ათი წლის წინ შევჩენკო „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა (ვიდეო)

2004 წლის 13 დეკემბერს უკრაინული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი ანდრეი შევჩენკო „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.

მაშინდელ გამოკითხვაში „მილანის“ თავდამსხმელმა 175 ხმა მიიღო და უახლოეს მდევარ დეკუს 36 ხმით გაუსწრო.

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

ანდრეი შევჩენკო: “იტალიაში კრიზისია – კლუბებს კარგი დაფინანსება არ აქვთ”

“მილანის” ყოფილმა თავდამხმელმა, ანდრეი შევჩენკომ თავისი აზრი გამოთქვა იტალიური ფეხბურთის შესახებ.

“იტალიაში ახლა გარდამავალი მომენტია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია – არ აქვთ კლუბებს კარგი დაფინანსება, მხოლოდ ამიტომ, გუნდებს არ შეუძლიათ განახორციელონ ძვირადღირებული ტრანსფერები. ამას შეიძლება ეწოდოს კრიზისი.”

“იტალიური კლუბები ბოლო დროს ვერ აღწევენ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებებს, ეს ტენდენციად იქცა. იტალიური ფეხბურთის აღმავლობისთვის საჭიროა, კარგი დაფინანსებები, სტადიონების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ბრძოლა მიზნისთვის.” – განაცხადა შევჩენკომ.

ანდრეი შევჩენკო მწვრთნელობას აპირებს

უკრაინის ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო უახლოეს პერიოდში სამწვრთნელი კურსის დახურვას აპირებს, რის შემდეგაც ახალი სპეციალობით მუშაობის უფლება მიეცემა. შევჩენკო სწორედ მწვრთნელობას აპირებს.

“ვფიქრობ, რომ ჩემი გზა მწვრთნელობაა. მინდა, კურსი დავხურო. კიევის “დინამოსთან” კავშირი მაქვს, ხშირად ვეკონტაქტები მწვრთნელსა და ფეხბურთელებს. ინფორმაციას ვფლობ. ასე რომ, ვნახოთ, როდის ვიქნები მზად ამ საქმისთვის და რამდენად მომეცემა მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობა”, – განაცხადა უკრაინელმა ფეხბურთელმა “ლა გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ანდრეი შევჩენკო უკრაინაში არსებულ დაძაბულ ვითარებასაც შეეხო.

“დედაჩემი ყოველდღიურად უყურებს ახალ ამბებს. ჩემი ოჯახის გარკვეული ნაწილი კიევში ცხოვრობს, სადაც დონეცკთან შედარებით ნაკლებად მძიმე ვითარებაა, თუმცა ხალხი აქაც მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში იმყოფება. ბევრმა დაკარგა შვილი, კოლეგა თუ მეგობარი. მიყვარს ჩემი ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება”, – აღნიშნა შევჩენკომ.

 

შევჩენკო „A“ კატეგორიის მწვრთვნელი გახდა

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ უეფასგან „A“ კატეგორიის მწვრთვნელის ლიცენზია მიიღო.

ცნობისთვის, კიევის „დინამოს“, „მილანისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მოთამაშე მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 8 ნოემბრის ჩათვლით სპეციალურ კურსებს გადიოდა. აღნიშნულ პერიოდში მან როგორც მწვრთვნელობის თეორია ისწავლა და პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღო. ყველაფერთან ერთად, მომავალი მწვრთვნელი ასევე მედიცინას, ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიას სწავლობდა.

აქედან გამომდინარე, შევჩენკოს უეფასგან „PRO“ ლიცენზიის მისაღებად საჭირო კურსების გავლა უკვე დღეიდან შეუძლია.

ალექსანდრე მატევოსოვი