15 აპრილს, გერმანიის თასზე, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 მიიღო. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს მარკო როისმა და რობერტ ლევანდოვსკიმ.
ჭდე: ბორუსია
ლევანდოვსკის გერმანიის თასის მოგება სურს
დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი აცხადებს, რომ მას გერმანიის თასის მოგება სურს.
შეგახსენებთ, რომ კლოპის შეგირდები თასის ნახევარფინალში არიან გასულები, სადაც მათი მეტოქე “ვოლფსბურგია”. მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
“ვოლფსბურგთან” მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გერმანიის თასის მოგება გვინდა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ”, – ამბობს ლევანდოვსკი.
გვარდიოლა: „ალბათ, შეცდომა დავუშვი“
გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ალიანს არენაზე“ შედგა, სადაც მიუნხენის „ბაიერნმა“ გათამაშების მეორეადგილოსან დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ ბავარიული გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ საუბრობდა.
„ბორუსიას“ ვულოცავ. პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ. მეორე ნახევარშიც რაღაც გვაკლდა. აქამდე დაცვაში ძალზედ საიმედოდ ვთამაშობდით, მაგრამ „ბორუსიასთან“ ეს ვერ მოვახერხეთ. ალბათ შეცდომა დავუშვი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ შეხვედრაში ცოტა სხვანაირად თამაში გადავწყვიტე. რაც არ უნდა იყოს, თავს იმით ვერ გავიმართლებ, რომ გუნდის როტაციას მივმართე“, – პეპ გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.
ბექა დოგრაშვილი
კლოპი: „ბუნდესლიგაში მხოლოდ „ბაიერნს“ აქვს საქმე მოგვარებული“
გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ალიანს არენაზე“ შედგება, სადაც მიუნხენის „ბაიერნი“ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე მყოფ დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდება. ბავარიელებს ბუნდესსასალათე უკვე განაღდებული აქვთ. სამაგიეროდ, დანარჩენი პოზიციებისთვის მიდის ბრძოლა.
ახლა ყველაზე დიდ ინტერესს ის იწვევს, თუ ვინ დაიკავებს ბუნდესლიგის მეორე ადგილს. გელზენკირხენის „შალკემ“ გუშინ ფრანკფურტის „აინტრახტი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში „ბორუსიას“ გაუთანაბრდა, თუმცა დორტმუნდელები ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით არ ჩამოქვეითებულან. „შალკესთან“ 3-ქულიანი სხვაობის აღსადგენად „ბორუსიას“ „ალიანს არენაზე“ „ბაიერნის“ დამარცხება მართებს. მართალია, ბავარიელებმა ჩემპიონობა უკვე გაინაღდეს, თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოედანზე უმოტივაციოდ გავლენ. ბოლოს და ბოლოს, მათ არენაზე სათამაშოდ ბოლო წლების ყველაზე მედგარი კონკურენტი გამოვა.
დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „შალკესთან“ დაპირისპირებამდე აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მის გუნდზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს.
„ბორუსიას“ ყველაფერი რიგზე აქვს. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო საკუთარი ძალების რწმენა არ დაგვიკარგავს. ყველას როდი შეუძლია ყოველ წელს ნახევარფინალამდე გასვლა. რამდენიმე მშვენიერი გუნდი სხვადასხვა მიზეზის გამო უფრო ადრეულ ეტაპზეც გამოვარდა ტურნირიდან. დავისაჯეთ იმიტომ, რომ მადრიდში ცუდად ვითამაშეთ. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მარცხი არ უნდა დავივიწყოთ.
ჩვენთვის გერმანიის ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. „ბორუსიას“ ქულები სჭირდება იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად მოხვდეს. ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთ გუნდს აქვს საქმე მოგვარებული, ეს „ბაიერნია“. დანარჩენები დასახული მიზნის მისაღწევად ბრძოლას განაგრძობენ“, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კლოპმა.
მატჩი „ბაიერნსა“ და „ბორუსიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ამ კვირის საკონკურსო მატჩთა სიაშია შეტანილი.
ბექა დოგრაშვილი
ანჩელოტი: „გაგვიმართლა, რომ ნახევარფინალში გავედით“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მის გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ განმეორებით მატჩში გაუმართლა.
„მოხარულნი ვართ, რომ ნახევარფინალში გავედით, თუმცა ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ, მით უფრო – პირველ ტაიმში. მეტოქეს ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრების ბევრი შანსი ჰქონდა.
მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. მეტოქე გუნდს ბევრი საჩუქარი მივეცით, ბევრი შეცდომა დავუშვით, არ ვიყავით თავდაჯერებულები.
იკერ კასილასმა მატჩის გადამწყვეტ მომენტში ფანტასტური სეივები გვიჩვენა. მან ძალიან, ძალიან კარგად ითამაშა.
ამ სტადიაზე ყველა მატჩი რთულია. გაგვიმართლა, რომ ნახევარფინალში გავედით“, – ანჩელოტის სიტყვებს Football Espana ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „ბორუსიამ“ ანგარიშით 2:0 მოიგო, თუმცა ორი მატჩის ჯამში „რეალმა“ მეტოქეს 3:2 სძლია.
ბექა დოგრაშვილი
ლონდონური ინტრიგა და ლევანდოვსკის იმედი
სულ მალე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტთა ვინაობა გახდება ცნობილი. დღეს უერთიერთობას “ჩელსი” – “პსჟ” და “ბორუსია” – “რეალი” გაარკვევენ.
მადრიდში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ დორტმუნდში სასწაულის იმედად არიან, რომელიც შესაძლოა “ბორუსიას” დაბრუნებული ფოვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახდეს. შეგახსენებთ, რომ შარშან პოლონელმა მადრიდელებს 4 გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა.
თუმცა, ეს რთული წარმოსადგენია. წლევანდელი “რეალია” შარშანდელზე გაცილებით ძლიერია, რასაც “ბორუსიაზე” ვერ ვიტყვით. კლოპის შეგირდები ძველებურად ვეღარ ბურთაობენ. ასე რომ, გერმანიაში გასამართი შეხვედრა, დიდი ალბათობით, უფრო ფორმალური ხასიათის იქნება.
დღის და მეოთხედფინალების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებას ლონდონის “სტემფორდ ბრიჯი” უმასპინძლებს, სადაც “ჩელსი” 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფქვრას შეეცდება.
ლონდონელები რთულ მდგომარეობაში არიან, პარიზელების ერთი გოლიც კი სიტუაციას მნიშნველოვნად გაართულებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სტუმრებს მთავარი დამრტყმელი ძალა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ეყოლებათ. ეს ფაქტორი, მოურინიოს ზედმეტ საფიქრალს ნამდვილად მოუხსნის. მაგრამ, მეორე მხრივ “პსჟ” ზლატანის გარეშე სხვა ფეხბურთს ითამაშებს, რაც შესაძლაო სიურპრიზი იყოს ლონდონური კლუბისთვის.
„დორტმუნდთან“ კრიშტიანუ რონალდუს თამაში საეჭვოა
ესპანური „ასის“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ თავამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გუშინდელ საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 20 წუთით ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ მატჩში (3:0) ფეხი დაიშავა, რის გამო ესპანეთის პრიმერადივიზიონის 32-ე ტურში „სოსიედადთან“ შეხვედრა გამოტოვა. რონალდუს, სავარაუდოდ, „ბორუსიასთან“ გასამართი განმეორებითი მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.
კრიშტიანუ რონალდუს შესახებ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„რონალდუმ საერთო გუნდთან ერთად ბევრი ივარჯიშა. ის თავს კარგად გრძნობს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, კრიშტიანუ მოედანზე პირველივე წუთებიდანვე იქნება, თუმცა გარისკვა არ მინდა. რონალდუს ყოველ მატჩში სურს თამაში, მაგრამ მისი სათადარიგოთა სკამზე გამწესებაც შემიძლია. ვემხრობი მისგან ასეთი ინიციატივის გამოჩენას. რონალდუ პროფესიონალი ფეხბურთელია. თუ რაიმე პრობლემა აქვს, მე უკითხავად შემიძლია, რომ მას დასვენების საშუალება მივცე“, – ანჩელოტის სიტყვები მადრიდული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მატჩი „ბორუსიასა“ და „რეალს“ შორის 8 აპრილს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას სლოვენი არბიტრი დამირ სკომინა განსჯის.
ბექა დოგრაშვილი
მადრიდული გაკვეთილი ბორუსიას
მადრიდში გამართული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა “რეალსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. გათამაშების ფავორიტებმა კლოპის გუნდს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
მესამე წუთზე კარვახალის გადაცემით ბეილმა ისარგებლა და თავისიანები დაააწინაურა. 27-ზე ისკომ ისარგებლა დაცვის შეცდომის და ვაიდენფელერს შანსი არ დაუტოვა. მეორე ნახევარში საბოლოო შედეგი კრიშტიანუ რონადლუმ დააფიქსირა. პორტუგალიელმა 57-ე წუთზე ლუკა მოდრიჩის გადაცემა გამოიყენა.
რეალი: კასილიასი, რამოსი, პეპე, კოენტრაო, კარვახალი, ალონსო, მოდრიჩი, ბეილი, ისკო (ილიარამენდი 72′), რონალდუ (კასემირო 80′), ბენზემა (მორატა 75′)
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ბორუსია: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, პიშჩეკი (შიბერი 67′), პაპასტათოპულოსი, დურმი, კელი (იოიჩი 74′), შაჰინი, მხიტარიანი (ჰოფმანი 64′), როისი, გროსკროიტცი, ობამეიანგი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ისკო: “მშვენივრად ვითამაშეთ”
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ისკომ დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართული მატჩი შეაფასა და თქვა, რომ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებმა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “რეალმა” “ბორუსია” ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
“მშვენივრად ვითამაშეთ. მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე. მეტოქემ ჩვენი კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა, რაც კარგია”, – ამბობს ისკო.
შეგახსენებთ, რომ “ბორუსიასა” და “რეალს” შორის განმეორებითი მატჩი 8 აპრილს გაიმართება.
სებასტიან კელმა „ბორუსიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
დორტმუნდის „ბორუსიას“ კაპიტანმა სებასტიან კელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, 34 წლის ფეხბურთელი „ბორუსიაში“ 2015 წლის ივნისამდე დარჩება. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ვეტერანი ნახევარმცველი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
კელი „ბორუსიას“ ღირსებას აგერ უკვე მე-13 წელია იცავს. ამ ხნის განმავლობაში მან სამჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, გავიდა უეფას თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩებში.
სებასტიან კელმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 13 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ბექა დოგრაშვილი
იურგენ კლოპმა ლევანდოვსკის გოლი სუპერ-ემოციურად აღნიშნა
22 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰანოვერმა” საკუთარ მოედანზე “ბორუსია” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ლევანდოვსკის მიერ გატანილი გოლი იურგენ კლოპმა სახალისოდ აღნიშნა.
“ზენიტის” ფანებმა გერმანიის დროშა დაწვეს
“ზენიტს” უეფასგან სერიოზული ფინანსური ჯარიმა ემუქრება. მიზეზი კი, დორტმუნდში რუსი გულშემატკივრის ამაზრზენი ქცევაა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის დროს “ზენიტის” ფანებმა გერმანიის დროშა, რომელიც “ბორუსიას” გულშემატკივრებს წაართვეს, სტადიონის ტრიბუნებზე დაწვეს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი რუსული გუნდის გამარჯვებით, 1-2 დასრულდა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გერმანელები გავიდნენ. ორი მატჩიშ ჯამში “ბორუსიამ” 5-4 მოიგო.