ოფიციალურად: ჯაბა კანკავა ყაზახურ კლუბში ითამაშებს

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახურ “ტობოლში” ჩაირიცხა. ეს ყოველივე “ტობოლის” სპორტულმა დირექტორმა vesti.kz–თან დაადასტურა.

“გასული სეზონის შემდეგ შევძელით და გუნდის შემადგენლობის 80% შევინარჩუნეთ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, “ტობოლი” ასევე 5 პოზიციაზე გაძლიერდა. კლუბში საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები ჩაირიცხნენ, მათ შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა”,– აცხადებს პანინი. ჯაბა ყაზახურ კლუბში მოსალაპარაკებლად ნოემბრის თვეში ჩავიდა და როგორც ჩანს, “ტობოლში” დარჩენა გადაწყვიტა.

საქართველო ნაკრების კაპიტანი დაახლოებით ერთი წელი უგუნდოდ იყო, მანამდე კი სხვადასხვა დროს “რეიმსის”, “დნეპრის” და კიევის “არსენალის” მაისურით გამოდიოდა.

ჯაბა კანკავა ყაზახეთში მიდის?

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ამჟამად უგუნდოდაა, მაგრამ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვაისის გადაწყვეტილებით ჯაბას ნაკრებში სტაბილურად იწვევენ და ერთ-ერთი სტაბილური მოთამაშეა.

მას შემდეგ, რაც ქართველმა საფრანგეთი 2017 წლის ზამთარში დატოვა, ახალ გუნდში გადასვლას ელოდება. თუმცა ამჟამად ყაზახური გამოცემა Vesti.kz ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯაბა შესაძლოა “ტობოლის” შემადგენლობაში ვიხილოთ. მათივე განცხადებით კანკავა ყაზახეთში 19 ნოემბერს ჩაფრინდა და მოლაპარაკებას გუნდის ხელმძღვანლობასთან უკვე აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ “ტობოლის” რიგებში ასევე გამოდის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი და არ არის გამორიცხული, სულ მალე ქართველები მოედნის ცენტრში ერთად ვიხილიოთ.

ოფიციალურად: ჯაბა კანკავამ “რეიმსი” დატოვა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ “რეიმსი” დატოვა. ამის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალური გვერდი წერს.

“რეიმსის” პრეზიდენტის, ჟან-პიერ კაილოტის განცხადებით კანკავასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. ნახსენები დოკუმენტი ჯაბას “რეიმსთან” 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. იმასაც გეტყვით, რომ კაპიტანი არ მიიღებს 2017/2018 წლების სეზონის საკომპენსაციო თანხას.

კანკავა “რეიმსში” 2015 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს ქართველი მოთამაშე კარიერას.

THE BEST — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. გარეტ ბეილი („რეალი“, უელსი).

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი); 3. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).

კანკავა “რეიმსს” ისევ გამოაკლდა

არც ისე დიდი ხანია, რაც ჯაბა კანკავა მოედანს დაუბრუნდა.

ფრანგული “რეიმსის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ ქართველი ლეგიონერი გარკვეული დროის განმავლობაში თამაშს ისევ ვერ შეძლებს. ამის მიზეზი ის ტკივილებია, რომელიც ჩვენი ნაკრების კაპიტანს მუცლის არეში აწუხებს.

ნახსენები წყაროს მიხედვით, ჯაბა უახლოეს მომავალში ანალიზებს გაიკეთებს, რის შემდეგაც ტკივილის მიზეზი უფრო ნათელი გახდება, ასევე, მკურნალობის ვადაც დადგინდება.

კანკავამ „რეიმსიდან“ წასვლა არ გამორიცხა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში გავარდნის შემთხვევაში, შესაძლოა, „რეიმსი“ დატოვოს. ამის შესახებ მან ყაზახეთთან ფრედ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა.

„ორი გუნდი თითქმის გავარდნილია. ადგილისთვის ბრძოლა, ალბათ, ჩვენსა და „აიაჩოს“ შორის იქნება. დავფიქრდები თუ არა ლიგა 2-ში გავარდნის შემთხვევაში გუნდის დატოვებაზე ? ალბათ, კი“.

ლიგა 1-ის 31 ტურის შემდეგ „რეიმსს“, „აიაჩოს“ მსგავსად, 33 ქულა აქვს, თუმცა გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით, ამჟამად მე-17 ადგილს იკავებს და მე-16 პოზიციაზე მყოფ „მონპელიას“ 3 ქულით ჩამორჩება.

კანკავა: „ვეცდებით, ისეთი შედეგი ვაჩვენოთ, ხუთ ლარზე პრეტენზია რომ არ იყოს“

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ყაზაეთთან ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი შეაფასა.

„შედეგით უკმაყოფილოები ვართ. ახალი მწვრთნელი გვყავს, ვნახოთ, რა იქნება, შესათამაშებლად დრო გვჭირდება.

პიველი თამაშის შეფასება რთულია. ჯერ ერთი კვირა ვიმუშავეთ. განსხვავებას ძველ და ამ გუნდს შორის ასე სწრაფად ვერ ვიტყვი. მწვრთნელი ასე მალე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.

გულშემატკივარი ბილეთის ფასით უკმაყოფილო თამაშიდან გამომდინარე იყო. ვეცდებით, ისეთი შედეგით ვაჩვენოთ, ხუთ ლარზე პრეტენზია რომ არ იყოს“, – განაცხადა კანკავამ.

ჯაბა კანკავა “რეიმსის” იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა ფრანგული “რეიმსის” გულშემატკივრებმა იანვრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

კანკავამ, იანვარში, “რეიმსის” მაისურით ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელმა ერთხელ საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა. ზოგადად კი, თავის გუნდში ყოველთვის გამორჩეული იყო.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველი ფრანგულ კლუბს 2015 წლის აგვისტოში შეურთდა.

ჯაბა კანკავა: “ნაკრებში ძალიან კარგი სიტუაციაა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კახა ცხადაძის ნაკრებიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ცხადაძემ 20 იანვარს პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს. თუმცა, მისი თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ქვეყნის პირველ გუნდში მისი მუშაობა არ სურს.

“ნაკრებში ძალიან კარგი სიტუაციაა. კახასთან მუშაობა მსიამოვნებს და მსურს, მომავალში მასთან ვითანამშრომლო”, – უთხრა კანკავამ რუსთავი 2-ს.

„ოქროს ბურთი 2015“ — ვის ერგო ქართველთა ხმები

როგორც მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ ვის ერგო ქართველთა ხმები.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი).

საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. ლუის სუარესი („ბარსელონა“, ურუგვაი).

 

ჯაბა კანკავას ფინტი “რენთან” გამართულ შეხვედრაში (ვიდეო)

28 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “რეიმსსა” და “რენს” შორის გამართულ მატჩში, ჯაბა კანკავამ ერთ-ერთ ეპიზოდში ბრწყინვალე ფინტი გააკეთა, მეტოქემ კი მასთან თამაშის წესები დაარღვია.

ჯაბა კანკავა: “გერმანიასთან ფრე კანონზომიერი შედეგი იქნებოდა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრა ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ამ მატჩში ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

“ღირსეულად ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ. ფრედ თამაში და მოგებაც შეგვეძლო. მანუელ ნოიერმა ძალიან კარგი ბურთები აგვიღო. ჩვენც გაგვიმართლა თავიდან. მე ვფიქრობ, ფრე კანონზომიერი შედეგი იქნებოდა”, – აღნიშნა კანკავამ.