„გალათასარაი“ – „ბორუსია“ 0:4

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მესამე ტურის ფარგლებში სტამბულის „გალთასარაიმ“ დორტმუნდის „ბორუსია“ მიიღო და ანგარიშით 0:4 განადგურდა.

ანგარიში უკვე მე-6 წუთზე ობამეიანგმა გახსნა, რომელმაც 12 წუთში უკვე დუბლი მიითვალა. 41-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა სამ ბურთამდე მარკო როისმა გაზარდა. წერტილი ამ შეხვედრაში ადრიან რამოსმა დასვა, რომელმაც 83-ე წუთზე ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, 0:4 და ბორუსიელები 100-პროცენტიანი შედეგით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

„გალათასარაისა“ და „ბორუსიას“ ფანებმა სტამბულში იჩხუბეს (ვიდეო)

თურქეთში ჩასული დორტმუნდის „ბორუსიას“ ფანები არც ისე თბილად მიიღეს.

გიოტცე: „გამიხარდება, თუ როისი „ბაიერნში“ გადავა“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველს მარიო გიოტცეს თავის გუნდში ყოფილი თანაგუნდელის მარიო გიოტცეს ხილვა სურს.

„მარკოსთან კარგი ურუთიერთბა მაკავშირებს. სამომავლოდ გადაწყვეტილება მან თვითნ უნდა მიიღოს, თუმცა გამიხარდება, თუ იგი „ბაიერნში“ გადავა.

„ბორუსიადან“ წასვლა? ეს ჩემი ცხოვრება და ჩემი არჩევანია. რჩევას ბევრი მაძლევდა, მაგრამ ყველაფერი დამოუკიდებლად გადავწყვიტე. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა 22 წლის მოთამაშემ.

კლოპი: ”შალკესთან” მარცხი უნდა გამოვასწოროთ”

დღეს, თბილისის დროით 17:30 საათზე, გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში, დორტმუნდის ”ბორუსია”, ჩემპიონატის ბოლოადგილოსან ”ჰამბურგს” უმასპინძლებს. მატჩის წინ, ”ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლობმა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

”ჩვენ ”შალკესთან” დავმარცხდით და ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა და რამდენიმე ფეხბურთელმა ვერ მოასწრო ძალების აღდგენა, მაგრამ ამან, ”ჰამბურგთან” გამარჯვებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ” – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

კლოპი: ”გაერთიანებით, ყველა სირთულეს დავძლევთ”

ბუნდესლიგა, დორტმუნდის ”ბორუსიამ” არც თუ ისე კარგად დაიწყო. პირველ რიგში, გუნდს, შესამჩნევად დაეტყო რობერტ ლევანდოვსკის წასვლა და მეორე, კლუბის ლაზარეთში, კვლავ ხალხმრავლობაა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ”ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა:

”დამარცხების უფლება აღარ გვაქვს, პირიქით, გუნდს ყველა მატჩში გამარჯვება ესაჭიროება. მჯერა, რომ ერთიანობით, გუნდი ყველა სირთულეს დაძლევს. დროა გუნდმა თავისი ჩვეული სათამაშო ხასიათი აჩვენოს. – განაცხადა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის ”ბორუსია”, ბუნდესლიგის ბოლო შეხვედრაში სტუმრად ”შალკესთან”, ანგარიშით 1-2 დამარცხდა.

იურგენ კლოპი: ”ბორუსიას” თამაშით პირველიდან ბოლო წუთამდე დიდ სიამოვნებას ვიღებდი”

დორტმუნდის ”ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებთან, ”არსენალთან” ჩატარებული მატჩი შეაფასა.

”ძალიან კმაყოფილი ვარ. ტრავმის გამო 3 ფეხბურთელი არ გვყავდა, მაგრამ სიტუაციიდან გამოსავალი ყველამ ერთად გამოვნახეთ და ბრწყინვალე შემადგენლობა შევკარით. ჩვენ ვმოქმედებდით თამამად, ზუსტად და სწრაფად. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც უნდა გაგვეკეთებინა.”

”პირველიდან ბოლო წუთამდე უდიდესი სიამოვნება მივიღე.”

”ახალი ერა დორტმუნდში? ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ დღევანდელი მატჩი, ”ბორუსიის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.” – განაცხადა კლოპმა.

ლევანდოვსკი: „გამარჯვება გვსურდა, თუმცა „ბორუსიამ“ გვაჯობა“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ თავის ყოფილ კლუბთან გერმანიის სუპერთასის ანგარიშით 2:0 წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„რთლი წინასასეზონო მომზადების შემდეგ ეს მძიმე მატჩი იყო. ჩვენ მოგება გვსურდა, თუმცა დღეს „ბორუსია“ უფრო ძლიერი იყო. ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც გერმანიის თასზე გველის. ვფიქრობ, მას გაცილებით კარგად ჩავატარებთ. იმედია, ხავი მარტინესის ტრავმა სერიოზული არ არის“, – განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა.

ობამეიანგმა “ბაიერნის” კარში გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა

გერმანიის სუპერთასის მატჩში დორტმუნდის “ბორუსიამ” მიუნხენის “ბაიერნი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი 23-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანა, მეორე კი – 62-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. გაბონელმა ფეხბურთელმა გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა, “სპაიდერმენის” ნიღაბი გაიკეთა.

სად ხურდებოდა მარიო გიოტცე “ბორუსიასთან” მატჩში

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ტრიბუნქვეშა გვირაბში ხურდებოდა, რათა ყოფილი გუნდის ქომაგების მხრიდან ზედმეტი ყურადღება არ მიეპყრო.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

“ბორუსიამ” გერმანიის სუპერთასისთვის ბრძოლაში “ბაიერნს” აჯობა

13 აგვისტოს, “სიგნალ-იდუნა-პარკზე” გერმანიის სუპერთასისთვის ერთმანეთს დორტმუნდის “ბორუსია” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. 23-ე წუთზე ანგარიში ჰენრიხ მხითარიანმა გახსნა, 62-ე წუთზე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მანუელ ნოიერის კარში მეორე გოლი გაიტანა. “ბაიერნისთვის” წაგებასთან ერთად ცუდი ის მოხდა, რომ ხავი მარტინესმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება საკაცით მოუხდა. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია დაზიანება.

აღსანიშნავია, რომ “ბორუსია” გერმანიის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა, შარშანაც “ბაიერნი” დაამარცხა.

გერმანიის სუპერთასი
“ბორუსია” (დორტმუნდი) — “ბაიერნი” 2:0 (1:0)

“ბორუსია”: ლანგერაკი, პიშჩეკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი (დურმი 46′), ჰოფმანი, კირხი (ბენდერი 85′), კელი, მხითარიანი, ობამეიანგი (რამოსი 63′), იმობილე.
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

“ბაიერნი”: ნოიერი, ალაბა, ბოატენგი, ხავი მარტინესი (დანტე 31′), როდე, ჰოიბიერგი (გიოტცე 59′), ბერნატი, მიულერი (ლამი 46′), გაუდინო, ლევანდოვსკი, შაქირი.
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.

გოლები: მხითარიანი 23′, ობამეიანგი 62′.
გაფრთხილებები: ჰოიბიერგი 45′, ბოატენგი 73′, ლამი 82′.

მთავარი მსაჯი: პეტერ გაგელმანი (ბრემენი).

„ლივერპულისა“ და „ბორუსიას“ ფანებმა „You’ll Never Walk Alone“ ერთად იმღერეს

მოგეხსენებათ, გუშინ „ლივერპულსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის ამხანაგური შეხვედრა შედგა, რომელიც მერსესაიდელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას ორივე გუნდის ფანებმა ცნობილი სიმღერა „You’ll Never Walk Alone“ ერთად იმღერეს.

როისი „ბარსელონას“ წინადადებას ელოდებოდა

„Mundo Deportivo“-ს ცნობით, დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი მარკო როისი ლუის სუარესის „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ იმედოვნებდა, რომ კატალონიელები მისი ტრანსფერით დაკავდებოდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორს ანდონი სუბისარეტას გერმანელი მოთამაშე მოსწონს, თუმცა წინადადება დორტმუნდელთათვის მას არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, აქამდე გაირკვა, რომ როისმა „ბორუსიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა.