ მე მივიყვანე. მას არამხოლოდ გოლების გატანა, არამედ მომენტების შექმნაც შეუძლია. გრაციანო, ვან პერსის მსგავსად, მუდმივად ეძებს თანაგუნდელებს. შესაძლოა, მისგან ამდენი გოლი გიკვირთ, თუმცა მე ისედაც ვიცოდი, რომ პელეს ეს შეეძლო.

იმ დროს “ალკმაარში” შოთა არველაძე მყავდა — ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მათ შორის, ვინც მთელი კარიერის განმავლობაში მყოლია. ბევრ ფორვარდთან მიმუშავია, თუმცა შოთა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პელეს სწორედ მასთან უწევდა კონკურენცია და მოახერხა გარკვეული წვლილის შეტანა საერთო საქმეში. შემდეგ პელე რონალდ კუმანმა წაიყვანა “ფეინოორდში”, სადაც ის “აფეთქდა”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ვენგერი: “ალექსის სანჩესი საოცრად მალე მოერგო გუნდს”

ინგლისის პრემიერლიგის XIV ტურში ლონდონის “არსენალმა” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი “საუთჰემპტონი” მიიღო და 89-ე წუთზე ალექსის სანჩესის მიერ გატანილი კინკილა გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩილელი თავდამსხმელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“რთულია, ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც გუნდს ასე სწრაფად მორგებოდა. ალექსის სანჩესს გუნდში განსაკუთრებული გავლენა აქვს”, – აღნიშნა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესს პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 13 მატჩი ცხრა გოლი აქვს გატანილი.

“არსენალს” აქტივში 23 ქულა მოუგროვდა და მეექვსე პოზიციაზე გადანაცვლა. “საუთჰემპტონს” 26 ქულა აქვს და როგორც მოგახსენეთ, მესამე ადგილი უკავია.

ყველაზე დიდი ანგარიშები ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში

მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში „საუთჰემპტონმა“ „სანდერლენდი“ საკუთარ მეოდანზე გამანადგურებელი ანგარიშით 8:0 დაამარცხა. მსგავსი ანგარიში პრემიერლიგაში ასევე სხვადასხვა წელს დაფიქსირდა.

1995 წლის ოთხ მარტს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „იპსვიჩი“ 9:0 გაანადგურა. 2009 წლის 22 ნოემბერს ასევე 9 ბურთი „ტოტენჰემმა“ გაიტანა, თუმცა „იპსვიჩისგან“ შედარებით, „უიგანმა“ მეტოქეს ერთი გოლით უპასუხა. ანგარიში 8:0 ასევე 1999 წლის 19 სექტემბერსა და 2010 წლის 8 მაისს დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, „ნიუკასლმა“ „შეფილდ უენსდი“ გაანადგურა, ხოლო მეორე შემთხვევაში, „ჩელსიმ“ „უიგანი“ დაამარცხა.

PremierLeague

„საუთჰემპტონის“ სატრანსფერო გაკვეთილი

ზაფხულის სანტრანსფერო ფანჯრის დროს „საუთჰემპტონმა“ სოლიდური თანხის სანაცვლოდ განვლილი სეზონის წამყვანი მოთამაშეები გაუშვა, თუმცა ამას გუნდის შედეგებზე უარყოფით გავლენა არ მოუხდენია.

მაგალითისთვის, 101greatgoals.com-მა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა განვლილ ზაფხულში „ლივერპულის“ სატრანსფერო კამპანიას შეადარა. მერსესაიდელებმა ადამ ლალანასა და რიკი ლამბერტის სანაცვლოდ 29 მილიონი ფუნტი დახარჯეს, მაშინ, როდესაც „საუთჰემპტონმა“ ფინანსური რესურსებიდან თითქმის 20 მილიონი ფუნტი გამოყო – „ტვენტედან“ დუშან ტადიჩი, ხოლო „ფეინოორდიდან“ იტალიის ნაკრების თავდამსხმელი გრაციანო პელე დაიმატა.

ცნობისთვის, ამჟამად „საუთჰემპტონი“ 16 ქულით პრემიერლიგის მესამე საფეხურს იკავებს და „ლივერპულს“ სამი ქულით უსწრებს.

“სანდერლენდის” მცველებმა საკუთარი კარი ორჯერ აიღეს (ვიდეო)

18 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “საუთჰემპტონსა” და “სანდერლენდს” შორის გამართულ მატჩში (8:0), “სანდერლენდის” ფეხბურთელებმა საკუთარ კარში გოლი ორჯერ გაიტანეს.

პრემიერ ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესონი

გამოვლინდა ინგლისური პრემიერ ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი.

სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად “საუთჰემპტონის” იტალიელი ახალწვეული გრაციანო პელე დასახელდა, რომელმაც სამ მატჩში გაიტან სამი გოლი და ასევე გააკეთა ერთი საგოლე პასი რომელმაც გადაწყვიტა მატჩის ბედი.

ხოლო თვის საუკეთესო მწვრთნელად ასევე “საუთჰემპტონის” წარმომადგენელი დასახელდა. რონალდ კუმანი რომელმაც თავის გუნდს სექტემბრის თვეში სამიდან სამივე გამარჯვება მოუტანა. გოლების შეფარდება კი 7:1-თან.

 

პელე: „ვფიქრობ, „საუთჰემპტონი“ პრემიერლიგის სამეულში შევა“

„საუთჰემპტონის“ თავდამსხმელის გრაციანო პელეს აზრით, მისი გუნდი მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით, ინგლისის პრემიერლიგის სამეულში მოხვდება.

„ვფიქრობ, საუკეთესო გუნდების სამეულში „საუთჰემპტონი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ შევლენ. რაც შემეხება მე, შევეცდები, საუკეთესო ბომბარდირი გავხდე“, – განაცხადა იტალიელმა მოთამაშემ.

მაურისიო პოჩეტინო: ”დღეისთვის, ”საუთჰემპტონი” ინგლისის საუკეთესო გუნდია”

”ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ”საუთჰემპტონის” სიძლიერე შეაფასა.

”ბეშიქთაშის” შემდეგ, ჩვენ ”საუთჰემპტონს” ვეთამაშებით. ვფიქრობ, რომ ეს გუნდი, დღეისთვის ინგლისში საუკეთესოა. ჩვენ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება.”

დღესდღეობით, ”საუთჰემპტონი”, ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-2 პოზიციას იკავებს და პირველადგილოსან ”ჩელსის” 3 ქულით ჩამორჩება.

ეშლი იანგისთვის 3 ინგლისური კლუბი იბრძოლებს

”მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს, ეშლი იანგს, ბოლო პერიოდში, ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება უჭირს. ვრცელდება ხმები, რომ სათამაშო დროის არქონის შემთხვევაში, ფეხბურთელი კლუბს დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იანგით 3 ინგლისური კლუბია დაინტერესებული: ”სანდერლენდი”, ”საუთჰემპტონი” და ”ასტონ ვილა”. სამივე კლუბი მზადაა ”ემიუსთან” მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ პრობლემა ფასშია.

”მანჩესტერ იუნაიტედს” ფეხბურთელის გაყიდვას, მინიმუმ 15 მილიონ ფუნტად გეგმავს და რამდენად შეძლებენ ზემოთ აღნიშნული კლუბები ამ რაოდენობის თანხის გადახდას ძნელი სათქმელია. არაა გამორიცხული, რომ ”ასტონ ვილამ” გარისკოს. ”ემიუმდე” ეშლი იანგი, სწორედ ”ასტონ ვილაში” თამაშობდა.