“დილა” – “ტორპედოს” მატჩისას მოედანზე ძაღლი შევიდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორის “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ძაღლი შევიდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.

კახა ჩხეტიანის წინასამატჩო პრესკონფერენცია “კუკესისთან” მატჩამდე

ალბანელთა მასპინძლობაზე: “აქ ყოფნის დროს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. სასტუმროშიც, სადაც დავბინავდით, პერსონალი კარგად გვემსახურება, რისთვისაც მადლიერების მეტი არაფერი გვეთქმის”.

ვიზებთან დაკავშირებულ პრობლემებზე: “თქვენსავით ჩვენც საფეხბურთო კლუბი ვართ და ჩვენს ფეხბურთელებსაც შეექმნა სავიზო პრობლემები… კლუბი ვართ და არა ორგანიზაცია, რომელიც ვიზებს გასცემს, თანაც ამ ყველაფერს თავისი რეგულაციები გააჩნია… კიდევ ვამბობ, ორი ფეხბურთელი ვიზის პრობლემის გამო ჩვენც ვერ წამოვიყვანეთ, მაგრამ “კუკესს” ვერაფერში დავადანაშაულებთ, რადგან ის არაფერ შუაშია!”

დაფესა და ვლიტერზე: “ორი კვირის წინ გადავგზავნეთ საბუთები… შემდეგ გვითხრეს, რომ იმავე საბუთები ელექტრონულ ფოსტაზე გაგვეგზავნა. მას შემდეგ 3-ჯერ გადავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ვერა და ვერ მივიღეთ – სრული იგნორი მათ მხრიდან!”

ხვალინდელ მატჩზე: “ანგარიში 5:2 მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. პროფესიონალები ვართ და საქმეს პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ. ბევრი მაგალითი გვინახავს, როცა პირველი მატჩი გუნდებს ამაზე დიდი ანგარიშით მოუგიათ, შემდეგ კი – წაუგიათ… ყველას გათვიცნობიერებული გვაქვს, რა მნიშვნელობის მატჩია და ფეხბურთელები მაქსიმალურად კონცენტრირებულნი გამოვლენ მოედანზე!”

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი

გაირკვა: ვინ განსჯის “კუკესისა” და “ტორპედოს” შეხვედრას?

ხუთშაბათს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ალბანური “კუკესი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება.

გაირკვა იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც პრინციპულ ჯახს განსჯიან. ამ თამაშს შვეიცარიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი ალენ ბიერი იქნება.

გეტვყით, რომ ქართულ-ალბანური დაპირისპირების პირველი მატჩი იმერელთა გამარჯვებით, ანგარიშით, 5-2 დასრულდა. პლეი-ოფისთვის ბრძოლა თბილისის დროით. 21:00 საათზე დაიწყება.

“ტორპედომ” “ვიკინგური” საპასუხო მატჩშიც გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა

2 ივლისს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ფარერების “ვიკინგურმა” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედო” მიიღო. ქუთაისურმა კლუბმა საპასუხო მატჩშიც შეძლო მეტოქეთა განადგურება და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლებითაც დაჯილდოვდა.

საშინაო კედლებში მოპოვებული გამარჯვების (3:0) შემდეგ ქუთაისლები უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. ამჯერად “ტორპედომ” მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანა. გოლები ლაჩნის(11′), კობახიძის (24′), აზატსკისა (59′) და თორნიკე კაპანაძეს (82′) ანგარიშზეა.

მომდევნო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ალბანელთა სახელით მოასპარეზე “კუკეში” იქნება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ “ყარაბაღთან” დამარცხდა.

ოფიციალურად: “ტორპედომ” სურინამელი ფორვარდი დაიმატა

ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობას 18 წლის სურინამელი ფორვარდი, გლეოფილო ვლიტერი (ჰასელბაინკი) შეემატა.

✓საფეხბურთო კარიერა ვლიტერმა სურინამის უმაღლეს ლიგაში დაიწყო. 2015 წელს ის პირველად გაემგზავრა ევროპაში. მისი შეძენა ბელგიურ “გენკს” და “ოსტენდეს” სურდათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კონტრაქტის გაფორმება ვერ მოხერხდა და ფეხბურთელს სურინამში დაბრუნება მოუწია.

მალევე, მან ჰოლანდიური “ფეინოორდის” ყურადღებაც მიიპყრო და 2016 წლის ოქტომბერში უნდა გადასულიყო კიდეც, მაგრამ ვიზის პრობლემის გამო, ეს ტრანსფერიც ჩაიშალა.

ვლიტერმა თავისი ქვეყნის 15- და 16-წლამდელთა გუნდებში ითამაშა. საფრანგეთში გამართულ ტურნირში, სადაც ვლიტერი სურინამის 15-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ის ტურნირის აღმოჩენად დაასახელეს. მოგვიანებით, 15 წლის ასაკში მას ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც უხმეს და გაიანას წინააღმდეგ ათამაშეს.

“ტორპედომ” ახალწვეული ევროპის ლიგის განაცხადში შეიყვანა და ფეხბურთელი გუნდთან ერთად “ვიკინგურთან” მატჩისთვის ემზადება.

ქუთაისის “ტორპედომ” ტირასპოლში ივარჯიშა (ვიდეო)

ქუთაისის “ტორპედო” მოლდოვის ქალაქ “ტირასპოლში” ადგილობრივ “შერიფს” დაუპირისპირდება. იმერლებმა მოლდოვურ გუნდთან შეხვედრამდე მეორე ვარჯიში გამართეს.

იხილეთ ვიდეო

 

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი 18 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრა ქუთაისში იმერელთა გამარჯვებით, ანგარიშით, 2-1 დასრულდა.

გაირკვა: ვინ განსჯის “შერიფისა” და “ტორპედოს” განმეორებით შეხვდრას?

18 ივლისს, ტირასპოლში, ქუთასის “ტორპედო” ადგილობრივ “შერიფთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს გამართავს.

მატჩი საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის ნახვას გულშემატკივარი ინტერნეტში შეძლებს.

“შერიფისა” და “ტორპედოს” საპასუხო მატჩს დანიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი პიტერ კიარსგაარდი იქნება. მას ასისტენტობას კრისტიან ბრიქსენი, დენის რასმუსენი და იურგენ დაუგბიერგი გაუწევენ.

Fctorpedo.Ge

“ტორპედომ” “კოლხეთს” დამაჯერებლად მოუგო (ვიდეო)

ეროვნლი ლიგის მეთვრამეტე ტურში ქუთაისის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთი” მიიღო.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატებით წარიმართა. ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა სლოვაკმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰლინკამ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიძინეს იმერლებმა. მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ ორამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, 66-ეზე გიორგი ქიმაძემ საბოლოოდ ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ტორპედოს” 27 ქულა დაუგროვდა და მეხუთე ადგილზეა. რაც შეეხება “კოლხეთს”, ის 14 ქულით მერვე პოზიციას იკავებს.

 

ოფიციალურად: ქუთაისის “ტორპედოში” სლოვაკი ფეხბურთელი ითამაშებს!

ქუთაისის ტორპედომ ევროთასების წინ პირველი ტრანსფერი განახორციელა. სლოვაკი ახალწვეული, მარეკ ჰლინკა საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ჩეხეთის ტოპ დივიზიონიდან – ბანიკ ოსტრავადან, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

27 წლის ნახევარმცველი, სლოვაკური ბანსკი-ბისტრიცას აღზრდილია, სხვადასხვა დროს თამაშობდა დუკლა პრაღაში და სპარტაკ ტრნავაში. 2010-12 წლებში, სლოვაკ მოთამაშეს 21-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში მოლდოვის ჩემპიონს – ტირასპოლის შერიფს დაუპირისპირდება. მატჩები 10-11 და 17-18 ივლისს გაიმართება, კახაბერ ჩხეტიანის გუნდი პირველ შეხვედრას ქუთაისში ჩაატაატარებს.

ბაროშის გუნდელი

მარეკ ჰლინკა 2016 წლიდან ბანიკ ოსტრავაში, ცნობილი ჩეხი ფეხბურთელის – მილან ბაროშის მშობლიურ კლუბში თამაშობს. ლივერპულის, ლიონის და გალათასარაის ყოფილი ფორვარდი დღესაც ბანიკშია და კლუბში მეოთხე სეზონსს ატარებს.

? მარეკ ჰლინკა და მილან ბაროში ზეიმობენ გოლს
ზბოიოვკა ბრნოს წინააღმდეგ | 26 მაისი, 2018 წელი

 

ბაროში ჩეხოსლოვაკეთის 3 გზის (1976, 1980, 1981) ჩემპიონში სხვადასხვა დროს 1998-2001, 2013 და 2014-15 წლებში თამაშობდა – 2017 წელს დაბრუნდა და 25 მატჩში, 9 გოლი აქვს გატანილი.

ეროვნული ლიგა: “ჩიხურამ” “ტორპედო” დაამარცხა და “დინამოს” მიუახლოვდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში საჩხერის “ჩიხურა” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი საჩხერელთა შემტევი, გიორგი გაბედავა გახდა. მან მე-40 წუთზე ირაკლი ბურღიძის შემდეგ მოახერხა გოლის გატანა. საბოლოოდ, 1-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “ჩიხურამ” 25 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მასსა და მესამე ადგილზე მყოფ “დინამოს” შორის სხვაობა ოთხი ქულაა. ხოლო, “ტორპედო” 21 ქულით მეხუთეა.

 

ეროვნული ლიგა: ვიცე-ჩემპიონი ჩემპიონთან დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” სამტრედიის “სამტრედია” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა.

21-ე წუთზე ანგარიში მერაბ გიგაურმა გახსნა და “ტორპედო” დააწინაურა. ხოლო, 34-ეზე ლევან კუტალიამ საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ. 42-ე წუთზე ზაურ ხაბეიშვილმა ერთამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, მეორე ნახევარში, 78-ე და 90+3 წუთებზე, ვიცე-ჩემპიონებს, შესაბამისად, ევგენი ბოხაშვილმა და გრიგოლ დოლიძემ გაუტანეს. საბოლოოდ, 1-4.

“სამტრედია” ცხრა ქულით ბოლო ადგილზეა. ხოლო, “ტორპედოს” 21 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს.

ქუთაისში ქართული დერბი ფრედ დასრულდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მატჩში ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “დინამო” დაუპირისპრდა.

“რამაზ შენგელიაზე” მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში მეექვსე წუთზე იმერლებმა გახსნეს. ვაჟა ტაბატაძემ ბურთი საჯარიმოში ჩააგდო და ლევან კუტალიამ თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. მე-15 წუთზე დედაქალაქელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც საჯარიმოში ბუდუ ზივზივაძის პასითა და აკაკი შულაიას დარტყმით დასრულდა – 1-1. საბოლოოდ, ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა და დერბიც ასე დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ “ტორპედო” 18 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. ხოლო, “დინამო” 26 ქულით მეორეა.