ჰალკი: „მსაჯმა მითხრა, რომ შავკანიანები არ მოსწონს“

„ზენიტის“ თავდამსხმელის ჰალკის თქმით, „მორდოვიასთან“ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩის არბიტრმა ალექსეი მატუნინმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

„ერთ ეპიზოდში მსაჯთან მივედი და ხელი მხარზე დავადე. მაშინ იგი მოტრიალდა და მითხრა, რომ მეორედ ასე არ გამეკეთებინა. მე მას დაწყნარებისკენ მოვუწოდე, თუმცა იგი ანერვიულდა. შემდეგ ვკითხე: თქვენ რასისტი ხართ? მან კი მიპასუხა, რომ მე მას არ მოვწონვარ, ისევე, როგორც სხვა შავკანიანები.

ეს შემთხვევა მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე დაშავდა. ამ ეპიზოდამდე იგი ნორმალურად იქცეოდა.

გულშემატკივრების მხრიდან მსგავსი რამის გაგონება შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, ამით ისინი მეტოქეზე ფსიქოლოგიურად მოქმედებას ცდილობენ. თუმცა, მსაჯი მსგავს სკანდალში გახვეული არასდროს უნდა იყოს“, – განაცხადა ჰალკმა.

TOP 5: კლუბები, რომლებიც ყველაზე მეტად სძულთ

KICKTV-მ გამოაქვეყნა იმ კლუბების ხუთეული, რომლებიც ყველაზე მეტად ძულთ.

ზენიტი – ბენფიკა 1:0

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში “ბენფიკა” “ზენიტს” ესტუმრა, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და პლეი-ოფში გასვლის შანსებსაც დაემშვიდობა.

ზენიტი 1-0 ბენფიკა

გოლი: დანი 79′

„ბაიერი“ – „ზენიტი“ 2:0

ლევერკუზენში C ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში „ბაიერნმა“ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ მიიღო. მასპინძლებმა 58-ე და 63-ე წუთებზე
დონატისა და პაპადოპულოსის გოლების წყალობით აქტივში სამი ქულა ჩაიწერეს.

FIFA 15 – ვის აქვს ყველაზე ძლიერი დარტყმა?

კანადურმა სპორტული თამაშების მწარმოებელმა კომპანიამ EA Sports-მა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, ძლიერი დარტყმის მქონე 10 საუკეთესო ფეხბურთელის სია FIFA 15-ში.

სია ასე გამოიყურება:

10.ტომ ჰალდსტოუნი (“ჰალ სიტი”)  რეიტინგი: 91

9.ტინო კოსტა (მოსკოვის “სპარტაკი”) რეიტინგი: 91

8.უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) რეიტინგი: 91

7.ფრედი გუარინი (“ინტერი”) რეიტინგი: 91

6.ლუკაშ პოდოლსკი (“არსენალი”) რეიტინგი: 92

5.ედი ბოსნარი (ავტრალიის “ცენტრალ კოსტ მარინერსი”) რეიტინგი: 93

4.ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) რეიტინგი: 93

3.ჰალკი (სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი”) რეიტინგი: 94

2.კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის “რეალი”) რეიტინგი: 94

1. რონნი (“ჰერტა ბერლინი”) რეიტინგი: 96

ანდრე ვილაშ-ბოაში: ”თამაშს ვაკონტროლებდით და გვინდოდა უპირატესობა 3 ბურთამდე გაგვეზარდა”

სანტ-პეტერბურგის ”ზენიტის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა, ”ბენფიკასთან” ჩატარებული მატჩის შემდგეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრამ, მთლიანად რუსული გუნდის კონტროლით ჩაიარა.

”პირველი ტაიმი ჩვენთვის იღბლიანი აღმოჩნდა, გაძევებამ კი ”ბენფიკა” საბოლოოდ გატეხა. შესვენების შემდეგ, გვინდოდა ჩვენი უპირატესობა 3 ბურთამდე გაგვეზარდა, მაგრამ ვერ შევძელით.

”ვფიქრობ, რომ მატჩს მთლიანად ვაკონტროლებდით და მეტოქე გუნდზე 1 თავით მაღლა ვიდექით. თუმცა, იყო იმის შესაძლებლობა, რომ ”ბენფიკას” 1 ბურთი გაექვითა.”

”მონაკომ” ”ბაიერთან” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ამას არ ველოდი. მომდევნო შეხვედრა სწორედ ”მონაკოსთან” გვაქვს და აღნიშნულ მატჩში, წარმატების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძლოლებთ.” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ”ზენიტმა” ”ბენფიკა” სტუმრად, ანგარიშით 0-2 დაამარცხა.

მეტიუ ვალბუენას შედევრი “ზენიტის” კარში

13 სექტემბერს, რუსეთის ჩემპიონატში “ზენიტსა” და “დინამოს” შორის გამართულ მატჩში (3:2), ვალბუენამ მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

ანსალდი ატლეტიკოს უახლოვდება

“ზენიტის” მცველი კრისტიან ანსალდი მადრიდის “ატლეტიკოში” გადადის. რუსული კლუბი ფეხბურთელს 4 მილიონ ევროდ გაყიდის. ამასთან ერთად, “ზენიტმა” გარკვეული ბონუსების სახით, შესაძლოა, კიდევ სამი მილიონი მიიღოს.

ანსალდის კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება. ხელფასის სახით ფეხბურთელი წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიიღებს. ტრასნფერი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

 

ჰალკის შესანიშნავი გოლი ვარჯიშზე

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ჰალკმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

“ზენიტის” გულშემატკივარმა “დინამოს” ფეხბურთელს ხელი გაარტყა

11 მაისს, რუსეთის პრემიერ ლიგაში, “ზენიტსა” და “დინამოს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე “ზენიტის” გულშემატკივრები შეცვივდნენ. მასპინძელთა გუნდის ერთ-ერთმა ქომაგმა “დინამოს” ფეხბურთელ ვლადიმირ გრანატს ხელიც კი გაარტყა.

ზენიდი – დინამო გულშემატკივრებმა ჩაშალეს

რუსეთის პრემიერლიგის მატჩი სანქტ-პეტერბურგის “ზენიტსა” და მოსკოვის “დინამო” შორის 86-ე წუთზე, მოედანზე მასპინძელი გუნდის ფანების შევარდნის გამო შეწყდა.

მოსკოველები 4:2-ს უგებდნენ “ზენიტს”, რაც იმას ნიშნავდა, რომ სანქტ-პეტერბურგელებს ჩემპიონატის მოგების შანსი საგრძნობლად შეუმცირდათ. უკმაყოფილო ფანებმა თავისი პროტესტი მოედანზე შევარდნით გამოხატეს.

ერთ-ერთმა გუშემატკივარმა მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელ გრანატს სახეში ხელიც კი გაარტყა.

 

ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს

გუშინ, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიელთა მცველ დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინციდენტი იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.

„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.

11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“, განაცხადა მატჩის შემდეგ დანი ალვესმა.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს, სოციალურ ქსელებში დანი ალვესისადმი მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებენ და ბანანით ფოტოებს იღებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა, „ბარსელონას“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი გახლავთ.

„ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ. უთხარი რაისზმს „არა“. ძალიან სამწუხაროა, რომ 2014 წელსაც კი ვხვდებით ასეთ გამოხტომებს. ამ ფოტოთი მხარს ვუჭერ დანი ალვესს. თუ თქვენც მეთანხმებით, გადაიღეთ ფოტო ბანანის ჭამის პროცესში. გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ ის, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნეიმარმა.

კამპანიას შეუერთდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარტა.

„ჩემს ბრაზილიელ კოლეგა მარტასთან ერთად ვამბობ: „არა რასიზმს“. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აგუერომ კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები დავიდ ლუისი, ვილიანი და ოსკარი ანტირასისტულ აქციას შეუერთდნენ და ბანანით ხელში ვიდეო გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დანი ალვესს მხარს უჭერს სანკტ-პეტერბურგის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკიც. „ჩემი ძმისთვის“, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.

ანტირასისტულ აქციას უერთდებიან „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელები მუსა დემბელე და ნასერ შადლი.

„არა რასიზმს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აქციას რობერტო კარლოსიც შეუერთდა.

კამპანიას „ლივერპულის“ ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესიც შეუერთდნენ.

ბექა დოგრაშვილი