მესი, რონალდუ, მარადონა თუ პელე? ვის ეკუთვნის ყველაზე დიდი ადგილი ფეხბურთის ისტორიაში

ესპანურმა გამოცემა “მარკამ” საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა კითხვით — ლეგენდარული ფეხბურთელებიდან ვის რომელ ადგილს მიაკუთვნებდით ფეხბურთის ისტორიაში? ჩამოთვლილი იყო შემდეგი მოთამაშეები: ალფრედო დი სტეფანო, პელე, იოჰან კრუიფი, დიეგო მარადონა, ზინედინ ზიდანი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი. გამოკითხა 81 ათასზე მეტი ადამიანი, ხმები კი ასე გადანაწილდა.

votes

ალფრედო დი სტეფანო გარდაიცვალა

88 წლის ასაკში მადრიდის „რეალის“ საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო გარდაიცვალა.

შაბათს დი სტეფანო გულის შეტევის გამო მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს, რის შემდეგაც ის კომაში ჩავარდა. მედიკოსთა ძალისხმევის მიუხედავად, „რეალის“ ლეგენდარული ფიგურის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დი სტეფანომ რვაჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ხუთჯერ – ჩემპიონთა თასი, ორჯერ დაეუფლა „ოქროს ბურთს“ და ოთხჯერ გახდა ესპანეთის საუკეთესო სპორტსმენი. მწვრთნელის რანგში მან არგენტინისა და ესპანეთის ჩემპიონატები მოიგო, გაიმარჯვა უეფას თასების მფლობელთა თასზეც.

დი სტეფანო უეფას დიდების დარბაზის პირველი წევრი გახლდათ. ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ყოველწლიური ჯილდო სწორედ დი სტეფანოს სახელს ატარებს.

 

რონალდუ: „ტელეფონი არ მაქვს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ ზეპ ბლატერი მას ბოდიშის მოსახდელად ვერ დაურეკავდა, რადგან პორტუგალიელს ტელეფონი არ აქვს. რონალდუმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთან დაკავშირებული ისტორია ნაკლებად აინტერესებს. დაახლოებით ერთი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ბლატერმა რონალდუს მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.
მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის ბოდიშიც მოიხადა.

რადიო „მარკას“ ჟურნალისტი პაკო გარსია კარიდადი დაინტერესდა, დაურეკა თუ არა ბლატერმა რონალდუს პირადად ბოდიშის მოსახდელად.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა:

„ტელეფონი არ მაქვს. (იცინის) ჩემს მდივანს კი აქვს, მაგრამ მე არ ვიყენებ. არ მადარდებს“.

ესპანური გამოცემა „მარკას“ მიერ დაწესებული ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის არის განკუთვნილი, გუშინ სწორედ რონალდუს გადაეცა.

ჟურნალისტი იმითაც დაინტერესდა, დაესწრება თუ არა რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. პორტუგალიელმა ამ კითხვას თავი დიპლომატიურად აარიდა.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დი სტეფანოს ჯილდოს მიღება. დიდი პატივია, რომ პრიზი თავად მან გადმომცა. ძალიან გახარებული ვარ. აი, რა არის ჩემთვის ღირებული“.

 

ბექა დოგრაშვილი