კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის პრიმერადივიზიონში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (1:3) შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსაჯები და ვიდეოგამეორების სისტემა გააკრიტიკა, რის გამოც ორიდან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ნიდერლანდელი სპეციალისტის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრეს მუხლით, რომელიც კრძალავს მსაჯების ან ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის წევრების მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებასა და მათ შეურაცხყოფას. შესაძლოა, კუმანს დისკვალიფიკაცია არ აკმარონ და 601-დან 3005 ევრომდე ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრონ.

“რეალთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ კუმანმა მსაჯები გააკრიტიკა და თქვა, რომ მიმდინარე სეზონში VAR სისტემასთან დაკავშირებული სადავო ეპიზოდები მუდმივად მისი გუნდის საწინააღმდეგოდ წყდება.

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ავტოგოლი, რომელიც დე ხეას ქუთაისში გაუტანეს (ვიდეო)

2011 წლის 1 სექტემბერს, უეფას ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ესპანეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:7 დამარცხდა.

შეხვედრის 52-ე წუთზე, ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ინიგო მარტინესმა საკუთარ კარში ქუსლით, ძალიან ეფექტური ავტოგოლი გაიტანა. მაშინ ესპანელთა კარს დავიდ დე ხეა იცავდა.

იხილეთ ვიდეო

კოკე: “ფინალში მეტოქეს აზრი არ აქვს, თუმცა “რეალი” განსაკუთრებულია”

ევროპის სუპერ თასის შეხვედრის (“რეალი” – “ატლეტიკო”, დღეს, 23:00) წინ მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, კოკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მოუთმენლად ველით კიდევ ერთ ფინალს. ასეთ შეხვედრებში არ აქვს აზრი მეტოქეს, თუმცა “რეალი” ყოველთვის განსაკუთრებული ოპონენტია. ველით, როდის გავალთ მოედანზე. გვსურს, კიდევ ერთი ტიტული მოვიგოთ. თავს ძლიერად და ოპტიმისტურად ვგრძნობთ და გვჯერა, რომ შეგვიძლია გამარჯვება. თუმცა, ასევე გაგვაჩნია მოკრძალება იმ გუნდის მიმართ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. ენთუზიაზმით ვართ სავსენი. აუცილებლად ვითამაშებთ ჩვენს სტილში და იმედი მაქვს, გავიბრწყინებთ,” – ამბობს კოკე.

ოფიციალურად: პიკემ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები დატოვა

“ბარსელონასა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების უცვლელი წევრი ჟერარ პიკე ადასტურებს, რომ 31 წლის ასაკში სანაკრებო ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ჟერარ პიკეს “ფურია როხას” მაისურით 102 მატჩი აქვს ჩატარებული და ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი.

“ნაკრებთან ერთად დიდებული დრო გავატარე, მაგრამ ეს ამბის დასასრულია. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების დატოვება აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის,” – აცხადებს ჟერარ პიკე.

ოფიციალურად: ფერნანდო იერომ ესპანეთის ნაკრები დატოვა

ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაცია ადასუტერებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ფერნანდო იერომ წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

როგორც ცნობილი ხდება, 50 წლის სპეციალისტს ორგანიზაციის სპორტული დირექტორის პოსტზე დაბრუნებაც შესთავაზეს, თუმცა ამ უკანასკნელის პასუხი უარყოფითი იყო.

შეგახსენებთ, რომ იერომ “ფურია როხა” მსოფიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩაიბარა, როდესაც ფედერაციის წევრებმა ხულიენ ლოპოტეგი დაითხოვეს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფერნანდო იერომ ესპანეთის ნაკრები 1/8-ფინალში გაიყვანა, სადაც ესპანელები რუსებთან დამარცხდნენ (1:1, 3:4 – პენალტების სერია).

მატუიდი რონალდუზე: “დაუჯერებელი იქნება, თუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენთან ითამაშებს”

კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, მომავალ ეზონში ტურინის “იუვენტუსში” ვიხილოთ. ამის შესახებ როგორც ესპანური, ასევე იტალიური გამოცემები წერენ. ისიც კი ითქვა, რომ პორტუგალიელი სახლსაც ეძებს იტალიის ქალაქში.

შესაძლო ტრანსფერზე აპენინელთა ნახევარმცველმა, ბლეს მატუიდიმ მცირე კომენტარი გააკეთა.

“დაუჯერებელი იქნება, თუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი “იუვენტუსში” ითამაშებს. ეს მშვენიერი ამბავი გამოვა, როგორც კლუბისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის. თუმცა, ახლა მე მხოლოდ საფრანგეთზე ვარ კონცენტრირებული და მსურს, ჩემს ნაკრებთან ერთად მიზანს მივაღწიო,” – ამბობს მატუიდი.

ფრანგი პარასკევს, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ურუგვაის წინააღმდეგ არ ითამაშებს – ის დისკვალიფიცირებულია.

როგორ დაემშვიდობა ესპანეთის ნაკრები ინიესტას (ვიდეო)

ანდრეს ინიესტამ სანაკრებო კარიერა დაასრულა, “ფურია როხა” კი მას ემოციური ვიდეოთი დაემშვიდობა.

“ამბობენ, რომ სურათი ათას სიტყვად ღირს. ჩვენ ანდრეს ინიესტას კარიერის ასაღწერად 35 ფოტო გამოვიყენეთ. ეს იყო 35 ათასი სიტყვა, მაგრამ იცით თუ არა, რომ ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან ანდრესი უნიკალურია, განუმეორებელია”, – ნათქვამია ესპანეთის ნაკრების ოფიციალურ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ანდრეს ინიესტა საკლუბო დონეზე ასპარეზობას განაგრძობს და ის იაპონური “ვისელ კობეს” ღირსებას დაიცავს.

კარიკატურა: დავიდ დე ხეასა და რუსეთის ნაკრების ურთიერთობა

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვეფინალში ესპანეთის ნაკრებმა რუსეთთან თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო და ტურნირს გამოეთიშა. საგულისხმოა, რომ ჩემპიონატის მასპინძელთა ფეხბურთელმა, არტემ ძიუბამ დავიდ დე ხეას ჯერ თამაშიდან გაუტანა პენალტი, ხოლო შემდეგ იმავე მეკარემ ნახენებ სერიაში ოთხიდან ვერცერთი დარტყმა ვერ მოიგერია.

“ფურია როხას” კარის დარაჯის წარუმატებელ გამოსვლაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

ანდრეს ინიესტამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ, რუსეთთან განცდილი დასანანი მარცხისა და მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

“ეს ჩემი ბოლო თამაში იყო ეპანეთის ნაკრების მაისურით. ზოგჯერ დასასრული ისეთი არ არის, როგორზეც ოცნებოდი,”- განაცხადა “ბარსელონას” ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ.

ინიესტას 131 მატჩი აქვს ჩატარებული “ფურია როხას” მაისურით და საკუთარი ქვეყნის ფერებში 13 გოლი აქვს გატანილი. 2010 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ამ უკანასკნელს ასევე მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატის 2008 და 2012 წლების გათამაშებები.

ესპანეთის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა! (ვიდეო)

დღეს, მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი მერვედფინალური მატჩი შედგა: რუსეთი ესპანეთს დაუპირისპირდა.

ანგარიში მეთორმეტე წუთზე სერგეი იგაშევიჩის ავტოგოლის შემდეგ გაიხსნა. თუმცა, 41-ეზე არტემ ძიუბამ თერთმეტემტრიანის ნიშნულიდან გაათანაბრა. ესპანელებმა მეორე ნახევარში წინ გასვლა ვერ მოახერხეს. დაინიშნა დამატებითი ტაიმები, რომელშიც გოლი არ გავიდა.

მეოთხეფინალისტის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა. ესპანელებიდან პენალტები ვერ გამოიყენეს კოკემ და იაგო ასპასმა, ხოლო რუსებმა ოთხივე თერთმეტმეტრიანი გამოიყენეს. შესაბამისად, მეოთხედფინალში სწორედ ისინი გავიდნენ. რუსები ხორვატიასა და დანიას შორის გამარჯვებულს დაელოდებიან მეოთხედფინალში.

ისკო: “შეცდომები? კონცენტრაციის ნაკლებობა და პოზიციების დაკარგვა”

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ესპანეთმა მაროკოსთან ფრე, 2-2 ითამაშა. “ფურია როხას” მხრიდან პირველი გოლის ავტორი ისკო ალარკონი გახდა, რომელმაც, ასევე, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ჯილდო მოიპოვა. მან დაპირისპირების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

“საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ. ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან ჯგუფში პირველ ადგილზე დავასრულეთ თამაში. სწორედ ეს გვინდოდა. შესაძლოა, სხვა, მატჩისშემდგომი გრძნობები უფრო გვესიამოვნებოდა, თუმცა დაპირისპირების შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ფაზაში გადავედით. ეს ძალიან გასახარია. სიმართლე რომ გითხრათ, ნაკრებში თამაშის რწმენა განმიმტკიცდა. თუმცა, ჯერ არაფერი მოგივიგია; სულ ცოტა ხნის წინ კი, ურთულესი შეხვედრა გვქონდა. შესაძლოა, ეს იმის ბრალია, რომ ბოლომდე კონცენტრირებულნი არ ვიყავით. ასევე, პოზიციური შეცდომებიც დავუშვით. სწორედ ესენია ის ასპექტები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ,” – ამბობს ალარკონი.

ესპანეთი – მაროკო: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ესპანეთი მაროკოს დაუპირისპირდა და ფრე, 2-2 ითამაშა. “ფურია როხამ” ამ მატჩის შემდეგ ხუთი ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.

Fifa.Com-ის ვერსიით შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ისკო ალარკონი დასახელდა. ევროპელთა ნახევარმცველმა ერთი გოლის გატანა მოახერხა და მთელი მატჩის მანძილზე აქტიური იყო.

გეტყვით, რომ ესპანეთი მერვედფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.