მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრა გამართა საქართველოს ნაკრებმა დღეს სერბის ნაკრებთან და 1-0 დამარცხდა.
მატჩი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და პირველ ტაიმში დაძაბულად წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა თავისი თამაშის პოვნას და მეტოქის დაჯაბნას. ქართველების საქებრად უნდა ითქვას, რომ ჯვაროსნება მეტოქეს ტოლი არაფერში არ დაუდეს და რიგ შემთხვევებში დაჯაბნეს კიდეც. სერბები შედარებით გააზრებულ შეტევებს ანხორციელებდნენ და ჩაწოდებებით ცდილობდნენ ჩვენი კარის აღებას, მაგრამ საქართველოს დაცვის ხაზი, საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდა. ქართველი ფეხბურთელები უმეტესად შორიდან ცდილობდნენ დარტყმას, გამოსარჩევი იყო ვალერიან გვილიას დარტყმა, როდესაც სერბთა მეკარემ კარგად მოიგერია ბურთი. შექების ღირსნი არიან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველები. კარგად ირჯებოდნენ გიორგი აბურჯანია და ჯაბა კანკავა. ასევე აქტიურობდა გიორგი ქვილითაია, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში კარგად ითამაშა, რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა, მაგრამ მეტოქე გუნდის მცველებმა კარგად ითამაშეს. საბოლოოდ პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმი სულ სხვა სცენარით დაიწყო, სერბეთის ნაკრებმა ზეწოლა გააძლიერა და რამდენიმე ეპიზოდში ჩვენი ნაკრები აშკარა გოლს გადარჩა. უნდა აღინიშნოს გიორგი მაკარიძისა და ცენტრალური მცველების კარგი თამაში რიგ ეპიზოდებში. სერბეთს აუცილებად ესაჭიროებოდა გამარჯვება, ამიტომაც მათი მსგავსი მოქმედება არავის გაკვირვებია. უნდა აღინიშნოს ნემანია მატიჩის მომენტი, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ვერცეთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ ითამაშა, ზემოთ აღნიშნულმა კი, ეფექტური დარტყმით სცადა გოლის გატანა, მაგრამ საქართველოს ნაკრები კარის ხაზზე მდგომმა კანკავამ გადაარჩინა. საბოლოოდ სერბებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, დაცვაში უმცირესობაში მყოფმა ქართველებმა ვეღარაფერი გააწყვეს და პრაიოვიჩმა მატჩის ერთადერთი გოლი გაგვიტანა.
სასტარტო შემადგენლობები
სერბეთი: სტოიკოვიჩი, ივანოვიჩი, მაქსიმოვიჩი, ტოსიჩი, კოლაროვი, გუდელაი, მატიჩი, რუკავინა, ტადიჩი (კოსტიკ 88), ლაიალიჩი (პრიიოვიჩ 61), მიტროვიჩი (მილიოევიჩი 77).
საქართველო: მაკარიძე; ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი, კაკაბაძე; კანკავა, გვილია, აბურჯანია (დვალიშვილი 82) ; ჯიღაური (ჰუფნაგელი), ყაზაიშვილი, ქვილითაია (მერებაშვილი 78).
გაფრთხილებები: ქვილითაია (19), მატიჩი (43), მაქსიმოვიჩი (70), გვილია (86),
გოლი: პრიიოვიჩი(74)