ოსკარი „იუვენტუსში“ გადავა?

მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ოსკარმა „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა, იგი გუნდის ძირითად შემადგენლობასი ხშირად ვერ ხვდება.

მოვლენების ასეთი განვითარება მოთამაშეს, თავისთავად, არ აწყობს, რის გამოც, მან, შესაძლოა, კლუბი უკვე ზაფხულში დატოვოს.

გაბრცელებული ინფორმაციით, ოსკარის შეძენა ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას სურს, რომელიც, კომპენსაციის სახით, ლონდონურ კლუბს 30 მილიონ ევროს გადაუხდის. თავის მხვრივ, „არისტოკრატებს“ ეს ფასი უნდა აწყობდეთ.

ოსკარმა “ქუინს პარკ რეინჯერსს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

1 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჩელსისა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართულ მატჩში ოსკარმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

ოსკარმა “კრისტალ პალასს” შესანიშნავი საჯარიმო გაუტანა

18 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “კრისტალ პალასსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (1:2) ოსკარმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

ოსკარის შესანიშნავი პასი

ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ოსკარმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

მოურინიო: „სეზონის მეორე ნაწილში ოსკარი ცუდ ფორმაშია“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ნახევარმცველ ოსკარის თამაში მიმდინარე სეზონის მეორე ნაწილში არც ისე კარგი იყო.

„ოსკარი აგვისტოდან დეკემბრამდე საუკეთესო ფეხბურთელი იყო. იგი უბრალოდ ფანტასტიკურად თამაშობდა. ამის შემდეგ მის თამაშში არასტაბილურობა იგრძნობა. სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილისას იგი ცუდ ფორმაში იყო. ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში იგი კვლავ ფორმაში შევა და მსოფლიოს ჩემპიონატს წინ სათანადოდ შეხვდება“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჩელსი მზად არის აზარი ან ოსკარი გაყიდოს

ლონდონური კლუბი მზად არის ერთ-ერთ ნახევარმცველს შეელიოს. ბრიტუნალი პრესის ცნობით, მოურინიომ ოსკარსაც და აზარსაც თამაშის გამოსწორება სთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანი კლუბს დატოვებს.

ამ დროისათვის უფრო რეალური აზარის ტრანსფერი ჩანს, რომელიც მოურინიომ  “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ საჯაროდ გააკრიტიკა. ბელგიელით პსჟ არის დაინტერესებული.

ოსკარმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 32 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. აზარს კი, 33 შეხვედრაში 14 გოლი აქვს.

ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს

გუშინ, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიელთა მცველ დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინციდენტი იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.

„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.

11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“, განაცხადა მატჩის შემდეგ დანი ალვესმა.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს, სოციალურ ქსელებში დანი ალვესისადმი მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებენ და ბანანით ფოტოებს იღებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა, „ბარსელონას“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი გახლავთ.

„ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ. უთხარი რაისზმს „არა“. ძალიან სამწუხაროა, რომ 2014 წელსაც კი ვხვდებით ასეთ გამოხტომებს. ამ ფოტოთი მხარს ვუჭერ დანი ალვესს. თუ თქვენც მეთანხმებით, გადაიღეთ ფოტო ბანანის ჭამის პროცესში. გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ ის, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნეიმარმა.

კამპანიას შეუერთდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარტა.

„ჩემს ბრაზილიელ კოლეგა მარტასთან ერთად ვამბობ: „არა რასიზმს“. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აგუერომ კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები დავიდ ლუისი, ვილიანი და ოსკარი ანტირასისტულ აქციას შეუერთდნენ და ბანანით ხელში ვიდეო გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დანი ალვესს მხარს უჭერს სანკტ-პეტერბურგის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკიც. „ჩემი ძმისთვის“, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.

ანტირასისტულ აქციას უერთდებიან „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელები მუსა დემბელე და ნასერ შადლი.

„არა რასიზმს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აქციას რობერტო კარლოსიც შეუერთდა.

კამპანიას „ლივერპულის“ ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესიც შეუერთდნენ.

ბექა დოგრაშვილი

ოსკარი პარიზში წასვლას არ აპირებს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ოსკამრა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

ბოლო დროს ფრანგულ პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია 22 წლის ბრაზილიელის “პარი სენ ჟერმენში” ტრანსფერის შესახებ, თუმცა თავად ფეხბურთელი მოვლენების ასეთ განვითარებას უარყოფს.

“მიხარია, რომ “პსჟ” ინტერესდება ჩემით, თუმცა მე “ჩელსიში” თავს ბედნიერად ვგრძნობ. ლუკას მოურასთან და ტიაგო სილვასთან აღნიშნუ საკითხზე არ მისაუბრია. მათ ჩემი პოზიცია კარგად იციან” – განაცხადა ოსკარმა.

ლუკას მოურა: “ოსკარს ჩემს გუნდში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი”

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი, ლუკას მოურა აცხადებს, რომ ის თავის გუნდში თანამემამულე ოსკარს დიდი სიამოვნებით იხილავდა.

“ოსკარი ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც უდიდესი ნიჭის მფლობელია. ვფიქრობ, “პარი სენ-ჟერმენს” ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ოსკარია, ნამდვილად ჭირდება. მეც, რა თქმა უნდა, მას ჩვენთან დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. ერთ დღესაც, თუ ჩემი სურვილი ახდება, ნამდვილად გამიხარდება”, – ამბობს მოურა.

ოსკარი: „ბრაზილიის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების გაჩემპიონებას არ დავუშვებთ“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოსკარი „სელესაოს“ ქომაგებს ჰპირდება, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინელებს ტიტულის მოგების შესაძლებლობას არ მისცემს.

„გუნდს, რომელსაც მუნდიალის მოგება სურს, ბრაზილიის ნაკრების დამარცხება მოუწევს. ვისაც ამის სურვილი აქვს, სიქა უნდა გაიძროს, მთელი ძალისხმევა დახარჯოს იმისთვის, რომ ჩვენი, მასპინძლების ბარიერის დაძლევა შეძლოს. თუ რომელიმე გუნდი ამ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების დამარცხებას მოახერხებს, ეს ნამდვილად ისტორიული მატჩი იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება.

რაც შეეხება არგენტინას, ჩვენ ამ ნაკრებს გამარჯვების შესაძლებლობას არ მივცემთ! არგენტინელებს მშვენიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ბრაზილიის მუნდიალზე მათ გაჩემპიონებას არ დავუშვებთ“, – ციტირებს ოსკარის სიტყვებს Goal.com-ი.

ბექა დოგრაშვილი

ოსკარის ლამაზი საჯარიმო “სტოკ სიტის” კარში

26 იანვარს, ინგლისის თასზე, ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “სტოკ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ოსკარმა, საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

ოსკარი “ოსკარს” იმსახურებს – ბრაზილიელის სიმულიანტობა “საუთჰემპტონთან” მატჩში

1 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “საუთჰემპტონმა” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ლონდონელთა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ოსკარმა ისიმულიანტა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.