ოფიციალურად: კახა ცხადაძემ ალმათის “ქაირათის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

კახა ცხადაძე ალმათის “ქაირათის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე აღარ იმუშავებს. ამის შესახებ ყაზახური მედია დღეს აქტიურად წერს.

საგულისხმოა, რომ გუშინ ევროპის ლიგის მეორე საკავლიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ალმათის “ქაირათი” სტუმრად ალბანურ “სკენდერბეუსთან” ანგარიშით, 0:2 დამარცხდა (ორი შეხვედრის ჯამში 1-3) და შესარჩევს გამოეთიშა. მატჩის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა თავად სთხოვა ხელმძღვანელობას დაკავებული პოზიციიდან გაშვება, რაზეც კლუბის მესვეურების მხირდან პრობლემა არ ყოფილა.

“ქაირათის” ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომამავალში დასახელდება. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს ცხადაძე მუშაობას. შეგახსენებთ, რომ იგი ყაზახურ გუნდში 2016 წლის აპრილიდან მუშაობდა.

ცხადაძის “ქაირათი” ალბანურ გუნდთან დამარცხდა და ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს გაიმართა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები.

ქართველი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ალმათის “ქაირათი” სტუმრად ალბანურ “სკენდერბეუს” ეთამაშა. კორჩეში გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე ალბანელმა ლილაიმ გამოიჩინა თავი და მასპინძელი კლუბი დააწინაურა. 83-ეზე კი პლაკუმ ორამდე გაზარდა სხვაობა. საბოლოოდ, “სკენდერბეუმ” ანგარიშით, 2-0 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში ერთი კვირის წინ გამართული დაპირისპირება 1-1 დასრულდა. შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამში 3-1 და შემდეგ ეტაპზე “სკენდერბეუ” გავიდა.

ცხადაძე: “ყველაფერი მომავალ შეხვედრაში გადაწყდება”

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ალმათის “ქაირათმა”, რომელსაც ქართველი სპეციალისტი, კახა ცხადაძე წვრთნის, კორჩას (ალბანეთი) “სკენდერბეუ” მიიღო და ფრე (1:1) გააგორა.

მატჩის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“პირველ ტაიმში პოზიციურად კარგად ვერ ვუტევდით. მეორე ნახევარში კი ბევრი შანსი შეგვექმნა, თუმცა ვერცერთის გამოყენება შევძელით. ამ მომენტებს რეალიზება უნდა! ჩვენ აქეთ მივიღეთ გოლი. გაშვებული ბურთის მომენტში ჩემმა ფეხბურთელებმა ერთმანეთში კომუნიკაცია დაკარგეს, შეთანხმებულად ვერ იმოქმედეს და შედეგიც მივიღეთ.”

“იმედი მაქვს, განმეორებითი შეხვედრისთვის ტრავმირებული მოთამაშეები, ჟუკოვი და ილიჩევიჩი გამოჯანმრთელდებიან. სწორედ ალბანეთში გაირკვევა ყველაფერი. კარგად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი რეალური ძალა ვაჩვენოთ,” – განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 20 ივლისს, ალბანეთში გაიმართება.

ცხადაძემ გულშემატკივრებს მოუბოდიშა

„ქაირათის“ მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ „ორდაბასისთან“ ყაზახეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში, „ორდაბასის“ გამარჯვერბას ვულოცავ. მეტოქე ბევრს იბრძოდა და თავდადებით ითამაშა. მათ ჩვენი ერთადერთი შეცდომა გოლად აქციეს, საკუთარი მომენტების გამოყენება კი ვერ შევძელით, რაც სამწუხაროა.

როგორ მთავარ მწვრთნელს, პირველ რიგში, „ქაირათის“ გულშემატკივრებისთვის წაგებისთვის ბოდიშის მოხდა მსურს. პასუხს ყოველთვის თავკაცი აგებს, დასკვნები გამომაქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „ქაირათის“ გულშემატკივარდა წინ ბოდიშის მოხდა მსურს“, – ციტირებს ქართველ სპეციალისტს კლუბის ოფიციალური ვებსაიტი.

6 ტურის შემდეგ „ქაირატი“ 5 ქულთ ყაზახეთს ჩემპიონატის მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ცხადაძის გუნდი მე-5 პოზიციაზე მდებარე „აქტობეს“ უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელთა საკითხს სფფ ხვალ განიხილავს

როგორც სფფ-ს პრესსამსახური იუწყება, ხვალ, 26 იანვარს, ფეხბურთის ფედერაციის ოფისში, აღმასრულებელი კომიტეტის სხდობა შედგება.

აღნიშნულ შეკრებაზე, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელთა საკითხს განიხილავენ. გარდა ამისა, სხვა საკითხების განხილვა და მოგვარებაც იგეგმება. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

კახა ცხადაძე: “მე არსად არ მივდივარ”

დღეს, 21 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა და ბოლოდროინდელ ამბებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 20 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და კახა ცხადაძე ერთმანეთს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ანაზღაურების ახალი მოდელი შესთავაზეს.

“მე ვთქვი, რომ კარგი იქნება, თუ ფეხბურთელებისათვის კარგი მოტივაცია დაწესდებოდა. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეხვედრა მქონდა, რომელმაც მითხრა, რომ ის ჩემი ხელფასის გადახდას არ აპირებდა. აქ უფრო მინისტრის პირადი დამოკიდებულება იკვეთება, რომელსაც სურს, რომ მე ნაკრებში აღავ ვიმუშაო.

იმედი მაქვს, ლევანი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე თანამშრომლობისთვის მზად ვარ. მინდა, ჩვენ და ფეხბურთის ფედერაციამ საქმე ერთად გავაკეთოთ. მე არსად არ მივდივარ”, – განაცხადა ცხადაძემ.

„ოქროს ბურთი 2015“ — ვის ერგო ქართველთა ხმები

როგორც მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ ვის ერგო ქართველთა ხმები.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი).

საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. ლუის სუარესი („ბარსელონა“, ურუგვაი).

 

კახა ცხადაძის პრესკონფერენცია (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ცხადაძემ ესტონეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან დაპირისპირების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ განვილ ორ მატჩში ნაჩვენები შედეგი არადამაკმაყოფილებელია.

„არ აქვს მნიშვნელობა მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური, როცა ეროვნული ნაკრების სახელით თამაშობ, შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველა ფეხბურთელმა კარგად უნდა გააცნობიეროს. ესტონეთთან და ალბანეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, რომელთაც მომავალში დავეყრდნობით. მინდოდა ამ ორ მატჩში მაქსიმალურად ყველა ფეხბურთელის პოტენციალი დამენახა. ესტონეთთან ამ ანგარიშით წაგების გამო ბოდიში მოვიხადე და ვთვლი,რომ ჩვენი ნაკრები ასე არავისთან არ უნდა აგებდეს. რაც შეეხება ალბანეთთან დაპირისპირებას, ვფიქრობ მათთან ფრე ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ ვინაიდან მატჩს ვიგებდით, უპირატესობა ბოლომდე უნდა შეგვენარჩუნებინა“.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველ ლიგაში გარიგებული მატჩების შესახებაც ისაუბრა.

„კარგია, რომ ხობის „კოლხეთისა“ და ცხინვალის „ლიახვის“ მატჩი გარიგების მაღალი რისკის გამო გადაიდო. შეთანხმებული და ჩაწყობილი მატჩები უნდა აღმოიფხვრას და მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. ძალიან სერიოზულად უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელიც ცდილობს ფეხბურთელები და განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩაითრიონ ასეთ თამაშში. იმედია საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და დამნაშავეები დაისჯებიან“.

 სფფ-ის პრესსამსახური

კახა ცხადაძე: “დასანანი გოლები გავუშვით”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წელი ტირანაში ჩატარებული შეხვედრით დაასრულა. კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით გამართულ მეათე მატჩში ჩვენი გუნდი რეიტინგის 36-ე ნაკრებთან მატჩის ბოლო წუთამდე იგებდა, თუმცა შეხვედრის უმოკლეს პერიოდში ორი ბურთი გაუშვა და საბოლოოდ 2:2 დაფიქსირდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა კახა ცხადაძემ.

კახა ცხადაძე: „ესტონეთთან წაგებული მატჩის შემდეგ სერიოზული დასკვნები გავაკეთეთ. ვფიქრობ ალბანეთთან მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ფეხბურთელებმა კარგად გაიაზრეს რა პრობლემები და შეცდომებიც გვქონდა წინა მატჩში.

ალბანეთთან ორი გოლი გავიტანეთ, გარდა ამისა ორი რეალური მომენტი გვქონდა. ერთ მომენტში ჭანტურიამ ბურთი ძელს მოარტყა. ცუდია, რომ ბოლოს ორი გოლი გავუშვით, მაგრამ ამაში თავისი წვლილი მსაჯებმაც შეიტანეს. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს ასე ჩანდა.

დასანანი გოლები გავუშვით და ამ მომენტებში დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ მატჩებში დაშვებულ შეცდომებსა და პოზიტიურ მომენტებს მაქსიმალურად სწორ ანალიზსს გავუკეთებთ და ვეცდებით შესარჩევ ციკლს მომზადებულები შევხვდეთ. ფაქტია, ისეთ გუნდთან, რომელიც პორტუგალიის, დანიისა და სერბეთის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა თამაში ფაქტიურად მოგებული გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ფეხბურთელი, რომელიც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ითვლება, ამ ორ ამხანაგურ მატჩში გვაკლდა.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სელექციაზე, რადგან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ეროვნული ნაკრების დონეს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვუთხარი, მათ ძალაინ ბევრი შრომა მოუწევთ. ისინი ამიტომ წამოვიყვანე შეკრებაზე, რომ თავად დაენახათ განსხვავება 21 წლამდე ნაკრებსა და ეროვნულ გუნდს შორის. განსხვავებული ტემპი, აზროვნება და სისწრაფეებია 21 წლამდე ნაკრებსა და ეროვნულ ნაკრებს შორის. არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ და მათ აუცილებლად დავაკვირდებით”.

ჯაბა კანკავა: “გერმანიასთან ფრე კანონზომიერი შედეგი იქნებოდა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრა ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ამ მატჩში ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

“ღირსეულად ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ. ფრედ თამაში და მოგებაც შეგვეძლო. მანუელ ნოიერმა ძალიან კარგი ბურთები აგვიღო. ჩვენც გაგვიმართლა თავიდან. მე ვფიქრობ, ფრე კანონზომიერი შედეგი იქნებოდა”, – აღნიშნა კანკავამ.

 

კრუზე: “მნიშვნელოვანია, რომ ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო შეხვედრა შინ საქართველოს ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა გამარჯვების გოლის გამტანმა მაქს კრუზემ.

“ანგარიშის გათანაბრების შემდეგ თამაში საყურებლად კარგი არ იყო, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ევროპის ჩემპიონატზე ძველი ძალებით დავბრუნდებით”, – აღნიშნა კრუზემ.

 

იოახიმ ლიოვი: “უკმაყოფილო ვარ”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო შეხვედრა შინ საქართველოს ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ “ბუნდესთიმის” მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი საკუთარი გუნდის მიმართ პრეტენზიებს არ მალავდა.

“იგივე თამაში ვიხილეთ, რაც დუბლინში. ადრეული გოლი ვერ გავიტანეთ, რამაც იმედები გამიცრუა.

ჩვენ ის მოკრივე ვართ, რომელიც მეტოქეს ბევრ დარტყმას აყენებს, მაგრამ ადრეულ ნოკაუტში ვერ აგდებს.

ასე რომ, როგორც ირლანდიის ნაკრებთან, ისევე დღევანდელ შეხვედრაში უკმაყოფილო დავრჩი. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ვითხოვთ.

ნოემბერში იმ ფეხბურთელებს გამოვიძახებ, რომლებიც ახლა გუნდთან ერთად არ იყვნენ.

ფლანგიდან შეტევის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ცენტრიდან ვუტევდით. ფლანგის მცველებს ვერ გამოვიყენებდი, რადგან საკლუბო დონეზე ისინი ასე არ თამაშობენ, ვარჯიშებზე კი ფლანგზე თამაში არ ისწავლება”, – განაცხადა ლიოვმა.