ედინსონ კავანი: “მე კარგი ურთიერთობა მაქვს იბრაჰიმოვიჩთან”

“პსჟს” ურუგვაელმა ფორვარდმა, მისსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ურთიერთობაზე ისაუბრა

“მე კარგი ურთიერთობა მაქვს ზლატანთან. ყველაფერი რიგზეა, არანაირი პრობლემა არ არსებობს ჩვენს შორის.”

“ინდივიდუალორობა – ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ გუნდი მოქმედებდეს ეფექტურად. ის ფაქტი რომ “პსჟ” თამაშობს ერთი თავდამხმელით, არის სრულიად ნორმალური” – განაცხადა ურუგვაელმა

კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდები დაასახელა.

“ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად მიუნხენის “ბაიერნსა” და ლონდონის “ჩელსის” ვთვლი. ეს გუნდები სხვებს აღემატებიან. გარდა ამისა, ესპანური კლუბებიც ძალზედ საშიშ კონკურენტებად რჩებიან.
იტალიული გუნდები ზემოთ დასახელებული ქვეყნის კლუბებს ჩამორჩებიან. თუმცა, “ატლეტიკოს” მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა როლს თამაშობს მოტივაცია გამარჯვებისთვის ბრძოლაში”, – განუცხადა კაპელომ Sky Sport Italia-ს.

რუსეთის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა იქვე ისიც აღნიშნა, რომ “ბარსელონა” ამ ზაფხულს მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

“ამ სატრანსფერო პერიოდში “ბარსელონა” მართლაც გაძლიერდა. ლუის სუარესის დამატებით კატალონიური გუნდი მეტოქეებისთვის კიდევ უფრო სახიფათო გახდა. მესი-ნეიმარი-სუარესი ფანტასტიური ტრიო გამოვა.
მთლად სრულყოფილი იქნება გუნდი, თუ ეს ფეხბურთელები თავდაცვით სამუშაოსაც გასწევენ. სუარესი დაცვით ფუნქცებსაც ასრულებს, დანარჩენი შემტევები – ნაკლებად.
ესპანეთის პრიმერადივიზიონში ასეთივე საშიში იქნება მადრიდის “რეალი”. დანარჩენი გუნდები შედარებით დაბალ დონეზე არიან”, – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

კაპელომ პოლ პოგბა ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა:

“პოგბა დიდებული ფეხბურთელია, გარკვეულწილად უნიკალურიც კია. მე მას “იუვენტუსში” ახალმისულ იბრაჰიმოვიჩს შევადარებდი. ორივეს სრულყოფა სჭირდებოდა”.

ფაბიო კაპელომ “მილანზეც” ჩამოაგდო სიტყვა:

“იმედი მაქვს, “მილანი” ევროპაში დაბრუნდება. ფილიპო ინძაგი ყველაფერს კარგად ასრულებს, მან გუნდს სულისკევეთება დაუბრუნა, თუმცა მწვრთნელი მეტს ვერაფერს გააკეთებს დიდი ფეხბურთელების გარეშე”.

 

უეფა ზლატანსა და ალაბას შორის მომხდარ ინციდენტზე აცხადებს

როგორც მოგახსენეთ, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:1) ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დავიდ ალაბას სახეში იდაყვი ჩაარტყა, რის გამოც შვედი ფეხბურთელი უეფასგან დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე დადგა.

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აღნიშნეს, რომ ეს ეპიზოდი მსაჯის მატჩისშემდგომ პროტოკოლში არ მოხვდა და, შესაბამისად, დისციპლინური სამართალწარმოება არ დაიწყება. ასე რომ, შვედეთის ნაკრების ლიდერი დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

სახეში იდაყვის ჩარტყმისთვის მთავარმა მსაჯმა ზლატანს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, რის გამოც ალაბა აცხადებდა, არბიტრს იბრაჰიმოვიჩის შეეშინდაო.

 

უეფა ზლატანს დისკვალიფიკაციით დასჯის?

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:1) ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს სახეში იდაყვი ჩაარტყა. შესაძლოა, უეფამ აღნიშნული ეპიზოდი გამოიძიოს და შვედი თავდამსხმელი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.

ინციდენტი პირველი ტაიმის მიმდინარეობის დროს მოხდა. იბრაჰიმოვიჩმა ავსტრიელ მცველ დავიდ ალაბას სახეში იდაყვი ჩაარტყა, თუმცა მთავარმა არბიტრმა ზლატანი მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა.

“დაე, დამსაჯონ 40-მატჩიანი დისკვალიფიკაციით”, – აღნიშნა მატჩის შემდეგ იბრამ.

 

ნუ ეხები ზლატანს!

8 სექტემბერს ავსტრიისა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

ზლატანმა რონალდუს უნიკალური რეკორდი გაიმეორა

“პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს მიერ დამყარებული უნიკალური რეკორდი გაიმეორა.

ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ზლატანმა ორი გოლი გაიტანა — მე-4 და 24-ე წუთებზე. რეკორდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შვედ თავდამსხმელს საფეხბურთო მატჩის თითოეულ წუთზე აქვს გოლი გატანილი.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა ამ გოლებით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. კერძოდ, ის 50 გატანილი ბურთით შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რონალდუ, მესი და სხვები – ფეხბურთის ვარსკვლავების კურიოზული აცილებები

თქვენ წინაშეა ვიდეო, რომელშიც ასახულია მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების სასაცილო აცილებები.

სამუელ ეტოომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და იაია ტურე გამოიწვია

კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტოომ ცივი წყალი გადაისხა, თავად კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და იაია ტურე გამოიწვია.

იბრა დაშავდა, “პარი სენ-ჟერმენმა” მოიგო

საფრანგეთის ჩემპიონატის II ტურში “ბასტიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაშავდა.

დრიბლინგის მცდელობის დროს შვედმა ფეხბურთელმა მტკივნეული დარტყმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად მატჩის მე-16 წუთზე თამაშში არგენტინელი თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი ჩაერთო.

“პარი სენ-ჟერმენმა” მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა: გოლები ლუკას მოურამ და ედინსონ კავანიმ გაიტანეს.

ზლატანი 2016 წელს კარიერის დასრულებას აპირებს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ  კარიერას, სავარაუდოდ, სწორედ პარიზულ კლუბში დაასრულებს.

“მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წელს გასდის. მომდევნო სეზონში 34 წლის ვიქნები და საეჭვოა, უმაღლეს დონეზე თამაში გავაგრძელო. ასე რომ, ვფიქრობ, “პარი სენ-ჟერმენი” ჩემი უკანასკნელი კლუბი იქნება”, – ციტირებს ზლატანის სიტყვებს Metro.

იბრაჰიმოვიჩი ჰოლანდიის ორგზის, იტალიის ოთხგზის, ესპანეთის ერთგზის და საფრანგეთის ორგზის ჩემპიონია. უამრავ ინდივიდუალურ ჯილდოსთან ერთად ზლატანს 2012 წელს “ოქროს ბუცი” აქვს მოგებული.

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა

საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა ვერ მოახერხა.

იბრაჰიმოვიჩი: “ჩვენ კლუბის ახალ ისტორიას დავწერთ”

“პსჟ”-ს ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ პარიზული კლუბი ახალი გამარჯვებების მოსაპოვებლად მზად არის.

“შემიძია ვთქვა, რომ ახლა ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, თუმცა ეს მინდორზე უნდა დავამტკიცოთ. ვფიქრობ, ჩვენს გულშემატკივრებს ეამაყებთ. მესამე სეზონს მხოლოდ ახლა ვიწყებ. ამ დროის განმავლობაში ხუთი ტიტულის მოპოვება შევძლით.

პსჟ-ში გადმოსვლისთანავე მივხვდი, რომ ჩვენ კლუბის ახალ ისტორიას დავწერთ” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.