7 იანვარს, ინგლისში ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “ტოტენჰემი” და “ჩარლტონი” დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი “ტოტენჰემის” გამარჯვებით (10:6) დასრულდა.
7 იანვარს, ინგლისში ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “ტოტენჰემი” და “ჩარლტონი” დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი “ტოტენჰემის” გამარჯვებით (10:6) დასრულდა.
დღევანდელ ფეხბურთში სისწრაფე ბევრ რამეს წყვეტს. ხშირად, გუნდები აქცენტს სწორედ ამ კომპონენტზე აკეთებენ, რასაც შედეგი ნამდვილად მოაქვს.
ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
10) ალექსის სანჩესი (30.1 კმ/სთ)
9) არიენ რობენი (30.4 კმ/სთ)
8) ფრანკ რიბერი (30.7 კმ/სთ)
7) უეინ რუნი (31.2 კმ/სთ)
6) ლიონელ მესი (32.5 კმ/სთ)
5) ტეო უოლკოტი (32.7 კმ/სთ)
4) კრიშტიანო რონალდუ (33.6 კმ/სთ)
3) აარონ ლენონი (33.8 კმ/სთ)
2) გარეტ ბეილი (34.7 კმ/სთ)
1) ანტონიო ვალენსია (35.1 კმ/სთ)
დიტო ჭიჭინაძე
1 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში, 67-ე წუთზე, მანჩესტერელებმა ერთადერთი გოლის გატანა მოახერხეს. გოლის გატანით გახარებულმა ერთ-ერთმა მანჩესტერლმა გულშემატკივარმა კი, შემთხვევით “ტოტენჰემის” ლოგოს აკოცა.
1 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ერთი კურიოზული რამ მოხდა. ლონდონელთა გუნდის ფეხბურთელმა, ჰარი კეინმა თავის მაისურზე დაინერწყვა.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური “მილანი” “ოსასუნას” 27 წლის კარის დარაჯით, ანდრეს ფერნანდეს მორენოთი დაინტერესდა.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან აბიატის “როსონერისთან” კონტრაქტი ეწურება, ამიტომ “შავ-წითლები” ახალ მეკარეს ეძებენ.
Fichajes.net-ის ცნობით, “მილანის” გარდა, ანდრეს მორენო “ტოტენჰემის” თვალთახედვის არეშიცაა მოქცეული.
მორენოს “ოსასუნასთან” კონტრაქტი 2015 წელს ეწურება. მან მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში 28 გოლი გაუშვა.
როგორც ცნობილია, ფეხბურთელები თავისუფალ დროს უმეტესად ძილს ან კომპიუტერულ თამაშებს უთმობენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რაიმე მუსიკის დაკვრით ან სიმღერით ერთობიან.
Fanebi.Com გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც მუსიკალური ნიჭითაც არიან დაჯილდოვებულნი.
1. ხოსე მანუელ პინტო
კატალონიის “ბარსელონას” მეკარემ YouTube-ში ვიდეო ატვირთა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უკრავს ის. როგორც თავად ამბობს: “არ ვიცი, რას ვუკრავ, მაგრამ ცუდად არ გამომდის.”
აღსანიშნავია, რომ პინტოს რეპიც მოწონს. ის რამდენიმე თვის წინ ესპანეთში მოღვაწე რეპერ სეფიუს შეხვდა და მასთან და აბიდალთან ერთად კომპოზიციაც კი შექმნა.
2. სერხიო რამოსი
როგორც გაირკვა, მადრიდის “რეალის” მცველს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა შეძლებია. ოქტომბერში, რამოსმა, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თავის მეგობარ გოგონას სერენადა შეუსრულა.
3. პეტრ ჩეხი
ლონდონის “ჩელსის” მეკარეს დასარტყამ ინსტუმენტებზე დაკვრა კარგად გამოსდის. ის ერთ-ერთი ჩეხური ბენდის წევრიცაა.
4. ვოიცეხ შჩესნი
“არსენალის” პოლონელ კიპერს პიანინოზე დაკვრა კარგად შეუძლია, რაზეც YouTube-ში გავრცელებული ვიდეოებიც მეტყველებს.
5. ტომაშ როსიცკი
ცნობილია, რომ “არსენალის” ნახევარმცველს როკი იტაცებს. როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, როდესაც მას ტრავმა ჰქონდა, ის გიტარაზე დაკვრას სწავლობდა.
6. სანდრო
“ტოტენჰემის” ნახევარმცველი მუსიკალური ნიჭით ნამდვილად არის დაჯილდოვებული, მას გიტარაზე დაკვრა და სიმღერა კარგად გამოსდის.
7. მარიო ბალოტელი
ალბათ, ყველასათვის მოულოდნელია ის, რომ მარიო ბალოტელის მსგავსი ადამიანი პიანინოზე უკრავს. ამ ვიდეომ ნამდვილად ბევრი ადამიანი გააკვირვა.
დიტო ჭიჭინაძე
26 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ლონდონელთა მხრიდან ერთადერთი გოლი დანიელმა კრისტიან ერიქსენმა გაიტანა.
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც იგი ესპანეთში გადავიდა.
„ტოტენჰემში“ ყოველთვის ბურთის მიღებას ვცდილობდი და ჩემს თანაგუნდელებს ვეხმარებოდი. „რეალში“ კი ნებისმიერ პოზიციაზე მსოფლიო დონის შემსრულებლები თამაშობენ, ამიტომაც ყურადღების გადატანა მხოლოდ ჩემს პოზიციაზე შემიძლია“, – აღნიშნა ბეილმა.
„ინგლისში თამაში მომწონდა, თუმცა ფეხბურთის სხვა სტილიც მიზიდავს. ესპანეთში ახალ სტილებსა და ახალ თამაშს ვსწავლობ, რაც მეტ გამოცდილებას მაძლევს. ამის დახმარებით, წარმატებას, როგორც კლუბს, ისე ნაკრებს მოვუტან“, – დაასრულა უელსელმა ფეხბურთელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი
ინგლისის პრემიერლიგის XVI ტურში „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „ლივერპული“ მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 0:5 დამარცხდა. მატჩს ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონიც დაესწრო, რომელიც ერთხანს მერსისაიდულ გუნდსაც თავკაცობდა. სტადიონზე იყო „ლივერპულის“ ლეგენდარული ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი კენი დალგლიშიც.
შეხვედრის პირველი ნახევარი მერსისაიდული გუნდის უპირატესობით წარიმართა. „წითლები“ გაცილებით ორგანიზებულად, გუნდურად და გააზრებულად მოქმედებდნენ. შედეგად, ბრენდან როჯერსის გუნდმა პირველი ტაიმი ანგარიშით 2:0 მოიგო. შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა. გოლი ჩრდილოლონდონური გუნდის მცველების უხეშ შეცდომას მოჰყვა. ჯორდან ჰენდერსონმა ურუგვაელი თავდამსხმელი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, „ლივერპულის“ საუკეთესო ბომბარდირმა მეტოქე გუნდის ერთი მცველი ჩამოიტოვა და ახლო მანძილიდან დარტყმით გოლიც გაიტანა. სხვათა შორის, სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური სწორედ სუარესს ჰქონდა მორგებული. როგორც მოგეხსენებათ, ინგლისელ ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს, რის გამოც 4-6 კვირა უქმობა მოუწევს. გატანილი გოლის შემდეგ „ლივერპულს“ უპირატესობა არ დაუთმია, პირიქით – აქტიური პრესინგის ხარჯზე „ტოტენჰემი“ გააზრებული შეტევის განხორციელებას ვერ ახერხებდა. შეხვედრის მე-40 წუთზე „ლივერპულის“ მორიგი შეტევის დროს უგო ლორისმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თუმცა ფრანგ მეკარეს მცველებმა მხარი ვერ აუბეს, რითაც ჰენერსონმა ისარგებლა და სქაუზერების უპირატესობა განამტკიცა.
როგორც ჩანს, შესვენებაზე ანდრე ვილაშ-ბოაშმა თავისი გუნდი აზრზე მოიყვანა სცადა, თუმცა დღეს „ლივერპული“ მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობდა. „დეზებმა“ მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს. ამას ისიც დაემატა, რომ შეხვედრის 63-ე წუთზე „ტოტენჰემის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა პაულინიომ სუარესს ფეხი მკერდის არეში ჩაარტყა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათით დაისაჯა. თითქოს მასპინძლები საბოლოოდ შეეგუენ მარცხს. მერსისაიდელებმა კი კიდევ სამჯერ გაიხარეს: 75-ე წუთზე ახალგაზრდა ჯონ ფლანაგანმა ლამაზი დარტყმით დააგვირგვინა „წითლების“ სწრაფი შეტევა. 84-ე წუთზე სუარესმა ლორისს თავზე გადაუგდო ბურთი და დუბლი გაიფორმა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ბომბარდირთა დავაში პოზიციები გაიმყარა და ახლა აღნიშნულ სიას 17 გატანილი გოლით ლიდერობს. სუარესმა 89-ე წუთზე უკვე რაჰიმ სტერლინგს გაატანინა – 0:5.
დღეს „უაით ჰართ ლეინზე“ ერთი გუნდი თამაშობდა – „ლივერპული“ და ასეთი თამაშით როჯერსის გუნდს ნამდვილად შეუძლია დასახული მიზნის მიღწევა. „ტოტენჰემის“ უმოტივაციო თამაშზე კი დღევანდელი შეხვედრის შედეგიც მეტყველებს, „დეზების“ მცველები დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდნენ.
ამ გამარჯვებით „ლივერპულმა“ 33 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიცია დაიბრუნა. „ტოტენჰემს“ კი 27 ქულა დარჩა და მე-7 ადგილამდე დაქვეითდა.
ინგლისის პრემიერლიგა
XVI ტური
„ტოტენჰემ ჰოთსპური“–„ლივერპული“ 0:5 (0:2)
გოლები: სუარესი 18′, 84′, ჰენდერსონი 40′, ფლანაგანი 75′, სტერლინგი 89′
გაფრთხილებები: დოუსონი 27′, უოკერი 43′, ჰოლტბი 66′.
გაძევება: პაულინიო 63′.
ბექა დოგრაშვილი
ინგლისის პრემიერლიგის XVI ტურში „ტოტენჰემ ჰოთსპურსა“ და „ლივერპულს“ შორის მიმდინარე მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთელების მისალმების დროს, მერსისაიდული გუნდის თავდამსხმელი ლუის სუარესი ბავშვმა გაამასხარავა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ბავშვის ეს ჟესტი ხუმრობად მიიღო.
გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.
ლონდონის “ტოტენჰემის” ესპანელმა ფორვარდი რობერტო სოლდადო საკუთარი თამაშით უკმაყოფილოა. მიმდინარე სეზონში, სოლდადოს ანგარიშზე 6 გოლია, აქედან სამი ფორვარდმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა. უკანასკნელი შედეგიანი დარტყმა კი, 20 ოქტომბერს, ბირმინგემის “ასტონ ვილასთან” შეასრულა
“ნამდვილად არ მაკმაყოფილებს ჩემი შედეგიანობა “ტოტენჰემში”.უნდა მოვუმატო და მეტი გოლი გავიტანო. ეს ჯერ-ჯერობით არ გამომდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება.” – აღნიშნა სოლდადომ
ინგლისის პრემიერლგიაში „მანჩესტერ სიტისთან“ ანგარიშით 0:6 მარცხის შემდეგ ბრიტანული პრესა ანდრე ვილაშ-ბოაშის შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა. ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს თავად „ტოტენჰემის“ თავკაცი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის გათავისუფლებას ჯერჯერობით არავინ აპირებს.
„მე კლუბის მხარდაჭედა მაქვს. გარდა ამისა, მხარს მოთამაშეებიც მიჭერენ. შესაბამისად, მიზნების მისაღწევად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. გუნდის ხელმძღვანელებს მხოლოდ სამი დღის წინ შევხვდი. ეს უბრალო შეხვედრა იყო. სხვათაშორის, ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა“, – განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.
„შემიძლია გითხრათ, რომ მე მხოლოდ პრესა მაკრიტიკებს“, – დაამატა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.