ჩისკო საუბრობს საქართველოზე

Speak Up About Georgia („ისაუბრე საქართველოზე“) ახალი პროექტია, რომლის არსი საქართველოში მყოფი სხვადასხვა ერის მოქალაქეების ჩაწერა და იმის გაგებაა, თუ რას ფიქრობენ ისინი საქართველოზე, რა განსხვავებებს ნახულობენ საკუთარ და ამ ქვეყნის ერის წარმომადგენელ პირებს შორის. რა სირთულეები ექმნებათ მათ საქართველოში ყოფნისას, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ქვეყანას, რას ურჩევდნენ ქართველ ერს. ამ  საგანმანათლებლო ინფორმაციული პროექტის მიზანი საქართველოში მაცხოვრებელ უცხოელთა მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზება და საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა.

აღნიშნული პროექტის სტუმარია „დინამო თბილისის“ ესპანელი თავდამსხმელი ჩისკო მუნიოსი. ქვემოთ მოცემული ვიდეომასალიდან შეიტყობთ, რას ურჩევდა „დინამო თბილისის“ წარმატებული ფეხბურთელი დამწყებ მოთამაშეებს?! რატომ არის ყოველი დღე განსაკუთრებული მისთვის საქართველოში?! რომელია მისი საოცნებო გუნდი და როგორ ხედავს ის ფეხბურთის მომავალს საქართველოში?! ინტერვიუ მოცემულია ქართული სუბტიტრებით.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი რატი ქირია გვეუბნება, მომავალში დაგეგმილია სხვა უცხოელი ფეხბურთელების ჩაწერაც, მანამდე კი „ისაუბრე საქართველოზე“ ჩისკოსთან ერთად.

 

„ანტვერპენის“ ფეხბურთელების უჩვეულო ვარჯიში გოგონებთან ერთად

ბელგიის მეორე ლიგაში მოასპარეზე „ანტვერპენის“ ფეხბურთელები უჩვეულო ვარჯიშებს მომხიბლავ გოგონებთან ერთად ატარებენ. სწორედ მათი დახმარებით ცდილობენ მიზანში ბურთის მორტყმა გააუმჯობესონ. ალბათ, ასეთი ვარჯიშების ჩატარების იდეა მთავარ მწვრთნელსა და წარსულში ცნობილ ფეხბურთელ ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკს ეკუთვნის.

გთავაზობთ ვიდეოს.

 

სუარესის ულამაზესი გოლი

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში „ლივერპულსა“ და „ჰალ სიტის“ შორის მიმდინარე მატჩში მერსისაიდული გუნდის ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და „წითლების“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

აქვე გთავაზობთ აღნიშნული გოლის ამსახველ ვიდეომასალას.

 

სუარესი ბავშვმა გაამასხარავა

ინგლისის პრემიერლიგის XVI ტურში „ტოტენჰემ ჰოთსპურსა“ და „ლივერპულს“ შორის მიმდინარე მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთელების მისალმების დროს, მერსისაიდული გუნდის თავდამსხმელი ლუის სუარესი ბავშვმა გაამასხარავა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ბავშვის ეს ჟესტი ხუმრობად მიიღო.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ნეიმარმა „ბარსელონა“ მადრიდს დააშორა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XVI ტურში „ბარსელონამ“ „ვილიარეალი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კატალონიელთა რიგებიდან დუბლი გაიფორმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა. სტუმართაგან თავი გამოიჩინა მცველმა მატეო მუსაკიომ.

ნეიმარმა პირველი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმის შედეგად გაიტანა. პენალტის დანიშვნის მიზეზი მარიოს მიერ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით თამაში გახდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მუსაკიომ კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ნეიმარმა 68-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და კატალონიურ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ამ გამარჯვებით „ბარსელონამ“ 43 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიცია გაიმყარა. შეგახსენებთ, რომ ამავე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ოსასუნასთან“ ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა, რითაც მესამეადგილოსან „სამეფო კლუბსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა 5 ქულამდე გაიზარდა. მეორე პოზიციაზე 40 ქულით მადრიდის „ატლეტიკო“ გახლავთ, რომელიც დღეს „ვალენსიას“ მიიღებს.

რაც შეეხება „ვილიარეალს“, „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მე-5 პოზიციაზე დარჩა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XVI ტური
„ბარსელონა“–„ვილიარეალი“ 2:1
გოლები: ნეიმარი 30′ (პენ), 68′ – მუსაკიო 48′.
გაფრთხილებები: ნეიმარი 85′ – ტრიხორესი 38′.

ბექა დოგრაშვილი

წლის საუკეთესო გოლის სამი პრეტენდენტი

ფიფამ წლის საუკეთესო გოლის წოდებისთვის სამი პრეტენდენტი დაასახელა. ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებენ: „პარი სენ-ჟერმენის“ შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლისაბონის „ბენფიკას“ სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი და „ბარსელონას“ ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი.

ხმის მიცემა გულშემატკივრებს ფიფასა და „ფრანს ფუტბოლის“ ვებ-გვერდებზე შეუძლიათ.

წლის საუკეთესო გოლის ავტორის ვინაობა 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების  ცერემონიალზე გახდება ცნობილი.

ბექა დოგრაშვილი

რონალდინიო გოლებით დაბრუნდა (ვიდეო)

როგორც იქნა, რონალდინიომ ტრავმა მოიშუშა, მოედანს დაუბრუნდა და პირველივე მატჩში გაიტანა გოლი (უფრო სწორად გოლები!). ბრაზილიის სერია A-ს ეგიდით  „ატლეტიკო მინეიროსა“ და „ვიტორიას“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. შეხვედრის მე-6 წუთისთვის „ვიტორიას“ უკვე ორი ბურთი ჰქონდა გატანილი, თუმცა „მინეირომ“ რონალდინიოს დახმარებით სიტუაციის შემოტრიალება შეძლო. სახელგანთქმულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ლამაზი საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, რონალდინიომ მეორე გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე პენალტით გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა – 2:2.

გთავაზობთ რონალდინიოს მიერ აღნიშნულ მატჩში გატანილი პირველი გოლის ამსახველ ვიდეომასალას.

 

როცა რონალდუ არაა, „რეალში“ ბეილი მეფობს (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XV ტურში მადრიდის „რეალმა“ „ვალიადოლიდი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმის შუაწელს, სამწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს: ანგარიში 33-ე წუთზე გარეტ ბეილმა გახსნა, მოგვიანებით უელსელის პასით თავი კარიმ ბენზემამ გამოიჩინა. 64-ე წუთზე ბეილმა მეტოქე გუნდის მცველების შეცდომით ისარგებლა და „რეალის“ უპირატესობა გაზარდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, უელსელმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 4:0.

ამრიგად, ბეილმა „სამეფო კლუბის“ რიგებში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს ტრავმირებული კრიშტიანო რონალდუ, რომელსაც გვერდს ირინა შეიკი უმშვენებდა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XV ტური
„რეალი“-„ვალიადოლიდი“ 4:0 (2:0)

გოლები: ბეილი 33′, 64′, 89′, ბენზემა 36′.
გაფრთხილებები: პეპე 71′ – ლუის სასტრე 81′.

ჟირუმ მეკარეს ბურთი წაართვა და ისე გაიტანა

პრემიერლიგის XII ტურში, „არსენალსა“ და „საუთჰემპტონს“ შორის გამართულ მატჩში პირველი გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა. „მეთოფეთა“ ფრანგმა თავდამსხმელმა მეტოქე გუნდის კიპერ არტურ ბორუცს ბურთი აართვა და ცარიელ კარში გაიტანა.

გთავაზობთ გოლის ვიდეოს.

 

დელ პიერომ ეროს რამაცოტისთან ერთად იმღერა

„სიდნეის“ იტალიელმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ შანსი ხელიდან არ გაუშვა, ავსტრალიაში თანამემამულე ეროს რამაცოტის კონცერტს დაესწრო და მასთან ერთად რამდენიმე სტროფიც იმღერა. დელ პიერო და რამაცოტი მეგობრები არიან.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

ჩილეს ნაკრების მიერ ბურთის კონტროლი „უემბლიზე“

ინგლისისა და ჩილეს ეროვნულ ნაკრებთა შორის „უემბლის“ სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, დუბლი შეასრულა ალექსის სანჩესმა. სამხრეთამერიკელებმა მართლაც კარგი შეხვედრა ჩაატარეს. აღნიშნული მატჩიდან ერთ-ერთი ეპიზოდის ვიდეოს შემოგთავაზებთ. ამ ვიდეომასალაში მოცემულია ჩილელთა მხრიდან ბურთის კონტროლი, აგრესიული პრესინგის ფონზე დაცვიდან შესანიშნავად ამოსვლა, თავისუფალი ზონების გამოყენება და მეტოქის მეკარესთან ფაქტობრივად ერთი-ერთზე გასვლა. მართალია, სამხრეთამერიკელებმა ეს ეპიზოდი გოლით ვერ დააგვირგვინეს, თუმცა ეს მომენტი მართლაც გამოსარჩევია. აღნიშნული ეპიზოდი ბოლოს ჩილელი ფეხბურთელის ელემენტარულმა შეცდომამ დაასრულა.

გთავაზობთ ვიდეოს.

 

დიდიე დროგბას საოცარი სეივი

აფრიკის ზონიდან 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს სენეგალისა და კოტ დივუარის ნაკრებები შეერკინენ. ორი მატჩის ჯამში სპილოს ძვლის კუნძულელებმა მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს და ბრაზილიის მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვეს. განმეორებითი შეხვედრა, რომელიც წუხელ, მაროკოში შედგა, ანგარიშით 1:1 დასრულდა. კოტ დივუარელთა მხრიდან გოლი დიდიე დროგბას არ გაუტანია (სალომონ კალუმ გაიტანა), თუმცა მატჩის მიმდინარეობისას, თურქული „გალათასარაის“ თავდამსხმელმა საოცარი სეივი გააკეთა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.