“დილა” – “ტორპედოს” მატჩისას მოედანზე ძაღლი შევიდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორის “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ძაღლი შევიდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.

“სიონმა” “კოლხეთი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. “მიხეილ მესხზე” ერთმანეთს ბოლნისის “სიონი” და ფოთის “კოლხეთი” დაუპირისპირდა.

ანგარიში მე-19 წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა. ზუსტად რვა წუთში დათო კირკიტაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა. საბოლოოდ, “სიონმა” 2-0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ბოლნისური კლუბი 19 ქულით მერვე ადგილზეა. ხოლო, “კოლხეთს” რვა ქულა აქვს და ბოლოზეა.

ეროვნული ლიგის 21-ე ტური: პრევიუ

დღეს ეროვნული ლიგის 21-ე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი მის პრევიუს გთავაზობთ!

ბოლნისის “სიონი” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 17 აგვისტო, 17:30

პირველ დღეს ერთმანეთს “სიონი” და “კოლხეთი” შეერკინებიან. “მიხეილ მესხი 2”-ზე გასამართი მატჩის მასპინძლებმა წინა დაპირისპირება “სამტრედიას” მოუგეს. იქ ბოლნისლებმა იმერლები ანგარიშით, 4:0 სძლიეს.  ახლა მათ 16 ქულა აქვთ და მერვე პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება “კოლხეთს”, მან ბოლო რვა თამაშიდან ვერცერთი ვერ მოიგო, ხოლო უკანასკნელი ხუთი მატჩიდან ყველა წააგო. ლოგიკურად, მეგრელები რვა ქულით მეათეზე არიან.

საჩხერის “ჩიხურა” – რუსთავის “რუსთავი”

დასაწყისი: 18 აგვისტო, 17:30

უკვე მეორე დღეს, ივანწმინდაში, “ცენტარლურ სტადიონზე” ადგილობრივი “ჩიხურა” “რუსთავს” მიიღებს. სამსონ ფრუიძის ბიჭებმა უშუალო მეტოქე, გორის “დილა” დაამარცხეს, 37 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიციაზეც გადაინაცვლეს. რაც შეეხება “რუსთავს”,  ამ კლუბმა ბოლოს “დინამოსთან” მინიმალური სხვაობით წააგო მას თადარგში “ტორპედოსთან” გამოტოვებული შეხვედრა აქვს. ამჟამად, იგი 21 ქულით მეშვიდეა.

თბილისის “დინამო” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 18 აგვისტო, 20:00

“დინამო არენაზე” ადგილობრივი კლუბი “სამტრედიას” მიიღებს. დედაქალაქელებზე უკვე ვთქვით და დავაზუსტოთ, რომ მათ 2:1 მოუგეს “რუსთავს”.  ისინი 44 ქულით მეორეზე არიან და ხუთით ჩამორჩებიან “საბურთალოს”. “სამტრედიას” ამ სეზონში ერთი მოგებაც კი არ აქვს, ხოლო მან ბოლო შვიდი მატჩი ზედმიწევნით წააგო. ეს გუნდი ცხრა ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

თბილისის “საბურთალო” – გორის “დილა”

დასაწყისი: 19 აგვისტო, 19:00

21-ე ტურის მესამე დღის ერთადერთი შეხვედრა გათამაშების ლიდერისა და “დილას ” დაპირისპირებაა, რომელიც “მიხეილ მესხი 2”-ზე შედგება. თბილისურმა გუნდმა ბოლო ექვსი მატჩი მოიგო და 49 ქულით პირველია. “დილამ” ანგარიშით, 1:3 დათმო “ჩიხურასთან”. ამ კლუბს “ტორპედოსთან” ჩასატარებელი ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს. ამჟამად გორელები 34 ქულით მეოთხეზე არიან.

ქუთაისის “ტორპედო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 20 აგვისტო, 20:00

უკანასკნელი მატჩი ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” “ტორპედოსა” და “ლოკომოტივს” შორის გაიმართება. ქუთაისურ გუნდს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ევროპის ლიგის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, ორი შეხვედრა აქვს თადარიგში. ბოლოს “ტორპედო” “კოლხეთს” ეთამაშა და 3:0 მოუგო. ის 27 ქულით მეხუთეა. ხოლო, “ლოკომ” ბოლოს “დინამოსთან” 2:4 წააგო და ახლა 22 ქულით მეექვსეა.

 

როგორ გამოიყურება ოცი ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის ბომბარდირთა სია?

ეროვნული ლიგის ოცი ტური ჩატარდა, რომელშიც მრავალი გოლი გავიდა. საგულისხმოა, რომ საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე გამტანი ფეხბურთელი გამოირჩა. მათი სია ასე გამოიყურება:

1.გიორგი გაბედავა – 12 გოლი

2.ბუდუ ზივზივაძე – 11 გოლი

3.ოთარ კიტეიშვილი – 11 გოლი

4.ლეანდრო რიბეირო- 10

5.მიკოლა კოვტალიუკი – 10

 

რაც შეეხებათ, საგოლე გადაცემების ავტორებს, ამ მხრივ ოთარ კიტეიშვილი ლიდერობს, რომელსაც რვა პასი აქვს. მას მოსდევს ლეანდრო რიბეირო ექვსი საგოლე გადაცემით. ორით ნაკლები აქვს ბუდუ ზივზივაძეს, ხოლო დავით რაჟამაშვილს ხუთი პასი დაუგროვდა. ოთხი საგოლე გადაცემა აქვს ექვს ფეხბურთელს: ზაზა ციცქიშვილს, ირაკლი ბუღრიძეს, გიორგი დიასამიძეს, გიორგი გაბედავას, გიორგი კოხრეიძეს, ბექა გვარაძეს.

საჩხერის “ჩიხურა” მარიბორშია და განმეორებითი მატჩისთვის ემზადება (ფოტოები)

საჩხერის “ჩიხურა” თამაშამდე გუშინ მარიბორში, სასტუმრო Hotel City Maribor -ში დაბინავდა. გუნდმა საღამოს “მარიბორის” ბაზაზე ივრჯიშა, დღეს კი წინა სამატჩო წვრთნას “ლიუდსკი არენაზე” გამართავს. გეტყვით, რომ იმერლები ორ აგვისტოს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, განმეორებით მატჩს სლოვენიის “მარიბორთან” სტუმრად ჩაატარებენ (პირვლი შეხვედრა 0-0). დაპირსპირება თბილისის დროით, 22:15 წუთზე დაიწყება.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ირაკლი ლექვთაძე და შოთა კაშია სლოვენიაში გუნდს ვერ დაეხმარებიან.

სოსო ფრუიძე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა სლოვენიაში:

დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი, ლევან კაკუბავა, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე.

 

ოფიციალურად: ლაშა გორდულავა იჯარის წესით ხონის ,,იმერეთში” ითამაშებს

ჩვენი  გუნდის გოლკიპერი, ლაშა გორდულავა იჯარის წესით,  ლიგა 3 -ის  ბინადარ ხონის ,,იმერეთში” ითამაშებს.

გორდულავა ,,იმერეთში” სეზონის ბოლომდე იასპარეზებს.

შეგახსენებთ რომ ლაშა დილას რიგებს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 1 სათასო და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

Fcdila.Ge

ოთარ კიტეიშვილს ავსტრიაში წასვლამდე კუთვნილი ჯილდო გადასცეს

თბილისის “დინამოს” კაპიტანი – ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პრიზი 22 წლის მოთამაშეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ლევან კობიაშვილმა გადასცა.

კიტეიშვილი “დინამოს” ღირსებას 2014-2018 წლებში იცავდა, თბილისური გუნდის მაისურით ჩაატარა 126 მატჩი, სადაც 17 გოლის გატანა შეძლო. “დინამოელთა” კაპიტანი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდში – გრაცის “შტურმში” გააგრძელებს.

საჩხერის “ჩიხურა” ისრაელშია და “ბეითართან” დაპირისპირებისთვის ემზადება (ფოტოები)

საჩხერის “ჩიხურა” ისრაელში გუშინ ჩაფრინდა. გუნდი სასტუმრო Rimonim Shalom Hotel-ში დაბინავდა. საღამოს გუნდმა ,,ბეითარის” ბაზაზე ივარჯიშა, ხოლო, დღეს წინასამატჩო ვარჯიშს ,,ტედი სტედიუმზე” გამართავს.

 

19 ივლისს, თბილისის დროით 21:45 საათზე საჩხერის “ჩიხურა” ,,ბეითარ ტრამპის” წინააღმდეგ ითამაშებს.
შეგახსენებთ პირველი შეხვედრა თბილისში ,,მიხეილ მესხის” არენაზე 0:0 დასრულდა.

იმერული გუნდი 18 კაციანი შემადგნლობით ესტუმრა ისრაელს: დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი,ლევან კაკუბავა, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ლექვთაძე, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე.

“დინამომ” “დილა” გაანადგურა (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურში ერთმანეთს თბილისის “დინამო” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

ანგარიში მეთხუთმეტე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. ზუსტად შვიდ წუთში ლაშა თოთაძემ ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. ხოლო, 26-ეზე უკვე ბუდუ ზივზივაძემ მოახერხა სხვაობის სამამდე გაზრდა. ტაიმის მიწურულს კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის კარი. მეორე ნახევარში, 54-ე წუთზე “დინამოელთა” კაპიტანი ანზორ სუხიაშვილს გასცდა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა ნახსენებმა გორელმა ფეხბურთელმა უკნიდან დაარღვია თამაშის წესი და ასე შეაჩერა ოთარი. სუხიაშვილმა წითელი ბარათი მიიღო. 59-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში, 5-0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “დინამო” 38 ქულით მეორეა. ხოლო, “დილა” დედაქალაქელებს ოთხი ქულით ჩამორჩება და მესამე პოზიციას იკავებს.

 

“ჩიხურამ” “სიონი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” ივანწმინდაში, “ცენტრალურ სტადიონზე” ბოლნისის “სიონი” მიიღო.

ანგარიში მეოთხე წუთზე ირაკლი ლექვთაძემ გახსნა. ზუსტად ოც წუთში გიორგი გაბედავას გადაცემის შემდეგ ლექვთაძემ დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში, 64-ეზე იმავე მოთამაშემ მესამეჯერ აიღო სტუმართა კარი. ხოლო, 73-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ საბოლოო ანგარიში, 4-0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ იმერული კლუბი 31 უქლით მეოთხეა. რაც შეეხება “სიონს”, ბოლნისლები 13 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფებიან.

 

“ტორპედომ” “კოლხეთს” დამაჯერებლად მოუგო (ვიდეო)

ეროვნლი ლიგის მეთვრამეტე ტურში ქუთაისის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთი” მიიღო.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატებით წარიმართა. ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა სლოვაკმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰლინკამ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიძინეს იმერლებმა. მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ ორამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, 66-ეზე გიორგი ქიმაძემ საბოლოოდ ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ტორპედოს” 27 ქულა დაუგროვდა და მეხუთე ადგილზეა. რაც შეეხება “კოლხეთს”, ის 14 ქულით მერვე პოზიციას იკავებს.

 

“საბურთალო” წინ მიიწევს – “სამტრედია” დამარცხებულია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის სადებიუტო მატჩი ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” “სამტრედიასა” და “საბურთალოს” შორის შედგა.

ანგარიში მეოცე წუთზე დავით ვოლკოვმა გახსნა. თერთმეტ წუთში გიორიგ კოხრეიძემ ორამდე გაზარდა სხვაობა, თუმცა 38-ეზე ანტე გიმ მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა. მეორე ნახევარში, 81-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა მესამესეჯერ აიღო “სამტრედიას” კარი და საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალო” 43 ქულით პირველია, “სამტრედია” ცხრა ქულით – ბოლო.