რატომ უყვარს ადებაიორს მოურინიო და სძულს არსენ ვენგერი?

ბრიტანული პრესა ემანუელ ადებაიორის საკმაოდ გულწრფელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი ხმაურიან განცხადებებს აკეთებს. ტოგოელ ფეხბურთელს “მანჩესტერ სიტის”, “ტოტენჰემისა” და “რეალის” რიგებშიც აქვს ნათამაშები.

“მოურინიო ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი მწვრთნელია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. ის მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს. მისნაირი ადამიანი ფეხბურთში ძალიან ცოტაა, მწვრთნელების უმეტესობა ყალბია.

მაგალითად, როდესაც არსენ ვენგერმა თავის ოფისში დამიბარა, მითხრა, რომ კლუბიდან უნდა წავსულიყავი, რადგან იქ ჩემი ადგილი არ იყო. ვუთხარი, რომ დარჩენა და ბრძოლა მინდოდა, მაგრამ მან ამაზეც უარყოფითი პასუხი გამცა და მითხრა, რომ სათადარიგოთა სკამზე მომიწევდა ჯდომა.

იძულებული ვიყავი, “მანჩესტერ სიტიში” გადავსულიყავი და მიხაროდა კიდეც ეს. თუმცა, შემდეგ, პრესკონფერენციაზე ვენგერმა განაცხადა, რომ იქ ფულის გამო წავედი. სწორედ მაშინ ვიგრძენი პირველად სიძულვილი “არსენალის” მიმართ,” – აცხადებს ადებაიორი.

ადებაიორი “კრისტალ პალასს” შეუერთდა

ტოგოელი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი, რომელიც გასული წლის შემოდგომიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, “კრისტალ პალასს” შეუერთდა.

მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ექნება. 31 წლის ფეხბურთელი ლონდონური კლუბის რიგებში 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ემანუეოლ ადებაიორს კარიერის განმავლობაში “მეცში”, “მონაკოში”, “არსენალში”, “მანჩესტერ სიტიში”, მადრიდის “რეალსა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურში” უთამაშია.

 

ოფიციალურად: ადებაიორი „კრისტალ პალასში“ ითამაშებს

ტოგოს ნაკრების თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი კარიერას „კრისტალ პალასში“ გააგრძელებს. მხარეებმა კონტრაქტი მიმდიანრე სეზონის ბოლომდე გააფორმეს.

2015 წლის სექტემბერს „ტოტენჰემმა“ ადებაიორთან კონტრაქტი გაწყვიტა, რის შემდეგაც ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი იყო.

ადებაიორს ზაფხულის სატერანსფერო ფანჯრის დროს ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გადასვლაც შეეძლო, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ვერ შედგა. ბოლოს ადებაიორმა 2015 წლის სამ მაისს ითამაშა.

სათქმელია, რომ „კრისტალ პალასს“ ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, ისიც „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში, სადაც ლონდონური კლუბის მცველმა იანვერტოგენმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ადებაიორი: „ჩემმა ძმამ თანაგუნდელებს 21 ტელეფონი მოპარა“

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ემანუელ ადებაიორმა თავისი ოჯახის წევრები გააკრიტიკა და რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი გაიხსენა.

„როდესაც „მონაკოში“ ვთამაშობდი, ვფიქრობდი, რომ ოჯახში სხვა ფეხბურთელების ყოფნა კარგია. ამიტომაც, ჩვემი ძმა როტიმი საფრანგეთის ერთ-ერთ აკადემიაში მივიყვანე. რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ მან 27 ფეხბურთელს 21 ტელეფონი მოპარა.

ამის შემდეგ ტოგოში დავბრუნდი, რათა ის მენახა და დახმარება გამეწია. როდესაც ჩავედი, დედაჩემმა მითხრა, რომ მისი ნახვა არ შემეძლო. შემდგომ მან ფულიც მთხოვა და მითხრა, რომ ძმას თვითონ მხიედავდა. არც კი მახსოვს, მაშინ თანხის რა რაოდენობა დავუტოვე.

ერთხელ კონფლიქტის მოგვარებას ცვდილობდით, ოჯახის წევრებმა კი მათთვის სახლის აშენება და მთლიანი ხელფასის მიცემა მთხოვეს“, – დაწერა ადებაიორმა სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: ადებაიორმა თავისი დედა შავი მაგიის გამო სახლიდან გააგდო

“ჩელსი”: დროგბას “არსენალისა” და “მან.სიტის” ექს-ფორვარდი შეცვლის?

“ტოტენჰემის” თავდამსხმელი, შეიძლება, სრულიად მოულოდნელად ჟოზე მოურინიოს გუნდში აღმოჩნდეს.

ბოლო დროს, “პენსიონერები” ეძებენ “ბაბუა” დიდიერ დროგბას შემცვლელს, რომელიც 37 წლისაა და მაღალ დონეზე თამაში არ შეუძლია.

The Metro-ის თქმით, ჟოზე მოურინიო უკვე გამოსავლის პოვნაზე ფიქრობს. მომავალ წელს “ჩელსიში” ემანუელ ადებაიორს ელიან. 31 წლის ტონგოელი მოურისიო პოჩეტინოს გუნდში ხშირად ვერ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში, ამიტომ იგი ფიქრობს გუნდის შეცვლაზე.

გარდა ამისა, მოურინიო ადებაიორის შესაძლებლობებში კარგად ერკვევა, რადგან მასთან ერთად მადრიდის “რეალში” მუშაობდა.

სავარაუდოდ, “ჩელსი” და ადებაიორი კვირაში 100 ათასიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდებიან.

ქპრ ადებაიორს ინათხოვრებს

“ქუინს პარკ რეინჯერსი” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “ტოტენჰემიდან” ემანუელ ადებაიორის გადაბირებას იმედოვნებს. საუბარი შემტევის იჯარაზეა.

შეგახსენებთ, 30 იანვარს ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ მთავარი დაბრკოლება აფრიკელი ფორვარდის მაღალი ანაზღაურებაა, თუმცა ლონდონელთა “სტოკ სიტისთან” მარცხის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობის გაძლიერების აუცილებლობა დაინახა და სატრანსფერო ბაზარზეც გააქტიურდა.

შეგახსენებთ, რომ ადებაიორისადმი ინტერესს “ვესტ ბრომჩიჩი, პსჟ და “როაც” იჩენდნენ.

ადებაიორი პსჟ-ში?

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი, შესაძლოა, საფრანგეთში აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დამატების სურვილი „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას აქვს. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.

გარდა ამისა, ბრიტანელი ჟურნალისტების ცნობით, პარიზელებმა ლონდონურ კლუბს წინადადებით უკვე მიმართეს კიდეც. ამ ეტაპზე საუბარი მხოლოდ იჯარაზეა.

ცნობისთვის, ტოგოელი ფორვარდის შეძენა „ქუინს პარკ რეინჯერსსაც“ სურს.

ადებაიორი ნიუკასლთან ვერ ითამაშებს

“ტოტენჰემის” ფორვარდი, ემანუელ ადებაიორი, ტოგოდან ინგლისში დაბრუნდა, თუმცა ლონდონურ კლუბს უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხამრება.

“ემანუელი უახლოეს შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება. ვარჯიში მან ერთკვირიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ ორშაბათს განაახლა” – განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ ინგლისის ლიგის თასზე “ნიუკასლის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ემანუელ ადებაიორი პირადი მიზეზების გამო სამშობლოში გაემგზავრა.

მიმდინარე სეზონში ადებაიორმა პრემიერ ლიგაში 10 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

ადებაიორმა თავისი დედა შავი მაგიის გამო სახლიდან გააგდო

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი ნათესავებს შავი მაგიის გამოყენებაში ადანაშაულებს, რის გამოც მათ სახლში არ უშვებს.

„დედა განისა და ტოგოს საზღვარზე პოლიეთინელის პაკკებს ყიდის. მას ემანუელი ერთ წელიწადზე მეტია, რაც არ უნახავს. იგი მის ზარებს არ პასუხობს. დედა მას ფულს სთხოვს და უბრალოდ მისი ნახვა სურს“, – განაცხადა ფეხბურთელის დამ მეგიმ რადიო „Accra“-სთან საუბრისას.

„როგორ შემიძლია ვესაუბრო დედასა და დებს, თუ ისინი ჩემს წინააღმდეგ ჯუჯუს გამოყენებას აპირებენ?“, – განაცხადა თავად ემანუელმა.

ცნობისთვის, ჯუჯუ აფრიკული კასტების შავი მაგიაა, რომელიც ადამიანს გარკვეული საქციელების ჩადენას აიძულებს. ფეხბურთელის აზრით, ამ მაგიით ახლობლები მისი კარიერის გაფუჭებას ცდილობდნენ.

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

როგორ ცეკვავს ადებაიორი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცეკვავს ემანუელ ადებაიორი.