“პარის სენ-ჟერმენის” ურუგვაელმა ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ პარიზელთა რიგებში რიგით მეასე გოლი გაიტანა ოთხშაბათს გამართულ მატჩში, რომელიც მან “ჩაპეკოენსეს” ფეხბურთელების ხსოვნას მიუძღვნა.
ბუნებრივია, ფანები ამ ფაქტმა ძალიან ააღელვა, მაგრამ იმან, რომ ამ საქციელის გამო მსაჯებმა ის ყვითელი ბარათით “დააჯილდოვეს”, გულშემატკივართ გაღიზიანება გამოიწვია.
Cavani got a yellow card for this. Sometimes I just hate referees. pic.twitter.com/xU91tWurfa
— Brandon. (@Lamelesque) December 1, 2016
“კავანიმ ამისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ზოგჯერ მართლა მძულს მსაჯები.”
An amazing tribute from Cavani to Chape. Soccer isn't only a game. Unfortunately he received an insensible yellow card after that. #cavani
— Wendel Santos (@Wendel_PSY) November 30, 2016
“დიდებული ჟესტი კავანის მხრიდან. ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. საუბედუროდ, ამის შემდეგ მას უსამართლოდ უჩვენეს ყვითელი ბარათი.”
Surely that Cavani yellow card for dedicating his goal to Chapecoense has to be rescinded, absolutely disgusting, common sense ref.
— Kevin Keen (@Kevin_Keen) November 30, 2016
“კავანის ყვითელი ბარათი, რომელიც გოლის “ჩაპეკოენსესთვის” მიძღვნისთვის მიიღო, უნდა გაუქმდეს. გულისამრევია.”
Cavani getting a yellow tonight is a disgrace, getting behind the cause like the whole world of football, should be given a gold card
— Lawrence Schott (@lowzOTT) November 30, 2016
“უსამართლობაა კავანი ამის გამო ყვითელ ბარათს რომ იღებს, ნაცვლად ამისა, ოქროს ბარათი უნდა ეჩვენებინა.”