სამუნდიალე კონკურსის მეშვიდე დღის მეორე მატჩის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის მეშვიდე დღის მეორე მატჩის კითხვები იყო:

1) რამდენი გოლი გავა (3 და მეტი თუ 3-ზე ნაკლები)? — 3-ზე ნაკლები;
2) რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს? (ესპანეთი, ჩილე, არ იქნება გოლი); — ჩილე;
3) რომელი გუნდი მიღებს მეტ ყვითელ ბარათს? (ესპანეთი, ჩილე, თანაბრად, არ იქნება ნაჩვენები ყვითელი ბარათი); — ჩილე;
4) იქნება თუ არა გაძევება? — არა.

კონკურსის მეშვიდე დღის მეორე მატჩის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: სწორი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
DITO27 4 15
CHESTERA121 4 15
11TOM11 4 15
GAGAREALI123456 3 10
NIKUSHA85 3 10
REZO REALI 3 10
VENOM 3 10
ARCHIBALD 3 10
LIVERPOOL11 3 10
SURRENDER12 3 10

 

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, გთხოვთ, მოითმინოთ, რადგანაც თანხის დარიცხვას სწორედ „ევროპაბეთი“ ახორციელებს და ჩვენ ვერანაირად დავაჩქარებთ ამ პროცესს. თავისთავად, თანხები რომ დაირიცხება, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

სამუნდიალე კონკურსის მეშვიდე დღის პირველი მატჩის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ავსტრალიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის მეშვიდე დღის პირველი მატჩის კითხვები იყო:

1) გაიტანს თუ არა ორივე გუნდი? — კი;
2) მატჩის რომელ მონაკვეთში გავა პირველი გოლი? (1-30 წთ; 31-60 წთ; 61-90+ წთ; არ იქნება გოლი); — 1-30 წთ;
3) იქნება თუ არა თერთმეტმეტრიანი? — კი;
4) გაიტანს თუ არა რობინ ვან პერსი? — კი.

კონკურსის მეშვიდე დღის პირველი მატჩის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: სწორი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
SHVELIDZE 4 15
NEYMAR. 4 15
SHOSHIA111 4 15
JOHNANTHONY 4 15
MAM2013 4 15
JABA123 4 15
LEVANCHI31 4 15
LFC 4 15
VERDZO 4 15
TOTTENHAM HOTSPUR 4 15

 

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, გთხოვთ, მოითმინოთ, რადგანაც თანხის დარიცხვას სწორედ „ევროპაბეთი“ ახორციელებს და ჩვენ ვერანაირად დავაჩქარებთ ამ პროცესს. თავისთავად, თანხები რომ დაირიცხება, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

ესპანეთი — ჩილე (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჩილეს ნაკრების თავდამსხმელი ედუარდო ვარგასი დაასახელეს, რომელმაც ბოლო სეზონის სწორედაც ესპანურ „ვალენსიაში“ გაატარა. მან დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა.

24 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 85 წუთი დაჰყო, გააკეთა 29 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.

 

ავსტრალია — ჰოლანდია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი დაასახელეს, რომელმაც მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა. მას მიმდინარე ტურნირზე აქტივში უკვე სამი გატანილი გოლი აქვს.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 19 გადაცემა და კარში დაარტყა 5-ჯერ.

 

რონალდუმ დღევანდელი ვარჯიში ვერ ჩაამთავრა

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ დღევანდელი ვარჯიში ბოლომდე ვერ ჩაამთავრა.

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა საწვრთნელი პროცესი დანარჩენ მოთამაშეებთან ერთად დაიწყო, თუმცა გახურების შემდეგ მოედანი დატოვა და ფიზიოთერაპევტს მიაშურა. მედიკოსებმა რონალდუს მარცხენა მუხლზე ყინული დაადეს. დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ პორტუგალიელთა კაპიტნის თამაში აშშ-ისა (23 ივნისი) და განის (26 ივნისი) ნაკრებების წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პორტუგალიის ნაკრები გერმანიასთან ანგარიშით 0:4 განადგურდა.

 

სამუნდიალე კონკურსი (ესპანეთი — ჩილე)

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. დღეს გამოქვეყნდა მეშვიდე საკონკურსო დღის მეორე მატჩის კითხვები, რომელიც ესპანეთისა და ჩილე ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 10 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებზე პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: ესპანეთი — ჩილე

 

სამუნდიალე კონკურსი (ავსტრალია — ჰოლანდია)

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. დღეს გამოქვეყნდა მეშვიდე საკონკურსო დღის პირველი მატჩის კითხვები, რომელიც ავსტრალიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 10 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებზე პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: ავსტრალია — ჰოლანდია

 

ოჩოა: „ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:0) საუკეთესო მოთამაშედ მექსიკელთა კიპერი გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან.

„ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი თამაშის ჩატარება, თან როცა შენს წინააღმდეგ ტურნირის მასპინძლები გამოდიან და კარს მშრალად ინახავ, ადვილი არაა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე წარიმართა. გახარებული ვარ. მატჩის მიმდინარეობისას არ მოვდუნებულვარ, ვაგრძელებდი ბურთის მოგერიებას. ახლა უბრალოდ მინდა, რომ დავტკბე თანაგუნდელებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებმაც იგივე განიცადეს, რაც მე“, – აღნიშნა გილერმო ოჩოამ.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებები უქულოდ არიან.

მექსიკის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ხორვატების წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

სამუნდიალე კონკურსის მეექვსე დღის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის მეექვსე დღის  კითხვები იყო:

1) რამდენი გოლი გავა (3 და მეტი თუ ნაკლები)? — ნაკლები;
2) მატჩის რომელ მონაკვეთში გავა პირველი გოლი? (1-30 წთ; 30-60 წთ; 60-90+ წთ; არ იქნება გოლი); — არ იქნება გოლი;
3) რომელი გუნდის ფეხბურთელი მიიღებს პირველ გაფრთხილებას? (იგულისხმება ყვითელი ბარათი) — ბრაზილია;
4) გაიტანს თუ არა ნეიმარი? — არა.

კონკურსის მეექვსე დღის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: სწორი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
PAATA3691 3 10
DADU90 3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
ZURAA13 3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
ODISHA991 3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
ROBI5 3 10
MAMUKA12312 3 10
MAMUKA777 3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
MARDALA 3 10
ZVIO 3 10
FRODFUL  3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი

 

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარი ანგარიშის პინ-კოდი ჯერ არ მოუწვდიათ, 15:00 საათამდე ეძლევათ დრო პინ-კოდის მისათითებლად. სხვა შემთხვევაში, მათ ბალანსზე თანხის დარიცხვა ვერ მოხერხდება. თავისთავად, დანარჩენ გამარჯვებულებს თანხები რომ დაერიცხებათ, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

რუსეთი — კორეა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთისა და კორეის რესპუბლიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში მატჩის 68-ე წუთზე გაიხსნა, როცა შეცვლაზე შემოსული კიუნ-ჰო ლის დარტყმის შემდეგ რუსთა კიპერმა იგორ აკინფეევმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ბურთი ხელიდან გაუვარდა. 74-ე წუთზე აგრეთვე შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრ კერჟაკოვმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კორეელთა შემტევი ნახევარმცველი ჰიუნგ-მინ სონი დაასახელეს.

ლევერკუზენის „ბაიერში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

სკოლარი: „კარგი თამაში ვიხილე, თუმცა ფრით კმაყოფილი არ ვარ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მატჩის შემდეგ „სელესაოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა, თუმცა ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგი არ არის.

„საკმაოდ კარგი ფეხბურთი ვიხილე. რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. უკანასკნელი თორმეტი მატჩია, შეუცვლელი სისტემით ვთამაშობთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს. საყაიმო შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გავხდებოდით“, – განაცხადა სკოლარიმ.

A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებები უქულოდ არიან.

 

ბრაზილია — მექსიკა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკელთა მეკარე გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც მართლაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან.