19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდის პირველ შეხვედრაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე პორტუგალიელმ ახალგაზრდებმა თუქრი თანატოლები გაანადგურეს.
შეხვედრა, რომელიც ედგარ ბორხესის გუნდის სრული დომინირებით წარიმართა საბოლოოდ 6:1 დასრულდა.
ანგარიში ნომინალურმა მასპინძლებმა მე-11 წუთზე, პედრო როდრიგესის მიერ ზუსტად შესრულებული 11 მეტრიანით გახსნეს. 23-ე წუთზე პაულო ენრიკემ ლამაზი ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ზუსტად 10 წუთში კი ალექსანდრე სილვამ სხვაობა სამბურთიანი გახადა. 36-ე წუთზე თურქებმა ინტრიგა ჩაღლაიანის ეფექტური გოლით გააცოცხლეს და ტაიმიც 3:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ პორტუგალიელთა დომინირება კვლავ თვალში საცემი იყო. 55-ე წუთზე მათ კიდევ ერთხელ მოიპოვეს პენალტის შესრულების უფლება, რომელიც გოლად კვლავ პედრო როდრიგესმა აქცია. 61-ე წუთზე თურქების კარში მეხუთე გოლი დიეგო ჟოტამ გაიტანა, ხოლო საბოლოო 6:1 82-ე წუთზე ფლავიო სილვამ დააფიქსირა.
პორტუგალია 6:1 თურქეთი
გოლები: პედრო როდრიგესი 11′ (1:0); პაულუ ენრიკე 23′ (2:0); ალექსანდრე სილვა 33′ (3:0); ჩაღლაიანი 36′ (3:1);
პორტუგალია: ჟოელი, სილვა, დაისი, ვერდასკა, კოსტა, როდრიგესი, სილვა, დალჩიო, ენრიკე, ჟილ დიასი, ჟოტა.
თურქეთი: უგურჩანი, ნიგატი, მეტე, ჩაგლარი, ერდოღანი, ოკუტანი, ალტუგ ტასი, ჩაღლაიან, ჩამოღლუ, კოსე, აიტემური.