სპორტული პორტალი Fanebi.com-ი გთავაზობთ “პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ნაკრების ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყველაზე საინტერესო გამონათქვამებს. ვფიქრობთ, აღნიშნული ფრაზებიდან უკეთ გაიცნობთ შვედი თავდასმსხმელის პიროვნებას.
1. “მე მას ჯერ არ შევხვედრილვარ, მაგრამ როცა გავიგებ, ვინ არის, შევხვდები კიდეც”, – ზლატანი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალზე.
2. “ბარსას” ფეხბურთელებს ვარჯიშებზე სპორტული ავტომობილებით მისვლა აკრძალული ჰქონდათ. ეს ძალიან სასაცილო აკრძალვა იყო – არავის საქმე არ არის, რა მანქანით ვივლი. სწორედ ამიტომ, აპრილის თვეში, “ალმერიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე იქ ენცო ფერარით მივედი”, – ზლატანი “ბარსელონას” ერთ-ერთ აკრძალვაზე.
3. “ზლატანის სტილს”, – შვედმა ამგვარი პასუხი გასცა კითხვას – რა სტილს თამაშობს იბრაჰიმოვიჩი?
4. “არ ვიცი, თუ რას წარმოადგენენ საფრანგეთის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები, მაგრამ ვიცი ის, თუ რას წარმოვადგენ მე”, – ზლატანი “პსჟ”-ში გადასვლის შემდეგ.
5. “მუჰამედ ალის ვგავარ. როცა ის ამბობდა, რომ მეტოქეს ნოკაუტში მეოთხე რაუნდში ჩააგდებდა, სიტყვას ასრულებდა და მართლაც ასე აკეთებდა”, – ზლატანის პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არის მისი საყვარელი სპორტსმენი.
6. “გვარდიოლა ფილოსოფოსობას იწყებდა, რასაც ძლივს ვუსმენდი. რატომ? ის სისხლზე, ოფლზე, ცრემლებზე და მსგავს უაზრობებზე საუბრობდა”, – ზლატანი გვარდიოლაზე.
7. “ტრავმირებული ზლატანი ნებისმიერი გუნდისთვის სერიოზული საკითხია”, – იბრა “მილანში” უქმობის შესახებ.
8. “ფეიერვერკები მიყვარს, მაგრამ მათ ეზოში ან საქაბაბე სტენდზე ვუშვებ. ფეიერვერკი სახლში არასდროს გამისვრია”, – ზლატანი ამ ფრაზით მარიო ბალოტელის გადასწვდა.
9. “მოდით ჩემთან სახლში და განახებთ, როგორი გეიც ვარ, თან თქვენი დაც წამოიყვანეთ”, – ზლატანმა ასე უპასუხა მანდილოსან ჟურნალისტს კითხვაზე, არიან თუ არა ხერარ პიკე და იბრაჰიმოვიჩი გეები.
10. “ვბერდები”, – ზლატანის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ჰქონდა შვედეთის ნაკრებს ევრო-2012-ის მოგების შანსი.
11. – რას აჩუქებთ მეუღლეს იუბილეზე?
– არაფერს. მას უკვე ჰყავს ზლატანი.
12. რასაც კარეუ ფეხბურთში აკეთებდა, იმის გაკეთება მე ფორთოხლითაც შემიძლია”, – ზლატანი ჯონ კარეუს შესახებ.
13. ” ჯერ მარცხნივ გავიწიე, ისიც მარცხნივ გამომყვა. შემდეგ მარჯვნივ მოძრაობა გავაკეთე, მანაც იგივე გაიმეორა. ბოლოს ისევ მარცხნივ გავიწიე, ის კი ჰოთ დოგის საყიდლად წავიდა”, – ზლატანი იმაზე, თუ როგორ ჩამოიშორა მეტოქე გუნდის მცველი სტეფან ანშო.
14. “მათ იყიდეს ფერარი, მაგრამ ატარებდნენ ისე, როგორც ფიატს”, – ზლატანი “ბარსელონაში” თავისი ნიჭის გამოუყენებლობაზე.
ბექა დოგრაშვილი