რიბერი: “კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი მაქვს”

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი გარემარბი, რომელსაც ბავარიულ გრანდთან არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება, კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს.

“გადაწყვეტილების მისაღებად ხუთი თვე მაქვს. არის კონტრაქტის გახანგრძლივების შანსიც. ამ დროისთვის კი იმითაც ბედნიერი ვარ, რომ ტრავმის შემდეგ ფორმაში ჩადგომა შევძელი,” – ვციტირებთ რიბერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის რიბერი “ბაიერნში” 2007 წელს, “მარსელში” ჩატარებული ორი წარმატებული სეზონის შემდეგ აღმოჩნდა და მას შემდეგ “რეკორდმაისტერის” ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა.

რიბერი: “გრიზმანს მსოფლიო დონის ფეხბურთელს ჯერ ვერ ვუწოდებთ”

ბავარიელთა ფრანგმა შემტევმა, ფრენკ რიბერიმ ადამიანთა ის კატეგორია გააკრიტიკა, რომელიც ერთი კარგი წლისთვის ფეხბურთელს ოქროს ბურთისთვის ბრძოლის უფლებას აძლევს და აღნიშნა, რომ ანტუან გრიზმანი მსოფლიოს დონის ფეხბურთელის სტატუსს არ იმსახურებს.

“გასული სეზონი გრიზმანმა დიდებულად ჩაატარა.

მაგრამ ასეთი პერფრომანსი რეგულარულად უნდა აჩვენო, თუ გინდა, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელის წოდება მოიპოვო. თუმცა, ხალხი საკმაოდ სწრაფად აწინაურებს ფეხბურთელებს და მალევე ჩუქნიან ოქროს ბურთს მხოლოდ ერთი კარგი წლისთვის. ასეთ სისტემას არ ვემხრობი.

ჩემთვის, ფეხბურთელმა 10, 12 ან თუნდაც 15 წლის მანძილზე უნდა ამტკიცოს თავისი საუკეთესოობა. გააკეთეთ ეს და შემდეგ კი ნამდვილად მოგილოცავთ.

შესაძლოა, ტრავმის გამო 9 თვე გავაცდინე, მაგრამ ბოლო 10 წლის მანძილზე თითქმის უმაღლეს დონეზე ვთამაშობდი. ამაშია განსხვავება.”

რიბერი: “იმედი მაქვს, რომ მომავალში კომანი ჩემს სათანადოდ ჩანაცვლებას შეძლებს”

მიუნხენის “ბაიერნის” ვინგერს, ფრენკ რიბერის იმედი აქვს, რომ კინსლი კომანი ‘მომდევნო რიბერი’ გახდება და სჯერა, რომ “ალიანც არენაზე” მას საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის ყველანაირი პირობა აქვს.

კომანმა, რომელმაც სამშაბათს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით, სურვილი გამოთქვა, რომ რიბერის ჩანაცვლება სურს, რასაც თავად ფრანგი ფეხბურთელიც გამოეხმაურა: “იმედი მაქვს, რომ ის ‘მომავალი რიბერი’ გახდება. მასთან ძალიან ბევრს ვლაპარაკობ.

“პსჟ-სა” და “იუვენტუსში” მას საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდნენ. მიუნხენში მოსვლისას კი მას თავის წარმოჩენის შანსი მიეცა, მან კი ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა. ის თავისუფალია და უბრალოდ სიამოვნებას იღებს ფეხბურთის თამაშით.

მას თამამად შეუძლია უკეთესიც გახდეს. 19 წლის ასაკში მას დრო ესაჭიროება, რათა თავის თავში გაერკვიოს და განვითარდეს. მან გუნდის უხუცესებისაგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.” – განაცხადა რიბერიმ.

ფრენკ რიბერის ძმამ “ბაიერნის” მეორე გუნდში საოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)

25 აგვისტოს, გერმანიის რეგიონალიგაში “ბაიროითმა” საკუთარ მოედანზე მიუნხენის “ბაიერნის” მეორე გუნდი მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი 68-ე წუთზე, ფრენკ რიბერის ძმამ, 19 წლის სტივენ რიბერიმ გაიტანა.

რიბერისთვის სეზონი დასრულებულია?!

“ბაიერნის” ნახევარდაცვის ლიდერი მოედანზე დაბრუნებისგან შორს არის.

ბუნდესლიგის ტურში მიღებული ტრავმის გამო, ფრანგი კვლავ ვერ ახერხებს დაბრუნებას. ამ სეზონში ფრენკმა მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა. რიბერიმ “პორტუსთან” გამართული მატჩებიც გამოტოვა.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ რიბერი ვერც განმეორებით შეხვედრაში ითამაშებს. პირველი მატჩი 3-0 დასრულდა.

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან გეგმების შეცვლა მომიწია. ვიშრომე, მაგრამ ტრავმამ თავისი ქნა,”-განაცხადა რიბერიმ.


“ბაიერნი”: “პორტუსთან” შვაინშტაიგერის და რიბერის გარეშე

“ბაიერნის” ორმა ნახევარმცველმა “პორტუსთან” მატჩისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოასწრო.

გერმანულ გუნდს ტრავმირებულების მხრივ საკმაოდ დიდი პრობლემა აქვს. მათი ლაზარეთი ფეხბურთელებითაა სავსე.

მოსალოდნელი იყო, რომ პორტუგალიურ გუნდს მზადყოფნაში შევხდებოდნენ ბასტიან შვაიშტაიგერი და ფრენკ რიბერი, მაგრამ ეს სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

“სამწუხაროა, რომ ბასტიანი და ფრენკი ჩვენთან ერთად პორტუგალიაში ვერ გამოფრინდებიან. ახლა, ხოსეპ გვარდიოლას არჩევნის გაკეთება ახალგაზრდა მოთამაშეებზე მოუწევს,”- განაცხადა “რეკორდმეისტერთა” სპორტულმა დირექტორმა, მათიას ზამერმა.

ახლა საავადმყოფოში აირან: არიენ რობენი(მუცლის კუნთის ტრავმა), დავიდ ალაბა(შიდა იოგთა კუნთების გაწყვეტა), ტომ შტარკე(გაწყვეტილი იოგა), მეჰდი ბენათია(ბარძაყის კუნთის ტრავმა), ბასტიან შვაინშტაიგერი და ფრენკ რიბერი(ტერფის პრობლემები).

შეგახსენებთ, რომ “პორტუსთან” დაპირისპირება “ბაიერნს” ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე მოუწევს.

გვარდიოლა: “რიბერის და რობენის გარეშე პრობლემები შეგვექმნება”

მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი, პეპ გვარდიოლა იმედოვნებს, რომ გუნდს ლიდერები მალე დაუბრუნდებიან.

ფრენკ რიბერი ვერ ითამაშებს ბუნდესლიგის 24-ე ტურში, ხოლო რობენი 26-მდე. ჰოლანდიელ-ფრანგი შემტევი დუეტის გარეშე, “ბაიერნს” თავდასხმაში პრობლემები აქვს. მათ ბოლო სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს.

“რიბერი-რობენის გარეშე პრობლემები გვაქვს. ჩვენ ბიჭებს ისე ოსტატურად აღარ შეუძლიათ თავიანთ თავზე ინდივიდუალურად თამაშის აღება, როგორც ისინი აკეთებდნენ, მაგრამ ასეთ პირობებში თამაშს უნდა შევეჩვიოთ,-განაცხადა გვარდიოლამ.

რობენმა ამ სეზონში გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა, ხოლო რიბერიმ 5 გოლი და შვიდი პასი.

რიბერი: “დე ბრუინი ბაიერნის შესაფერისი არ არის”

“ბაიერნის” გარემარბის, ფრენკ რიბერის თქმით, “ვოლფსბურგისა” და ბელგიის ნაკრების შემტევი “რეკორდმესტერთა” თამაშის სტილში არ ჯდება.

კევინ დე ბრუინი “ვოლფსბურგში” დიდებულ სეზონს ატარებს. 26 ტურში, მან 9 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.

პრესამ გერმანელი “ბაიერნს” დაუკავშირა, ხოლო არიენ რობენის აზრით, ბელგიელი არ მოერგება პეპ გვარდიოლას მიერ შერჩეულ ტაქტიკას.

“ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ არაა ისეთი, როგორიც არიენ რობენია. დე ბრუინს კარგად თამაში კონტრ-შეტევებისას გამოსდის, ჩვეულებრივი თამაშისას ერთი მოძრაობით ცდილობს ფონს გასვლას. ახალგაზრდაა, ასე რომ, დახვეწვა აუცილებლად შეუძლია,”-განაცხადა ფრენკ რიბერიმ.

“ბაიერნი”: რიბერის დაბრუნების დრო უცნობია

არ არის ცნობილი, თუ როდის შეძლებს ფრანგი შემტევი “ბაიერნზე” დახმარებას.

“შახტართან” მატჩისას(7:0) ფრენკს 60-ე წუთზე მატჩის იძულებით დატოვება მოუწია. “ვერდერთან” მატჩში საერთოდ არ ყოფილა. უცნობია, მისი დაბრუნების დრო.

“ცუდია, რადგან კარგ ფორმაში ვიყავი. ყოველდღე ვმუშაობ აღდგენისთვის. ვემზადები ველოსიპედზე და ტრენაჟორების სარბენ ბილიკზე”.

“იმედი მაქვს, მომავალ კვირას გუნდთან ერთად ვარჯიშს შევძლებ. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა დორტმუნდის “ბორუსიასთან””,-განაცხადა რიბერიმ მის ტრავმაზე.

შეგახსენებთ, რომ ოთხ აპრილს, ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, “ბაიერნი” “ბორუსიას” დაუპირისპირდება.

“ბაიერნი”: “ვერდერთან” რობენი-რიბერის გარეშე

უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, შაბათს, ბუნდესლიგის 25-ე ტურის მატჩში, “ბაიერნს” “ვერდერის” წინააღმდეგ რობენი-რიბერის წყვილი დააკლდება.

ჩემპიონთა ლიგის მატჩში “შახთართან”, სადაც გერმანელებმა გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვეს(7:0), ფრენკ რიბერის და არიენ რობენს მოედნის ადრე დატოვება მოუწიათ.

ჰოლანდიელს ბარძაყის დაზიანება აქვს, რაც შეეხება ფრანგს, მას ტერფის ტრავმა აწუხებს.

უკვე ცნობილია, რომ ვერცერთი მოთამაშე დაეხმარება “რეკორდმეისტერებს” ბუნდესლიგის მომდევნო რაუნდში, “ვერდერის” წინააღმდეგ.

5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც 7 ნომრიანი მაისურით თამაშობენ

ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ 5 საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას, რომლებიც 7 ნორმიანი მაისურით ასპარეზობენ.

5. ჟერემი მენეზი

10965794_1528781060717122_563094096_n

4. ფრენკ რიბერი

10961718_1528781020717126_2021882675_n

3. ანტუან გრიზმანი

10968045_1528781070717121_1494401942_n

2. ანხელ დი მარია

10965607_1528780994050462_1258753300_n

1. კრიშტიანო რონალდო

10947821_1528780987383796_1942526790_n

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.